მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი მწუხრი

 

შევლენ რა საკურთხეველში, მღვდელი და დიაკონი შეიმოსებიან:
მღვდელი - ოლარით, (სამკლაურებით) და ფილონით;
დიაკონი - გინგილათი (ორარით), (სამკლაურებით) და სტიქარით.

 

დიაკონი გახსნის კრეტსაბმელს, აღსავლის კარს და მიიღებს მნათესაგან სანთელს.

 

მღვდელი მიიღებს რა საცეცხლურს, თვითონ ჩადებს მასში საკმეველს და ამბობს ლოცვას „სასაკმევლისასა“ საიდუმლოდ: „საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა, და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა“.

 

მღვდელი დიაკონთან ერთად აკმევს წმიდა ტრაპეზს ოთხივე მხრიდან და მთლიანად საკურთხეველს.

 

დიაკონი აღსავლის კარიდან გამოვა ამბიონზე და მხედველი დასავლეთისაკენ ამბობს ხმამაღლა:
- „აღსდეგინ“.
შემდეგ მოტრიალდება აღმოსავლეთით და იტყვის:
- „მეუფეო გვაკურთხენ“.
და შედის აღსავლის კარით საკურთხეველში.

 

მღვდელი საცეცხლურით გამოსახავს ჯვრის სახეს წმიდა ტრაპეზის წინ და იტყვის ასამაღლებელს: „დიდება წმიდასა და თანაარსსა, და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

 

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ მას.

 

 

- „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - კურთხეულ ხარ შენ უფალო."

 

ფსალმუნი 103

 

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,

 

2. შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.

 

3. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;

 

4. რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა;

 

5. რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.

 

6. უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.

 

7. შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.

 

8. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.

 

9. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.

 

10. რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;

 

11. ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.

 

12. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.

 

13. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.

 

14. რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.

 

15. და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

 

16. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.

 

17. მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.

 

18. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.

 

19. შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.

 

20. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,

 

21. ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.

 

22. აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.

 

23. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.

 

24. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.

 

25. ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;

 

26. მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.

 

27. ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;

 

28. მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.

 

29. ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.

 

30. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.

 

31. იყავნ დიდებაი უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.

 

32. რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.

 

33. ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

 

34. ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.

 

35. მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

 

 

მღვდელი და დიაკონი გამოდიან აღსავლის კარით და აკმევენ კანკელს, მთელ ტაძარს და მრევლს.
კმევის დასრულების შემდეგ აღსავლის კარი იხურება.
ხოლო როდესაც გუნდი იწყებს გალობას: „დიდება, აწდა... დიდება შენდა უფალო... ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“,

 

მღვდელი თავმოხდილი ამბიონზე დახურული აღსავლის კარის წინ საიდუმლოდ კითხულობს მწუხრის შვიდ ლოცვას კონდაკიდან .

 

შენიშვნა: თანამედროვე პრაქტიკაში ვინაიდან საგალობელი „აკურთხევს სული ჩემი უფალსა...“ თითქმის აღარ იგალობება ტიპიკონით მითითებულ ხმაზე (ანუ მე-8-ზე) და ხანგრძლივობით არის მოკლე, დიდი კვერექსის დაწყებამდე ვეღარ ესწრება კმევასთან ერთად მწუხრის საიდუმლო ლოცვების კითხვა ამბიონზე, რის გამოც აღნიშნულ ლოცვებს მღვდელი კითხულობს საკურთხეველში (დიდი კვერექსის დროს).

 

 

დიდი კვერექსი:

 

დიაკონი: - „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „მშვიდობისათვის ყოველისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა (სახელი), პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღუდელოსა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „სამეუფოსა ქალაქისა ამის ჩვენისა და წმიდისა ამის ტაძრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

 

„ნეტარ არს კაცი" - I კანონის I ანტიფონი სრულიად.

 

გუნდი: ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახუასა უღმრთოთასა.
ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესუენ უფალსა, აღსდეგ უფალო მაცხოვნე მე ღმერთო ჩემო.

ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

რამეთუ უწყის უფალმა გზაჲ მართალთა და გზაჲ ცოდვილთა წარწყმდეს.
ალილუია, ალილუია, ალილუია

 

ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
ალილუია, ალილუია, ალილუია

 

ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა.

 

შენიშვნა:

 

 

მცირე კვერექსი:

 

დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: „რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.

გუნდი: - ამინ!.

 

 

ფსალმუნი 140

 

უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი. ისმინე ჩემი, უფალო.

 

1. უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. ისმინე ჩემი, უფალო.

 

2. წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ. ისმინე ჩემი, უფალო.

 

 

3. დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.

 

4. ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.

 

5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.

 

6. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.

 

7. ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.

 

8. რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.

 

9. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

 

10. შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?

 

 

ფსალმუნი 141

 

1. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.

 

2. განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.

 

3. მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.

 

4. ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.

 

5. ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.

 

6. მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.

 

10 მუხლთა ზედა

 

7. გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა.

 

8. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.

 

 

8 მუხლთა ზედა

 

ფსალმუნი 129

 

1. ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი უფალო; უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ;

 

2. იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

 

6 მუხლთა ზედა

 

3. უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაჲ.

 

4. სახელისა შენისათვის დაგითმე შენ უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.

 

 

4 მუხლთა ზედა

 

5. სახუმილითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.

 

6. რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაჲ. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.

 

 

ფსალმუნი 116

 

1. უგალობდით უფალსა ყოველი თესლები, და აქებდით მას ყოველი ერი;

 

2. რამეთუ განძლიერდა ჩუენ-ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტებაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.

 

 

დასდებლები - 10 მუხლად:
- აღდგომისა - 3 მუხლი (ხმისა).
- აღმოსავლური - 4 მუხლი (ხმისა).
- წმიდისა - 3 მუხლი.

"დიდება" წმიდისა თუ აქვს „აწ და“ ღმრთისმშობლისა "დოგმატიკონი“ (ხმის)

 

 

შესვლა საცეცხლურით.

 

 

გუნდი: თქუმული წმიდისა სოფრონ იერუსალიმელ პატრიარქისაჲ

 

„ნათელო მხიარულო წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდისა ნეტარისაო იესო ქრისტე. მოსრულნი დასვლასა მზისასა მხილველნი ნათლისა სამწუხროსა ვაქებთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა-ხარ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმრთისაო ცხოვრებისმომცემელო, რომლისათვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს."

 

 

დიაკონი შევა რა საკურთხეველში აღსავლის კარით, აკმევს წმიდა ტრაპეზს და მაღალ დასაჯდომელს. მღვდელი ჰყოფს თაყვანისცემას აღმოსავლეთით, მივა აღსავლის კართან, ემთხვევა წმიდა ხატებს, მოტრიალდება, აკურთხევს მნათეს და შევა საკურთხეველში. მოიდრეკს ქედს, ემთხვევა წმიდა ტრაპეზს და დადგება მაღალ დასაჯდომელთან მხედველი დასავლეთისაკენ. დიაკონი დადგება მის გვერდით.

 

დიაკონი - მოხედენ.
მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.

 

დიაკონი - სიბრძნით, მოხედენ.
დიაკონი - წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა:

 

უკუეთუ დახუდეს დიდი მარხვაჲ, ანუ ალილუიაჲ, წარდგომისა წილ, სადაგთა დღეთა შინა ითქუმის

 

ხოლო უკუეთუ ღმერთი-უფალი იყოს, ითქუმიან წარდგომანი ესე:

 

 

კვირიაკესა მწუხრი, ხმაჲ 8

 

აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი

 

მუხლი: რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

 

 

ორშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 4

 

უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.

 

მუხლი: ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.

 

 

სამშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 1

 

წყალობაჲ შენი უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა.

 

მუხლი: უფალმან მწყსოს მე და მე არაჲ მაკლდეს, ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე.

 

 

ოთხშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 5

 

ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე, და ძალითა შენითა მისაჯო მე.

 

მუხლი: ღმერთო ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

 

 

ხუთშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 6

 

შეწევნაჲ ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ.

 

მუხლი: აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინაჲ მოვიდეს შეწევნაჲ ჩემი?

 

 

პარასკევსა მწუხრი, ხმაჲ 7

 

ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო.

 

მუხლი: მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან ღმერთო, და მათგან რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.

 

 

შაბათსა მწუხრი, ხმაჲ 6

 

დიაკონი „უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა“.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი შეიმოსა უფალმა ძალი და გარე შეირტყა.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი სახლსა შენსა შვენის სიწმინდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი - „უფალი სუფევს“.
გუნდი: - „შვენიერება შეიმოსა“.

 

 

აღსავლის კარი იხურება.

 

შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონით დღის წარდგომას ამბობს მედავითნე შუა ტაძარში ანალოღიასთან (წინასწარ აიღებს რა კურთხევას მღვდლისგან). აღსავლის კარი ამ დროს დახურულია.

 

შემდეგ 3 საწინასწარმეტყველო

 

 

მრჩობლი კვერექსი.

 

დიაკონი - „ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი - „უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი - „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით, სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა, და ყოველთა პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

 

მედავითნე: - „და ღირს მყუენ ჩუენ უფალო, მწუხრსა ამას უცოდველად დაცუად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ უფალო წყალობაჲ შენი ჩუენნზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ მეუფეო, გულისხმა- მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის ქებაჲ, შენდა შუენის გალობაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ."

 

 

თხოვნითი კვერექსი:

 

დიაკონი - „აღვუსრულოთ სამწუხრო ვედრებაი ჩვენი უფალსა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი - „მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშვიდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ანგელოსი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშვიდობაი სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: ასამაღ.: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: - და სულისაცა შენისა თანა.

 

დიაკონი - თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

 

მღვდელი: - საიდუმლოდ კითხულობს თავმოდრეკის ლოცვას:

 

ერთა მოიდრიკონ თავი.
გუნდი: - შენ უფალო (გრძლად).

 

მღვდელი: - ასამაღ.: „იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა, კურთხეულ და დიდებულ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

თუ აღესრულება ლიტია (გაძლიერებული ლოცვა) მღვდელი და დიაკონი გადიან სტოვაში, შედავითნე კითხულობს ლიტიის დასდებლებს;

 

"ლიტიასა" ზედა დასდებლები: ტაძრისა და წმიდისა.
"დიდება" წმიდისა
„აწ და" ღვთისმშობლის "დიდების" ხმისა

 

დიაკონი (ლიტიის მუხლების დასრულების შემდეგ):
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლადწმიდისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთათა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა, ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთსემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენის, მოციქულთასწორისა ნინოისითა, წმიდა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრებაი და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

 

დიაკონი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (30-გზის).

 

დიაკონი: მერმეცა გვედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის, და ყოვლისა სულისა ქრისტეანისა, ჭირვეულისა და დაწუნებულისა მვედრებელისა წყალობისათვის ღმრთისა და შეწევნისათვის; დაცვისათვის წმიდისა ამის ტაძრისა (მონასტრისა) და მკვიდრთა მას შინა; მშვიდობისა და დაცვისათვის ყოვლისა სოფლისა; კეთილადდგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა; და ცხოვრებისა და შეწევნისათვის, რომელნი მას შინა შიშითა ღმრთისაითა შურებიან და მსახურებენ მამანი და ძმანი ჩუენნი; და რომელნი ვერ მოვიხსენეთ, ანუ რომელნი განშორებულ არიან ჩუენგან; განკურნებისათვის სნეულთასა, განსუენებისათვის, და მიტევებისა ცოდვათასა სანატრელთა მოხსენებულთა ყოველთა პირველ მართლმადიდებლობით გარდაცუალებულთა მამათა და ძმათა ჩუენთა აქა მდებარეთა, და ყოველგან მართლმადიდებლობით აღსრულებულთა; განთავისუფლებისათვის ტყუეთასა, და მშვიდობისათვის მსახურთა, და მსახურებულთა მამათა ჩუენთათვის, და რომელნი აწ მსახურებენ და უმსახურებიან წმიდასა ამას ტაძრისათვის (მონასტრისათვის), ვსთქუათ:

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (50-გზის).

 

დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რაითა დაიცვა ქალაქი ესე, და წმიდაი ტაძარი (მონასტერი) ესე, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი, სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა, უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან მბრძოლისა, და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გვექმნას ჩუენ ღმერთი, კეთილადდგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, და გარე წარაქციოს რისხვაი მარადღე ჩუენდა მომავალი, და გვიხსნას ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ:

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

 

დიაკონი: მერმეცა ვევედრნეთ, რაითა შეისმინოს უფალმან ღმერთმან ხმაი ვედრებისა ჩუენ, ცოდვილთასა, და შეგვიწყალნეს ჩუენ:

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

 

მღვდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს; და მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ლმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

მღვდელი: მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

 

დიაკონი: თავნი ჩუენი უფალსა მოუდრიკნეთ.

გუნდი: შენ, უფალო.

 

ყველა მოიდრეკს თავს, ხოლო მღვდელი ლოცულობს ხმამაღლა:

მეუფეო მრავალმოწყალეო, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა, დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და კეთილადმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითვალულ-ჰყავ ვედრებაი ჩვენი, მოგვანიჭე ჩვენ შენდობაი ცოდვათა ჩვენთა, დაგვიფარენ ჩვე5 საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩვენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩვენი, დაამშვიდე ცხოვრებაი ჩვენი, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩვენი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.

გუნდი: ამინ.

 

შემდგომად ასამაღლებელისა, დასდებელი სტიქარონისაჲ:

 

რომელსა შინა ჩაურთავთ მდგომარეთა ამათ მუხლთა რკბ ფსალმუნისათა, უკუეთუ არა იყოსა საუფლოჲ დღესასწაული.

 

უკუეთუ შაბათი იყოს, ვიტყვით:

 

1. უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა. შეიმოსა უფალმა ძალი და გარე შეირტყა.
2. და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
3. სახლსა შენსა შვენის სიწმინდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

 

 

ხოლო უკუეთუ საუფლოჲ დღეჲ იყოს, ანუ წმიდათა დღესასწაული, ვიტყვით მათთა მუხლთა.

 

"დიდებაჲ" წმიდისა "აწ და" ღმრთისმშობელისაჲ დიდების ხმისა

 

 

ეგრეთ ლოცვაჲ წმიდისა სჳმეონ ღმრთისმიმრქმელისაჲ:

 

- "აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა."

 

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

 

- "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა 3-გზის.

თუ კვირას დაემთხვა რომელიმე წმინდანის დღესასწაული მაშინ „ღმრთისმშობელო ქალწულო" იგალობება 2-გზის და წმინდანის ტროპარი 1-გზის.

 

თუ აღესრულა ლიტია, მაშინ აქ ი კურთხება პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი.

 

პურის კურთხევის (არტოკრასიას) ლოცვა:

მღვდელი: უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან აკურთხენ ხუთნი პურნი და ხუთ ათასნი განაძღენ, ეგრეთვე აკურთხე პურნი ესე, ხვარბალი, ღვინოი და ზეთი, და განამრავლე ესენი წმიდასა ამას ეკლესიასა (მონასტერსა), და ქალაქსა ამას შინა და ყოველსა ქუეყანასა და ერსა შენსა ზედა, და რომელთა მიიღონ ამათგან სარწმუნოებით, მიეც მათ განწმედაი, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთავე ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღუავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:

 

მედავითნე: ამინ!
"იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ, ამიერითგან და უკუნისამდე" - 3-გზის

 

ხოლო უკუეთუ იყოს დიდი მარხვაჲ, გინა სხუაჲ მარხვაჲ, და ალილუიაჲ აქუნდეს, ითქუმიან:

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

ფსალმუნი 33 (10 მუხლი)

 

1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.

 

2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.

 

3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.

 

4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.

 

5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.

 

6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.

 

7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.

 

8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.

 

9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.

 

10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.

 

მღვდელი: კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: - ამინ.