მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ, ამიერითგან და უკუნისამდე

 

 

ხოლო უკუეთუ იყოს დიდი მარხვაჲ, გინა სხუაჲ მარხვაჲ, და ალილუიაჲ აქუნდეს, ითქუმიან ტროპარნი ესე, ხმაჲ 4

 

ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩუენთა.

 

მუხლთმოდრეკაჲ 1, დიდებაჲ

 

ნათლისმცემელო ქრისტესო, ჩუენ ყოველნი მომიხსენენ, რაჲთა ვიხსნეთ უსჯულოებათა ჩუენთაგან, რამეთუ შენდა მოცემულ არს მადლი მეოხებად ჩუენდა.

 

მუხლთმოდრეკაჲ 1, აწ და.

 

მეოხ გუეყვენით ჩუენ, წმიდანო მოციქულნო, და ყოველნო წმიდანო, რაჲთა ვიხსნეთ ღელვათა და ჭირთა ჩუენთაგან, რამეთუ თქუენ მხურვალედ ზედამდგომელად მაცხოვრისა მიმართ მოგიგებთ.

 

მუხლთმოდრეკაჲ 1

 

მოწყალებასა შენსა მოვილტვით, წმიდაო ღმრთისმშობელო, ვედრებასა ჩუენსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ ღელვათა და ჭირთაგან მიხსნენ ჩუენ, მხოლოო კურთხეულო. (თვინიერ მუხლთმოდრეკისა.)

 

უფალო შეგვიწყალენ 40

 

დიდებაჲ, აწ და.

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

სახელითა უფლისაჲთა, გუაკურთხენ მამაო.

 

მღდელმან: რომელი იგი არს კურთხეულ ქრისტე ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის, და უკუნითი-უკუნისამდე.

 

და ჩუენ ვიტყვით ლოცვასა კეთილმორწმუნეთა ხელმწიფეთათვის, ხელმწიფისა, გინათუ მთავრისა, ანუ განმგებელისა, ანუ თუ რომლისაცა ხელსა შინა იყოს მთავრობაჲ ჟამსა მას.

 

უწყებულ იყავნ რამეთუ საბერძნეთს ლოცვასა ამას უპირველესი იტყვის. ხოლო ლოცვაჲ ითქუმოდენ ესრეთ:

 

ზეცათა მეუფეო, მორწმუნენი ხელისუფალნი ჩუენნი განაძლიერენ, სარწმუნოებაჲ განამტკიცენ, წარმართნი დააყუდენ, და სოფელსა მშვიდობაჲ მოჰმადლენ; წმიდაჲ ესე მონასტერი (გინა სამწყსოჲ) კეთილად დაიცევ და პირველ წარსრულნი მამანი და ძმანი ჩუენნი საყოფელსა მართალთასა დააწესენ, და ჩუენ სინანულითა და აღსაარებითა მიგჳთვალენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან.

 

 

და მუხლთმოდრეკაჲ 3 დიდი,

 

და თვითოეულთა მუხლთმოდრეკათა ზედა ითქუმის ლოცვაჲ ესე ღირსისა ეფრემისი:

 

უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა, და მიმოწულილველობისასა, მთავრობის მოყუარებისასა, და ცუდად მეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე.

მუხლთმოდრეკაჲ დიდი.

 

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა, და სიყუარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

 

მუხლთმოდრეკაჲ დიდი.

 

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათაჲ, და არა განკითხვაჲ ძმისა ჩემისაჲ, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ!

მუხლთმოდრეკაჲ დიდი.

 

და კუალად მუხლთმოდრეკაჲ მცირე 12, და ვიტყვით თავთა შორის თვისთა თვითოეულსა მუხლთმოდრეკასა ზედა:

ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას.

 

 

და კუალად აღესრულოს ზემოწერილი ლოცვაჲ უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სრულიად, სამნივე მუხლნი ერთბამად, და დასასრულ ლოცვისა, მუხლთმოდრეკაჲ 1 დიდი.

 

ესრეთ წმიდაო ღმერთო, დიდებაჲ, აწდა, ყოვლად წმიდაო სამებაო, მამაო ჩუენო, უფალო შეგვიწყალენ 12

 

წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, განუყოფელო მეუფებაო, ყოველთა კეთილთა მიზეზო, სათნო-მეყავ მე ჟამსა ამას, და განანათლე გული და გონებაჲ ჩემი, რაჲთა მარადის გადიდებდე, გიგალობდე, და თაყუანის-გცემდე და ვიტყოდე: ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი, იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ!

 

 

იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე 3-გზის, და მუხლთმოდრეკაჲ 3.