მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წარდგომანი ესე:

 

შაბათსა მწუხრი, ხმაჲ 6

 

დიაკონი „უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა“.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი შეიმოსა უფალმა ძალი და გარე შეირტყა.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი სახლსა შენსა შვენის სიწმინდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი - „უფალი სუფევს“.
გუნდი: - „შვენიერება შეიმოსა“.

 

 

კვირიაკესა მწუხრი, ხმაჲ 8

 

აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი

 

მუხლი: რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

 

 

ორშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 4

 

უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.

 

მუხლი: ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.

 

 

სამშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 1

 

წყალობაჲ შენი უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა.

 

მუხლი: უფალმან მწყსოს მე და მე არაჲ მაკლდეს, ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე.

 

 

ოთხშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 5

 

ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე, და ძალითა შენითა მისაჯო მე.

 

მუხლი: ღმერთო ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

 

 

ხუთშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 6

 

შეწევნაჲ ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ.

 

მუხლი: აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინაჲ მოვიდეს შეწევნაჲ ჩემი?

 

 

პარასკევსა მწუხრი, ხმაჲ 7

 

ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო.

 

მუხლი: მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან ღმერთო, და მათგან რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.