მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

თხოვნითი კვერექსი:

 

დიაკონი - „აღვუსრულოთ სამწუხრო ვედრებაი ჩვენი უფალსა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი - „მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშვიდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ანგელოსი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშვიდობაი სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: ასამაღ.: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.