მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მიცვალებულთა კვერექსი

 

 

დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

 

დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა (სახელები) და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

 

დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

 

დიაკონი: - წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან, ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

 

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

 

მღვდელი (კითხულობს დაბალი ხმით): ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა; და ყოველნი ცოდვანი, მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ. რამეთუ არა არს კაცი, რომელი სცხოვნდეს და არა სცოდოს; რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი, სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი - ჭეშმარიტ.

 

"რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა შენთა (სახელები),ქრისტე ღმერთო ჩვენო , და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

გუნდი: ამინ