მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა
ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია
თავი I. მეცნიერება და წმიდა მამები
ფილოსოფიური კულტურის უკმარისობა
| |
მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორის ფილოსოფიის არასაკმარისი ცოდნის გამო მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილი ბოლომდე ვერ ხვდება რა არის ევოლუცია.
1. ისინი კრიტიკულად არ უდგებიან სამეცნიერო „აღმოჩენებს“ (თუმცა თანამედროვე ეპოქის სულისკვეთების შესაბამისად ასეთი მიდგომა სრული სისავსით ვლინდება წმიდა წერილის მიმართ) და ბოლომდე ვერ ხვდებიან სამეცნიერო „მონაცემების“ ხასიათს, რომლებიც, სავარაუდოდ, ევოლუციის თეორიის მხარდამჭერია და ვერ ამჩნევენ განსხვავებას ფაქტსა და ფილოსოფიას შორის. ისინი ზედმეტი მოწიწებით ეპყრობიან მეცნიერ „ექსპერტთა“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმის მაგიერ, რომ თავად გაისარჯნონ პრობლემის გამოკვლევის მიზნით.
2. ისინი ვერ გებულობენ „დროის ფილოსოფიურ სულისკვეთებას“, რომელმაც შვა ევოლუცია და ამიტომ გულუბრყვილოდ ეთანხმებიან ევოლუციის „მეცნიერულ ფაქტს“, თუმცა კი უარყოფენ ევოლუციის ფილოსოფიის დასრულებულ ფორმას, როგორც ეს ტეიარ დე შარდენს აქვს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს ერთიანი მთლიანია; ფილოსოფიის გარეშე არასდროს გაჩნდებოდა თვით ევოლუციის „ფაქტი“.
3. მათ არ ესმით წმიდა მამათა ფილოსოფია – მათი შეხედულება მთლიანად ბუნების შესახებ და სხვა ისეთი საკითხები, როგორიც არის ცალკეულ ქმნილებათა ბუნება.
წინა - სარჩევი - შემდეგი
|
|