მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

IX ჟამი

 

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია. მღვდელი ოლარითა და (სამკლაურებით) შემოსილი, ამბიონზე აღსავლის კარის წინ ამბობს ასამაღლებელს:
"კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე"

მედავითნე: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მედავითნე: ამინ.

 

უფალო შეგვიწყალენ − 12-ჯერ,

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

 

 

ფსალმუნი 83

 

1. ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!


2. ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.


3. და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.


4. ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.


5. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.


6. ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.


7. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.


8. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.


9. მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.


10. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.


11. რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაი მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.


12. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.

 

 

ფსალმუნი 84

 

1. გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.


2. მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.


3. დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.


4. მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან.


5. ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.


6. ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.


7. მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.


8. ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.


9. რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად დიდებაი მისი ქუეყანასა ჩუენსა.


10. წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.


11. ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.


12. და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.


13. სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი

 

 

ფსალმუნი 85

 

1. მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.


2. იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.


3. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.


4. ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.


5. რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.


6. ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.


7. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.


8. არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.


9. ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა.


10. რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი.


11. მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა.


12. აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;


13. რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.


14. ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.


15. და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.


16. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი.


17. ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.


ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 

უფალო შეგვიწყალენ" − 3-ჯერ,

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,


ტროპარი წმიდისა (რომელიც წაკითხულ იქნა III და VI ჟამნებზე)


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ, და ღმრთისმშობლისაჲ:

 

 

"რომელი ჩვენთვის იშევ, ქრისტე, ქალწულისაგან, ჯვარცმა დაითმინე სახიერ, რომელმან სიკვდილითა სიკვდილი მოაკვდინე, აღდგომა მოგვმადლე, ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელსჰყოფ რომელი შექმნეს ხელთა შენთა...

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

 

და უკუეთუ მარხვანი არა იყოს, თქუან კონდაკი მის დღისაჲ, ანუ წმიდათაჲ, რომელიცა იყოს. (რომელიც წაკითხულ იქნა III და VI ჟამნებზე ლიტურგიამდე).

 

უფალო, შეგჳწყალენ 40-ჯერ

 

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა, მარადის, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყუანის-იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა მართალი გიყუარს და ცოდვილთა სწყალობ, რომელმან ყოველთა გჳწოდე ცხორებად აღთქუმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთაჲთა, შენ, უფალო, შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი ჟამსა ამას, წარჰმართე ცხორებაჲ ჩუენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩუენნი წმიდა ჰყვენ, ჴორცნი - უბიწო, გონებანი განგჳწმიდენ და გულისსიტყუანი განგჳმართლენ, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, ძჳრთა და სალმობათაგან, და შემზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რაჲთა, დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღუანებულნი, მივიწინეთ ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

უფალო შეგჳწყალენ 3 გზის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

სახელითა უფლისაჲთა, მაკურთხენ, მეუფეო.

 

მღდელმან: ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

 

უკუეთუ იყოს მარხვაჲ, ვყოფთ მუჴლთმოდრეკასა წესისაებრ, ლოცვითა მით ღირსისა ეფრემისითა. ამისა შემდგომად ვიტყჳთ ლოცვასა ამას:

 

"მეუფეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი სულგრძელებ ჩუენ ცოდვილთა ზედა, რომელმან ვიდრე ამა ჟამადმდე მომიყვანენ ჩუენ, რომელმან ცხოველსმყოფელსა ჯვარსა დამოკიდებითა კეთილგონიერსა ავაზაკსა სამოთხეს შესვლად გზა უყავ, და სიკვდილითა სიკვდილი დაჰხსენ, მილხინენ ჩუენ ცოდვილთა და უღირსთა მონათა შენთა, რამეთუ ვიუშჯულოეთ და არა ღირს ვართ აღხილვად თვალთა და ხილვად სიმაღლედ მიმართ ცისად, რამეთუ დაუტევეთ გზაჲ სიმართლისა შენისაჲ და ვიდოდით ნებათა შინა გულისა ჩუენისათა, არამედ ვევედრებით ურიცხვსა სახიერებასა შენსა, მრიდენ ჩუენ, უფალო, სიმრავლისათვის წყალობისა შენისა, და მაცხოვნენ ჩუენ სახელისა შენისათვის წმიდისა, რამეთუ მოაკლდეს ამაოებით დღენი ჩუენნი, განმარინენ ჩუენ წინააღმდგომთა ხელთაგან, და მომიტევენ ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი, და მოაკვდინენ ხორციელნი ვნებანი ჩუენნი, რათა ძუელისა კაცითა განმძარცველთა ახალი შევიმოსოთ, და შენდა ცხოველ ვიყვნეთ, მეუფისა და მზრუნველისა ჩუენისა, და ესრეთ, შედგომილნი ბრძანებათა შენთა, საუკუნოდ განსვენებად მივიწინეთ, სადა-იგი არს მკვიდრობაჲ ყოველთა შენდამი მოხარულთა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სიხარული და მხიარულება მოყვარეთა შენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელის სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
"

განსრულებაჲ მეცხრე ჟამისაჲ.

.