მღვდელი: (დაბალი ხმით) არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რამეთუ მსახურება შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთადცა, არამედ რამეთუ გამოუთქმელისათვის და აურაცხელისა კაცთმოყვარებითა უქცეველად და უცვალებელად კაც - იქმენ და მღვდელმთავრად ჩვენდა გამოსჩნდი, და მსახურებრივისა ამის და უსისხლოისა მსხვერპლისა მღვდელმოქმედებაი მოგვანიჭე ჩვენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლო, უფალო ღმერთო ჩვენო, მეუფებ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, საყდარსა ზედა ქერუბიმთასა მჯდომარე, სერაბიმთა უფალი და მეუფე ისრაილისა, მხოლოო წმიდაო და წმიდათა შორის განსვენებულო.
შენ უკუე გევედრები, მხოლოსა სახიერსა და კეთილმსმენელსა: მოიხილე ჩემ, ცოდვილსა და უხმარსა, მონასა შენსა ზედა, და განსწმინდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტისა, და ღირს მიჩინე მე ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, შემოსილი მღვდლობისა მადლითა, წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა, და მღვდელ-მოქმედებად წმიდისა უხრწნელისა ხორცისა შენისა და პატიოსნისა სისხლისა შენისა. რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა და გევედრები შენ, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან. არამედ ჯერ-იჩინე შეწირვად შენდა, ჩემ ცოდეილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ, მსხვერპლი ესე. რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.