I გუნდი: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.
II გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.
I გუნდი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერიდგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი.
II გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.
I გუნდი: რამეთუ ჰყო ჩემ-თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობა მისი ნათესავითი ნათესავამდე მოშიშთა მისთა ხედა.
II გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.
I გუნდი: ჰყო სიმტკიცეი მკლავითა თვისითა, განაბნინა ამპარტავანი გონებითა გულთა მათთათა
II გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.
I გუნდი: დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან, და აღამაღლნა მდაბალნი, მშიერნი აღავსნა: კეთილითა, და მდიდარნი განავლინნა ცუდნი.
II გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.
I გუნდი: შეეწია ისრაელსა მონასა თვისსა, მოხსენებად წყალობისა, ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა, აბრაამს, და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.