მღვდელი: შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შგმურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
საფლავსა შინა ხორცითა, ჯოჯოხეთს შინა სულითა, ვითარცა ღმერთი, ხოლო სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა იყავ ქრისტე, ყოვლისა აღმავსეძელ გარე შემოუწერელო.
ვითარცა ცხოვრებაშემოსილ, ვითარცა ნამდვილ სამოთხისა უშვენიერეს და ყოვლისა სამეფოისა სასძლოისა უბრწყინვალეს გამოსჩნდა, ქრისტე, საფლავი შენი, წყარო იგი ჩვენისა აღდგომისა.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.