მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

„ყოველი სული აქებდით უფალსა“

 

 

ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

ფსალმუნი 148

 

1. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო.

 

2. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი. შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო.

 

3. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;

 

4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,

 

5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს

 

6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.

 

7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

 

8. ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;

 

9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

 

10. მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

 

11. მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;

 

12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,

 

13. რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა; და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა.

 

14. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.

 

 

ფსალმუნი 149

 

1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.

 

2. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას,

 

3. რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა.

 

4. იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

 

5. ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა;

 

6. და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,

 

7. შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა;

 

8. ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

 

 

ფსალმუნი 150

 

1. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა;

 

2. აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა;

 

3. აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა;

 

4. აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა;

 

5. აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა;

 

6. ყოველი სული აქებდით უფალსა.