მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასდებელი სტიქარონისაჲ

 

 

შემდგომად ასამაღლებელისა, დასდებელი სტიქარონისაჲ, რომელსა შინა ჩაურთავთ მდგომარეთა ამათ მუხლთა რკბ ფსალმუნისათა, უკუეთუ არა იყოსა საუფლოჲ დღესასწაული.

 

მუხლი ა:

 

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ხელთა მიმართ უფალთა მათთაჲსა, და ვითარცა თუალნი მხევლისანი ხელთა მიმართ დედოფლისა თვისისათა, ეგრეცა თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.

 

 

მუხლი ბ:

 

მიწყალენ ჩუენ უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა, უფროჲსად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაჲთა, და შეურაცხებითა ამპარტავანთაჲთა.