მღვდელი: (კითხულობს დაბალი ხმით) ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა; და ყოველნი ცოდვანი, მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ. რამეთუ არა არს კაცი, რომელი სცხოვნდეს და არა სცოდოს; რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი, სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი - ჭეშმარიტ.