მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ექუს-ფსალმუნი

 

 

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. 3-გზის.

 

უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 2-გზის

 

 

ფსალმუნი 3

 

1. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.

 

2. მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა.

 

3. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

 

4. ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

 

5. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

 

6. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო,

 

7. რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

 

8. უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი.

 

9. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

 

 

ფსალმუნი 37

 

1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

 

2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

 

3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;

 

4. რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

 

5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

 

6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

 

7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.

 

8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.

 

9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.

 

10. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

 

11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.

 

12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.

 

13. ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;

 

14. და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.

 

15. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

 

16. რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

 

17. რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

 

18. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.

 

19. აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

 

20. და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

 

21. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

 

22. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

 

ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან, მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო

 

 

ფსალმუნი 62

 

1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?

 

2. ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და დიდებაი შენი.

 

3. რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.

 

4. ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.

 

5. ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.

 

6. უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.

 

7. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.

 

8. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

 

9. ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

 

10. მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.

 

11. ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

 

ცისკარსამცა გევედრებოდე შენ, რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენდა და მე შემეწია მარჯუენე შენი.

 

დიდებაჲ, აწ და.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა, ღმერთო 3-გზის
უფალო, შეგჳყალენ 3-გზის.
დიდებაჲ, აწ და, თჳნიერ მეტანიისა.

 

 

მღდელი გამოვალს წმიდით საკურთხევლით და დადგების წინაშე წმიდათა კართა აღსავლისათა და ხატსა მეუფის ქრისტჱსსა, და წარიტყჳს ნეშტსა საცისკროთა ლოცვათასა საიდუმლოდ.

 

 

ფსალმუნი 87

 

1. უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;

 

2. შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

 

3. რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.

 

4. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.

 

5. მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.

 

6. დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

 

7. ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

 

8. განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

 

9. და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.

 

10. მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

 

11. მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

 

12. საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

 

13. და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.

 

14. რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

 

15. გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.

 

16. ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

 

17. გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

 

18. განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.

 

უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა; შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

 

 

ფსალმუნი 102

 

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა.

 

2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,

 

3. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;

 

4. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

 

5. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

 

6. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

 

7. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა ნებანი მისნი.

 

8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

 

9. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

 

10. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

 

11. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

 

12. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

 

13. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

 

14. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

 

15. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

 

16. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

 

17. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,

 

18. და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

 

19. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

 

20. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.

 

21. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

 

22. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

 

ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

 

 

ფსალმუნი 142

 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.

 

3. რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ.

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.

 

5. მოვიჴსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი,

 

6. და სული ჩემი ვითარცა ქუეყანა ურწყული შენდამი.

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

 

9. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე.

 

10. მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

 

11. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ.

 

შეისმინე ჩემი, უფალო, სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა. შეისმინე ჩემი, უფალო, სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა. სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეეყანასა წრფელსა.

 

 

დიდებაჲ, აწ და.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდაბაჲ შენდა, ღმერთო 3-გზის.