* ეს თავი დაწერილია მამა სერაფიმეს „ცხონების მართლმადიდებელი კურსის“ აუდიოჩანაწერის მიხედვით. ეს კურსი მან 1975 წლის ზაფხულში წაიკითხა. ტექსტის დასათაურება და ზოგი დამატება გაკეთებულია კურსის წერილობითი გეგმის მიხედვით. დამატებები აღებულია კურსის წინა ლექციებიდან, ისინი ამ დისკუსიას აუცილებელი წინაისტორიით ავსებენ.
ახლა ჩვენ ვუახლოვდებით იმ ძირითად ცნებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის, როგორც რელიგიური, ისე საერო მსოფლმხედველობის გასაგებად.
ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოქმნა“ 1859 წელს გამოიცა. მრავალმა ადამიანმა იგი მაშინვე აღიარა და ეს წიგნი მალე ძალიან პოპულარული გახდა. თ. ჰაქსლიმ და ჰერბერტ სპენსერმა ინგლისში, ერნსტ ჰეკელმა (ავტორი წიგნისა „სამყაროს საიდუმლოებანი“, 1859) გერმანიაში და დარვინის იდეის სხვა პოპულარიზატორებმა ევოლუცია თავისი ფილოსოფიის ცენტრად გახადეს. ისე ჩანდა, რომ იგი ყველაფერს ხსნიდა. რაღა თქმა უნდა, რომ ნიცშეს მსგავსმა ადამიანებმა აიტაცეს და გამოიყენეს იგი თავიანთ ე.წ. სულიერ წინასწარმეტყველებებში. ამრიგად, დასავლეთის აზროვნების – რომელსაც სულ უფრო და უფრო იტაცებდა რაციონალიზმი წამყვანი სკოლის წარმომადგენლებმა აღიარეს ევოლუცია.
შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ევოლუცია „მოწინავე“ მოაზროვნეთა ძირითად დოგმას წარმოადგენს (მათთვის, ვინც დროს არ ჩამორჩა). თუმცა, სულ თავიდან, მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ჯერ კიდევ დარვინის დროს ცნობილი კათოლიკე მოაზროვნე ჯორჯ ჯექსონ მივარტი (ავტორი წიგნისა „სახეობათა წარმოქმნის შესახებ“, 1871), რომელსაც სჯეროდა ევოლუციის, მაგრამ არა ბუნებრივი შერჩევის დარვინისეული იდეის, რასაც დარვინი სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა, რადგანაც აღმოაჩინა, რომ მისი იდეის დამტკიცება შეუძლებელია. განსაკუთრებით უკანასკნელი ათი-ოცდაათი წლის განმავლობაში გამოქვეყნდა მრავალი ობიექტური კრიტიკული ნაშრომი ევოლუციის შესახებ. როგორც ამ ნაშრომებიდან ჩანს, ევოლუციის მხარდამჭერი მრავალი წიგნი იმ წანამძღვრებსა და დაშვებებს ეყრდნობა, რომლებიც ნატურალისტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს.
ამჟამად საზოგადოებაც კი არსებობს სან-დიეგოში, რომელსაც სამყაროს შექმნის კვლევის ინსტიტუტი ეწოდება და რომელმაც რამდენიმე კარგი წიგნი გამოსცა. თავად ისინი მორწმუნენი არიან, მაგრამ მათი წიგნები ევოლუციას განყენებულად განიხილა, სრულებითაც არა რელიგიური პოზიციებიდან. მათი აზრით, არსებობს სამყაროს შემეცნების ორი მოდელი: ერთია ევოლუციური, მეორე – სამყაროს შექმნის მოდელი. ისინი იკვლევენ დედამიწის ისტორიის ფაქტობრივ მონაცემებს, – მაგალითად, გეოლოგიურ ფენებს და ა.შ. — და ცდილობენ გაარკვიონ რომელ მოდელს მიეკუთვნება ეს მონაცემები. მათ დაასკვნეს, რომ თუ სამყაროს შექმნის მოდელს მივყვებით – თუკი ღმერთმა შექმნა სამყარო და დედამიწა მილიარდობით კი არა, სულ რამდენიმე ათასი წლის არის, — მაშინ საჭიროა ფაქტობრივი მონაცემების ნაკლები თანხვედრა. მეორე მხრივ, ევოლუციური მოდელისთვის საჭიროა მრავალი შესწორება. ამ თვალსაზრისით იგი სამყაროს პტოლემისეულ მოდელს ჰგავს (კოპერნიკის მოდელთან შედარებით).*
* პტოლემეოსის მოდელი გულისხმობს, რომ მზე და პლანეტები დედამიწის გარშემო ბრუნავს. იგი შეცვალა კოპერნიკის მოდელმა, რომელშიც დედამიწა და პლანეტები მზის გარშემო ბრუნავს.
პტოლემეოსის მოდელის მსგავსად, ევოლუციური მოდელი ვეებერთელა და უთავბოლოა.
ამ ინსტიტუტის წევრებმა ბოლო წლების განმავლობაში ტენესის, ტეხასის და სხვა უნივერსიტეტებში ათასობით მსმენელის წინაშე რამდენიმე საჯარო განხილვა მოაწყვეს. მათმა მოხსენებებმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი, ვინც ევოლუციას ემხრობიან, უძლურნი იყვნენ, წამოეყენებინათ გონივრული მტკიცებულებები ევოლუციის დასაცავად და, ფაქტობრივად, უმეცარნი აღმოჩნდნენ პალეონტოლოგიის უკანასკნელი აღმოჩენების რამდენიმე საკითხში.
დაბრძენებული და მრავლის მცოდნე ადამიანები როგორც ერთ, ისე მეორე შეხედულებას იზიარებენ. აქ ჩვენ არც კი განვიხილავთ ათეისტური ევოლუციის საკითხს, ვინაიდან ეს არის შეშლილთა ფილოსოფია, (იხ. ფს. 13, 1: თქუა უგუნურნან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი.) იმ ადამიანთა ფილოსოფია, რომელთაც ძალუძთ დაიჯერონ, რომ, როგორც ჰაქსლი ამბობდა, თუ მაიმუნთა ჯგუფს ერთად დავსვამთ საბეჭდ მანქანებთან, მაშინ ისინი ბოლოს და ბოლოს, ალბათობის თეორიის კანონის თანახმად, ბრიტანეთის ენციკლოპედიას დაბეჭდავენ, თუკი საამისოდ მათ საკმაო დროს მივცემთ – მილიონობით ან მილიარდობით წლებს. მავანმა ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებით, ალბათობის თეორიის მიხედვით, ჩაატარა შესაბამისი გამოთვლები და დაასკვნა, რომ რეალურად ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს. მართლაც, ვისაც ასეთი რამის სჯერა, მან შეიძლება, ნებისმიერი უაზრობა დაიჯეროს. უფრო სერიოზულია განსხვავება თეისტურ ევოლუციასა რომლის მიხედვით ღმერთმა შექმნა სამყარო, რომელიც შემდეგ ევოლუციურად განვითარდა და ქრისტიანულ მსოფლმხედველობას შორის. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფუნდამენტალისტთა შეხედულება არასწორია მრავალ ასპექტში, რადგანაც ფუნდამენტალისტებმა არ იციან, როგორ განმარტონ წმიდა წერილი. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ შესაქმის წიგნი სიტყვასიტყვით, პირდაპირ („ბუკვალურად“) უნდა გავიგოთ, რაც შეუძლებელია. წმიდა მამები გვეუბნებიან, რა არის ბუკვალურად გასაგები და რა არა.
პირველი გაუგებრობა, რომელიც ჯერ კიდევ ამ საკითხის განხილვამდე უნდა ავიცილოთ და რომელიც მრავალს აბნევს, - ეს არის მკაფიო განსხვავება ევოლუციასა და სახეობათა წარმოქმნას შორის. სახეობათა წარმოქმნა ისეთი პროცესია, რომლის დროსაც ადამიანები იღებენ, მაგალითად, სოიოს სხვადასხვა ჰიბრიდებს, კატების სხვადასხვა ჯიშებს და ა.შ. მაგალითად, ორმოცდათწლიანი ექსპერიმენტების შედეგად მიღებული იქნა კატების ახალი ჯიში: სიამისა და სპარსული კატების შეხამება, რომელსაც ჰიმალაის კატა ეწოდა. მას სიამის კატის შეფერილობის მქონე სპარსულ კატასავით გრძელი ბეწვი აქვს. თავდაპირველად ეს თავისთავად მოხდა, მაგრამ ამ კატას არ შეეძლო ზუსტად ასეთი შთამომავლობის მოცემა, და მხოლოდ მრავალწლიანი ექსპერიმენტების შედეგად მიღებული იქნა ახალი ჯიში, რომელიც თავის შთამომავლობას შობს. მსგავსად ამისა, არსებობს ძაღლების სხვადასხვა ჯიშები, მცენარეთა სახეობანი და თვით ადამიანთა „რასები“, რომლებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან: პიგმეები, ჰოტენტოტები, ჩინელები, სკანდინავიელები – ადამიანთა სხვადასხვა ტიპებია, მაგრამ ყველანი ერთი წინაპრისგან წარმოიშვნენ. ამიტომ სახეობათა საკითხი არ უნდა აგვერიოს ევოლუციაში.*
* სხვაგან მამა სერაფიმე წერს: „საზოგადოებრივი ცნობიერება „ნაირსახეობებში“ „ევოლუციის“ ცნებაზე გაცილებით მეტ მტკიცებულებას ხედავს. დავუტოვოთ მეცნიერებს მათ მიერ შემჩნეულ ცვლილებათა საზღვრების დადგენის საკითხი. მაგრამ ისეთი გრანდიოზული კონცეფცია, როგორიც არის ევოლუცია, შეუძლებელია დამტკიცდეს დღევანდელი მეცნიერებისთვის ცნობილი მეტად მცირე რაოდენობის ნაირსახეობებით... დაე, მეცნიერებმა დაადგინონ ნაირსახეობათა საზღვრები, დაე, გამოიყენონ „ევოლუციის“ ტერმინი და ცნება ცვლილებათა განმარტებისათვის; მაგრამ დატოვონ მეტაფიზიკური სქემები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, მცირე ცვლილებების ყოვლისმომცველ პრინციპამდე ექსტრაპოლირებას. თუ ეს უკანასკნელი სწორია, მაშინ დაე, თვით მონაცემებმა გვიჩვენოს იგი ბუნებრივი გზით და არა – ფაქტების ძალადობრივი ინტერპრეტაციით.
უეჭველია, რომ არსებობს ქმნილებათა ერთი სახეობის მრავალი ნაირსახეობა, მაგრამ ეს ნაირსახეობანი არასდროს წარმოქმნიან რაიმე ახალს, არამედ – ერთი და იგივე სახეობის ძაღლის ან კატის, ან მარცვლეულის, ან ადამიანის მხოლოდ სახესხვაობებს. ფაქტობრივად, ეს უფრო ევოლუციის საწინააღმდეგო მტკიცებულება არის, ვიდრე მისი დამადასტურებელი, რადანაც არავის არასდროს მიუღია ქმნილების ახალი სახეობა სხვადასხვა „სახეობებს“ თავისთავად ეს ტერმინი საკმაოდ თავისუფალია – როგორც წესი, არ ძალუძთ საერთო ნაშიერის შობა; და იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ელინდება ასეთი უნარი, მიღებული ნაშიერი მაინც ვეღარ მრავლდება სწორედ ამიტომ ამბობს მღვდელმთავარი ამბროსი მედიოლანელი:
„ეს მაგალითია შენთვის, ადამიანო, რათა შეწყვიტო ღვთის განგებულებაში ჩარევა.“*
* სახეობანი შობენ შთამომავლობას და მრავლდებიან მოცემული სახეობის ფარგლებში, მაგრამ ერთი სახეობა არ გადადის მეორეში, მაგალითად, ძაღლი კატად არ გადაიქცევა. აქ საუბარია ნაირსახეობაზე, მაგალითად ჯორი, რომელიც ცხენისა და ვირის შეერთებით მიიღება, მაგრამ იგი არ შობს შთამომავლობას, არ მრავლდება. (მთარგმნელი).
ღმერთმა დაუწესა თითოეულ ქმნილებას განსხვავდებოდეს სხვისაგან.
წინა - სარჩევი - შემდეგი