მღვდელი: მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას უსისხლოსა მსხვერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ძღვენთა ზედა.
უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
დიაკონი: გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.
მღვდელი: უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
დიაკონი: ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
მღვდელი: უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
დიაკონი: ორარით მიუთითებს წმიდა პურზე: - აკურთხე, მეუფეო, წმიდა პური ესე.
მღვდელი: აკურთხებს წმიდა პურს: - და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა.
დიაკონი: - ამინ. აკურთხე, მეუფეო, წმიდა ბარძიმი ესე.
მღვდელი: აკურთხებს წმიდა ბარიმს: - ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა.
დიაკონი: - ამინ. (მიუთითებს წმიდა ძღვენზე) - აკურთხე, მეუფეო ორივე.
მღვდელი: აკურთხებს ერთად ორთავე სიწმიდეს: - შესცვალე სულითა შენითა წმიდითა.
დიაკონი: - ამინ, ამინ, ამინ.
მღვდელმსახურნი აღასრულებენ მეტანიას
დიაკონი: მომიხსენე, მე წმიდაო მეუფეო.
მღვდელი: მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკონი: ამინ.
მღვდელი: რათა ექმნეს მიმღებელთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა, ზიარებად წმიდისა სულისა შენისა, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად, კადნიერებად წინაშე შენსა, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად:
მერმეცა შევწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა სარწმუნოებით შესვენებულთათვის პირველთა მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა.