მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდლის ლოცვა ასამაღლებლამდე "ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი".

 

მღვდელი: ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად, შენდა თაყვანის-ცემად ყოვვლსა ადგილსა მეუფებისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწთომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. რამეთუ შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩვენ, და დაცემულნი კვალად აღმადგინენ და არა განეყენე, ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩვენ და მოგვმადლე ჩვენ სასუფეველი მერმისა:

ამათ ყოვლთა-თვის გმადლობთ შენ, და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთა-თვის, რომელ უწყით, და რომელ არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა, გმადლობთ შენ შეწირვისაცა ამის-თვის, რომლისა ხელთაგან ჩვენთა შეწირვა ღირს იჩინე, დაღათუ შენსა გარემოს სდგანან ათასეულნი მთავარანგელოზთანი და ბეერეულნი ანგელოზთანი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ექუს-ვქუს ფრთენი, მრავალ-თვალნი, აღპყრობილნი ფრთეებითა: