მღვდელი: გმადლობ შენ მეუფეო უხილავო, რომელმან უზომოითა ძალითა შენითა ყოველნი დაბადენ და სიმრავლითა წყალობისა შენისათა არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩვენ ყოველნი: შენ, მეუფეო. ზეცით მოიხილე მათ ზედა, რომელთა მოუდრე%კიან შენდა თავნი მათნი, რამეთუ არა ხორცთა და სისხლთა მოუდრიკნეს, არამედ 'შენ, საშინელსა ღმერთსა, შენ უკუე, მეუფეო, ჩვენ ყოველთა წინა მდებარენი კეთილად განაწრფელენ, თითოეულისა სახმარისაებრ: მენავეთა თანა მენავობად, მოგზაურთა თანა მოგზაურობად, სნეულნი განკურნენ, მკურნალო სულთა და ხორცთაო.