მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

აღსავლის კარის წინ ამ ლოცვებს თავდაუბურავი კითხულობს მღვდელი(საიდუმლოდ)

 

 

ლოცვა 1.

 

უფალო სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ყურად იღე ლოცვაი ჩვენნი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩვენისასა, ჰყავ ჩვენთანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩვენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩვენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩვენთა, შიშითა სახელისა შენისა წმიდისათა, რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკვირველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლო, და არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა და სახიერ კაცთმოყვარებითა, შეწევნად, და ნუგეშინისცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა, რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

ლოცვა 2.

 

უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩვენ, არამედ ჰყავ ჩვენთანა წყალობაი მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მხსნელო სულთა ჩვენთაო, მიმიძეღუ ჩვენ ნავთსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თვალნი გულთა ჩვენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩვენ ნეშტი დღისა ამის მშვიდობით და უცოდველად და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა.

რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

ლოცვა 3.

 

უფალო ღმერთო ჩვენო, მომიხსენენ ჩვენ, ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩვენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩვენ სასოებისაგან ჩვენისა წყალობითა შენითა. არამედ მომმადლე ჩვენ, უფალო, ყოველივე „საცხოვრებელი თხოვაი და ღირს-მყვენ სიყვარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩვენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა.

რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ლოცვა 4.

 

რომელსა ჩვენ ყოველნი დაუდუმებლად გაქებთ შენ, და მარადის გადიდებთ ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ ქებულო, აღავსე პირი ჩვენი ქებითა შენითა, რათა უგალობდეთ სახელსა შენსა წმიდასა, მოგვეც ჩვენ ნაწილი და სამკვიდრებელიყოველთა მოშიშთა ჯეშმარიტებისა შენისათა, დაცვითა მცნებათა შენთათა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა.

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

ლოცვა 5.

 

უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი დაბადებული, და სულგრძელ ხარ ჩვენ ცოდვილთა ზედა, შემნანებელად სიბოროტისა ჩვენისა, მოგვიხსენენ წყალობითა და მოწყალებითა შენითა, და დაგვიფარენ ჩვენსახიერებითა შენითა, მოგვეც ჩვენ განვლად ნეშტი დღისა ამის მადლითა შენითა, და განგვაშორე ბოროტისა ეშმაკისა საცდური, და უვნებელად დაიცევ ცხოვრებაი ჩვენნი მეორედ მოსლუასა მას შენსა, მადლითა სულისა შენისა წმიდისათა.

წყალობითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

ლოცვა 6.

 

ღმერთო დიდო და საკვირველო, რომელი გამოუთქმელითა სახიერებითა შენითა და სიმდიდრითა წინასწარ-მცნობელობისა შენისათა განაგებ ყოველთა, რომელმან ქუეყანისა ყოველნი კეთილი მოგუეც ჩვენ, და შენ მიერი იგი აღთქმული სასუფეველი მოგვანიჯე ჩვენ, და აღთქმითა მით კეთილი გზაი გვიჩვენე ჩვენ, დღესა მას მოსვლისა შენისასა, ყოვლისა ბოროტისაგან განგვათავისუფლენ ჩვენ, და მოგვანიჭე ჩვენ შემდგომი ნეშტი ცხოვრებისა ჩვენისა უცოდველად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისასა, საქებელად მხოლოისა სახიერისა და კაცთმოყვარისა შენ ღმრთისა ჩვენისა.

რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

ლოცვა 7.

 

ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკვდავებაი და მკვიდრ ხარ ნათელსა თვალთშეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებული სიბრძნით შექმენ, რომელმან განყავ შორის ნათლისა და შორის ბნელისა, და დააწესე მზეი მფლობელად დღისა, და მთოვარეი და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა, და ღირს-მყვენ ჩვენ ცოდვილნი ჟამსაცა ამას მოსლუად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა, და შეწირვად შენდა მწუხრის ლოცვისა, შენ, კაცთ-მოყუარეო, წარმართე ლოცვაი ჩვენი, ვითარცა საკმეველი, შენ წინაშე, და შეიწირე სუნად სუნნელად, და მოგვმადლე მწუხრი ესე და შემომავალი ღამეი მშვიდობით, შეგვმოსე ჩვენ საჭურველი ნათლისა, გვიხსნენ შიშისაგან ღამისა და ყოვლისაგან ღვაწლისა რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე, რომელ მოგუეც განსასვენებელად უძლურებათა ჩვენთა, ჰყავ ყოვლისაგან ოცნებისა საეშმაკოისა განშორებულ, ჰე, მეუფეო, კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთაცა ჩვენთა ზედა ვინანდეთ და ღამითცა ვიხსენებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ დიდებისმეტყველებად სახიერებისა შენისა, რათა ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა მიმართ ცოდვათა ჩვენთათვის და ერისა უმეცრებისათვის, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა.

რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.