მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საღმრთო ლიტურღია
წმიდა იოანე ოქროპირის ჟამისწირვა

 

კათაკმეველთა ლიტურგია

 

აღსავლის კარი იღება,
გამოდის დიაკვანი და იტყვის: გვაკურთხენ მეუფეო.

მღვდელი: – კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: – ამინ.

 

აღსავლის კარი იკეტება

 

 

დიდი კვერექსი

 

დიაკვანი: - მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ. (ყოველ მუხლზე)

დიაკვანი: - ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, და მიტროპოლიტთა, მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ან ყოვლადუსამღვდელოესისა (ეპარქიის მმართველის სახელი), მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- თანა მბრძოლებისათვის, და დამორჩილებასა ქვეშე ფერხთა მათთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა (უკეთუ იყოს მონასტერი და წმიდისა ამის მონასტრისა) და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!

- შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.

- ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ!

გუნდი: შენ უფალო.

I ანტიფონის საიდუმლო ლოცვა

მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

ანტიფონები

 

სადაგი დღის ანტიფონები

I ანტიფონი (102 ფსალმუნი)

 

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა. კურთხეულ ხარ, შენ უფალო. აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.

2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა.

1. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი.

2. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

1. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

2. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

1. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.

2. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

1. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

2. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

1. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

2. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

1. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

2. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

1. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

2. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

1. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე.

2. რომელთა დაიმარხიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

1. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

2. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთა.

1. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

2. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

აკურთხევს, სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა.
კურთხეულ ხარ შენ უფალო!

 

 

მცირე კვერექსი

 

დიაკვანი: - მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.

დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.

გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.

დიაკვანი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.

გუნდი: – შენ უფალო.

II ანტიფონის საიდუმლო ლოცვა

მღვდელი: – რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ! დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა!

 

 

II ანტიფონი (145 ფსალმუნი)

 

1. აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

2. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი.

1. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.

2. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა;

1. რომელმან ჰქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა;

2. რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა.

1. უფალმან განჰხსნნის კრულნი; უფალმან განაბრძვნის ბრმანი.

2. უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;

1. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარსწყმიდოს.

2. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლადმდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

 

მხოლოდშობილო, ძეო და ღვთისა სიტყვაო უკვდავო არსებავ! რომელმან ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცნი შეისხენ, სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა უქცეველად განკაცნენ და ჯვარს ეცვი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნე, ერთო წმიდისა სამებისაო, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა თანა დიდებულო, გვაცხოვნენ ჩვენ!

 

 

მცირე კვერექსი

 

დიაკვანი: - მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკვანი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ უფალო.

III ანტიფონის საიდუმლო ლოცვა

მღვდელი: რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

 

აღსავლის კარი იღება

III ანტიფონი (ნეტარებები)

 

გუნდი: სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.

 

1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.

3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.

5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.

8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

ლოცვა შესვლისა საიდუმლოდ

 

მღვდელი აიღებს წმიდა სახარებას ტრაპეზიდან მისცემს დიაკვანს და ორივენი ჩრდილოეთის კარით გამოვლენ და დადგებიან აღსავლის კართან.

 

დიაკონი: აკურთხე, მეუფეო, წმიდა შესავალი
მღვდელი: კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

დიაკონი: - უფლისა მიმართ ვილოცოთ!

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: - სიბრძნით აღემართენით! (გამოსახავს გამოსახავს ჯვარს სახარებით, სახარებით აღსავლის კარით შევა საკურთხეველში და დააბრძანებს სახარებას წმიდა ტრაპეზზე)

გუნდი: მოვედით, თაყვანი-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო, აღდგომილო მკვდრეთით. მგალობელნი შენნი, ალილუია.

* ამ სახით ეს საგალობელი იგალობება კვირაობით, აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულში და ზატიკში.

სიტყვები "აღდგომილო მკვდრეთით" სადაგ დღეებში იცვლება "წმიდათა შორის საკვირველო"-თი,

ხოლო ათორმეტ დღესასწაულზე დღესასწაულის შინაარსის მიხედვით.

ღვთისმშობლის დღესასწაულზე - "მეოხებითა ღვთისმშობელისათა"

 

სამღვდლმთავრო მსახურებისას, როცა მღვდელმთავარი აკმევს, გუნდი გალობს: "ის პოლა ეტი დესპოტა"

 

ქიროტონიის დროს* იგალობება: წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ და გვირგვინოსან იქმენით, უფალსა ევედრენით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო და მოწამეთა სიხარულო, რომელთა ქადაგეს სამებისა ერთარსებაი.

ისაია მხიარულ იყავ,ქალწულმან მუცლად იღო და შვა ძე ემანუილი, რმერთი და კაცი, არმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და ქალწულსა ვნატრიდეთ.

აქსიოს, აქსიოს, აქსიოს.

უფალო შეგვიწყალენ (3 - გზის)

 

ტროპარ-კონდაკები შესვლისა

 

ტროპარ-კონდაკის გალობისას მღვდელი კითხულობს სამწმიდაობის გალობის საიდუმლო ლოცვას

 

დიაკონი (დაბალი ხმით): აკურთხე, მეუფეო, ჟამი სამწმიდაოსი.

 

მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმეთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის

დიაკონი: და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

მღვდელი და დიაკონი დადგებიან მაღალდასაჯდომელთან.

 

გუნდი: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

 

** მაცხოვრის შობას, ნათლისღებას, ლაზარეს დიდ შაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში და ზატიკში "წმიდაო ღმერთო"-ს ნაცვლად იგალობება:
"რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია".

ჯვართამაღლებას, და ჯვრის თაყვანისცემის კვირას იგალობება:
"ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ"

 

დიაკონი: სიბრძნით!

მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!

მედავითნე: და სულისაცა შენისა თანა.

დიაკონი: სიბრძნით!

მედავითნე: წარდგომა, ფსალმუნისაგან დავითისა, ხმა... (კითხულობს წარდგომას)
*** ღვთისმშობლის დღესასწაულზე ითქმის: წარდგომა, გალობა ღვთისმშობლისა:
"ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა".

აღდგომის წარდგომანი და ალილუიანნი ლიტურღიაზე

წარდგომანი და ალილუიანი შვიდეულის დღისანი

დიაკონი: სიბრძნით!

მედავითნე: ასახელებს სამოციქულოს

დიაკონი: მოხედენ!

მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს

მღვდელი: მშვიდობა შენდა კეთილმომთხრობელო!

მედავითნე: და სულისაცა შენისა თანა!

დიაკონი: სიბრძნით!

მედავითნე: ალილუია, ხმა...

გუნდი: ალილუია, ალილუია, ალილუია!

მედავითნე: კითხულობს ალილუიას მუხლებს, რომლებზეც გუნდი პასუხობს ალილუიას გალობით.
აღდგომის წარდგომანი და ალილუიანნი ლიტურღიაზე

წარდგომანი და ალილუიანი შვიდეულის დღისანი

 

 

მღვდელი კითხულობს ლოცვას სახარების კითხვის წინ

 

დიაკონი: აკურთხე მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა ... (მახარებლის სახელი, ვისი სახარებაც იკითხება: მაგ: მათესი)

 

მღვდელი მაღალდასაჯდომელთან მდგომი გადასახავს ჯვარს და იტყვის:

ღმერთმა, ვედრებითა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (მახარებლის სახელი), გცეს შენ სიტყვაი, კეთილმითხრობისა ძალითა მრავლითა, აღსრულებლად სახარებისა, საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.

დიაკონი: ამინ. სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

დიაკონი: (მახარებლის სახელი, რომლის სსახარებიდანაც იკითხება) წმიდისა სახარებისაგან საკითხავნი

გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა!

დიაკონი: მოხედენ! (კითხულობს სახარებას)

გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა!

დიაკონი შეაბრძანებს სახარებას საკურთხეველში, საკურთხეველში სადაც მას გამორთმევს მღვდელი და კუთხეში, რათა ხელი არ შეუშალოს ოდიკის გაშლას გაშლას და დააბრძანებს ტრაპეზის მარჯვენა კუთხეში

 

აღსავლის კარი იხურება.

 

 

მრჩობილი კვერექსი

 

დიაკონი ვსთქვათ ყოველთა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი - მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი - მერმეცა გევდრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის და მიტროპოლიტთა, მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (ეპარქიის მმართველის სახელი) მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი - მერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა, მღვდელთა, მღვდელმონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი - მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტერთა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა და ყოველთა მართლმადიდებელთათვის.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი - მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა).

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი - მერმეცა გევედრებით, ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლდაპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქამდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

მღვდლის ლოცვა შევრდომით სავედრებელი

 

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

 

მრჩობლი კვერექსის შემდეგ (ათორმეტ და ტაძრის დღესასწაულთა გარდა) დიაკონი, საცეცხლურით ხელში, ამბობს მიცვალებულთა კვერექსს.

 

იღება აღსავლის კარი

 

 

მიცვალებულთა კვერექსი

 

დიაკონი: (საცეცხლურით ხელში): შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა ღმრთისათა (სახელები), რათა შეენდვნეთ მათ ყოველნი შეცოდებანნი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმა დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიაკონი: წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან, მათთვის ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ უფალო.

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

 

მღვდლის ლოცვა (კითხულობს დაბალი ხმით)

 

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.

 

აღსავლის კარი იხურება

 

 

კათაკმეველთა კვერექსი

 

დიაკონი: ილოცეთ კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: მორწმუნენო კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - და ასწავოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ, და დაიცვენ იგინი, ღმერთო მადლითა შენითა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - კათაკმეველნო თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

გუნდი: შენ უფალო.

 

მღვდლის ლოცვა კათაკმეველთათვის

 

რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდნენ, ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.