(მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით)
აღსავლის კარი იღება, გამოდის დიაკვანი და იტყვის: გვაკურთხენ მეუფეო.
მღვდელი: კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: – ამინ.
აღსავლის კარი იკეტება
დიდი კვერექსი
დიაკვანი: - მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, და მიტროპოლიტთა, მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ან ყოვლადუსამღვდელოესისა (ეპარქიის მმართველის სახელი), მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - თანა მბრძოლებისათვის, და დამორჩილებასა ქვეშე ფერხთა მათთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა (უკეთუ იყოს მონასტერი და წმიდისა ამის მონასტრისა) და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ!
გუნდი: – შენ უფალო.
მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ და დიდება მიუწვთომელ, რომლისა წყალობა აურაცხელ და კაცთმოყვარება მიუთხრობელ არს, შენ, მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩვენზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა, ჰყვენ ჩვენთანა და თანამლოცველთა ჩვენთა თანა მდიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენი.
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
I ანტიფონი (102 ფსალმუნი)
1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა. კურთხეულ ხარ, შენ უფალო. აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა.
1. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი.
2. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
1. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
2. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
1. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
2. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
1. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
2. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
1. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
2. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
1. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
2. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
1. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
2. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
1. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე.
2. რომელთა დაიმარხიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
1. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
2. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთა.
1. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
2. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
აკურთხევს, სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა.
კურთხეულ ხარ შენ უფალო!
დიაკვანი: - მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: – შენ უფალო.
მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა-ჰყვენ მოყვარენი სალხისა შენისა შვენიერებისანი, შენ იგი ნაცვლად ადიდენ ღვთაებრივითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩვენ მოსავთა შენდამი.
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ! დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა!
1. აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
2. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი.
1. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
2. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა;
1. რომელმან ჰქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა;
2. რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა.
1. უფალმან განჰხსნნის კრულნი; უფალმან განაბრძვნის ბრმანი.
2. უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
1. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარსწყმიდოს.
2. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლადმდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
მხოლოდშობილო, ძეო და ღვთისა სიტყვაო უკვდავო არსებავ! რომელმან ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცნი შეისხენ, სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა უქცეველად განკაცნენ და ჯვარს ეცვი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნე, ერთო წმიდისა სამებისაო, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა თანა დიდებულო, გვაცხოვნენ ჩვენ!
მცირე კვერექსი
დიაკვანი: - მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ უფალო.
მღვდელი: ზიართა ამათ და ერთხმობითა ლოცვათა ჩვენდა მომნიჭებელო, და ორთა და სამთა, შეთქმულთა სახელითა შენითა, თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო. შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ-ჰყვენ, აწინდელსაცა ამას საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო მერმისა ცხოვრებისა ჩვენისა მომნიჭებელმან ჩვენდა.
რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
აღსავლის კარი იღება
III ანტიფონი (ნეტარებები)
გუნდი: სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
მღვდელი: მეუფეო უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან დააწესენ ცათა შინა განწყობილნი მხედრობანი ანგელოსთანი და მთავარანგელოსთანი, მსახურებად დიდებისა შენისა, ჰყავ შესლვასა ჩვენსა თანა წმიდათაცა ანგელოსთა შესლვა, თანამწირველად ჩვენდა და თანადიდების მეტყველებად შენისა სახიერებისა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელი აიღებს წმიდა სახარებას ტრაპეზიდან მისცემს დიაკვანს და ორივენი ჩრდილოეთის კარით გამოვლენ და დადგებიან აღსავლის კართან.
დიაკვანი: აკურთხე, მეუფეო, წმიდა შესავალი
მღვდელი: კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკვანი: - უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - სიბრძნით აღემართენით! (გამოსახავს გამოსახავს ჯვარს სახარებით, სახარებით აღსავლის კარით შევა საკურთხეველში და დააბრძანებს სახარებას წმიდა ტრაპეზზე)
გუნდი: მოვედით, თაყვანი-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო, აღდგომილო მკვდრეთით. მგალობელნი შენნი, ალილუია.
* ამ სახით ეს საგალობელი იგალობება კვირაობით, აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულში და ზატიკში.
სიტყვები "აღდგომილო მკვდრეთით" სადაგ დღეებში იცვლება "წმიდათა შორის საკვირველო"-თი,
ხოლო ათორმეტ დღესასწაულზე დღესასწაულის შინაარსის მიხედვით.
ღვთისმშობლის დღესასწაულზე - "მეოხებითა ღვთისმშობელისათა"
სამღვდლმთავრო მსახურებისას, როცა მღვდელმთავარი აკმევს, გუნდი გალობს: "ის პოლა ეტი დესპოტა"
ქიროტონიის დროს* იგალობება: წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ და გვირგვინოსან იქმენით, უფალსა ევედრენით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.
დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო და მოწამეთა სიხარულო, რომელთა ქადაგეს სამებისა ერთარსებაი.
ისაია მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად იღო და შვა ძე ემანუილი, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და ქალწულსა ვნატრიდეთ.
აქსიოს, აქსიოს, აქსიოს.
უფალო შეგვიწყალენ (3 - გზის)
ტროპარ-კონდაკები შესვლისა
მღვდელი: ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შორის განისვენებ, რომელი სამწმიდითა ხმითა სერაბიმთა მიერ იგალობები, და ქერუბიმთა მიერ იდიდებისმეტყველები, და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყვანის-იცემები; რომელმან არა არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკევ; და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულისხმისყოფასა და არა შეურაცხ-ჰყოფ ცოდვილთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხოვრებელად; რომელმან ღირს მყვენ ჩვენ, მდაბალნი და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა, და თანამდებისა თაყვანისცემისა და დიდებისმეტყველებისა შეწირვად შენდა. შენ, მეუფეო, შეიწირე პირთაგანცა ჩვენ, ცოდვილთასა, სამწმიდაი გალობაი და მომხედენ ჩვენ სიტკბოებითა შენითა, მოგვიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, წმიდა-ჰყვნენ ჩვენი სულნი და ხორცნი და მომეც ჩვენ ღირსებით მსახურებაი შენი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთათა.
დიაკვანი: (დაბალი ხმით): აკურთხე, მეუფეო, ჟამი სამწმიდაოსი.
მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმეთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის
დიაკვანი: და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღვდელი და დიაკონი დადგებიან მაღალდასაჯდომელთან.
გუნდი: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
** მაცხოვრის შობას, ნათლისღებას, ლაზარეს დიდ შაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში და ზატიკში "წმიდაო ღმერთო"-ს ნაცვლად იგალობება:
"რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია".
ჯვართამაღლებას, და ჯვრის თაყვანისცემის კვირას იგალობება:
"ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ"
დიაკვანი: სიბრძნით!
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
მედავითნე: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკვანი: სიბრძნით!
მედავითნე: წარდგომა, ფსალმუნისაგან დავითისა, ხმა... (კითხულობს წარდგომას)
*** ღვთისმშობლის დღესასწაულზე ითქმის: წარდგომა, გალობა ღვთისმშობლისა:
"ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა".
აღდგომის წარდგომანი და ალილუიანნი ლიტურღიაზე
წარდგომანი და ალილუიანი შვიდეულის დღისანი
დიაკვანი: სიბრძნით!
მედავითნე: ასახელებს სამოციქულოს
დიაკვანი: მოხედენ!
მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს
მღვდელი: მშვიდობა შენდა კეთილმომთხრობელო!
მედავითნე: და სულისაცა შენისა თანა!
დიაკვანი: სიბრძნით!
მედავითნე: ალილუია, ხმა...
გუნდი: ალილუია, ალილუია, ალილუია!
მედავითნე: კითხულობს ალილუიას მუხლებს, რომლებზეც გუნდი პასუხობს ალილუიას გალობით.
აღდგომის წარდგომანი და ალილუიანნი ლიტურღიაზე
წარდგომანი და ალილუიანი შვიდეულის დღისანი
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო, ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ, და ყოველი სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და ვიქმოდეთ.
დიაკვანი: აკურთხე მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა ... (მახარებლის სახელი, ვისი სახარებაც იკითხება: მაგ: მათესი)
მღვდელი მაღალდასაჯდომელთან მდგომი გადასახავს ჯვარს და იტყვის:
ღმერთმა, ვედრებითა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (მახარებლის სახელი), გცეს შენ სიტყვაი, კეთილმითხრობისა ძალითა მრავლითა, აღსრულებლად სახარებისა, საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.
დიაკვანი: ამინ. სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკვანი: (მახარებლის სახელი, რომლის სსახარებიდანაც იკითხება) წმიდისა სახარებისაგან საკითხავნი
გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა!
დიაკვანი: მოხედენ! (კითხულობს სახარებას)
გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა!
დიაკონი შეაბრძანებს სახარებას საკურთხეველში, საკურთხეველში სადაც მას გამორთმევს მღვდელი და კუთხეში, რათა ხელი არ შეუშალოს ოდიკის გაშლას გაშლას და დააბრძანებს ტრაპეზის მარჯვენა კუთხეში
აღსავლის კარი იხურება.
მრჩობილი კვერექსი
დიაკვანი: ვსთქვათ ყოველთა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.
უფალო, ღმერთო ჩვენო, აპყრობილი ესე ვედრებაი შეიწირე მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩვენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერ წყალობისასა.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მრჩობლი კვერექსის შემდეგ (ათორმეტ და ტაძრის დღესასწაულთა გარდა) დიაკონი, საცეცხლურით ხელში, ამბობს მიცვალებულთა კვერექსს.
იღება აღსავლის კარი
მიცვალებულთა კვერექსი
დიაკვანი: (საცეცხლურით ხელში): შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკვანი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა ღმრთისათა (სახელები), რათა შეენდვნეთ მათ ყოველნი შეცოდებანნი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკვანი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმა დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკვანი: წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან, მათთვის ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ უფალო.
დიაკვანი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა; და ყოველნი ცოდვანი, მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ. რამეთუ არა არს კაცი, რომელი სცხოვნდეს და არა სცოდოს; რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი, სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი - ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
აღსავლის კარი იხურება
კათაკმეველთა კვერექსი
დიაკვანი: ილოცეთ კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკვანი: მორწმუნენო კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკვანი: - და ასწავოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკვანი: - და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკვანი: - შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკვანი: - აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ, და დაიცვენ იგინი, ღმერთო მადლითა შენითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკვანი: - კათაკმეველნო თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
გუნდი: შენ უფალო.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხოვრებისათვის კაცთასა მოავლინე მხოლოდშობილი ძე შენი და ღმერთი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა კათაკმეველთა ზედა, მომდრეკელთა შენდა ქედთა მათთასა, და ღირს-ჰყუენ იგინი ჟამსა შინა კეთილსა, საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, და სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა და თანა-აღრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა.
რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდნენ, ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
დიაკვანი: რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენი კათაკმეველნი ხართ განვედით, ნუ ვინმე კათაკმეველთაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: სიბრძნით!
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღირსმყოფელსა ჩვენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის. მიითვალე, ღმერთო, ვედრებაი ჩვენი, მყვენ ჩვენ ღირს ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა, და მსხვერპლთა უსისხლოთა ყოვლისათვის ერისა შენისა; და კმა მყვენ ჩვენ, რომელნი დასხმენ მსახურებასა ამას შენსა, ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, უბრალოდ და დაუბრკოლებელად, წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩვენისათა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა; რათა მსმენელი ჩვენი, მწყალობელ ჩვენდა იყო სიმართლითა შენისა სახიერებისათა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მცირე კვერექსი
დიაკვანი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკვანი: ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: მიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: ხსნად ჩვენდა ყოვლისა ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: სიბრძნით!
კვალადცა და მრავლაგზის შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით, სახიერო და კაცთმოყვარეო, რათა მოხედვითა ვედრებასა ჩვენსა, განსწმიდნე სულნი ჩვენი და ხორცნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მომეც ჩვენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მომმადლენ, ღმერთო, ჩვენთანა მლოცველთაცა წარმართებაი ცხოვრებისა სარწმუნოებისა და გულისხმის ყოფისა სულიერისა. მოეც მათ, ყოვლადვე შიშით და სიყვარულით მსახურთა შენთა, უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფად.
რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
იღება აღსავლის კარი
გუნდი: რომელი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელსა სამებასა სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა.
"რომელი ქერუბიმთა"-ს ნაცვლად ლიტურღიაზე იგალობება:
დიდ ხუთშაბათს: - "სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა".
დიდ შაბათს: - "სდუმენინ ყოველი ხორცი კაცობრივი და სდექინ შიშით და კრძალულებით და ნურა რას მსოფლიოისა შფოთსა იგონებნ, რამეთუ აჰა ესერა შემოვალს მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა, დაკლვად საჭმელად და მიცემად მორწმუნეთა და მას წინა უძღვნიან გუნდნი ანგელოზთანი, მრავალთუალნი ქერუბინნი, ექუს-ექუს ფრთენი სერაბიმნი, პირთა თვისთა დამფარველნი და გალობით მღაღადებელნი გალობასა ანგელოზებრსა: ალილუია, ალილუია, ალილუია".
პირველშეწირულზე: - "აწ ძალნი ცათანი ჩუენთანა უხილავად ჰმსახურებენ, რამეთუ ესერა შემოვალს მეუფე დიდებისაი, ესერა მსხვერპლი საიდუმლოდ აღსრულებული ძღვენი, სარწმუნოებით და სიიყვარულით მოვედით რაითა ზიარებად ცხოვნებისა საუკუნოისა ვიქმნნეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია".
არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რამეთუ მსახურება შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთადცა, არამედ რამეთუ გამოუთქმელისათვის და აურაცხელისა კაცთმოყვარებითა უქცეველად და უცვალებელად კაც - იქმენ და მღვდელმთავრად ჩვენდა გამოსჩნდი, და მსახურებრივისა ამის და უსისხლოისა მსხვერპლისა მღვდელმოქმედებაი მოგვანიჭე ჩვენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლო, უფალო ღმერთო ჩვენო, მეუფებ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, საყდარსა ზედა ქერუბიმთასა მჯდომარე, სერაბიმთა უფალი და მეუფე ისრაილისა, მხოლოო წმიდაო და წმიდათა შორის განსვენებულო.
შენ უკუე გევედრები, მხოლოსა სახიერსა და კეთილმსმენელსა: მოიხილე ჩემ, ცოდვილსა და უხმარსა, მონასა შენსა ზედა, და განსწმინდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტისა, და ღირს მიჩინე მე ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, შემოსილი მღვდლობისა მადლითა, წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა, და მღვდელ-მოქმედებად წმიდისა უხრწნელისა ხორცისა შენისა და პატიოსნისა სისხლისა შენისა. რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა და გევედრები შენ, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან. არამედ ჯერ-იჩინე შეწირვად შენდა, ჩემ ცოდეილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ, მსხვერპლი ესე. რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელი და დიაკონი ტრაპეზის წინ დაბალი ხმით წარმოსთვამენ 3-გზის "რომელი ქერუბიმთა"-ს.
სამკვეთლოსთან მღვდელი უკმევს წმიდა ძღვენს და ლოცულობს: ღმერთო განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე მე (3-გზის).
დიაკვანი: აღიღე, მეუფეო.
მღვდელი აიღებს დაფარნას, დაფარნას დაადებს დიაკონს მარცხენა მხარზე და იტყვის: აღიღეთ ხელნი თქვენი წმიდად მიმართ და აკურთხევით უფალსა.
მღვდელი აიღებს წმიდა ფეხშუმს და დაადებს დიკონს თავზე, თავზე თვითონ კი წმიდა ბარძიმით ხელში გამოდის დიაკონთან ერთად ჩრდილოეთის კარიდან ამბიონზე
დიდი გამოსვლა
დიაკვანი: უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაო ჩვენი ილია, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვალდვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მღვდელი: თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვალდვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ. და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შგმურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
საფლავსა შინა ხორცითა, ჯოჯოხეთს შინა სულითა, ვითარცა ღმერთი, ხოლო სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა იყავ ქრისტე, ყოვლისა აღმავსეძელ გარე შემოუწერელო.
ვითარცა ცხოვრებაშემოსილ, ვითარცა ნამდვილ სამოთხისა უშვენიერეს და ყოვლისა სამეფოისა სასძლოისა უბრწყინვალეს გამოსჩნდა, ქრისტე, საფლავი შენი, წყარო იგი ჩვენისა აღდგომისა.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი
მღვდელი დიაკონს: მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო.
დიაკვანი: მოიხსენოს უფალმან ღმერთმან მღვდლობა შენი სასუფეველსა თვისსა. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის, მეუფეო წმიდაო.
მღვდელი სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ.
დიაკვანი: ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩვენ, ყოეელთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. მომიხსენე მე, მეუფეო წმიდაო.
მღვდელი მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკვანი: ამინ.
დიაკვანი: ხურავს აღსავლის კარებს
თხოვნითი კვერექსი
დიაკვანი: აღუსრულოთ ვედრება ჩვენი უფალსა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკვანი: - წინადაგებულთა პატისანთა ძღვენთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკვანი: - წიდისა ამის ტაძრისათვის (მონასტისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკვანი: - ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკვანი: - დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.
დიაკვანი: - ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცევლი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.
დიაკვანი: - შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.
დიაკვანი: - კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.
დიაკვანი: - შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.
დიაკვანი: - ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.
დიაკვანი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქაწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელი შეიწირავ მსხვერპლსა ქებისასა მათგან, რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა. მიითვალე ჩვენცა ცოდვილთა ვედრებაი, და შეიწირე წმიდასა შენსა საკურთხეველსა, და კმა-მყვენ ჩვენ შეწირვად შენდა ძღვენთა და მსხვერპლთა სულიერთა, ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის: და ღირს-მყვენ ჩვენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილმითვალულ ყოფად შენდა მსხვერპლი ჩვენი, და დამკვიდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩვენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღვენთა ზედა, და ყოველსა ერსა შენსა.
მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკვანი: ვიყუარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ.
გუნდი: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.
მღვდელი (დაბალი ხმით): - შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო (3-გზის).
დიაკვანი: კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.
იღება აღსავლის კარი
გუნდი: მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს-ზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ!
დიაკვანი: ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა ამას შესაწირავსა, მშვიდობით შეწირვადსა.
გუნდი: წყალობა, მშვიდობა შესაწირავი ქებისა.
მღვდელი: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელი: ზე გვაქვნდინ გულნი!
გუნდი: გვაქვს უფლისა მიმართ.
მღვდელი: ვმადლობდეთ უფალსა!
გუნდი: ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა.
ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად, შენდა თაყვანის-ცემად ყოვვლსა ადგილსა მეუფებისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწთომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. რამეთუ შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩვენ, და დაცემულნი კვალად აღმადგინენ და არა განეყენე, ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩვენ და მოგვმადლე ჩვენ სასუფეველი მერმისა:
ამათ ყოველთათვის გმადლობთ შენ, და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთათვის, რომელ უწყით, და რომელ არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა, გმადლობთ შენ შეწირვისაცა ამისთვის, რომლისა ხელთაგან ჩვენთა შეწირვა ღირს იჩინე, დაღათუ შენსა გარემოს სდგანან ათასეულნი მთავარანგელოზთანი და ბეერეულნი ანგელოზთანი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ექუს-ვქუს ფრთენი, მრავალთვალნი, აღპყრობილნი ფრთეებითა:
მღვდელი: ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი.
გუნდი: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა; ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!
შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩვენცა, მეუფეო კაცთმოყვარეო, ვხმობთ და ვიტყვით: წმიდა ხარ და ყოვლადწმიდა, შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა. და დიდადშეუენიერ დიდება შენი, რომელმან სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ არა წარსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოერებაი საუკუნო, რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენ-თვის განგებულება სრულ-ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თვისსა ცხოვრებისათვის სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ხელთა, გმადლობდა და აკურთხა, და წმიდა-ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმინდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან:
მღვდელი: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა.
გუნდი: ამინ.
მღვდელი: მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა.
გუნდი: ამინ.
* ბასილი დიდის ლიტურღიაზე ეს ასამაღლებელი იწყება სიტყვებით: "მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან:"
მომხსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა და ყოველთა ჩვენთვის ქმნილთა: ჯვრისა, დაფლვისა სამ დღე და აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯვენით დაჯდომისა, მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისა:
მღვდელი: შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოვლისათვის.
გუნდი: შენ გიგალობთ, შენ გაკურთხებთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო.
მღვდელი: მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას უსისხლოსა მსხვერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ძღვენთა ზედა.
მღვდელი: უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
დიაკვანი: გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.
მღვდელი: უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
დიაკვანი: ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
მღვდელი: უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
დიაკვანი: ორარით მიუთითებს წმიდა პურზე: - აკურთხე, მეუფეო, წმიდა პური ესე.
მღვდელი: აკურთხებს წმიდა პურს: - და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა.
დიაკვანი: - ამინ. აკურთხე, მეუფეო, წმიდა ბარძიმი ესე.
მღვდელი: აკურთხებს წმიდა ბარიმს: - ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა.
დიაკვანი: - ამინ. (მიუთითებს წმიდა ძღვენზე) - აკურთხე, მეუფეო ორივე.
მღვდელი: აკურთხებს ერთად ორთავე სიწმიდეს: - შესცვალე სულითა შენითა წმიდითა.
დიაკვანი: - ამინ, ამინ, ამინ.
მღვდელმსახურნი აღასრულებენ მეტანიას
დიაკვანი: მომიხსენე, მე წმიდაო მეუფეო.
მღვდელი: მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკვანი: ამინ.
მღვდელი: რათა ექმნეს მიმღებელთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა, ზიარებად წმიდისა სულისა შენისა, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად, კადნიერებად წინაშე შენსა, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად:
მერმეცა შევწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა სარწმუნოებით შესვენებულთათვის პირველთა მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა.
მღვდელი: უმეტესად ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
გუნდი: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
წმიდისა წინასწარმეტყველისა იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და წმიდისა (სახელი), რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელთა ვედრებითა მომხედენ ჩვენ, ღმერთო, და მოიხსენენ ყოველნი დაძინებულნი სასოებითა აღდგომისა. და ცხოვრებისა. საუკუნოისათა (სახელები): და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა.
მერმეცა გევედრებით შენ, მოიხსენე, უფალო, ყოველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, მართლმკვეთელნი სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისა, ყოველი მღვდლობა, და ქრისტეს მიერ დიაკონობა, და ყოველი სამღვდელო დასი.
მერმეცა შევწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა სოფლისათვის, და წმიდისა, კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისათვის, უბრალოდ და ღირსებით მოქალაქობისა მქონებელთათვის.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის. მიეც მათ, უფალო, მშვიდობით მეფობაი, რათა ჩვენცა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული და მყუდრო ცხოვრებაი გვაქუნდეს, ყოვლითა კეთილმსახურებითა და პატიოსნებითა.
მღვდელი: პირველად მოიხსენე უფალო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია და მაღალყოვლადუსამღვდელოესი (ეპარქიის მმართველის სახელი), რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლმკვეთელობით, სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა.
გუნდი: ყოველთა და ყოვლისათვის.
მღვდელი: და მომეც ჩვენ, უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღვდელი: და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა.
თხოვნითი კვერექსი
დიაკვანი: ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: შეწირულთა ამათთვის და განმწმედილთა პატიოსანთა ძღვენთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - რათა კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩვენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურად საკურთხეველსა მისსა საყნოსელად სუნად სუნელად შეიწირნეს და ნაცვლად გარადმოგვივლინოს ჩვენ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმათ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვამდლენ უფალო.
დიაკვანი: ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვამდლენ უფალო.
დიაკვანი: - შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვამდლენ უფალო.
დიაკვანი: - კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვამდლენ უფალო.
დიაკვანი: - შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვამდლენ უფალო.
დიაკვანი: - ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვისგება, წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვამდლენ უფალო.
დიაკვანი: - ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოვნელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესსა ღმერთასა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩვენსა და სასოებასა, მეუფეო კაცთმოყვარეო, და გხადით შენ, და გევედრებით, და შეგივრდებით, ღირსმყუენ ჩვენ მოღებად ზეცისა შენთა შესაძრწუნებელთა საიდუმლოთა, ამის სამღვდელოსა და სულიერისა ტრაპეზისათა. წმიდისა სვინიდისითა, მოსატევებელად ცოდვათა, შესანდობელად ბრალთა, სულისა წმიდისა ზიარებად, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად, ნუ სასჯელად გინა დასასჯელად.
მღვდელი: და ღირსმყვენ ჩვენ მეუფეო კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა, ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად:
გუნდი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
გუნდი: შენ უფალო.
გმადლობ შენ მეუფეო უხილავო, რომელმან უზომოითა ძალითა შენითა ყოველნი დაბადენ და სიმრავლითა წყალობისა შენისათა არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩვენ ყოველნი: შენ, მეუფეო. ზეცით მოიხილე მათ ზედა, რომელთა მოუდრე%კიან შენდა თავნი მათნი, რამეთუ არა ხორცთა და სისხლთა მოუდრიკნეს, არამედ 'შენ, საშინელსა ღმერთსა, შენ უკუე, მეუფეო, ჩვენ ყოველთა წინა მდებარენი კეთილად განაწრფელენ, თითოეულისა სახმარისაებრ: მენავეთა თანა მენავობად, მოგზაურთა თანა მოგზაურობად, სნეულნი განკურნენ, მკურნალო სულთა და ხორცთაო.
მღვდელი: მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარებითა, მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მოიხილე, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, წმიდით სამკვიდრებელით შენით და საყდრით დიდებისა სუფევისა შენისათა, და მოვედ წმიდა ყოფად ჩვენდა, რომელი ზე მამისა თანა მჯდომარე ხარ, და აქა ჩვენ თანა უხილავად თანა მყოფობ: და ღირს მყუენ ჩვენ, მტკიცითა ხელითა შენითა მოცემად ჩვენდა უხრწნელი ხორცი შენი და პატიოსანი სისხლი შენი, და ჩვენ – მიერ ყოველსა ერსა შენსა.
იხურება აღსავლის კარი
დიაკვანი: მოხედენ!
მღვდელი: წმიდაა წმიდათა!
გუნდი: ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესო ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა, მამისა, ამინ!
დიაკონი აღებს აღსავლის კარს,
მღვდელი გამოაბრძანებს წმიდა ბარძიმს აღამაღლებს და იტყვის: შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!
გუნდი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.
ბრწყინვალე შვიდეულში იგალობება „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ (1-გზის).
მღვდელი: მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ!
სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა. რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნეს მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა. ამინ!
მღვდელი აღასრულებს წმიდა ზიარებას.
მღვდელი ერისკაცთა ზიარებისას ამბობს: პატიოსანსა და წმიდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ეზიარება მონა ღმრთისა (სახელი), მოსატევებელად ცოდვათა თვისთა და ცხოვრებად საუკუნოდ.
გუნდი: (ზიარებისას): ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ.
დიდ ხუთშაბათს იგალობება „სერობასა საიდუმლოსა შენისასა...“,
ბრწყინვალე შვიდეულში – ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...1-გზის.
ზიარების შემდგომ მღვდელი გადასახავს ჯვარს ბარძიმით მრევლს შეაბრძანებს საკურთხეველში აღსავლის კარიდან და დააბრძანებს წმიდა ტრაპეზზე
გუნდი: ალილუია, ალილუია, ალილუია!
ზიარების დამთავრების შემდეგ მღვდელი აღამაღლებს წმიდა ბარძიმს, შედის საკურთხეველში, ტრაპეზზე დააბრძანებს ბარძიმს. დიაკონი ფეშხუმზე მოთავსებულ წმიდა ნაწილებს ჩაუშვებს ბარძიმში და ამბობს აღდგომის მუხლებს:
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ; რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯვრისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა ჩვენთვის, და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ და აწ შენცა იშვებდი, ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.
ჰოი, პასექო დიდო და სამღვდელო, ქრისტე: ჰოი სიბრძნეო, და სიტყვაო ღმრთისაო, და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი შენთა მზიარებელთა სერობა, დღესა სუფევისა შენისასა.
წმიდა ბარძიმში ჩაუშვებს აგრეთვე ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზე ამოღებულ სეფისკვერთა ნაწილებს და იტყვის: მიუტევენ, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენებულთა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთათა.
შემდეგ მღვედელთმსახურნი ლოცულობენ: გმადლობ შენ, მეუფეო, კაცთმოყუარეო, ქველისმოქმედო სულთა ჩვენთაო, რამეთუ მოწევნულსაცა ამას დღესა ღირს-მყუენ ჩვენ, ზეცისათა შენთა უკვდავთა საიდუმლოთა, მართლმკვეთელ-ყვენ გზანი ჩვენნი, დამამტკიცენ ჩვენ შიშსა შინა შენსა ყოველნივე, შეიცევ ცხოვრებაი ჩვენი,უცთომელ-ჰყვენ სვლანი ჩვენნი, ლოცვითა და ვედრებითა წმიდისა და დიდებულისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმინდათა შენთათა.
მღვდელი: აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.
გუნდი: ნათელი ჭეშამარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანისვსცემთ, რათა გვაცხოვნეს ჩვენ.
აღდგომიდან წარგზავნამდე იგალობება „ქრისტე აღსდგა კვდრეთით... “ I- გზის.
ამაღლებიდან წარგზავნამდე – ამაღლების ტროპარი.
სულთმოფენობის შაბათს – მიცვალებულთა ტროპარი „რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა...
დიაკვანი: უკმევს ტრაპეზზე დაბრძანებულ ძღვენს, შემდეგ აიღებს წმიდა ფეშხუმს გავა კართან, გადასახავს ჯვარს მრევლს და წავა სამკვეთლოსკენ
მღვდელი კი აღიღებს წმიდა ბარძიმს, საიდუმლოდ იტყვის: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი და ხმამაღლა დაამატებს: ყოველადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გადასახავს ჯვარს ბარძიმით მრევლს და ისიც წავა წმიდა სამკვეთლოზე.
გუნდი: ამინ. აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო, რათა ვუგალობდე დიდებასა შენსა, რამეთუ ღირს მყვენ ჩვენ ზიარებად წმიდათა შენთა საღმრთოთა, უკვდავთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა, დაგვმარხენ ჩვენ სიწმიდეთა შინა შენთა, ყოველსა დღესა გვასწავენ სიმართლენი შენნი: ალილუია, ალილუია, ალილუია!
დიდ ხუთშაბათს „აღავსე პირი ჩემი“-ის ნაცვლად იგალობება „სერობასა საიდუმლოსა შენისასა“.
ბრწყინვალე შვიდეულში – „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ 1-გზის.
დააბრძანებენ რა მღვდელი და დიაკონი სამკვეთლოზე ბარძიმ-ფეშხუმს,მღვდელი უკმევს ძღვენს.
სამადლობელი კვერექსი.
დიაკვანი: აღემართენით, მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკვდავთა ზეცისა ცხოველთა, საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: შეგვეწიენ, გავცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად მთხოვნელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღვდელი: რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღვდელი ამ დროს აიღებს სახარებას ტრაპეზის მარჯვენა კუთხიდან, გადასახავს ჯვარს წმიდა ტრაპეზს და დააბრძანებს ტრაპეზის შუა ნაწილში
მღვდელი მშვიდობით წარვიდეთ!
გუნდი: სახელითა უფლისათა
დიაკვანი: უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელი გამოდის აღსავლის კარიდან, დგება ამბიონის წინ და ლოცულობს:
რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყვენ მოყვარენი სახლისა შენისა შვენიერებისანი, შენ იგინი ნაცვლად ადიდენ საღმრთოითა ძალითა შენითა, ნუ დამაგდებ ჩვენ მოსავთა შენთა, მშვიდობა სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღვდელთა, მხედართა და ყოველსა ერსა შენსა, რამეთუ ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს. შთამომავალი შენ მიერ, მამისაგან ნათლისა, და შენდა დიდებასა და მადლობასა და თაყვანისცემასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე (3-გზის).
(საკურთხეველში): აღვსება სჯულისა და წინასწარმეტყუელთა, შენ ხარ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან აღავსე ყოველი მამობრივი განგებულებაი, აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩვენნი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მედავითნე:
1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.
2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.
3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.
5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.
6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.
7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.
8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.
10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
11. მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ.
12. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
13. დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა;
14. მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას.
15. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
16. პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი.
17. ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.
18. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
19. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან.
20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
21. სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ.
22. იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.
მღვდელი: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!
მღვდელი: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა!
აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულში „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო“-ს ნაცვლად მღვდელი გალობს „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“, ხოლო გუნდი აბოლოებს: „და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი“
თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე მღვდელი ამბობს: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“. გუნდი „კი გალობს: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ 3-გზის.
გუნდი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ,
სახელითა უფლისათა მაღალღირსო მამაო გვაკურთხენ!
მღვდელი: ქრისტემან ჭეშამარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესითა, და ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა და წმიდისა (ვისი სახელობისაც არის ტაძარი) და (იმის სახელი ვისი ხსენებაც არის), რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ ჩვენ დღეს და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
გუნდი: ამინ! უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.
მრავალჟამიერი.
მღვდელი მრევლს ამთხვევინებს ტრაპეზის ჯვარზე, რის შემდეგაც შედის საკურთხეველში.
იხურება აღსავლის კარი