მღვდელი: წმიდისა წინასწარმეტყველისა იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და წმიდისა (სახელი), რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელთა ვედრებითა მომხედენ ჩვენ, ღმერთო, და მოიხსენენ ყოველნი დაძინებულნი სასოებითა აღდგომისა. და ცხოვრებისა. საუკუნოისათა (სახელები): და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა.
მერმეცა გევედრებით შენ, მოიხსენე, უფალო, ყოველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, მართლმკვეთელნი სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისა, ყოველი მღვდლობა, და ქრისტეს მიერ დიაკონობა, და ყოველი სამღვდელო დასი.
მერმეცა შევწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა სოფლისათვის, და წმიდისა, კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისათვის, უბრალოდ და ღირსებით მოქალაქობისა მქონებელთათვის.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის. მიეც მათ, უფალო, მშვიდობით მეფობაი, რათა ჩვენცა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული და მყუდრო ცხოვრებაი გვაქუნდეს, ყოვლითა კეთილმსახურებითა და პატიოსნებითა.