მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განიცადენი

 

„განიცადე“ – გალობა, რომელიც სრულდება ღვთისმსახურთა ზიარების დროს და წარმოადგენს ჟამის წირვის ბოლო ნაწილს, სახელწოდება მოდის ფსალმუნისაგან: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“

 

კვირას: აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა, ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

ორშაბათს: რომელმან შექმნა ანგელოსნი მისნი სულად, და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

სამშაბათს: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს.

 

ოთხშაბათს: სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ.

 

ხუთშაბათს: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.

 

პარასკევს: ცხოვრება ჰქმნა შორის ქვეყანისა ღმერთმან.

 

შაბათს: იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება.

 

მიცვალებულთა: ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე.

 

ღმრთისმშობლის დღესასწაულებზე: სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვხადოთ.

 

მოციქულთა დღესასწაულებზე: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.

 

წმინდანთა დღესასწაულებზე: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს.