მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საღმრთო ლიტურღია
წმიდა იოანე ოქროპირის ჟამისწირვა

 

მართალთა ლიტურგია

 

ლოცვა მორწმუნეთათვის

 

დიაკონი: რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენი კათაკმეველნი ხართ განვედით, ნუ ვინმე კათაკმეველთაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: სიბრძნით!

 

მღვდლის ლოცვა მორწმუნეთათვის

 

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.

 

 

ლოცვა მორწმუნეთათვის II

 

მცირე კვერექსი

 

დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

დიაკონი: ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: მიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისა ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: სიბრძნით!

 

მღვდლის ლოცვა მორწმუნეთათვის

 

რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

 

იღება აღსავლის კარი

 

გუნდი: რომელი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელსა სამებასა სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა.

 

"რომელი ქერუბიმთა"-ს ნაცვლად ლიტურღიაზე იგალობება:

დიდ ხუთშაბათს: - "სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა".

დიდ შაბათს: - "სდუმენინ ყოველი ხორცი კაცობრივი და სდექინ შიშით და კრძალულებით და ნურა რას მსოფლიოისა შფოთსა იგონებნ, რამეთუ აჰა ესერა შემოვალს მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა, დაკლვად საჭმელად და მიცემად მორწმუნეთა და მას წინა უძღვნიან გუნდნი ანგელოზთანი, მრავალთუალნი ქერუბინნი, ექუს-ექუს ფრთენი სერაბიმნი, პირთა თვისთა დამფარველნი და გალობით მღაღადებელნი გალობასა ანგელოზებრსა: ალილუია, ალილუია, ალილუია".

პირველშეწირულზე: - "აწ ძალნი ცათანი ჩუენთანა უხილავად ჰმსახურებენ, რამეთუ ესერა შემოვალს მეუფე დიდებისაი, ესერა მსხვერპლი საიდუმლოდ აღსრულებული ძღვენი, სარწმუნოებით და სიიყვარულით მოვედით რაითა ზიარებად ცხოვნებისა საუკუნოისა ვიქმნნეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია".

 

რომელი ქერუბიმთას დროს მღვდლის ლოცვა

 

მღვდელი და დიაკონი ტრაპეზის წინ დაბალი ხმით წარმოსთვამენ 3-გზის "რომელი ქერუბიმთა"-ს.

სამკვეთლოსთან მღვდელი უკმევს წმიდა ძღვენს და ლოცულობს: ღმერთო განწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე მე (3-გზის).

დიაკონი: აღიღე, მეუფეო.

მღვდელი აიღებს დაფარნას, დაფარნას დაადებს დიაკონს მარცხენა მხარზე და იტყვის: აღიღეთ ხელნი თქვენი წმიდად მიმართ და აკურთხევით უფალსა.

მღვდელი აიღებს წმიდა ფეხშუმს და დაადებს დიკონს თავზე, თავზე თვითონ კი წმიდა ბარძიმით ხელში გამოდის დიაკონთან ერთად ჩრდილოეთის კარიდან ამბიონზე

 

 

დიდი გამოსვლა

 

დიაკონი: უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაო ჩვენი ილია, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვალდვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მღვდელი: თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვალდვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

გუნდი: ამინ. და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

მღვდელი წმიდა ბარძიმს და ფეშხუმს მოათავსებს ტრაპეზზე და კითხულობს ტროპარებს.

 

მღვდელი დიაკონს: მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო.
დიაკონი: მოიხსენოს უფალმან ღმერთმან მღვდლობა შენი სასუფეველსა თვისსა. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის, მეუფეო წმიდაო.
მღვდელი სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ.
დიაკონი: ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩვენ, ყოეელთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. მომიხსენე მე, მეუფეო წმიდაო.
მღვდელი მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკონი: ამინ.

 

 

დიაკონი: ხურავს აღსავლის კარებს

 

თხოვნითი კვერექსი

 

დიაკონი: აღუსრულოთ ვედრება ჩვენი უფალსა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - წინადაგებულთა პატისანთა ძღვენთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - წიდისა ამის ტაძრისათვის (მონასტისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცევლი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქაწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

 

მღვდლის ლოცვა დაგებისა შემდგომად დადგმისა საღმრთოთა ძღვენთასა წმიდასა ზედა ტრაპეზსა

 

მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

დიაკონი: ვიყუარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ.

გუნდი: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.

მღვდელი (დაბალი ხმით): - შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო (3-გზის).

დიაკონი: კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.

 

იღება აღსავლის კარი

 

გუნდი: მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს-ზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ!

 

 

დიაკონი: ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა ამას შესაწირავსა, მშვიდობით შეწირვადსა.
გუნდი: წყალობა, მშვიდობა შესაწირავი ქებისა.

მღვდელი: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღვდელი: ზე გვაქვნდინ გულნი!
გუნდი: გვაქვს უფლისა მიმართ.

მღვდელი: ვმადლობდეთ უფალსა!
გუნდი: ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა.

 

მღვდლის ლოცვა

 

მღვდელი: ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი.

 

გუნდი: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა; ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!

 

მღვდლის ლოცვა

 

მღვდელი: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა.
გუნდი: ამინ.

 

მღვდელი: მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა.
გუნდი: ამინ.

 

* ბასილი დიდის ლიტურღიაზე ეს ასამაღლებელი იწყება სიტყვებით: "მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან:"

 

მღვდლის ლოცვა

 

მღვდელი: შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოვლისათვის.
გუნდი: შენ გიგალობთ, შენ გაკურთხებთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო.

 

ამ დროს მღვდელი და დიაკონი წმიდა ტრაპეზის წინ კითხულობენ საიდუმლო ლოცვებს, რის შემდეგაც ხდება სულიწმიდის გარდამოსვლა წმიდა ძღვენზე

 

მღვდელი: უმეტესად ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

გუნდი: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

მღვდლის ლოცვა

 

მღვდელი: პირველად მოიხსენე უფალო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია და მაღალყოვლადუსამღვდელოესი (ეპარქიის მმართველის სახელი), რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლმკვეთელობით, სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა.
გუნდი: ყოველთა და ყოვლისათვის.

 

მღვდელი: და მომეც ჩვენ, უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.

 

მღვდელი: და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

 

 

თხოვნითი კვერექსი

 

დიაკონი: ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: შეწირულთა ამათთვის და განმწმედილთა პატიოსანთა ძღვენთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: - რათა კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩვენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურად საკურთხეველსა მისსა საყნოსელად სუნად სუნელად შეიწირნეს და ნაცვლად გარადმოგვივლინოს ჩვენ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: - ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: - დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმათ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვამდლენ უფალო.

დიაკონი: ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვამდლენ უფალო.

დიაკონი: - შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვამდლენ უფალო.

დიაკონი: - კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვამდლენ უფალო.

დიაკონი: - შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვამდლენ უფალო.

დიაკონი: - ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვისგება, წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვამდლენ უფალო.

დიაკონი: - ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოვნელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესსა ღმერთასა ჩვენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

 

მღვდლის ლოცვა

 

მღვდელი: და ღირსმყვენ ჩვენ მეუფეო კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა, ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად:

 

გუნდი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.

 

 

მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღვდელი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
გუნდი: შენ უფალო.

 

მღვდლის ლოცვა

 

მღვდელი: მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარებითა, მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

მღვდლის ლოცვა

 

იხურება აღსავლის კარი

 

 

დიაკონი: მოხედენ!

მღვდელი: წმიდაა წმიდათა!
გუნდი: ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესო ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა, მამისა, ამინ!

 

(განიცადენი)

 

სამღვდელოების ზიარება

 

დიაკონი აღებს აღსავლის კარს,
მღვდელი გამოაბრძანებს წმიდა ბარძიმს აღამაღლებს და იტყვის: შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!
გუნდი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.

ბრწყინვალე შვიდეულში იგალობება „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ (1-გზის).

 

მღვდელი: მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ!

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა. რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნეს მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა. ამინ!

 

 

მღვდელი აღასრულებს წმიდა ზიარებას.

 

მღვდელი ერის კაცთა ზიარებისას ამბობს: პატიოსანსა და წმიდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ეზიარება მონა ღმრთისა (სახელი), მოსატევებელად ცოდვათა თვისთა და ცხოვრებად საუკუნოდ.

 

გუნდი (ზიარებისას): ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ.

დიდ ხუთშაბათს იგალობება „სერობასა საიდუმლოსა შენისასა...“,
ბრწყინვალე შვიდეულში – ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...1-გზის.

 

ზიარების შემდგომ მღვდელი გადასახავს ჯვარს ბარძიმით მრევლს შეაბრძანებს საკურთხეველში აღსავლის კარიდან და დააბრძანებს წმიდა ტრაპეზზე

გუნდი: – ალილუია, ალილუია, ალილუია!

 

მღვდლის ლოცვა

 

მღვდელი: აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.

გუნდი: ნათელი ჭეშამარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანისვსცემთ, რათა გვაცხოვნეს ჩვენ.

 

აღდგომიდან წარგზავნამდე იგალობება „ქრისტე აღსდგა კვდრეთით... “ I- გზის.

ამაღლებიდან წარგზავნამდე – ამაღლების ტროპარი.

სულთმოფენობის შაბათს – მიცვალებულთა ტროპარი „რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა...

 

დიაკონი უკმევს ტრაპეზზე დაბრძანებულ ძღვენს, შემდეგ აიღებს წმიდა ფეშხუმს გავა კართან, გადასახავს ჯვარს მრევლს და წავა სამკვეთლოსკენ

 

მღვდელი კი აღიღებს წმიდა ბარძიმს, საიდუმლოდ იტყვის: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი და ხმამაღლა დაამატებს: ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! გადასახავს ჯვარს ბარძიმით მრევლს და ისიც წავა წმიდა სამკვეთლოზე.

გუნდი: ამინ. აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო, რათა ვუგალობდე დიდებასა შენსა, რამეთუ ღირს მყვენ ჩვენ ზიარებად წმიდათა შენთა საღმრთოთა, უკვდავთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა, დაგვმარხენ ჩვენ სიწმიდეთა შინა შენთა, ყოველსა დღესა გვასწავენ სიმართლენი შენნი: ალილუია, ალილუია, ალილუია!

 

დიდ ხუთშაბათს „აღავსე პირი ჩემი“-ის ნაცვლად იგალობება „სერობასა საიდუმლოსა შენისასა“.

ბრწყინვალე შვიდეულში – „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 1-გზის.

 

დააბრძანებენ რა მღვდელი და დიაკონი სამკვეთლოზე ბარძიმ-ფეშხუმს,მღვდელი უკმევს ძღვენს.

 

 

სამადლობელი კვერექსი.

 

დიაკონი აღემართენით, მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკვდავთა ზეცისა ცხოველთა, საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი შეგვეწიენ, გავცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი - დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად მთხოვნელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღვდელი: რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.

 

 

მღვდელი ამ დროს აიღებს სახარებას ტრაპეზის მარჯვენა კუთხიდან, გადასახავს ჯვარს წმიდა ტრაპეზს და დააბრძანებს ტრაპეზის შუა ნაწილში

 

მღვდელი მშვიდობით წარვიდეთ!
გუნდი: სახელითა უფლისათა

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

 

 

მღვდელი გამოდის აღსავლის კარიდან, დგება ამბიონის წინ და ლოცულობს:

რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყვენ მოყვარენი სახლისა შენისა შვენიერებისანი, შენ იგინი ნაცვლად ადიდენ საღმრთოითა ძალითა შენითა, ნუ დამაგდებ ჩვენ მოსავთა შენთა, მშვიდობა სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღვდელთა, მხედართა და ყოველსა ერსა შენსა, რამეთუ ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს. შთამომავალი შენ მიერ, მამისაგან ნათლისა, და შენდა დიდებასა და მადლობასა და თაყვანისცემასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე (3-გზის).

 

მღვდლის ლოცვა წინად მოკაზმისა სიწმიდეთა

 

მედავითნე:

 

1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.

 

2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.

 

3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.

 

4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.

 

5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.

 

6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.

 

7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.

 

8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.

 

9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.

 

10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.

 

11. მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ.

 

12. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?

 

13. დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა;

 

14. მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას.

 

15. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;

 

16. პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი.

 

17. ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.

 

18. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.

 

19. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან.

 

20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.

 

21. სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ.

 

22. იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.

 

 

მღვდელი: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!

მღვდელი: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა!

 

აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულში „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო“-ს ნაცვლად მღვდელი გალობს „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“, ხოლო გუნდი აბოლოებს: „და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი“

თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე მღვდელი ამბობს: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“. გუნდი „კი გალობს: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ 3-გზის.

 

გუნდი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ,
სახელითა უფლისათა მაღალღირსო მამაო გვაკურთხენ!

 

 

მღვდელი: ქრისტემან ჭეშამარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესითა, და ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა და წმიდისა (ვისი სახელობისაც არის ტაძარი) და (იმის სახელი ვისი ხსენებაც არის), რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ ჩვენ დღეს და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

გუნდი: ამინ! უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.

მრავალჟამიერი.

მღვდელი მრევლს ამთხვევინებს ტრაპეზის ჯვარზე, რის შემდეგაც შედის საკურთხეველში.

იხურება აღსავლის კარი