მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოხვედ ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა ზედა, და სამკვიდრებელსა შენსა ზედა, რამეთუ შენ ხარ საშინელი და კაცთმოყვარე მსაჯული მონათა შენთა, რომელთა მოუდრეკიან თავნი თვისნი, და დაუმდაბლებიან ქედნი მათნი, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერსა ითხოვენ წყალობასა, და შენსა ეძიებენ ცხოვრებასა, რათა დაიცვნე ყოველსა ჟამსა, და შემდგომსაცა მწუხრსა, და მომავალსაცა ღამესა ყოვლისა წინააღმდგომთა მტერთა საცთურისაგან, და ამაოთა გულის სიტყვათა, და ბოროტთა განზრახვათა საეშმაკოთა: