შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის შესაბამისად „ნეტარ არს კაცი“ – I კანონი იგალობება სამ დიდებად.
თითოეული დიდების შემდეგ აღესრულება მცირე კვერექსი, რომლებზეც მღვდელი იტყვის შემდეგ ასამაღლებლებს:
I დიდების შემდეგ: „რამეთუ შენი არს სიმტკიცე…“
II დიდების შედეგ: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.
III დიდების შემდეგ: „რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“