მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მცირე კვერექსი:

 

 

დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: „რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.

გუნდი: - ამინ!.