მღვდელი: შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩვენცა, მეუფეო კაცთმოყვარეო, ვხმობთ და ვიტყვით: წმიდა ხარ და ყოვლადწმიდა, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. და დიდადშეუენიერ დიდება შენი, რომელმან სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ არა წარსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოერებაი საუკუნო, რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენ-თვის განგებულება სრულ-ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თვისსა ცხოვრებისათვის სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ხელთა, გმადლობდა და აკურთხა, და წმიდა-ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმინდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან: