მღვდელი: შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩვენსა და სასოებასა, მეუფეო კაცთმოყვარეო, და გხადით შენ, და გევედრებით, და შეგივრდებით, ღირსმყუენ ჩვენ მოღებად ზეცისა შენთა შესაძრწუნებელთა საიდუმლოთა, ამის სამღვდელოსა და სულიერისა ტრაპეზისათა. წმიდისა სვინიდისითა, მოსატევებელად ცოდვათა, შესანდობელად ბრალთა, სულისა წმიდისა ზიარებად, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად, ნუ სასჯელად გინა დასასჯელად.