მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

ტაძრის კურთხევის წესი

 

ეკლესია ოდესცა სრულ-იქმნების, მივალს მღვდელთმთავრისა მიერ წარვლენილი, ვისდამიცა ბრძანებულ არს, უწინარეს ერთისა, ანუ ორისა დღისა, და განმზადებს ყოველსავე სახმარსა კურთხევისათვის, ვითარცა შინაგან საკურთხეველისა, ეგრეთვე სრულსაცა ტაძარსა შინა. ხოლო ტრაპეზი უმეტესად უნდა იყოს ოთხთა სვეტთა ზედა და მეხუთე სვეტის ტრაპეზის შუაგულში (მცირე ტაძრებში შესაძლებელია ერთ სვეტზე გაკეთდეს ტრაპეზი). ტრაპეზი სიმაღლით უნდა იყოს საშუალოდ ერთი მეტრა და სამი სანტიმეტრი, მაგალითისთვის შესაძლოა მოვიშველიოთ წმ. სამების ტაძრის ტრაპეზთა ზომები და ასევე ისტორიული ტაძრების ტრაპეზთა ზომები (თუმცა ეპისკოპოსის ან წინამძღვრის კურთხევით შესაძლებელია მცირედით მომატება ან დაკლება). ხოლო განი ზომისამებრ საკურთხეველისა, სამკვეთლო მსგავსადვე. ტრაპეზის ოთხივე კუთხეში და შუაგულში უნდა იყოს ამოკვეთილი მცირე ზომის ღრმული დანამასტაკის ჩასასხმელად. ხელსახოცები, რომლითაცა უნდა განიწმინდოს ტრაპეზი, კრეტსაბმელი სამეუფოისა კარისა, ილიტონი, ვარდის წყალი და ღვინო, ცალ-ცალკე ჭურჭლითა, უსუპი, წმინდა მირონი საცხებლითა. ღრუბელი ოდიკისა, კოლოფი წმინდის ნაწილისათვის ტრაპეზის შუაგულში ჩასაბრძანებლად. ოთხი ცალი სამსჭვალი ტრაპეზის ოთხ კუთხეში დანამასტაკში ჩასაჭედებლად, სახედ ჯვარცმის სამსჭვალთა (სამსჭვალი უნდა იყოს ისეთი ზომის და ფორმის, რომ ბოლომდე დაიფაროს დანამასტაკის სიღრმეში და არ დარჩეს ამოწეული ტრაპეზის ზედაპირზე). სანთელი მღვდელთმთავრისათვის, სამღვდელოთა, და საეროთათვის მისაცემელად, საცეცხლური, ნახშირი და საკმეველი, ორი დიდი სანთელი წინ გასაძღოლად, დროშები უკეთუ იყოს.


შემდგომ წინაშე სამეუფოთა კართა დაიდგმის მაგიდა და გადაჰფენენ მას ზედა საბურველსა, და დაასვენებენ წმინდასა სახარებასა, პატიოსანსა ჯვარსა, და დასდგმენ წმიდასა ბარძიმ ფეშხუმსა, კოვზსა, ლახვარსა, დაფარნებსა, ღრუბელსა, და დაჰფარვენ საბურველითა, და ოთხს კუთხეს დაუდგმენ სასანთლეებსა. ხოლო მეორე მაგიდასა დასდგმენ საკურთხეველსა შინა განკრძალულსა ადგილსა, და გარდააფარებენ მას საბურველსა, და დასდგმენ მას ზედა წმიდასა მირონსა, ღვინოსა და ვარდის წყალსა ჭურჭლებითა, საცხებელსა და უსუპსა.


ხოლო წმიდანი ნაწილნი დაისვენებიან ფეშხუმსა ზედა, დაფარებულნი ვარსკვლავითა და დაფარნითა, წინა ღამეს ეკლესიის კურთხევისა მაგიდასა ზედა წინაშე მაცხოვრის ხატისა სამეუფოსა კართა თანა, მასვე ეკლესიასა შინა, და გარდაიხდების ღამის თევითი დიდი მწუხრი განახლებისა და ეკლესიისა, მის მიერ ვისაც მღვდელთმთავარი უბრძანებს. ხოლო წმინდა სახარება დაესვენების აღმოსავლეთით კერძო წინარე ნაწილთა. და დაიდგმის სასანთლე წინაშე წმიდათა ნაწილთა.


(ესე ყოველი წესი აღესრულება იმ შემთხვევაშიდაც, უკეთუ იქმნების ძველი ტაძრის განახლება, ან დაზიანებული ტრაპეზის ახლით შეცვლა).


დიდი მწუხრი და ცისკარი ენკენიასა ზედა


განიღება აღსავლის კარი. ითქმის ასამაღლებელი საცეცხლურითა და აღესრულება სრული კმევა ჩვეულებისამებრ.


მღვდელი - ოლარით, (სამკლაურებით) და ფილონით;


დიაკონი: - გინგილათი (ორარით), (სამკლაურებით) და სტიქარით.

 

დიაკონი: გახსნის კრეტსაბმელს, აღსავლის კარს და მიიღებს მნათესაგან სანთელს.

 

მღვდელი მიიღებს რა საცეცხლურს, თვითონ ჩადებს მასში საკმეველს და ამბობს ლოცვას „სასაკმევლისასა“ საიდუმლოდ: „საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა, და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა“.

 

მღვდელი დიაკონთან ერთად აკმევს წმიდა ტრაპეზს ოთხივე მხრიდან და მთლიანად საკურთხეველს.

 

დიაკონი: აღსავლის კარიდან გამოვა ამბიონზე და მხედველი დასავლეთისაკენ ამბობს ხმამაღლა: „აღსდეგინ“.


მგალობელთა: სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელი საცეცხლურით გამოსახავს ჯვრის სახეს წმიდა ტრაპეზის წინ და იტყვის ასამაღლებელს: „დიდება წმიდასა და ერთარსსა, და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.


მგალობელთა: - ამინ.


მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ მას.


- „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - კურთხეულ ხარ შენ უფალო.


ფსალმუნი 103

 

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,

 

2. შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.

 

3. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;

 

4. რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა;

 

5. რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.

 

6. უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.

 

7. შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.

 

8. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.

 

9. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.

 

10. რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;

 

11. ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.

 

12. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.

 

13. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.

 

14. რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.

 

15. და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

 

16. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.

 

17. მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.

 

18. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.

 

19. შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.

 

20. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,

 

21. ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.

 

22. აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.

 

23. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.

 

24. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.

 

25. ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;

 

26. მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.

 

27. ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;

 

28. მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.

 

29. ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.

 

30. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.

 

31. იყავნ დიდებაი უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.

 

32. რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.

 

33. ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

 

34. ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.

 

35. მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.



დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



დიდი კვერექსი:


დიაკონი: - „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „მშვიდობისათვის ყოველისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა (სახელი), პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღუდელოსა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „სამეუფოსა ქალაქისა ამის ჩვენისა და წმიდისა ამის ტაძრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

 

„ნეტარ არს კაცი" - I კანონის I ანტიფონი სრულიად.


გუნდი: ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახუასა უღმრთოთასა.
ალილუია, ალილუია, ალილუია.


ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესუენ უფალსა, აღსდეგ უფალო მაცხოვნე მე ღმერთო ჩემო.
ალილუია, ალილუია, ალილუია.


რამეთუ უწყის უფალმა გზაჲ მართალთა და გზაჲ ცოდვილთა წარწყმდეს.
ალილუია, ალილუია, ალილუია


ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
ალილუია, ალილუია, ალილუია

ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა.


მცირე კვერექსი:


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: „რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.

გუნდი: - ამინ!.

აღესრულება კმევა ჩვეულებისაებრ.


ფსალმუნი 140


უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი. ისმინე ჩემი, უფალო.


1. უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. ისმინე ჩემი, უფალო.


2. წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ. ისმინე ჩემი, უფალო.


3. დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.


4. ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.

5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.

6. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.

7. ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.

8. რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.

9. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

10. შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?



ფსალმუნი 141

1. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.


2. განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.


3. მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.


4. ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.


5. ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.


6. მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.


ენკენიათა პატივი, ძველ სჯული და კეთილის მქონებელ, ხოლო უფროსთა ახალნი იპატივებოდედ სატფურებათა მიერ, რამეთუ განახლდებიან ჭალაკნი ღმრთისა მიერ, ვითარცა იტყვის ისაია, რომელნი იცნობებიან წარმართთაგან ეკლესიად, აწ და შეურყეველად დააფუძნე სიმტკიცისა მიმღებელად ღმრთისაგან, რომლისათვის ჩვენცა აწინდელნი ესე ენკენიანი, სულიერად ვიდღესასწაულნეთ.


7. გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა.


8. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.


ენკენიათა პატივი, ძველი სჯული და კეთილის მქონებელ, ხოლო უფროსთა ახალნი იპატივებოდედ სატფურებათა მიერ, რამეთუ განახლდებიან ჭალაკნი ღმრთისა მიერ, ვითარცა იტყვის ისაია, რომელნი იცნობებიან წარმართთაგან ეკლესიად, აწ და შეურყეველად დააფუძნე სიმტკიცისა მიმღებელად ღმრთისაგან, რომლისათვის ჩვენცა აწინდელნი ესე ენკენიანი, სულიერად ვიდღესასწაულნეთ.


ფსალმუნი 129


1. ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი უფალო; უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ;


2. იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.


და განახლდებოდეთ ძმანო, და ძველისა მის კაცისა განმძარცველნი განახლებითა ცხოვრებისათა მოქალაქობდით, აღვირ ახსენით ყოველთა რომელთაგან არს სიკვდილი, ყოველნი ასონი განვიწუართნეთ, ყოვლისა სიბოროტისა ხისა ჭამადისა, მომძულებელთა, და ამისთვის ხოლო მომხსენებელთა ძველთასა, რათა ვევლტოდეთ, ესრეთ განახლდების კაცი, ესრეთ იდიდების დღე ენკენიათა სატფურებითა.


3. უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაჲ.


4. სახელისა შენისათვის დაგითმე შენ უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.


დასდევ გოდლად უბრძოლველად ეკლესია შენი ქრისტე, პირველ საუკუნეთა სიტყვაო, რამეთუ დააფუძნე იგი კლდესა ზედა სარწმუნოებისასა, ვინაიცა შეურყეველად ჰგიეს უკუნისამდე, რამეთუ აქუ შენ მისთვის უკანასკნელთა დღეთა, უქცეველად განკაცებული ამისთვის გიგალობთ შენ მეტყველნი, შენ ხარ უწინარეს საუკუნეთა, და საუკუნეთა შინა და შემდგომად საუკუნეთა, მეუფე ჩვენი, დიდება შენდა.


5. სახუმილითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.


6. რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაჲ. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.


სახსენებელსა ენკენიათასა აღმასრულებელნი უფალო, შენ სიწმინდის მომნიჭებელსა გადიდებთ და გევედრებით, წმიდა ჰყვენ საგრძნობელნი სულთა ჩვენთანი, ოხითა ღვაწლით შემოსილთათა, სახიერო და ყოვლად ძლიერო.


ფსალმუნი 116


1. უგალობდით უფალსა ყოველი თესლები, და აქებდით მას ყოველი ერი;


2. რამეთუ განძლიერდა ჩუენ-ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტებაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.


ეკლესიის წმინდანის მუხლი:


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


დღის წმინდანის მუხლი:


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


დღეს სატფურებასა, აღვასრულებთ ყოვლად განათლებულისა აღსადგომელისა შენისა ტაძრისასა და შენ გადიდებთ უფალო, რომელმანცა წმიდა ჰყავ ესე, და სრულ ჰყავ სრულ მყოფელითა მით მადლითა შენითა, და გთნავს მას შინა მორწმუნეთა მიერ, შეწირვა წმიდათა საიდუმლოთა, და ხელთაგან მათთა, შენთასა შეიწირავ მსხვერპლსა უსისხლოსა, და ღირსად შემწირველთა, ცოდვათა მათთა შენდობასა, და დიდსა წყალობასა მოსცემ.



შესვლა საცეცხლურით.


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით.


გუნდი: თქუმული წმიდისა სოფრონ იერუსალიმელ პატრიარქისაჲ


„ნათელო მხიარულო წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდისა ნეტარისაო იესო ქრისტე. მოსრულნი დასვლასა მზისასა მხილველნი ნათლისა სამწუხროსა ვაქებთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა-ხარ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმრთისაო ცხოვრებისმომცემელო, რომლისათვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს."


დიაკონი: შევა რა საკურთხეველში აღსავლის კარით, აკმევს წმიდა ტრაპეზს და მაღალ დასაჯდომელს. მღვდელი ჰყოფს თაყვანისცემას აღმოსავლეთით, მივა აღსავლის კართან, ემთხვევა წმიდა ხატებს, მოტრიალდება, აკურთხევს მნათეს და შევა საკურთხეველში. მოიდრეკს ქედს, ემთხვევა წმიდა ტრაპეზს და დადგება მაღალ დასაჯდომელთან მხედველი დასავლეთისაკენ. დიაკონი დადგება მის გვერდით.

დიაკონი: - მოხედენ.

მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.


დიაკონი: - სიბრძნით, მოხედენ.

დიაკონი: - წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა:


უკუეთუ ღმერთი-უფალი იყოს, ითქუმიან წარდგომანი ესე:

 

 

კვირიაკესა მწუხრი, ხმაჲ 8

 

აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი

 

მუხლი: რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

 

 

ორშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 4

 

უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.

 

მუხლი: ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.

 

 

სამშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 1

 

წყალობაჲ შენი უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა.

 

მუხლი: უფალმან მწყსოს მე და მე არაჲ მაკლდეს, ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე.

 

 

ოთხშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 5

 

ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე, და ძალითა შენითა მისაჯო მე.

 

მუხლი: ღმერთო ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

 

 

ხუთშაბათსა მწუხრი, ხმაჲ 6

 

შეწევნაჲ ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ.

 

მუხლი: აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინაჲ მოვიდეს შეწევნაჲ ჩემი?

 

 

პარასკევსა მწუხრი, ხმაჲ 7

 

ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო.

 

მუხლი: მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან ღმერთო, და მათგან რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.

 

 

შაბათსა მწუხრი, ხმაჲ 6

 

დიაკონი: „უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა“.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი: შეიმოსა უფალმა ძალი და გარე შეირტყა.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი: და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი: სახლსა შენსა შვენის სიწმინდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
გუნდი: - უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.

 

დიაკონი: - „უფალი სუფევს“.
გუნდი: - „შვენიერება შეიმოსა“.



აღსავლის კარი იხურება.


შენიშვნა: საეკლესიო ტიპიკონით დღის წარდგომას ამბობს მედავითნე შუა ტაძარში ანალოღიასთან (წინასწარ აიღებს რა კურთხევას მღვდლისგან). აღსავლის კარი ამ დროს დახურულია.


შემდეგ 3 საწინასწარმეტყველო


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: მესამე მეფეთა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


მესამე მეფეთა თავი, VIII, 22-23, 27-30.


დადგა სოლომონ პირის-პირ წინაშე საკურთხეველისა უფლისა, და წინაშე ყოვლისა მის კრებულისა ისრაილისა, და აღიპყრნა ხელნი თვისნი ზეცად, და თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისაო, არავინ არს ღმერთი შენებრ, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, უკეთუ ცანი და ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან დატევნად შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე რომელი მე აღვაშენე, სახელისა შენისათვის წმიდისა იყოს საყოფელად შენდა, გარნა აწ მოხედენ ლოცვასა და ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, სმენად ლოცვასა მონისა შენისასა, რომელი დგას წინაშე შენსა დღეს, რათა იყვნენ თვალნი შენნი განხმულ, მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომლისა სთქუ ვითარმედ იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომლითა გევედრების მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე. და ისმინო ხმა მონისა შენისა, და ერისა შენისა ისრაელისა, რომელნი თაყვანის-გცემდენ ადგილსა ამას, და შენ ისმინო ადგილსა მკვიდრობისა შენისასა ცათა შინა, და შენ ჰყო მოტევება, და მლხინებელ ექმნე ერსა შენსა.

დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: წინასწარმეტყველება ეზეკიელისა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


წინასწარმეტყველება ეზეკიელისა, 43: 27 – 44: 4.


ამას იტყვის უფალი, იყოს მერვით დღითგან, და მიმართ ჰყოფდენ მღვდელნი საკურთხეველსა ზედა, ყოვლად დასაწველთა თქვენთა, და ცხოვრებისა თქვენისათა, და შეგიწყნარნე თქვენ იტყვის უფალი ღმერთი, და მომაქცია მე გზასა მას, ბჭისა მის წმიდათასა გარეშესა, რომელი ხედავს აღმოსავალად, და იგი იყო დახშულ, და მრქვა მე უფალმან, ბჭე ესე დახშულ იყოს, და არა განეღოს და არცა განვიდეს ვინ ამიერ, რამეთუ უფალი ღმერთი შევიდეს, და იყოს დახშულ, რამეთუ წინამძღვარი ესე დასჯდეს მას ზედა ჭამად პურისა, გზისა მისგან ელამისა, ბჭისა შევიდეს, და მისვე გზისგან გამოვიდეს, და შემიყვანა მე გზასა მას ბჭისა მის წმიდათასა, რომელი ხედავს ბღუარით კერძო, წინაშე ტაძრისა მის, და ვიხილე და აჰა ესერა სავსე იყო დიდებითა უფლისათა ტაძარი იგი.



დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: იგავთა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


იგავთაგან, III, 19-34.


ღმერთმან სიბრძნითა თვისითა დააფუძნა სოფელი, და განმზადნა ცანი გონიერებითა მეცნიერებისათა უფსკრულნი გამოეცნეს, და ღრუბელნი ადინებდეს ცვარსა. შვილო ნუ მოჰმედგრდები, დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ზრახვანი რათა, ცხოვნდეს სული შენი, და მადლი იყოს თავსა შენსა, და იყოს კურნება ხორცთა შენთა, და მოღვაწება ძვალთა შენთა, რათა ხვიდოდე სასოებით და მშვიდობით, ყოველთა გზათა შენთა, და ფერხი შენი არა წარსცე, უკეთუ სჯდე, უშიშად სჯდე, და უკეთუ გეძინოს, განსვენებით გეძინოს, და არა გეშინოდის შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედა მომავალსა უღმრთოთაგან მოწევნულისა, რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა, და დაამტკიცნეს ფერხნი შენნი, რათა არა შეიძრას, ნუ დაიყოვნებ კეთილის ყოფად ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ხელსა შენსა შეწევნა. ნუ ეტყვი წარვედ, და ხვალეგცე მოვედ. ძალ თუ გედვას კეთილისა ყოფად. ნუ ჰზრახავ მეგობრისა შენისათვის ძვირსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა, ნუ მოყვარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუ უკვე ბოროტი რაიმე გიყოს შენ, ნუ მოიგებ კაცსა ბოროტსა მაყვედრებელად, ნუ ჰბაძავ გზათა მათთა, რამეთუ არა წმიდა არიან წინაშე უფლისა ყოველივე უსჯულო, და მართალთა თანა არა დაადგრეს იგი, წყევა უფლისა სახლსა ზედა უღმრთოთასა, და საყოფელნი მართალთანი იკურთხნენ უფლისა მიერ. უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.



მრჩობლი კვერექსი.

 

დიაკონი: - „ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით, სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა, და ყოველთა პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

 

მედავითნე: - „და ღირს მყუენ ჩუენ უფალო, მწუხრსა ამას უცოდველად დაცუად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ უფალო წყალობაჲ შენი ჩუენნზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ მეუფეო, გულისხმა- მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის ქებაჲ, შენდა შუენის გალობაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ."

 

 

თხოვნითი კვერექსი:

 

დიაკონი: - „აღვუსრულოთ სამწუხრო ვედრებაი ჩვენი უფალსა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშვიდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი: - „ანგელოსი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი: - „შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი: - „კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშვიდობაი სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი: - „შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი: - „ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: ასამაღ.: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: - და სულისაცა შენისა თანა.

 

დიაკონი: - თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

 

მღვდელი: - საიდუმლოდ კითხულობს თავმოდრეკის ლოცვას:

 

ერთა მოიდრიკონ თავი.
გუნდი: - შენ უფალო (გრძლად).


მღვდელი: - ასამაღ.: „იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა, კურთხეულ და დიდებულ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.


თუ აღესრულება ლიტია (გაძლიერებული ლოცვა) მღვდელი და დიაკონი გადიან სტოვაში, შედავითნე კითხულობს ლიტიის დასდებლებს;


"ლიტიასა" ზედა დასდებლები: ტაძრისა და წმიდისა.


ტროპარი, ხმა 4.


ვითარცა ზენასა სამყაროსა შვენიერება, გამოაჩინე ქვენაცა ბრწყინვალედ, წმიდისა საყოფელისა დიდებისა შენისა უფალო, დაამტკიცე ესე უკუნითი უკუნისამდე, და შეიწირენ ამას შინა დაუცხრომელად შენდა შეწირულნი თხოვანი ჩვენნი, ღმრთისმშობელისა მიერ, ყოველთა ცხოვრებაო და აღდგომაო.


"დიდება" წმიდისა:


„აწ და" ღვთისმშობლის "დიდების" ხმისა



დიაკონი: (ლიტიის მუხლების დასრულების შემდეგ):


აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლადწმიდისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთათა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა, ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთსემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენის, მოციქულთასწორისა ნინოისითა, წმიდა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრებაი და შეგვიწყალენ ჩუენ.


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).



დიაკონი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (30-გზის).



დიაკონი: მერმეცა გვედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის, და ყოვლისა სულისა ქრისტეანისა, ჭირვეულისა და დაწუნებულისა მვედრებელისა წყალობისათვის ღმრთისა და შეწევნისათვის; დაცვისათვის წმიდისა ამის ტაძრისა (მონასტრისა) და მკვიდრთა მას შინა; მშვიდობისა და დაცვისათვის ყოვლისა სოფლისა; კეთილადდგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა; და ცხოვრებისა და შეწევნისათვის, რომელნი მას შინა შიშითა ღმრთისაითა შურებიან და მსახურებენ მამანი და ძმანი ჩუენნი; და რომელნი ვერ მოვიხსენეთ, ანუ რომელნი განშორებულ არიან ჩუენგან; განკურნებისათვის სნეულთასა, განსუენებისათვის, და მიტევებისა ცოდვათასა სანატრელთა მოხსენებულთა ყოველთა პირველ მართლმადიდებლობით გარდაცუალებულთა მამათა და ძმათა ჩუენთა აქა მდებარეთა, და ყოველგან მართლმადიდებლობით აღსრულებულთა; განთავისუფლებისათვის ტყუეთასა, და მშვიდობისათვის მსახურთა, და მსახურებულთა მამათა ჩუენთათვის, და რომელნი აწ მსახურებენ და უმსახურებიან წმიდასა ამას ტაძრისათვის (მონასტრისათვის), ვსთქუათ:


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (50-გზის).



დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რაითა დაიცვა ქალაქი ესე, და წმიდაი ტაძარი (მონასტერი) ესე, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი, სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა, უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან მბრძოლისა, და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გვექმნას ჩუენ ღმერთი, კეთილადდგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, და გარე წარაქციოს რისხვაი მარადღე ჩუენდა მომავალი, და გვიხსნას ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ:


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).



დიაკონი: მერმეცა ვევედრნეთ, რაითა შეისმინოს უფალმან ღმერთმან ხმაი ვედრებისა ჩუენ, ცოდვილთასა, და შეგვიწყალნეს ჩუენ:


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).



მღვდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს; და მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ლმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: ამინ.



მღვდელი: მშვიდობაი ყოველთა.


გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: თავნი ჩუენი უფალსა მოუდრიკნეთ.


გუნდი: შენ, უფალო.


ყველა მოიდრეკს თავს, ხოლო მღვდელი ლოცულობს ხმამაღლა:


მეუფეო მრავალმოწყალეო, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა, დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, ქართველთათვის პირველმქადაგებელისა ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომე და თადეოზისათა, წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი; წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმიდათა მამათა ჩვენთა მღვდელთმთავართა: ისე წილკნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, იოსებ ალავერდელისა და ნეოფიტე ურბნელისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მსოფლიოთა მამათა და ღირსთა მამათა ჩვენთა: იოანე ზედაზნელისა, ანტონ მარტყოფელისა, შიო მღვიმელისა, დავით გარეჯელისა, თადეოზ სტეფანწმიდელისა, პიროს ბრეთელისა, ზენონ იყალთოელისა, მიქაელ ულუმბოელისა, ისიდორე სამთავნელისა, სტეფანე ხირსელისა, ილარიონ ქართველისა, გრიგოლ ხანძთელისა და გაბრიელ, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელთათა; წმიდათა დიდებულთა და კეთილად-მძლეთა მოწამეთა, წმინდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისათა და წმიდათა მოწამეთა ჩვენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო ტფილელისა, გობრონისა, ერისთავთა – კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, და ღვაწლისმძლეთა მეფე-დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა; წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩვენთა დავით აღმაშენებელისა და თამარისათა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და იმ წმინდანის, სახელი ვისი ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითვალულ-ჰყავ ვედრებაი ჩვენი, მოგვანიჭე ჩვენ შენდობა შეცოდებათა ჩვენთა, დაგვიფარენ ჩვენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩვენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩვენი, დაამშვიდე ცხოვრებაი ჩვენი, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩვენი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.


გუნდი: ამინ.



შემდგომად ასამაღლებელისა, დასდებელი სტიქარონისაჲ:


ხმა 4.


მან განათლდი განათლდი ახალო იერუსალიმ, რამეთუ ნათელი და დიდება უფლისა, შენ ზედა გამობრწყინდა რამეთუ სახლი ესე მამამან, აღაშენა და სახლი ესე ძემან დაამტკიცა, ხოლო სახლი ესე სულმან წმინდამან განაახლა, რომელმან განანათლე და აღაორძინე, სულნიცა ჩვენნი განსწმიდენ კაცთ-მოყვარე.


დიდებული ითქვა შენთვის ქალაქო ღმრთისაო.


ხმა 4.


ძველ ოდესმე სოლომონ ჰყო ენკენია ტაძრისა, პირუტყვთა ცხოველთა მსხვერპლთა შეწირვითა წინაშე შენსა უფალო, ხოლო რაჟამს სათნო იყავ, მაცხოვარო ჩვენო, აჩრდილნი იგი განქარდენ, და აწ ყოველი ქვეყანა, ჭეშმარიტსა და უსისხლოსა მსხვერპლსა შენდა შესწირვენ სადიდებელად შენდა, სულითა შენითა წმიდითა ყოველთა წმიდა მყოფელად.


უყვარან უფალსა ბჭენი სიონისანი.


ხმა 4.


განახლდების დღეს წარმართთა ეკლესია, პატიოსნისა და საცხოვრებელისა გარდამომდინარისა სისხლისათა, უხრწნელისა და საკვირველისა გვერდისა შენისაგან, რომელმანცა ხორცნი შეისხენ ქალწულისაგან ქრისტე ღმერთო ჩვენო, ამისთვის გუნდნი მორწმუნეთანი, უგალობენ და ადიდებენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ერთ-ღმრთაებით, რომელი იპყრობს ყოველთა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ეკლესიის წმინდანის მუხლი:


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ხმა 3:


აღიხილენ და იხილე წინაშე შენსა კაცო, ძველისა მისგან საქმისა იქმენ ახალ, და რაოდენი ჟამი გაქუნდეს სულისა განახლებისა დღესასწაულობად, განაახლებდე გზათა შენთა კეთილითა მოქალაქობითა, რამეთუ პირველი იგი განქარდა, და აწ ახალ იქმნა დღესასწაული ესე და ნაყოფიერ კეთილად შეცვალებითა, შეცვალებულ იქმენ და განახლებულ, პატივცემითა ენკენიისა დღესასწაულისათა.



ეგრეთ ლოცვაჲ წმიდისა სჳმეონ ღმრთისმიმრქმელისაჲ:


მგალობელთა: - "აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა."


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



ტროპარი, ხმა 4.


ვითარცა ზენასა სამყაროსა შვენიერება, გამოაჩინე ქვენაცა ბრწყინვალედ, წმიდისა საყოფელისა დიდებისა შენისა უფალო, დაამტკიცე ესე უკუნითი უკუნისამდე, და შეიწირენ ამას შინა დაუცხრომელად შენდა შეწირულნი თხოვანი ჩვენნი, ღმრთისმშობელისა მიერ, ყოველთა ცხოვრებაო და აღდგომაო. (2-გზის).


ეკლესიის წმინდანის ტროპარი: 1-გზის.



თუ აღესრულა ლიტია, მაშინ აქ იკურთხება პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი.


პურის კურთხევის (არტოკრასიას) ლოცვა:


დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელი: უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან აკურთხენ ხუთნი პურნი და ხუთ ათასნი განაძღენ, ეგრეთვე აკურთხე პურნი ესე, ხვარბალი, ღვინოი და ზეთი, და განამრავლე ესენი წმიდასა ამას ეკლესიასა (მონასტერსა), და ქალაქსა ამას შინა და ყოველსა ქუეყანასა და ერსა შენსა ზედა, და რომელთა მიიღონ ამათგან სარწმუნოებით, მიეც მათ განწმედაი, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთავე ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღუავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:


მგალობელთა: ამინ!

"იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ, ამიერითგან და უკუნისამდე" - 3-გზის


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ფსალმუნი 33 (10 მუხლი)


1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.


2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.


3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.


4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.


5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.


6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.


7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.


8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.


9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.


10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.


მღვდელი: კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: - ამინ.



დიდი ცისკარი

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. (3-გზის).


უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. (2-გზის).



ფსალმუნი 3


1. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.


2. მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა.


3. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.


4. ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.


5. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.


6. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო,


7. რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.


8. უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი.


9. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.



ფსალმუნი 37


1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.


2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.


3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;


4. რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.


5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;


6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;


7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.


8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.


9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.


10. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.


11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.


12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.


13. ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;


14. და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.


15. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.


16. რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.


17. რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.


18. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.


19. აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;


20. და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.


21. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.


22. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.


ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან, მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო



ფსალმუნი 62


1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?


2. ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და დიდებაი შენი.


3. რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.


4. ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.


5. ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.


6. უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.


7. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.


8. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.


9. ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.


10. მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.


11. ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.


ცისკარსამცა გევედრებოდე შენ, რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენდა და მე შემეწია მარჯუენე შენი.


დიდებაჲ, აწ და.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა, ღმერთო (3-გზის)

უფალო, შეგჳყალენ 3-გზის.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



მღდელი გამოვალს წმიდით საკურთხევლით და დადგების წინაშე წმიდათა კართა აღსავლისათა და ხატსა მეუფის ქრისტჱსსა, და წარიტყჳს ნეშტსა საცისკროთა ლოცვათასა საიდუმლოდ.



ფსალმუნი 87


1. უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;


2. შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.


3. რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.


4. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.


5. მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.


6. დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.


7. ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.


8. განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.


9. და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.


10. მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?


11. მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?


12. საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?


13. და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.


14. რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?


15. გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.


16. ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.


17. გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.


18. განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.


უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა; შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.



ფსალმუნი 102


1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა.


2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,


3. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;


4. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;


5. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.


6. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.


7. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა ნებანი მისნი.


8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.


9. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;


10. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.


11. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;


12. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.


13. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.


14. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.


15. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;


16. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.


17. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,


18. და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.


19. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.


20. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.


21. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.


22. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.


ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.



ფსალმუნი 142


1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;


2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.


3. რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ.


4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.


5. მოვიჴსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი,


6. და სული ჩემი ვითარცა ქუეყანა ურწყული შენდამი.


7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.


8. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.


9. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე.


10. მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.


11. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.


12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ.

შეისმინე ჩემი, უფალო, სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა. შეისმინე ჩემი, უფალო, სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა. სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეეყანასა წრფელსა.



დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



მშჳდობიანი კვერექსი


დიაკონი: - „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „მშვიდობისათვის ყოველისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათვის და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა, სენაკისა და ჩზოროწყუს, მიტოპოლიტისა შიოსათვის, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღუდელოსა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი:: - „სამეუფოსა ქალაქისა ამის ჩვენისა და წმიდისა ამის ტაძრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.



დიაკონი: ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


მგალობელთა: ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


დიაკონი: მუჴლი ა: აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.


მგალობელთა: ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


დიაკონი: მუჴლი ბ: ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.


მგალობელთა: ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


დიაკონი: მუჴლი გ: არა მოვკუდე, არამედ ვცხონდე და გავთქუნე მე საქმენი უფლისანი.


მგალობელთა: ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


დიაკონი: მუჴლი დ: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


ტროპარი, ხმა 4.


ვითარცა ზენასა სამყაროსა შვენიერება, გამოაჩინე ქვენაცა ბრწყინვალედ, წმიდისა საყოფელისა დიდებისა შენისა უფალო, დაამტკიცე ესე უკუნითი უკუნისამდე, და შეიწირენ ამას შინა დაუცხრომელად შენდა შეწირულნი თხოვანი ჩვენნი, ღმრთისმშობელისა მიერ, ყოველთა ცხოვრებაო და აღდგომაო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ეკლესიის წმინდანის მუხლი:


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ღმრთისმშობელისა ხმის მიხედვით:


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მედავითნე: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



იკითხება ფსალმუნები, კანონის I დიდება.


მედავითნე: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მგალობელთა: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მედავითნე: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



იკითხება ფსალმუნები, კანონის II დიდება.


მედავითნე: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მგალობელთა: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მედავითნე: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



იკითხება ფსალმუნები, კანონის III დიდება.


მედავითნე: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მგალობელთა: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: „რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.


გუნდი: - ამინ!.


მედავითნე: წარდგომა შემდგომად I სტიქოლოგიისა, ხმა 8:


მოწამეთა კარავი ქრისტემან გამოაჩინა, ხოლო ნების მყოფელმან მისმან მოსე დაამტკიცა, რამეთუ სოლომონ ქმნა ენკენია ტაძრისა მსხვერპლითა, ხოლო ჩვენ სარწმუნოებით ახალსა მას იერუსალიმსა მივიწევით, და დავითისებრ შევსწირავთ საღმრთოსა ქებასა, რომელი ჯვარს-ეცვი ჩვენთვის, მოგვმადლე შენდობა ცოდვათა ჩვენთა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოწამეთა კარავი ქრისტემან გამოაჩინა, ხოლო ნების მყოფელმან მისმან მოსე დაამტკიცა, რამეთუ სოლომონ ქმნა ენკენია ტაძრისა მსხვერპლითა, ხოლო ჩვენ სარწმუნოებით ახალსა მას იერუსალიმსა მივიწევით, და დავითისებრ შევსწირავთ საღმრთოსა ქებასა, რომელი ჯვარს-ეცვი ჩვენთვის, მოგვმადლე შენდობა ცოდვათა ჩვენთა.



მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მედავითნე: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



იკითხება ფსალმუნები, კანონის I დიდება.


მედავითნე: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მგალობელთა: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მედავითნე: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



იკითხება ფსალმუნები, კანონის II დიდება.


მედავითნე: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მგალობელთა: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მედავითნე: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



იკითხება ფსალმუნები, კანონის III დიდება.


მედავითნე: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მგალობელთა: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“.


გუნდი: - ამინ!.


მედავითნე: წარდგომა შემდგომად II სტიქოლოგიისა, ხმა 8:


სიბრძნითა გამოუთქმელითა ჰქმენ, და დაამტკიცე საყდარი შენი ცათა შინა, ხოლო ქვეყანასა ამას უწოდე კვარცხლბეკად ფერხთა შენთა, ეგრეთვე ტაძარიცა ესე შენი, რომელიცა სათნო იყავ აღშენებად უფალო, სახელისა შენისა სადიდებელად, შეიყვარე ესე, ისმინე ვედრება ამას შინა შემოკრებულთა ერთა, და დაამტკიცე უკუნისამდე, რამეთუ ამას შინა სარწმუნოებით გიღაღადებთ, შენ მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩვენო, ცოდვათა შენდობა მოგვანიჭე, რომელნიცა სარწმუნოებით ვადიდებთ სახელსა შენსა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სიბრძნითა გამოუთქმელითა ჰქმენ, და დაამტკიცე საყდარი შენი ცათა შინა, ხოლო ქვეყანასა ამას უწოდე კვარცხლბეკად ფერხთა შენთა, ეგრეთვე ტაძარიცა ესე შენი, რომელიცა სათნო იყავ აღშენებად უფალო, სახელისა შენისა სადიდებელად, შეიყვარე ესე, ისმინე ვედრება ამას შინა შემოკრებულთა ერთა, და დაამტკიცე უკუნისამდე, რამეთუ ამას შინა სარწმუნოებით გიღაღადებთ, შენ მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩვენო, ცოდვათა შენდობა მოგვანიჭე, რომელნიცა სარწმუნოებით ვადიდებთ სახელსა შენსა.


სახლსა შენსა შვენის სიწმიდე უფალო, რამეთუ სახელი შენი იდიდების ამას შინა, ამისთვისცა წინასწარმეტყველისა ხმასა გიღაღადებთ შენ, სარწმუნოებით, აწ სული შენი წმიდა განგვიახლენ ჩვენ, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთ მოყვარეო.


იღება აღსავლის კარი. აღესრულება კმევა ჩვეულებისამებრ


მესამე კანონად აქ იგალობება მე-19 ან მე-17 კანონი. მათი პერიოდები მითითებულია დანართი I-ში.


მე-19 კანონის 2 (ხან 3) ფსალმუნი იკითხება ყოველ მუხლზე ალილუიას გალობით, ან იგალობება აქვე გამოკრებილი (XIX კანონის 134-ე და 135-ე ფსალმუნების გამოკრებილ მუხლები)


აქებდით მონანი უფალსა, ალილუია, ალილუია, ალილუია.


რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად, ალილუია, ალილუია, ალილუია.


რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

კურთხეულ არს უფალი, სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს, ალილუია, ალილუია ალილუია.


რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. ალილუია, ალილუია, ალილუია.


რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

რომელმან განიყვანა ერი თვისი ზღვასა მას ზედა მეწამულსა, ალილუია, ალილუია, ალილუია.


რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

აუვარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი, ალილუია, ალილუია, ალილუია.


(დიდი მარხვის წინ „უძღები შვილის“, „ხორციელის“ და „ყველიერის“ კვირიაკეს ემატება 136-ე ფსალმუნი მდინარეთა ზედა ბაბილონისათა...“. „ალილუიათი“)


ხოლო მე-17 კანონის შემთხვევაში, ან მისგან გამოკრებილი იგალობება, ან იკითხება პირველი 22 მუხლი ყოველ მათგანზე ალილუიას დართვით.


თუ დღესასწაულია, იგალობება ე.წ. "გადიდებსა“ – შვიდეულის დღეებში – 3-ჯერ, ხოლო კვირადღეს IV ან V რანგის მსახურებაზე – ერთხელ.


კვირას შემდგომად "აქებდით სახელსა უფლისასა“ იგალობება შემდეგი საგალობლები:



აღდგომის ტროპარი ხმა 5


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენი.


გუნდნი ანგელოსთანი განკვირდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკვდართა თანა შერაცხილ, სიკვდილისა ძალისა დამარღვეველად, და ადამის აღმადგინებელად, და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელად, ქრისტე ღმერთო, ყოვლადძლიერო, და მადლობით გიგალობდეს შენ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენი.


ჰოი, მოწაფენო ქრისტესნო, მენელსაცხებელნო დედანო, რაისათვის სიბრალულისა ტირილისა ცრემლითა განაზავებთ ნელსაცხებელსა? ელვარე ანგელოზი საფლავსა შინა ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღმრთისა, რამეთუ აღსდგა იგი მკვდრეთით დიდებით, და აცხოვნა ყოველი სოფელი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენი.


ფრიად მსთვად მირბიოდეს შენდა საფლავად მენელსაცხებლენი დედანი ტირილად და გოდებად, და მეყვსეულად ანგელოზმან ახარა: არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკვე ნუ სტირთ სანატრელნო, არამედ მიუთხართ მოციქულთა აღდგომა ქრისტეს მეუფისა, და სიხარული ყოვლისა სოფლისა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენი.


მენელსაცხებლეთა დედათა, რომელნი განთიად მოსრულ იყვნეს ნელსაცხებელით საფლავსა შენსა, მაცხოვარ, ტირილად, რქვა ანგელოზმან: რაისათვის მკვდართა თანა ეძიებთ ცხოველსა მას და უკვდავსა, რამეთუ აღსდგა, ვითარცა ღმერთ არს, საფლავით ყოვლადძლიერი, და იხსნა ადამ ნათესავითურთ, და დახსნა ქვესკნელისა მოქლონნი.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,


თაყვანის-ვცემთ მამასა ძით და სულით წმიდითურთ, სამებით ერთარსებით, სამ-თვითებასა სამგვამოვნად ცნობილსა, მამასა ღმერთსა დაუსაბამოსა, და ძესა, ღმერთსა თანასწორსა, სულსა წმიდასა, ღმერთსა, და ვიტყვით: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, სამებაო ერთარსებაო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ცხოვრება, ადამის ბრალთა დამხსნელი, გვიშევ ჰოი, ღმრთისმშობელო, და ევას მწუხარებაი სიხარულითა უოხჭნოითა აღავსენ, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან, ხრწნილება მათი უხრწნელ-ჰყო, იშვა რა ორითა ბუნებითა ღმერთი სრული და კაცი სრული, და კვალად მაგნა მუნვე სამოთხედ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: „რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“.


გუნდი: - ამინ!.



იპაკო და ანტიფონები ხმისა. (თუ დღესასწაულია დღესასწაულისა და მე-4 ხმის პირველი აღსავალი).


კვირის საცისკრო სახარების წარდგომები.


დიაკონი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნისაგან დავითისა, ხმა .. (და ასახელებს წარდგომას).


გუნდი: გაიმეორებს წარდგომას.


დიაკონი: იტყვის წარდგომის მუხლს.


გუნდი: გაიმეორებს ისევ წარდგომას.


დიაკონი: იტყვის წარდგომის ნახევარს.


გუნდი: დააბოლოებს.


დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, და რომელი წმიდათა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და „წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: ამინ.



დიაკონი: ყოველი სული აქებდით უფალსა.


გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.


დიაკონი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროსა ძალისა მისისითა.


გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.


დიაკონი: ყოველი სული.


გუნდი: აქებდით უფალსა.



დიაკონი: ღირს ყოფად ჩვენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩვენსა ვევედრნეთ.


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3 გზის.).


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.


მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.


გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.



მღვდელი: მათესაგან (მარკოზისაგან, ლუკასაგან, იოანესაგან) წმიდისა სახარებისა საკითხავი.


გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


მღვდელი: კითხულობს წმიდა სახარებას.


გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


გუნდი: აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენს უგალობთ და ვადიდებთ. რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით, მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯვარცმა თავსიდვა ჩვენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.


50-ე ფსალმუნი:


მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,


მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.


ამ საგალობლის შემდეგ მღვდელი დაასვენებს სახარებას შუა ტაძარში ანალოგიაზე.


მიწყალე, მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა "შენითა აღხოცენ უსჯულოება ჩემი, და შემიწყალე მე ღმერთო.


აღსდგა რა იესო განთიად, ვითარცა სთქუა პირველად, და მოგვანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობა.


 

ან თუ დღესასწაულია დღესასწაულის მუხლები. ხოლო დიდ მარხვაში „მეზვერისა და ფარისევლის“ კვირიაკიდან მოყოლებული ყოველ კვირა დღეს ნაცვლად „მოციქულთა ვედრებითა“ და სხვათა მუხლთა იგალობება:


მგალობელთა: — დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.


მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარესა ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ყოვლისა ცოდვისა ქვაბ-ქმნილ არს, არამედ ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მრავლითა წყალობითა შენითა და შემიწყალე მე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


ცხოვრებისა გზასა შეცდომილმან, ღმრთისმშობელო, ცოდვითა და უსჯულოებითა, და გულის წყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთე, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ ყოვლისა სიბოროტისაგან.


მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოება ჩემი და შემიწყალენ მე ღმერთო.


მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნილთა, გულისხმა-ვყოფ საწყალობელი, და შევსძრწუნდები საშინელისა მის დღისა სამსჯავროსაგან, არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა შენისა, ვითარცა დავით გიღაღადებ: შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო, დიდითა წყალობითა შენითა.



დიაკონი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინე ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, ძლიერებითა ჯვარისა ვაზისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, და წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმინდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).


მღვდელი: წყალობითა, მოწყალებითა, და კაცთმოყვარებითა მხოლოდ 'შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: ამინ.



ზეთისცხება, ჩვეულებისამებრ.


გალობა I, ენკენიისა.


ძლის-პირი: ზღვისა მის მეწამულისა, ღელვათა ვიდოდა პირველად, ოდესმე ერი ისრაელისა, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯვარის-სახედ ძალი იგი, ამალეკისა უდაბნოს დასცა.


სვეტითა მით ღრუბლისათა, ჰნათობდ ერსა ისრაელისასა, და მოასწავე მხსნელო ბრწყინვალედ, სახე იგი ეკლესიისა, ხატითა მით ნათლისათა, რომელი ღირსად საგალობელ არს.


დღეს დაემტკიცა გალობა სულიერი, სახლსა ღმრთისასა, რომელი შენი არს საფუძველსა მას ზედა, მოციქულთა და მამათმთავართა და მართალთასა, რომელნი ძლევით მას უგალობენ.


დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.


არა სჯულისა მცნებითა, გვესწავა წმიდა ეკლესია, არამედ გარდამოხდა მადლი გამოხსნისა ჩვენისა შენგან, მხსნელო ყოველთაო ქრისტე, რათა ყოველნი გიგალობდეთ შენ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


განკვართულად ძელსა ზედა, იხილე შენგან შობილი სძალო უბიწოო, და ვითარცა მახვილმან განვლო გული შენი, არამედ სასოებით მოელოდე, წარმართთა ხსნასა და ცხოვრებასა.



გალობა III.


ძლის-პირი: იხარებს ეკლესია, შენდამი ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს, სასო ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე დამბადებელო.


განწმიდე ეკლესია წარმართთა სისხლითა შენითა ქრისტე, და სულითა წმიდითა, აღავსე იგი საცხოვრებელად.


დღეს აღმოსცენდა მადლი მოწყალებისა შორის ქვეყანისა, სახლსა შინა ღმრთისასა, წმიდა მყოფელი სულთა ჩვენთასა.


დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.


რომელი დაემტკიცა, კლდესა მას ზედა ქრისტეს მცნებათასა, კარავი სიწმიდისა, განაძლიერებს მგალობელთა დღეს.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


უბიწო რა ტარიგი, ჯვარსა ზედა დამსჭვალულსა გხედვიდა, ლმობილი განგიცდიდა, და ტირილით აქებდა ძალსა შენსა.


კვირა დღის ცისკარზე უმეტესად იგალობება კატავასია „აღაღე პირი ჩემი“.



მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: „რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“.


გუნდი: - ამინ!.



წარდგომა, ხმა 4.


ყოველნივე განანათლენ მოსვლითა შენითა ქრისტე, და ქვეყანა განაახლე სულითა შენითა წმიდითა, აწ ტაძარი ესე გამოაჩინე სადიდებელად შენდა და მას შინა განაახლენ სულნი და გულნი მორწმუნეთანი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მაცხოვარო ყოველთა კაცთაო.


ხმა 4:


სარწმუნოებით და ბრწყინვალედ სრულ ვყოფთ დღეს, ენკენიასა სახლსა ამას შინა შენსა, უხრწნელო და კურთხეულო წმიდაო ქალწულო, ყოვლად საგალობელო, და სიხარულით ვსასოებთ, შენ მიერ ღმრთისმშობელო, და ვითხოვთ ვედრებით შენ მიერ ცხოვრებასა, რომელი იგი შენგან განხორციელდა, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთა.



გალობა IV.


ძლის-პირი: იხილა რა ეკლესიამან, მზე სიმართლისა ჯვარსა ზედა ამაღლებული, დადგა იგიცა, წესსა ზედა თვისსა ღირსად, და ესრეთ ღაღადებდა, დიდება ძალსა შენსა უფალო.


და არა სისხლითა პირუტყვთათა, განწმდა ეკლესია არამედ სისხლითა, რომელი გარდამოხდა, გვერდისაგან ქრისტეს ღმრთისა, სხურებული ღაღადებს, დიდება ძალსა შენსა უფალო.


ვითარ საყვარელ არიან, საყოფელნი შენნი უფალო ძალთაო, და რომელნი შევლენან მას შინა, განწმედილნი მადლითა მით, გალობით ღაღადებენ, დიდება ძალსა შენსა უფალო.


დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.


კარვად დიდებისა შენისა, და სასოდ მორწმუნეთა შენთა განაბრწყინვე, ქრისტე ეკლესია, და მას შინა აღამაღლე, ხმა მგალობელთა შენთა, დიდება ძალსა შენსა უფალო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


რომელმან უჟამო ჟამიერად შევ, და ქალწულება უბიწოდ დაიმარხე, რაჟამს იხილე, დამსჭვალული ძელსა ზედა, მოიწყალ ტკივილითა, და ადიდებდ სულგრძელებასა მისსა.



გალობა V.


ძლის-პირი: შენ უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა, მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყვანის-გცემენ შენ.


შენ უფალო, სახე იგი ხელით უქმნელისა კარვისა, უჩვენე მოსეს, რომლითა მოასწავე დიდებული ეკლესია.


შენ უფალო, სისხლითა საღმრთოთა მეწამულ ყავ, ეკლესია შენი, და განუყოფ მას სახსრად სულიერად მორწმუნეთა.


დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.


შენ უფალო, ცხოვრებაო მოსავთა შენთაო, მხიარულ ყავ ეკლესია, შვილთა თვისთა თანა დღეს, რომელნი გიგალობენ შენ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


ღმერთი მხოლო, უხრწნელად განკაცნა საშოსა შენსა სძალო, და ჯვარს ეცვა, რათა ხრწნილებისაგან გვიხსნნეს, ქებით მგალობელნი შენნი.



გალობა VI.


ძლის-პირი: გალობითა ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესია შენი, ქრისტე, განწმდა რა იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.


საღმრთოთა დიდებითა შეიმკობის ტაძარი, მსხვერპლითა მით უბიწოითა, რომელი მოგვეცა სახსრად ცოდვილთა, და წყაროდ ცხოვრებისად, განმწმედელად სულთა ჩვენთა.


დაეცა მტერი, რამეთუ ამაღლდა რქა შენი, ეკლესიაო წმიდაო, რომელი განბრწყინდი მაღლისა მიერ, და დაემტკიცე მადლითა, სულისა წმიდისათა.


დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.


არა თუ ქვიშასა ზედა დამყარებულ არს, ეკლესია მორწმუნეთა, არამედ კლდესა ზედა სიმტკიცისასა, რომლისა თავსაკიდურთა, მისთა არს თავადი ქრისტე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


უღმრთოთა, კრებულმან ჯვარსა ზედა დაგმსჭვალეს, და მწუხარებისა მახვილმან განვლო გული ჩემი ჰოი ძეო ჩემო, ქალწული ხმობდა გოდებით, ცხელთა ცრემლთა დათხევითა.


კვირა დღის ცისკარზე უმეტესად იგალობება კატავასია „აღაღე პირი ჩემი“.



მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: „რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“.


გუნდი: - ამინ!.



იპაკო, ხმა 4.


ცად ნათლად დიდად გამოჩნდა დღეს ეკლესია ქრისტესი, განმანათლებელად მორწმუნეთა, რომელსა შინა მდგომარენი ვღაღადებთ, სახლი ესე დაამტკიცე უფალო.


იკოსი


მოიწია ჩვენდა ხორციელად სიტყვა ღმრთისა, ძემან ქუხილისამან თქვა ქვეშე წარწერით, ვიხილეთ შვენიერად დიდება, რომელი აქუნდა ძესა მამისაგან, მადლით და ჭეშმარიტებით, ხოლო რაოდენთა მორწმუნეთა ესე შევიწყნარეთ, მოგვცა ყოველი ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა არა სისხლთაგან არცა ნებისაგან ხორცთათა აღმოშობილთა, არამედ სულისაგან ღმრთისა აღორძინებულთა, სახლი სალოცველი აღვმართეთ და ვღაღადებთ სახლი ესე დაამტკიცე უფალო.



გალობა VII.


ძლის-პირი: სახუმილსა შინა, აბრაამიანნი ყრმანი მოგვთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის შეითხინნეს, და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.


რომელი პირველ, გამოუჩნდა სოფელსა შინა, ხოლო დღეს ტაძარსა შინა სული წმიდა სახედ ცეცხლისა მოსცემს მადლსა, გალობად მორწმუნეთა, ტაძარსა მას სიწმიდისა მისისასა.


ტალავარ ექმნა, ოდესმე სახმილი მგალობელთა მათ, სახედ სახლისა საღმრთოსა, ხოლო ჩვენ დღეს ერი ახალი უღაღადებთ, კურთხეულ ხარ ღმერთო.


დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.


რომელთა გსურის, დღესასწაული სატფურებისა დღეს, შესლვად ტაძარსა ღმრთისასა, შევიდეთ მას შინა, და გალობით ესრეთ ვღაღადებთ, კურთხეულ ხარ ღმერთო ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


რომელმან პირველ, ალი შეაცვრია ყრმათა, დედოფალო, მანვე არა შეწვა საშო შენი, იხილე რა ძელსა ზედა დამოკიდებული, ადიდებდა და მადლობდ ზესთა ბუნებისა სიმდაბლესა მისსა.



გალობა VIII.


ძლის-პირი: ხელთა განპყრობითა დანიელ, მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.


დღეს პირველი უხრწნელება მოვიღეთ, ყოველთა ეკლესიასა შინა, და ტაძარ სულისა წმიდისა ვიქმენით, საღმრთოთა მადლითა, აღწერილნი ცათა შინა ქრისტესა უგალობთ, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.


დღეს წარუდგინა მაცხოვარმან, თავსა თვისსა ღირსად წმიდა ეკლესია, განწმიდნა რა იგი სისხლითა მით განმაცხოველებელითა, და რომელნი შევლენან მას შინა ასწავა გალობად, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.


ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა უფალსა.


დღეს ახალმან ადამ გვიჩვენა ახალი სამოთხე, სადგური სულიერი, და ხე ცხოვრებისა, ნაყოფი სიმართლისა განგვიყო სახსრად და მას შინა მორწმუნეთა გვასწავა გალობად, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


დაღაცათუ მკვდრად იხილვე შენ, ქრისტე ჯვარსა ზედა სძალო უბიწოო, არამედ მან მოჰკლა მკვლელი მაცთური ადამ პირველისა და ჩვენ მოგვცა, ზიარება საიდუმლოთა მისთა და უგალობთ, ღმრთაებასა მისსა აწ და უკუნისამდე.


კვირა დღის ცისკარზე უმეტესად იგალობება კატავასია „აღაღე პირი ჩემი“.



ვაქებთ, ვაკურთხებთ, თაყვანის-ვცემთ უფალსა, ვუგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.



დიაკონი: ღმრთისმშობელსა, დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ.


მგალობელთა: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.


უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით ვადიდებდეთ.


რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.


უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით ვადიდებდეთ.


რამეთუ ჰყო ჩემ-თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობა მისი ნათესავითი ნათესავამდე მოშიშთა მისთა ზედა.


უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით ვადიდებდეთ.


ჰყო სიმტკიცეი მკლავითა თვისითა, განაბნინა ამპარტავანი გონებითა გულთა მათთათა.


უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით ვადიდებდეთ.


დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან, და აღამაღლნა მდაბალნი, მშიერნი აღავსნა კეთილითა, და მდიდარნი განავლინნა ცუდნი.


უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით ვადიდებდეთ.


შეეწია ისრაელსა მონასა თვისსა, მოხსენებად წყალობისა, ვითარცა ეტყოდა მამათა ჩვენთა, აბრაამს, და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.


უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით ვადიდებდეთ.



გალობა IX.


ძლის-პირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო გამოუკვეთელო ქალწულო, ქრისტე, შემაერთებელი ბუნებათა. ამისთვის სიხარულით ჩვენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.


მოვედით მორწმუნენო ერნო, განწმენდილითა გონებითა, შევამკობდეთ ეკლესიასა, რომელი უბრწყინვალეს-არს მზის თვალისა, და მას შინა სიხარულით, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ვადიდებდეთ.


გიხაროდენ ეკლესიაო, სძალო ქრისტეს მეუფისაო, რამეთუ იხილვე ბრწყინვალედ, და მიეთხოვე ზეცისა მეუფესა, და გალობითა საღმრთოთა, ქრისტესა ღმერთსა ღირსად ადიდებდ.


დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.


ვიხარებდეთ შეკრებულნი მორწმუნენი სახლსა ღმრთისასა, და აღვასრულებდეთ სიწმიდით, დღესასწაულსა სატფურებისასა დღეს, და სამებასა წმიდასა, განუყოფელად ჩვენ ვადიდებდეთ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


განანათლე სული ჩვენი სძალო, დაბნელებული ცოდვათაგან, დახსენ ბოროტთა ჩვენთა ნისლი, რომელმან მზე დაბნელებულად იხილე, ჰოი ღრუბელო ნათლისაო, ძისა შენისა ნებსით ვნებასა.


სატფურებისა დღესა სულიერად ვდღესასწაულობდეთ, რამეთუ სიბრძნე და სიტყვა მამისა, დაუსაბამო იშვა ხორციელად, ეკლესიასა ექმნა საკიდურ, სცხო და შემოკრიბნა მას შინა ქვეყანისა და ზეცისანი, ესე არს ღმერთი ჩვენი და ცხოვრება სულთა ჩვენთა.


კვირა დღის ცისკარზე უმეტესად იგალობება კატავასია „აღაღე პირი ჩემი“.



მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: „რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“.


გუნდი: - ამინ!.



დიაკონი: წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.


გუნდი: წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.


დიაკონი: რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.


გუნდი: წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.


დიაკონი: ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.


გუნდი: წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.



განმანათლებელი


მოვედით მორწმუნენო სატფურებისა კრებასა, და სულიერი განვამზადოთ დღესასწაული, და სულისა ლამპარნი განვაბრწყინვნეთ წყალობითა, და ესრეთ იდიდების სატფურება, ესრეთ ჰნებავს დამბადებელსა ყოველთა კაცთა განახლება, რათა ზეცისა სავანეთა აღგვამაღლნეს.



ყოველი სული აქებდით უფალსა.


ფსალმუნი 148


1. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო.


2. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი. შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო.


3. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;


4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,


5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს


6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.


7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;


8. ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;


9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;


10. მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;


11. მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;


12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,


13. რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა; და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა.


14. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.



ფსალმუნი 149


1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.


2. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას,


3. რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა.


4. იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.


5. ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა;


6. და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,


7. შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა;


8. ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.



ფსალმუნი 150


1. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა;


2. აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა;


3. აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა;


4. აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა;


ვგალობდეთ მორწმუნენო ტაძარსა შინა ყოვლად წმიდასა, რამეთუ მას შინა შეიწირნა დღეს ქრისტემან ღმერთმან, მსხვერპლნი სულიერნი, რომლითა განსწმედს სულთა, და ხორცთა ჩვენთა საუკუნოდ, ტაძარ მისსა ვიქმნნეთ ნათლისღებითა, რომელი მოგვანიჭებს მდიდრად წყალობასა მისსა.


5. აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა;


6. ყოველი სული აქებდით უფალსა.


ცანი საყდარნი შენნი, და ქვეყანა კვარცხლბეკი ფერხთა შენთა, არამედ ინებე ყოველთა მხსნელო საკურთხეველი საღმრთო აღშენებად ეკლესიასა, რომლისა არს ხუროთ მოძღვარი ქრისტე ღმერთი, მამისაგან ნათლისა გამოსრული, მაგრილობელად მორწმუნეთა და მხსნელად სულთა ჩვენთა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.


ეკლესიის წმინდანის მუხლი:


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წიაღთა შინა მამისათა განსვენებულო სიტყვაო, სულითა შენითა წმიდითა მამაო, განაახლე ტაძარი ესე, რომელი სახელსა შენსა ზედა აღშენებულ არს.



უკეთუ კჳრიაკე იყოს: უმეტესად კურთხეულ ხარ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ჴორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, ადამ გამოიჴსნა, ევა განთავისუფლდა, წყევაჲ პირველი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუენ განვცხოველდით, ამისთჳსცა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელმა ესერეთ სათნო-იჩინა.


მღვდელი: დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.


დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობა და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანის-გცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო. უფალო, ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე, და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო, და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, მიითვალე ვედრებაი ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო მიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმინდა, შენ მხოლო უფალი, იესო ქრისტე, სადიდებელად ღვთისა მამისა, ამინ. თჳთეულსა დღესა გაკურთხო შენ, და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე, და უკუნითი უკუნისამდე, ღირს-მყუენ ჩუენ, უფალო, დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ.

იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ.

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

კურთხეულ ხარ შენ მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი.

კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი.

უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე;

მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე, და განჰკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე შენდა:

უფალო, შენ გევედრები, მასწავე მე რაჲთა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ, და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი, მოგვფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო შეგჳწყალენ ჩუენ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო შეგჳწყალენ ჩუენ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო შეგჳწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო შეგჳწყალენ ჩუენ.



და შემდგომად დიდება მაღალიანისა არა ითქუმის მღდელისა მიერ: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ვითარცა მრავალნი იტყჳან, არამედ, აღესრულოს რაჲ წმიდაო-ღმერთოჲ, ითქუმის ტროპარი, რომელიცა დახუდეს, და დიდებაჲ, აწდაჲ, და ღმრთისმშობლისაჲ.


ხოლო უკუეთუ კჳრიაკე იყოს, ითქუმის ტროპარი აღდგომისაჲ, ერთი ორთაგანი: პირველისა ჴმასა ზედა, მესამესა, მეხუთესა და მეშჳდესა, ითქუმის ტროპარი ესე:



დღეს ცხორებაჲ არს ყოვლისა სოფლისაჲ, უგალობდეთ საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა, წინამძღუარსა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ღმრთეებრ დაჰჴსნა სიკუდილითა სიკუდილი და ძლევაჲ მომანიჭა ჩუენ და დიდი წყალობაჲ.



ხოლო უკუეთუ იყოს ჴმაჲ მეორე, მეოთხე, მეექუსე ანუ მერვე, ვიტყჳთ ტროპარსა ამას:


აღსდეგ საფლავისაგან და ჯოჯოხეთისა საკრველნი შეჰმუსრენ, დაჰჴსენ საშჯელი სიკუდილისაჲ, უფალო, და ყოველნი მახეთაგან მტერისათა განათავისუფლენ, და გამოუჩნდი მოციქულთა შენთა, და წარავლინენ იგინი ქადაგებად და მათ მიერ მშჳდობაჲ მიჰფინე ყოველსა სოფელსა, მხოლოო მრავალმოწყალეო.


ხოლო უკუეთუ იყოს დიდი მარხვაჲ, გინა სხუაჲ დღე, და არა აქუნდეს დიდებაჲ მაღალთაჲ გრძლად, შემგომად აქებდითისა, იტყჳს განწესებული ძმაჲ:



მრჩობლი კვერექსი.


დიაკონი: - „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით, სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა, და ყოველთა პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი: - „მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.



თხოვნითი კვერექსი:


დიაკონი: - „აღვუსრულოთ სამწუხრო ვედრებაი ჩვენი უფალსა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშვიდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.


დიაკონი: - „ანგელოსი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.


დიაკონი: - „შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.


დიაკონი: - „კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშვიდობაი სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.


დიაკონი: - „შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.


დიაკონი: - „ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.


დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: ასამაღ.: „რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“.
გუნდი: - ამინ.


მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: - და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: - თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

გუნდი: შენ, უფალო.


მღვდელი: - საიდუმლოდ კითხულობს თავმოდრეკის ლოცვას:

რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


დიაკონი: სიბრძნით.


გუნდი: სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელი: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: ამინ. დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.


მღვდელი: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.


გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.


მღვდელი: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.


გუნდი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელი ჰყოფს განტევებას კვირიაკესა ესრეთ:

მკვდრეთით აღდგომილმან, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდისა (ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და წმინდანისა, ვისი ხსენებაც აღესრულება), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს, და კაცთმოყუარე.


გუნდი: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).



***


შემზადება ეკლესიის კურთხევის მასალისა


დილაზედ პირველ მღვდელთმთავრის მოსვლისა, მასალა შეიმზადების ესრეთ: წმიდა სანთელი ოთხასი დრამი, და დანამასტაკი, გუნდრუკი, ალო, რომელ არს საბრი, საკმელი, ნაძვის თეთრი ძილი, ლადანა, ესენი თითო ოც-ოცი დრამი და დანაყილი უნდა იყოს: პირველად შთასდებენ წმინდას სანთელსა ახალს სპილენძის ქოთანშია, და ოდესცა განდნების სანთელი მაშინ შთაჰყრიან ზემო ხსენებულ მასალათა, და მოურევენ მას ჩხირითა ფრთხილად, რათამცა ადუღებისაგან არ გარდმოვიდეს, და შემდგომ წყნარად მოდუღებისა, გარდმოსდგმენ ცეცხლისაგან.


დაწყება კურთხევისა


ოდესცა მოიწევის ჟამი წირვისა, და მოვალს მღვდელთმთავარი საკურთხებელსა ეკლესიასა შინა. შეიმოსების სრულითა შესამოსლითა, და ზევიდან შესამოსლისა შთაიცვამს, ანუ მოირტყამს საგანგებოდ განმზადებულსა არდაგსა. თანამწირველნი სამღვდელონი ეგრეთვე შეიმოსებიან სრულიად და შთაიცვამენ არდაგსა.


მღვდელთმთავარი რაჟამს შეიმოსება კათედრასა ზედა აღვალს საკურთხეველად. კვერთხსა დასტოვებს ამბიონსა ზედა.


აღსავლის კართან მაგიდასა ზედა განმზადებულია ყოველივე, რაიცა საჭირო იყოს კურთხევისათვის.


დიაკონი მოართმევს მღვდელთმთავარსა წმიდასა აიაზმის წყალსა, და მღვდელთმთავარი ასხურებს წმინდასა წყალსა ტრაპეზსა. შემდგომ მღვდელთმთავარი ასხურებს აიაზმის წყალს დანამასტაკსა და შთაასხამს ტრაპეზის ოთხივე კუთხეში ამოჭრილ ადგილას ზომიერად ისე, რომ შეივსოს სრულად პირამდე და არ გადმოვიდეს.


ტრაპეზის შუაგულში არ ჩაასხამს იქამდე სანამ მასში წმინდა ნაწილს არ ჩააბრძანებს. (წმინდა ნაწილის შემობრძანება დიდი პატივით აღესრულების განწესებულსა ჟამსა).


(ამჟამინდელ პრაქტიკაში ნაწილობრივ დამკვიდრებულია და გვხვდება შემთხვევები, რომ თუკი მღვდელთმთავარი გადაწყვეტს კურთხევის დასაწყისშივე ჩააბრძანებს წმინდა ნაწილს ტრაპეზის შუაგულში და დანამასტაპით ავსებს. ამ ჟამსვე შეავსებს ტრაპეზის ოთხ კუთხეში ამოკვეთილ ადგილებს და შემდეგ მოუსწორებენ ზედაპირს. ასეთ შემთხვევაში ლიტანიობისას ფეშხუმზე დაბრძანებული იქნება ოდიკი რომელშიც არის წმინდა ნაწილი ჩაკერებული. თუ ასე არ ისურვებს მღვდელთმთავარი მაშინ აღესრულების ისე, როგორც არის განწესებული და აღწერილი კურთხევის ტექსტში).


რაჟამს გაცივდება და შემაგრდება დანამასტაკი მოუსწორებენ ზედაპირსა. შემდგომ კვალადცა ასხურებს აიაზმის წყალსა ტრაპეზსა ზედა.


არქიდიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მღვდელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო და მაცხოვარო ჩვენო, რომელი ყოველსა იქმ, და განაგებ, საცხოვრებელად ნათესავისა კაცთასა, შეიწირე ვედრება ჩვენ უღირსთა მონათა შენთა, და ღირს მყვენ ჩვენ ჟამსა ამას, დაუსჯელად ზიარ სრულ ყოფად ენკენიობასა ამას ტაძრისასა, რომელი აღშენებულ არს დიდებისმეტყველებისა შენისათვის, სახელსა ზედა წმიდისა (სახელი) და აღმართებასა მას შინა განმზადებადისა ტაძრისასა და ტრაპეზისასა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მღვდელთა: ამინ.



ფსალმუნი 144:


აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ. ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა, და ძალსა შენსა უთხრობდენ. დიდად შვენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკვირველებათა შენთა მიუთხრობდენ. და ძალი საშინელებათა შენთა თქვან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ. ხსენება მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქვან და სიმართლითა შენითა იხარებდენ. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულ გრძელ და დიდად მოწყალე. ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა. აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ. დიდება სუფევისა შენისა წართქვან, და ძლიერებასა შენსა იტყოდიან. უწყებად ძეთა კაცთა ძლიერება შენი, და დიდება დიდად შვენიერებისა სუფევისა შენისა. სუფევა შენი, სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფება შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყვათა მისთა, და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი, და აღმართნის ყოველნი დაცემულნი. თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ. მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა, და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. ნება მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი. დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყვარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს. ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ხორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.



მღვდელთმთავარმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი.



ფსალმუნი 22:


უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან — ამათ ნუგეშინის-მცეს მე. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა. განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. წყალობა შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.



მღვდელთმთავარმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მღვდელთა: ამინ.



მოიღებს მღვდელთმთავარი ოთხსა სამსჭვალსა (სახედ ჯვარცმისა სამსჭვალთა) და ასხურებს აიაზმის წყალს. შემდგომად ჩაარჭობენ ოთხთა ამათ სამსჭვალთა ტრაპეზის ოთხ კუთხეში გამაგრებულ დანამასტაკში და ჩააჭედებენ ბოლომდე ისე, რომ ტრაპეზის ზედაპირი გასწორდეს. (ამჟამინდელ პრაკტიკაში ხშირად გამოიყენება მაღალი ხარისხის მეტალისაგან დამზადებული სამსჭვალი და მას ზემოდან საფარველი რათა ამით მეტად შეიმკოს და გამშვენდეც წმინდა ტრაპეზი).



არქიდიაკონი:მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მღვდელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


მღვდელთმთავარმან: ამბიონსა ზედა, თქვას ლოცვა ესე:


ღმერთო დაუსაბამოო, და სამარადისოო, რომელმან არა არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელი ნათელსა შინა მკვიდრ ხარ შეუხებელსა, და საყდრად გაქვს ცა, ხოლო ქვეყანა კვარცხლბეკად, რომელმან მოსეს ბრძანება და სახე მიეც, ხოლო ბესელიელს შორის სული სიბრძნისა დასდევ, და კმა საყოფელ ჰყვენ იგინი აღსამართებელად კარავსა წამებისასა რომელსა შინა იყვნეს, სამართალნი მსახურებისანი, რომელმან მიანიჭე სოლომონს სივრცე და სიმდიდრე გულისა, და მის მიერ ძველ სადმე აღაშენე ტაძარი. ხოლო წმიდათა და ყოვლადქებულთა მოციქულთა შენთა, სულიერისა მსახურებისა, და ჭეშმარიტებისა კარვისა განუახლე მადლი. და მათ მიერ წმიდანი ეკლესიანი, და საკურთხეველნი შენნი უფალო ძალთაო, დაჰნერგენ ყოველსა ქვეყანასა, შესაწირავად შენდა გონიერთა და უსისხლოთა მსხვერპლთა, რომელმან სათნო იყავ აწცა აღშენება ტაძრისა ამის სახელსა ზედა წმიდისა (სახელი) სადიდებელად შენდა, და მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, და ყოვლად წმიდისა სულისა შენისა. შენ უკვდავო და ნიჭმრავალო მეუფეო, მოიხსენენ წყალობანი შენნი, და შეწყნარებანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან, და ნუ მომიძაგებ ჩვენ, შემწიკულებულთა სიმრავლითა ცოდვათათა, ნუცა დახსნი აღთქმასა შენსა არაწმიდებისა ჩვენისათვის. არამედ უგულებელს ჰყვენ აწცა შეცოდებანი ჩვენნი, და შემძლებელ მყვენ, და ღირს მყვენ ჩვენ, მადლითა და გარდამოსლვითა ყოვლად წმიდისა, და ცხოველს მყოფელისა სულისა შენისათა, დაუსჯელად სრულ ყოფად სატფურებასა ამის ტაძრისასა. და ქმნად წმიდა ყოფასა მას შინა მდგომარისა საკურთხეველისასა, რათა ამასცა შინა გაკურთხევდეთ შენ ფსალმუნითა, და გალობითა, და საიდუმლოთა მსახურებითა, და მარადის ვადიდებდეთ მოწყალებასა შენსა. ჰე მეუფეო უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა მვედრებელთა შენთა, და გარდამოავლინე შენი ყოვლად წმიდა და თაყვანის-საცემელი და ყოვლად ძლიერი სული, და წმიდა ჰყავ სახლი ესე, აღავსე მადლითა და ნათლითა სამარადისოთა, სათნო იყავ ესე სამკვიდრებელად შენდა, ჰყავ ესე ადგილ საყოფელ დიდებისა შენისა, შეამკევ ესე საღმრთოთა და ზეშთა სოფლისა მადლთა შენთა მიერ. და დაამტკიცე ესე ნავთსაყუდელად ღელვა გვემულთა, საკურნებელად ვნებათად, შესავედრებელად უძლურთად, საოტებელად ეშმაკთა, განმარტებითა თვალთა შენთათა მას ზედა დღე და ღამე, და მორჩილ ყოფითა ყურთა შენთათა ვედრებასა მათსა, რომელნი კრძალულებითა და შიშითა შენითა შემავალ იყვნენ მას შინა, და ხადოდენ ყოვლად პატიოსანსა და თაყვანის-საცემელსა სახელსა შენსა. და რასაცა ითხოვდენ შენგან, შეისმინე შენ ცათა შინა ზე, მოწყალე და მლხინებელ ექმენ. დაიცევ ესე ვიდრე აღსასრულამდე შეუძრველად, და მას შინა მდგომარე საკურთხეველი წმიდად წმიდათა გამოაჩინე, ძალითა და მოქმედებითა სულისა შენისა წმიდისათა. ადიდე ესე უფროს სჯულიერისა სალხინებელისა. რათა ამას შინა აღსრულებულნი მღვდელ-მოქმედებანი, აღიწეოდენ წმიდასა ზედა, და ზესთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა, და გარდამოიღებდენ ჩვენდა მადლსა უხრწნელისა მოხედვისა შენისასა. რამეთუ არა უღირსთა ხელთა ჩვენთა მოქმედებასა ვესავთ, არამედ გამოუთქმელსა სახიერებასა შენსა.


შემდგომად ლოცვისა აღდგების მღვდელთმთავარი, და კვალად მივალს წინაშე წმიდისა ტრაპეზისა.


ხოლო არქიდიაკონი შინაგან წმიდისა საკურთხეველისა იტყვის კვერექსსა.


არქიდიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგვადგინენ, და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.


მღვდელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: რათა წმიდა იქმნას სახლი ესე, და ამას შინა მსხვერპლის შესაწირავი ესე, დანერგვითა და ძალითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ, ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო, რომელი წმიდათა და პატიოსანთა ღვაწლით შემოსილთა, და შენთვის წამებულთა მოწამეთა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



ესრეთვე მოიღების ჭურჭელი თბილის წყლითურთ, და ღვინო წითელი, და ვარდის წყალი, და წარითქმების ლოცვა ესე მათ ზედა.


არქიდიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან განსწმიდენ ნაკადულნი იორდანისანი, საცხოვრებელითა გამოჩინებითა შენითა, შენვე აწცა გარდამოავლინე მადლი წმიდისა სულისა შენისა, და აკურთხე წყალი ესე განსაწმედელად და განსასრულებელად წმიდისა ამის საკურთხეველისა შენისა რამეთუ კურთხეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე.


შემდგომად დაასხამს ტრაპეზსა ზედა ჯვარის სახედ 3-გზის თბილსა წყალსა, მეტყველი:
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ.


მღვდელთმთავარი სხვათა თანამწირველთა თანა აღიღებს ხელსახოცთა და განსწმენდენ ტრაპეზსა.


მედავითნე იტყვის ფსალმუნს.


ფსალმუნი 83:


ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა. და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თვისისა სახლი და გვრიტმან ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართვენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თვისსა დაიდვა ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა სჯული დადვა. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისო. მწეო ჩვენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა. რამეთუ სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა. რამეთუ წყალობა და ჭეშმარიტება უყვარს უფალსა, მადლი და დიდება მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.



შემდგომ ტრაპეზის გარეცხისა და განწმენდისა, იტყვის მღვდელთმთავარი: დიდება ღმერთსა ჩვენსა უკუნითი უკუნისამდე.


მღვდელთა: ამინ.


მოიღებს მღვდელთმთავარი წითელ ღვინოს, ვარდის წყალში აღრეულსა, და დაასხამს ტრაპეზსა ზედა, 3-გზის ჯვარის-სახედ. იტყვის ყოველსა სხურებასა ზედა. (თუ იკურთხება ოდიკები ასხურებს ოდიკთაცა). მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე.


და იტყვიან შემდგომსაცა სრულად: მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.



მღვდელთმთავარი და თანა მწირველნი ღრუბლითა განსწმენდენ ტრაპეზსა.


შემდგომ დაიდების ოდიკი, (ან ოდიკნი) ტრაპეზს ზევით.


მღვდელთმთავარმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მღვდელთა: ამინ.


მღვდელთმთავარი მოიღებს მირონსა.


არქიდიაკონმან: მოხედენ. (ყოველსა ცხებასა ზედა).


მღვდელთმთავარი მირონით გამოსახავს ტრაპეზსა ზედა სამსა ჯვარსა, ერთსა საშუალ, ხოლო ორთა მცირედ ქვემორე მისსა.


მღვდელთმთავარმან: ალილუია (3-გზის, ყოველსა ცხებასა ზედა).


სცხებს სვეტთაცა ტრაპეზისათა.


შემდგომ მღვდელნი დასდებენ ოდიკსა (ან ოდიკთა) ტრაპეზსა ზედა, სადაც გამოსახულია ჯვარნი მირონითა, რათა ნაცხები მირონი ოდიკზე გარდავიდეს.


თუ ხდება ოდიკთა კურთხევა გამოსახავს სამთა ჯვართა ყოველსა ოდიკსა ზედა მირონითა, ეგრეთ ვითარცა ტრაპეზსა ზედა.


ოდესცა ჰყოფენ ამას, წარითქმის ფსალმუნი.


ფსალმუნი 132:


აჰა ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შვენიერ, არა-მე დამკვიდრება ძმათა ერთად? ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისათა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა; ვითარცა ცვარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხოვრება უკუნისამდე.


მღვდელთმთავარმან: დიდება შენდა წმიდაო სამებაო, ღმერთო ჩვენო, უკუნითი უკუნისამდე.


მღვდელთა: ამინ.


ფსალმუნი 131:


მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი, ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქვა ღმერთსა იაკობისსა: უკეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა, ანუ თუ ვსცე ძილი თვალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსვენება - ხორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისა და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. ესერა გვესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა. შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყვანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი. აღდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა; მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ. დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა. ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა. და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა: ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე. ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. მღვდელთა მისთა შევმოსო ცხოვრება, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ. მუნ აღმოუცენო რქა დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. მტერთა მისთა შევმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.



მღვდელთმთავარმან: დიდება ღმერთსა ჩვენსა უკუნითი უკუნისამდე.


ოდიკსა (ან ოდიკთა) და წმიდასა სახარებასა და ჯვარსა დაასვენებენ ტრაპეზსა ზედა, და ყოველნი ესე ისხურებიან აიაზმითა. ითქმის ფსალმუნი.


ფსალმუნი 92:


უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას. განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. აიღეს მდინარეთა, უფალო, აიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი, აღდგენ მდინარენი სლვასა თვისსა. ხმითა წყალთა მრავალთათა საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი; საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნნეს ფრიად; სახლსა შენსა შვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.



მღვდელთმთავარმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი.


ეგრეთვე უბრძანებს მღვდელთმთავარი პირველსა თანამწირველსა განშვენებად სამკვეთლოსა სხურებითა აიაზმისათა და დაიდგმიან წმინდანი ჭურჭელნი, და დაფარნანი, უპირატესი მღვდელი ასხურებს აიაზმასა არარაისა მეტყველი. შემდგომ ამისა მოიხსნის მღვდელთმთავარი არდაგსა, და არქიდიაკონი მოართმევს მას საცეცხლურსა. ხოლო მღვდელთმთავარი შემოუკმევს გარშემო ტრაპეზსა, სამკვეთლოსა, და სრულიად საკურთხეველსა. ხოლო არქიდიაკონი წინა უძღვის ლამპრითა, და ითქმის ფსალმუნი.


ფსალმუნი 25:


მისაჯე მე, უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა მოუძლურდე. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. რამეთუ წყალობა შენი წინაშე თვალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე. მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე. დავიბანნე უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო; სმენად ჩემდა ხმა ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი საკვირველება შენი. უფალო, შევიყვარე შვენიერება სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხოვრებასა ჩემსა; რომელთა ხელნი უშჯულოებით არიან, მარჯვენა მათი აღივსო ქრთამითა. ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე. ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.



ფსალმუნს ვიმეორებთ მრავალ გზის ვიდრემდის დაასრულებენ კმევასა და ცხებასა მირონისასა.


ოდესცა მღვდელთმთავარი აკმევს, შეუდგებიან მას ორნი უპირატესნი თანა მწირველნი. ერთი ასხურებს აიაზმასა, ხოლო მეორე სცხებს მირონსა ჯვარის სახედ, პირველად საკურთხეველსა შინა მაღალსა დასაჯდომელსა ადგილსა სარკმლისა თავსა ზედა, მეორედ დასავლეთით ეკლესიის კარიბჭის თავსა ზედა, ეგრეთვე სამხრეთის და ჩრდილოეთის კარის თავთა ზედა, ან სარკმლის თავთა კედელთა ზედა.


დასრულებასა კმევისა და ფსალმუნისასა, შევალს მღვდელთმთავარი საკურთხეველსა შინა.


მღვდელთმთავარმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


მიიღებს არქიდიაკონი საცეცხლურსა მღვდელთმთავრისაგან და უკმევს მას სამ-გზის. შემდგომ იტყვის მცირესა კვერექსსა წინაშე ტრაპეზისა, მარცხნივ მღვდელთმთავრისა.



მცირე კვერექსი


არქიდიაკონმან: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


ასამაღლებელი არა ითქმის.


არქიდიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: მოხდის მიტრასა.


ხოლო მღვდელთმთავარი წინაშე წმიდისა ტრაპეზისა წარიკითხავს ლოცვასა მაღლის ხმით.


მღვდელთმთავარმან: უფალო ცისა და ქვეყანისაო, რომელმან გამოუთქმელითა სიბრძნითა შენითა, დააფუძნე წმიდა ეკლესია შენი, და ნაცვალ-სახედ ანგელოზებრივისა, ზეცათა შენისა მსახურებისა, სამღვდელო წესი შეჰმზადე, ქვეყანასა ზედა, შენ ნიჭ მრავალო მეუფეო, შემიწყნარენ აწცა მვედრებელნი შენნი, არა ვითარცა ღირსნი ესე თხოვათანი, არამედ რათა საცნაურ იქმნას უსაზღვროება სახიერებისა შენისა, რამეთუ არა დააცადე მრავალ სახედ ქველის მოქმედება კაცობრივისა ნათესავისა, ხოლო თავად ქველის მოქმედებად მოგვანიჭე ჩვენ, ხორცითა მოსლვა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა. რომელი ქვეყანასა ზედა რა გამოჩნდა, და გამოუბრწყინდა ბნელისათა ნათლად, მსახურებისად, შეწირა თავი თვისი მსხვერპლად ჩვენთვის, და სალხინებელ იქმნა ყოვლისა სოფლისა და თანა ზიარად აღდგომისა თვისისა გამომაჩინნა ჩვენ, და ამაღლდა რა ზეცად, შეჰმოსა მოწაფეთა თვისთა და მოციქულთა, ვითარცა აღუთქვა. მაღლით გამო ძალი, რომელ არს სული წმიდა, თაყვანის-საცემელი, და ყოვლად ძლიერი, შენ ღმრთისა და მამისაგან გამომავალი, რომლისა მიერ სიტყვით და საქმით განძლიერებულთა მოსცეს ნათლისღება შვილებისა. ეკლესიანნი და საკურთხეველნი დაამტკიცნნეს და დააფუძნნეს, მღვდელობისა სჯულნი და კანონნი დასხნნეს, რომელთა მოცემისა მქონებელნი ჩვენ ცოდვილნი შეგივრდებით შენ საუკუნესა ღმერთსა, და გევედრებით შენ მოწყალე. ქველის მოქმედებისა შენისათვის აღშენებული ესე ტაძარი, საღმრთოთა დიდებითა შენითა, და მას შინა დამტკიცებული საკურთხეველი, წმიდად წმიდათად გამოაჩინე, რათა ჩვენცა მდგომარენი წინაშე მისსა, ვითარცა შესაძრწუნებელსა საყდარსა სუფევისა შენისასა, დაუსჯელად გმსახურებდეთ შენ, და ვედრებასა აღვავლენდეთ ჩვენთვის, და ყოვლისა ერისა შენისათვის და უსისხლოსა მსხვერპლსა შევსწირვიდეთ სახიერებისა შენისა, ნებსითთა და უნებლიეთთა, ცოდვათა შესანდობელად, ცხოვრებისა საჭეთმპყრობელად კეთილისა მოქალაქობისა წარსამართებელად, სიმართლისა განმასრულებელად.


ასამაღლებელი: რამეთუ კურთხეულ-არს ყოვლად წმიდა სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


არქიდიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარი წარიკითხავს ლოცვასა საიდუმლოდ.


გმადლობთ შენ უფალო, ღმერთო ძალთაო, რამეთუ მადლი, რომელი მოჰფინე წმიდათა მოციქულთა შენთა და ღირსთა მამათა ჩვენთა, ღირს იჩინე სიმრავლითა კაცთმოყვარებისა შენისათა ვიდრე ჩვენდამდეცა უღირსთა და უხმართა მონათა შენთა განვრცობად, რომლისათვისცა გევედრებით, შენ მეუფეო მრავალ მოწყალეო. აღავსე დიდებითა და სიწმიდითა, და მადლითა საკურთხეველი ესე შენი, რათა შეიცვალებოდენ ამას ზედა შეწირულნი მსხვერპლნი, უხრწნელად ხორცად, და პატიოსან სისხლად დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესად, მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, საცხოვრებელად ყოვლისა ერისა შენისა, და ჩვენისა უღირსებისა.

ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი მოწყალებისა და მაცხოვარებისა და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მღვდელთა: ამინ.



შემდგომ მოართმევს მღვდელთმთავარსა მღვდელი, ახალსა სანთელსა სასანთლითა, რომელსაცა აღანთებს მღვდელთმთავარი და დასდგამს ხელითა თვისითა ტრაპეზსა ზედა აღმოსავლეთისა მხარესა მარჯვნივ და მარცხნივ. უწყოდეთ, რამეთუ ვიდრე ამა კურთხევის ჟამისა საკურთხეველსა შინა არა აღენთების არა ვითარიმე სანთელი.


შემდგომ იწყების მზადება ლიტანიობისთვის.


(თუ არ არის შესაძლებელი ტაძრის გარშემოვლა მაშინ განვალთ და ვდგებით ტაძრის მთავარ კარიბჭესთან და აღესრულების წესისამებრ ყოველი. შემდგომად რაჟამს შეაბრძანებს წმინდა ნაწილთა საკურთხეველსა შინა ერთ-გზის გარშემოუვლის – ტრაპეზსა ნაწილებითა ნაცვალად ეკლესიის გარშემოვლისა).


მღვდელთმთავარი მისცემს სახარებასა და ჯვარსა მღვდელთა, და სანთელსა განუყოფს საკურთხეველსა შინა მდგომარეთა.


წმიდა ნაწილები – დასვენებულია ამბიონზე მაცხოვრის ხატის წინ, რომელთაც წინასწარ ასვენებენ იქ, მწუხრის და ცისკრის ჟამის დაწყებამდე.


გამოვალს მღვდელთმთავარი აღსავლის კარით, წინძღომითა მღვდელთათა და დასდგების წინაშე წმიდათა ნაწილთა არწივსა ზედა, დაიწერს პირჯვარსა და დასწერს ჯვარსა თანა მწირველთა, და მიიღებს საცეცხლურსა, და უკმევს წმიდათა ნაწილთა 3-გზის. ხოლო მგალობელნი გალობენ ოხითასა.


ტროპარი, ხმა 4.


მგალობელთა ყოვლისა სოფლისა წამებულთა, მოწამეთა შენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი მოსიან ეკლესიასა, და მათ მიერ გევედრებით ქრისტე ღმერთო, მშვიდობა სოფელსა მოანიჭე, და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


ხმა 8.


სოფლისა შემოქმედისა, პირველად ნაყოფად მხსნელო, შესწირავს შენდა, სოფელი მხნეთა მოწამეთა და გევედრების, მათითა ოხითა, მშვიდობა მომადლე ეკლესიასა და ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა, ვედრებითა ღმრთისმშობელისათა.


არქიდიაკონი იტყვის მცირესა კვერექსსა წინაშე ნაწილთადმი.


მცირე კვერექსი

არქიდიაკონმან: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა


ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო, რომელი წმიდათა და პატიოსანთა ღვაწლით შემოსილთა შენთვის წამებულთა მოწამეთა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა ამინ.


წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).


არქიდიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მოიხდის მღვდელთმთავარი მიტრასა და დასდებს სინსა ზედა და წარიკითხავს ლოცვასა.


მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი სარწმუნო ხარ სიტყვათა შინა შენთა, და უტყუელ აღთქმათა შინა შენთა, რომელმან მოჰმადლე წმიდათა მოწამეთა შენთა, კეთილისა ღვაწლისა მოღვაწება, და სარბიელსა კეთილად მსახურებისასა სრულ ყოფად და აღსარებასა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისასა დამარხვად. შენ ყოვლად წმიდაო მეუფეო, ოხათა მათ შენთა მიერ ვედრებულ იქმენ, და მოგვმადლე ჩვენ უღირსთა მონათა შენთა ნაწილსა და სამკვიდრებელსა ქონებად მათ თანა. რათა მსგავს მათდა ქმნილნი, ღირს-ვიქმნნეთ მათთვის, დამარხულთა კეთილთა.


ასამაღლებელი: წყალობითა და კაცთ-მოყვარებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


არქიდიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარი წარიკითხავს ლოცვასა საიდუმლოდ:


მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, საქმენი ხელთა ჩვენ უღირსთა მონათა შენთანი წარმართენ, და ყოველსა შინა კეთილად სათნოყოფად სახარებისა შენისა ღირს მიჩინენ ჩვენ.


ასამაღლებელი: იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ, და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელთმთავარი უკმევს წმიდათა ნაწილთა და მიიღებს ფეშხუმსა წმიდა ნაწილებითურთ, დაფარებულსა დაფარნითა ვარსკვლავსა ზედა და დაიდგამს თავსა ზედა, და ესრეთ წარვალთ ლიტანიობად.


წინ წარუძღვებიან დროშებითა, ბაირაღებითა და ხატებითა. შემდგომ ვლენან მგალობელნი, მათ შემდგომ მღვდელნი სახარებითა და ჯვრითა, შემდგომ ლამპარნი და საშუალ მათსა მპყრობი მიტრისა. შემდგომ არქიდიაკონი დიაკონებითურთ საცეცხლურებითა, და უკმევენ ნაწილთა და მღვდელთმთავარსა. ფეშხუმსა აგრილობენ იპოდიაკონნი ორითა გინა ოთხითა სერაფიმებითა (რიპიდებითა). მღვდელთმთავარსა წინა უძღვიან ორნი იპოდიაკონნი დიკირითა და ტრიკირითა. მგალობელნი გალობენ ტროპარსა.


ტროპარი, ხმა 3.


მგალობელთა: რომელმან კლდესა ზედა სარწმუნოებისასა აღაშენე ეკლესია შენი სახიერ, წარმართენ მას შინა ლოცვანი ჩვენი, და შეიწყნარენ ერნი სარწმუნოებით მღაღადებელნი შენნი, გვაცხოვნენ ჩვენ ღმერთო, გვაცხოვნენ ჩვენ.


ხოლო უკეთუ ექმნებით ჟამი, იგალობების შემდგომი ძლის-პირიცა.


ხმა 3, გალობა 3.


მგალობელთა: მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესია შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა.


ხმა 8, გალობა 3.


მგალობელთა: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩვენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყვარეო.


ხმა 5, გალობა 3.


მგალობელთა: რომელმან დააფუძნე ქვეყანა წყალთა ზედა, და მიეც ნაყოფიერება, ყოვლადვე, კლდესა ზედა ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა, დაამტკიცე ეკლესია შენი, მხოლოო სახიერ, და კაცთ-მოყვარე.


იწყებენ ლიტანიასა დასავლეთის კარითბან სამხრეთით კერძოდ აღმოსავლეთად. მღვდელი წინათ მავალი ასხურებს აიაზმასა კედელთა ტაძრისათა.


ხოლო ოდესცა მიიწევიან წინაშე კარიბჭისა, მგალობელნი გალობენ ოხითასა.


ხმა 7.


მგალობელთა: წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ, და გვირგვინოსან იქმენით, უფალსა ევედრენით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა. (2-გზის).


მგალობელნი ამ დროს შევლენ ტაძარსა შინა რათა, ტაძრიდან მიუგონ შემდგომ მღვდელთმთავარსა.


მგალობელთა: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო, რომელთა ჰქადაგეს სამებისა წმიდისა ერთ-არსება. (ერთ-გზის).


მღვდელთმთავარი დააბრძანებს ფეშხუმსა წმიდა ნაწილებითურთ განმზადებულსა მაგიდასა ზედა ტაძრის მთავარი კარიბჭის წინ და თაყვანისცემს წმიდათა ნაწილთა 3-გზის. დაიხურავს მიტრას, დასწერს ჯვარსა მღვდელთა ორსავე მხარეს.


მღვდელთმთავარი მდგომარე წინაშე წმინდათა ნაწილთა იტყვის შემდგომთა ლოცვათა.


მღვდელთმთავარმან: კურთხეულ-ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელნი მიუგებენ შინაგან ტაძრით: ამინ.


მღვდელთმთავარმან: აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი, და შევიდეს მეუფე დიდებისა.


მგალობელნი მიუგებენ შინაგან ტაძრით: ვინ არს ესე მეუფე დიდებისა.


არქიდიაკონი მიართმევს მღვდელთმთავარსა საცეცხლურსა, და იგი უკმევს ნაწილთა სამჯერ 3-გზის, შემდგომ უკმევს წმინდასა სახარებასა და ჯვარსა, და ხატთა ორსავე მხარესა და სამღვდელოთა.


ამ დროს ტაძრის კარი დახურულია.


მღვდელნი ხატებითა, ჯვარითა და სახარებითა, დგანან უკან მაგიდისა მოქცეულნი დასავლეთად. მაგიდა დაბურვილ-არს საბურველითა, კუთხეთა ზედა მაგიდისათა დგას ოთხი, ან ორი სასანთლე. იპოდიაკონნი იპყრობენ რიპიდებსა წმინდათა ნაწილთა ზედა.


შემდგომად კმევისა ჩამოართმევს

არქიდიაკონი მღვდელთმთავარსა საცეცხლურსა და უკმევს მას სამ-გზის.


მღვდელთმთავარმან: აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი, და შევიდეს მეუფე დიდებისა.


მგალობელნი მიუგეგენ შინაგან ტაძრით: ვინ არს ესე მეუფე დიდებისა.


არქიდიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარი მოიხდის მიტრასა და წარიკითხავს მაღლის ხმით ლოცვასა.


მღვდელთმთავარმან: ღმერთო და მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, რომელი კურთხეულ-ხარ უკუნისამდე, რომელმან კრეტსაბმელითა ხორცთა მისთათა განმიახლე ჩვენ შესავალი ზეცათა შინა აღწერილითა პირმშოთა ეკლესიისათა, სადა იგი არს ხმა მედღესასწაულეთა, და ოხრა სიხარულისა. შენ კაცთმოყვარეო მეუფეო, მოიხილე ჩვენ ზედა ცოდვილთა და უღირსთა მონათა შენთა, რომელნი ვდღესასწაულობთ განახლებასა პატიოსნისა ტაძრისა შენისასა (სახელი ტაძრისა) სასწაულად წმიდისა ეკლესიისა შენისა, რომელ არიან გვამნი ჩვენნი, რომელთა ტაძრად შენდა, და ასოდ შენისა ქრისტესსა, ყოვლად ქებულისა მოციქულისა პავლეს მიერ, ღირს იჩინე სახელის დება, და დაამყარე ესე ვიდრე აღსასრულამდე საუკუნოსა შეურყეველად, და დიდებულად შენ მიერ. და ღირს მყვენ ჩვენ მას შინა ქებასა და დიდების მეტყველებასა დაუსჯელად შეწირვად დიდებისა შენისა, და მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, და სულისა შენისა წმიდისა, მეცნიერებითა, და ყოვლითა გულისხმისყოფითა და შიშითა შენითა თაყვანის-მცემელნი შენნი, აჩვენენ ღირსად საღმრთოთა მოწყალებათა შენთა კეთილად შეწყნარებითა ამათ ვედრებათათა კაცთ-მოყვარებისა შენისა მიერ, რომელნი ჩვენთვის და ყოვლისა ერისა შენისათვის შეიწირვიან შენისა მოწყალებისადმი. მეოხებითა წმიდისა და უხრწნელისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა.


ასამაღლებელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო, და წმიდათა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


არქიდიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარი წარიკითხავს ლოცვასა შესლვისასა საიდუმლოდ.


მღვდელთმთავარმან: მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან დააწესენ ცათა შინა განწყობილნი მხედრობანი ანგელოზთანი, და მთავარანგელოზთანი მსახურებად დიდებისა შენისა. ჰყავ შესლვასა ჩვენსა თანა, წმიდათაცა ანგელოზთა შესლვა, თანა მწირველად ჩვენდა, და თანა დიდების მეტყველებად შენისა სახიერებისა.


ასამაღლებელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელთმთავარი მიიღებს ფეშხუმსა წმიდითა ნაწილებითა და გამოსახავს ჯვარსა კართა ტაძრისათა.


მღვდელთმთავარმან: უფალი ძალთა, თავადი არს მეუფე დიდებისა.


მგალობელნი მიუგებენ შინაგან ტაძრით: უფალი ძალთა, თავადი არს მეუფე დიდებისა.


მღვდელთმთავარი დაიდგამს თავსა ზედა ფეშხუმსა ნაწილებითა და შევლენ ტაძრად. მგალობელნი იგალობებენ ოხითასა.


ხმა 4.


მგალობელთა: ვითარცა ზენასა სამყაროსა შვენიერება, გამოაჩინე ქვენაცა ბრწყინვალება წმიდისა საყოფელისა დიდებისა შენისა უფალო, დაამტკიცე ესე უკუნითი უკუნისამდე, და შეიწირენ ამას შინა დაუცხრომელად შენდა შეწირულნი თხოვანი ჩვენნი, ღმრთისმშობელისა მიერ, ყოველთა ცხოვრებაო და აღდგომაო.


მღვდელთმთავარი შევალს წმიდასა საკურთხეველსა აღსავლის კარით და დასდგამს ფეშხუმსა წმიდით ნაწილებითურთ წმიდასა ტრაპეზსა ზედა და თაყვანისცემს წმიდათა ნაწილთა და დაიხურავს მიტრასა.


არქიდიაკონი მოართმევს მღვდელთმთავარსა საცეცხლურსა და იგი უკმევს წმიდათა ნაწილთა სამჯერ სამ-გზის და ორსავე მხარეს თანა მწირველთა. არქიდიაკონი მიმღები მღვდელთმთავრისაბან საცეცხლურისა, უკმევს მას სამ-გზის.


მღვდელთმთავარი დაიწერს რა პირჯვარსა დასწერს ჯვარსა თანა მწირველთა და აღხდის ფეშხუმისაგან დაფარნასა და ვარსკვლავსა.


განწესებული მღვდელი მოიღებს წმიდასა მირონსა და კოლოფსა - წმიდათა ნაწილთათვის, ტრაპეზის შუაგულში ჩასაბრძანებლად.


(კურთხევისამებრ შესაძლებელია, რომ წინასწარ მომზადდეს და დანამასტაკის ცვილით დაფარული, საჭირო ფორმა მიცემული დახვდეს მღვდელთმთავარს წმინდა ნაწილები, ტრაპეზში ჩასაბრძანებლად).


უკეთუ არ იყოს მზად მაშინ მოიღებს იპოდიაკონი მასალასა ზომიერად გაციებულსა და გამყარებულსა (ამისათვის წინასწარ გადაიღებს მცირედსა დანამასტაკსა ცალკე ჭურჭელში და შეაგრილებს). აღიღებს მღვდელთმთავარი წმიდათა ნაწილთა და გახსნის ქაღალდსა, რომელსაცა შინა წახვეულ არიან სამნი მცირენი ნაწილნი. ცვილსა შინა წარახევს და მისცემს საჭიროსა ფორმასა. სცხებს მირონსა და შთაასვენებს კოლოფსა შინა, შემდგომ ჩააბრძანებს ტრაკეზის შუა გულში ამოკვეთილ ადგილას და დაასხამს დანამასტაკსა. რაჟამს შემაგრდება დანამასტაკი მოუსწორებენ ზედაპირსა.


(ტრაპეზში ამოკვეთილი ადგილის დასაფარავად სადაც წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული ხშირ შემთხვევაში იყენებენ ძვირფასი მეტალისაგან დამზადებულ დასაფარებელს რათა მეტად შეიმკოს და გამშვენდეს წმინდა ტრაპეზი). თუ იკურთხება ოდიკი (ან ოდიკნი) მღვდელთმთავარი სცხებს ოდისა (ან ოდიკთა) დაკერებულ ნაჭრის სანაწილეში წმიდასა მირონსა, ან თავად წმინდა ნაწილსა სცხებს და შთაასვენებს ოდიკსა შინა.


არქიდიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან ესეცა დიდება მიანიჭე შენთვის მოღვაწე ქმნილთა წმიდათა მოწამეთა, რათა ნაწილნი მათნი განითესნენ ყოველსა ქვეყანასა ზედა, წმიდათა შინა სახლთა შენთა, და ნაყოფთა კურნებისათა აღმოაცენებდენ. შენ მეუფეო მომცემელო ყოველთა კეთილთაო, მეოხებითა წმიდათათა, რომელთა ნაწილნი ჯერ-იჩინენ დასხმად პატიოსანსა ამას სახლსა, ღირს მყვენ ჩვენ დაუსჯელად შეწირვად შენდა ამას შინა, უსისხლოსა მას მსხვერპლსა, და მომანიჭენ ჩვენ საცხოვრებელნი თხოვანი, და ესეცა მიჰმადლე წმიდისა სახელისა შენისათვის მოღვაწე ქმნულთა წმიდათა, რათა საკვირველთ მოქმედ იქმნე მათ მიერ საქმეთა შინა საცხოვრებელთა ჩვენთა.


ასამაღლებელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


არქიდიაკონმან: მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარი მოიდრეკს მუხლთა, (ეგრეთვე ერნიცა) და წარიკითხავს ლოცვასა სასმენელად ყოველთა.


მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოველნი დაბადებულნი სიტყვითა შენითა შეჰქმენ, და არა არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, და გამოუკვლეველად სიტყვითა შენითა პირად პირადად შემკულ ჰყავ, და სულისა შენისა წმიდისა მიფენითა განამტკიცენ, და მზისა ამის ნათელი მოჰფინე ქვეყანასა შესამკობელად, ვითარცა ნების მყოფელი შენი მოსე განაბრძვნე და განსწავლე, და აღწერა შენი კეთილ მოქმედება, და თქვა: იხილა ღმერთმან ნათელი რამეთუ კეთილ-არს და უწოდა მას დღე. რომელსა ჩვენ აწ ვხედავთ ბრწყინვალესა ამას მზესა, რომელი მარადის ამკობს ქვეყანასა, და შენ ჭეშმარიტსა დღესა და მზესა გადიდებთ, ვიხილავთ ნათელსა ამას მზებრ გამოჩინებულსა, განსაახლებელად ყოველთა შენ მიერ ქმნილთა, და შენ უზეშთაესსა მიუმწუხრებელსა ნათელსა გადიდებთ. რომელთა ვითარცა მოგვეც ბუნებით ერთარსისა ძისა შენისა მიერ განახლებად ჩვენდა ქვეყანასა ზედა წმიდისა სულისა შენისა ნიჭითა, მოსლვად მართალთა ზედა, განსანათლებელად ვითარცა მზე. შენ გევედრებით და შენ გხადით, შენ მამისა სიტყვასა, უფალსა ღმერთსა ჩვენსა, და გამოუთქმელსა შენსა კაცთ-მოყვარებასა, და აურაცხელსა მოწყალებასა შენსა, რამეთუ ყოველმან დაბადებულმან შენ მიერმან განახლება მიიღო. აწ აღშენებული ესე ტაძარი განაახლე, და წინაშე შენსა შეწირულ ჰყავ, რომელმან ძველი იგი სჯული და მცნება სახედ ჰყავ ახლისა ამის სჯულისა და მცნებისა. სინას მთასა ზედა ხილვა შენი, და მაყვლისა მის საკვირველისა ხილვა, და კარავი იგი საწამებელი, და სოლომონის მიერი წოდებული იგი ტაძარი, სახედ ჰყავ ახლისა ამის ტაძრისა. ვითარცა მიხედე მათ, და სულისა შენისა მადლითა აღვსებულ ჰყავ იგინი, ეგრეთვე მოწყალითა შენითა თვალითა მოგვხედენ ჩვენ ცოდვილთა, და უღირსთა მონათა შენთა, და დაამტკიცე სახლი ესე ცადმდე აღწევნული, და ამას შინა საღმრთო ქადაგება, და მსხვერპლის შეწირვა განამრავლე, და დაამტკიცე სადიდებელად გამოუთქმელისა დიდებისა შენისა, და გარდამოავლინე ყოვლად წმიდა სული შენი ჩვენ ზედა, და სამკვიდრებელსა ამას შენსა ზედა. მსგავსად დავითისა, ვითარცა იტყოდა იგი, ეგრეთვე ჩვენცა ვიკადრებთ თხოვად: სული წრფელი განმიახლენ გვამსა ჩვენსა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე ჩვენ. და ღმრთივდაცულსა ერსა ჩვენსა ძლევა მოანიჭე, ხილულთა, და უხილავთა მტერთა ზედა. ხოლო ჩვენ ერთობა და მშვიდობა მოგვმადლე. და აღმაშენებელთა ამის ტაძრისათა საღმრთო სიყვარული მოანიჭე, ქმნად მცნებათა შენთა, მომადლე საცხოვრებელად თხოვა მათი, და აღადგინენ საქმედ მცნებათა შენთა, და მიუტევენ ცოდვანი ამათნი. და მოეც ტაძარსა ამას ენკენია სულისა მიერ წმიდისა, რათა დაუსჯელად ამას შინა თაყვანის-გცემდეთ, და გადიდებდეთ შენ მხოლოსა ჭეშმარიტსა ღმერთსა, და რომელი მოავლინე იესო ქრისტე, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა (და წმიდისა რომლისაცა არს ეკლესია), და ყოველთა წმიდათა შენთათა.


მგალობელთა: ამინ.



არქიდიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგვადგინენ, და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონმან: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო, რომელი წმიდათა და პატიოსანთა ღვაწლით შემოსილთა და შენთვის წამებულთა მოწამეთა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელთმთავარი მიმღები კვერთხისა დასდგების შუა ტაძარში კათედრაზე. სამღვდელონი დასდგებიან მღვდელთმთავართან ორსავ მხარეს ხარისხისამებრ, ხოლო მღვდელთმთავარი დასწერს ჯვარსა წინაშე მდგომარეთა.


მრჩობლი კვერექსი


არქიდიაკონმან: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


არქიდიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


არქიდიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეკისკოკოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა)-თვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


არქიდიაკონმან: მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, აღმაშენებელთა წმინდათა ტაძართა და მონასტერთა, და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთათვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


არქიდიაკონმან: მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა, ძმათა წმიდისა ამის მონასტრისათა (ან ტაძრისათა).


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


არქიდიაკონმან: მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-ბზის).


მღვდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მიართმევენ მღვდელთმთავარსა ჯვარსა სინითა. მღვდელთმთავარი დასწერს ჯვარსა მით სამ-სამ გზის ოთხსავე მხარეს.


არქიდიაკონი უკმევს პირისპირ ჯვარსა სამ-სამ გზის და ყოველი ჯვრის გადასახვისას ამბობს: უფლისა მიმართ ვილოცოთ, ვსთქვათ ყოველთა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


რაჟამს აღასრულონ ესე ოთხსავე მხარესა, მღვდელთმთავარი მიმღები კვერთხისა აღვალს ამბიონსა ზედა.


არქიდიაკონმან: სიბრძნით.


მღვდელთმთავარმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელთმთავარმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელთმთავარი კვალად აღიღებს ჯვარსა და იტყვის ჩამოლოცვას: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და (მოიხსენოს ტაძრის წმინდის სახელი და ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.


მგალობელთა. ამინ.



არქიდიაკონმან: კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება, სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილწარმართება, ხოლო მტერთა ზედა ძლევაი და გამარჯვება მოანიჭე უფალო, ღმრთივდაცულსა ერსა ჩვენსა, და მეუფებასა მისსა, და დაიცევ იგი უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.


მგალობელთა: მრავალჟამიერი.


არქიდიაკონმან: კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება, სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილწარმართება, ხოლო მტერთა ზედა ძლევაი და გამარჯვება მოანიჭე უფალო, უწმიდესსა და უნეტარესსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მეუფესა, მამასა ჩვენსა ილიას და დაიცევ იგი უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.


მგალობელთა: მრავალჟამიერი.


არქიდიაკონმან: ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და (მაღალყოვლადუსამღვდელოესი ან ყოვლადუსამღვდელოესი (ეპარქიის სახელი), მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი ან ეპისკოპოსი (სახელი) დაიცევ უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.


მგალობელთა: მრავალჟამიერი.


არქიდიაკონმან: კეთილმორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილის მყოფელნი წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და მას შინა მშრომელნი, მგალობელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი დაიცევ უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.


მგალობელთა: მრავალჟამიერი.


მღვდელთმთავარი ასხურებს წმინდასა წყალსა – ყოველ მხარეს. შემდგომად იქმნების ჯვარზე მთხვევა. მგალობელნი გალობენ მრავალჟამიერსა ვიდრემდის ემთხვეოდენ ყოველნი.


შემდგომ ამისა იწყებენ ჟამნობასა და აღესრულების საღმრთო წირვა.


წარდგომა და სამოციქულო წირვასა ზედა ტაძრის კურთხევისასა

არქიდიაკონმან: მოხედენ.


მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.


მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა.


არქიდიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 2: სახლსა შენსა შვენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.


მგალობელთა: სახლსა შენსა შვენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.


მკითხველმან: (მუხლი): უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა.


მგალობელთა: სახლსა შენსა შვენის სიწმიდე უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.


მკითხველმან: სახლსა შენსა შვენის სიწმიდე უფალო.


მგალობელთა: სიგრძესა შინა დღეთასა.


არქიდიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი.


არქიდიაკონმან: მოხედენ.



სამოციქულო, ებრაელთა IX, 1-7, 11-14.

ძმანო, აქუნდა პირველსა მასცა კარავსა სამართალი მსახურებათა, წმიდა იგი მსოფლიო, რამეთუ კარავი შეიმზადა პირველი, რომელსა შინა იყო სასანთლე იგი და ტაბლა და დაგება იგი პურთა, რომელსა ერქვა „წმიდა“. ხოლო შემდგომად მეორისა მის კრეტსაბმელისა კარავი, რომელსა ერქვა „წმიდა წმიდათა“. ოქროისა აქუნდა სასაკმევლე და კიდობანი იგი შჯულისა, შემოსილი გარეთ და შინათ ოქროითა, რომელსა შინა იყო ტაკუკი იგი ოქროისა სავსე მანანაითა და კვერთხი იგი აარონისი, რომელი განედლდა და ფიცარნი იგი შჯულისანი. ხოლო ზედა კერძო მისთა ქერუბიმი დიდებისა, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას, რომელთათვის არა არს აწ თითოეულად სიტყვად. და ესერა ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღვდელნი და მსახურებასა მას აღასრულებედ. ხოლო შინაგანსა მას, ერთგზის წელიწადსა, მღვდელთმთავარი იგი ხოლო შევიდის და არა თვინიერ სისხლისა, რომელი იგი შესწირის თავისა თვისისათვის და ერისა უმეცრებისათვის. ხოლო ქრისტე მოვიდა, მღვდელთმთავარი იგი ყოფადთა მათ კეთილთა, უფროსითა მით და უსრულესითა კარვითა ხელით უქმნელითა, ესე იგი არს, არა ამის დაბადებულისათა. არცა სისხლითა ვაცთა და ზვარაკთათა, არამედ თვისითა სისხლითა შევიდა ერთ-გზის სიწმიდესა მას და საუკუნო გამოხსნა ჰპოვა. რამეთუ უკეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზვარაკთა და ნაცარი იგი დიაკეულთა, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმედდა მსგავსად ხორცთა მათ განწმედისათა, რაოდენ უფროს სისხლმან ქრისტესმან, რომელმან იგი სულითა საუკუნოდ თავი თვისი შესწირა უბიწოდ ღმრთისა, განსწმიდნეს გონებანი თქვენნი მკვდართაგან საქმეთა, მსახურებად ღმრთისა ცხოველისა.



მღვდელთმთავარმან: მშვიდობა შენდა.


მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.


მკითხველმან: (მუხლი): საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა, უყვარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.


მკითხველმან: (მუხლი): დიდებული ითქვა შენთვის ქალაქო ღმრთისაო.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.



არქიდიაკონმან: აკურთხე უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, სიტყვანი კეთილმაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლად ქებულისა მოციქულისა და მახარებელისა, (სახელი).

მღვდელთმთავარმან: ღმერთმან ვედრებითა წმიდისა დიდებულისა, და ყოვლად ქებულისა მოციქულისა, და მახარებელისა (სახელი) გცეს შენ (ჯვარს დასახავს) სიტყვა კეთილ მითხრობისა ძალითა მრავლითა, აღსრულებად სახარებისა, საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.


არქიდიაკონმან: ამინ. სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.


მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


არქიდიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.


დიაკონმან: მოხედენ.


სახარება იოანესი, X, 22-28:


მას ჟამსა შინა, იყო მაშინ სატფურება იერუსალემს; ზამთარი იყო. და იქცეოდა იესო ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა. გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩვენთა წარგვხდი? უკეთუ შენ ხარ ქრისტე, გვითხარ ჩვენ განცხადებულად. მიუგო იესო და ჰრქვა: გარქუ თქვენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისათა, ესენი წამებენ ჩემთვის. და თქვენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქვენ. ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისა ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. და მე ცხოვრება საუკუნო მივსცე მათ, და არა წარწყმდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ხელთაგან ჩემთა.


მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.



განიცადე:


უფალო შევიყვარე შვენიერება სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა.