მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა
ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია
თავი I. მეცნიერება და წმიდა მამები
აზროვნების უცხო სისტემა
| |
ევოლუციის გარშემო შეიძლება, მოვისმინოთ მრავალგვარი აბდაუბდა, რომ „მართლმადიდებელი ქრისტიანები არ უარყოფენ ევოლუციას“, ან ასეთი გავრცელებული ფრაზა: „ღმერთის მიერ მიმართული ევოლუცია“. გავრცელებულია ევოლუციის გაგების საკმაოდ პრიმიტიული მოდელი: ვარაუდობენ, რომ ეს ჰელიოცენტრიზმის მსგავსი „მეცნიერული ფაქტია“ და მათ, ვინც ევოლუციის წინააღმდეგ გამოდის, ადარებენ რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, რომელმაც გალილეი დაადანაშაულა; თუმცა თვით მართლმადიდებელი ქრისტიანებიც შიშობენ, რომ მათ მიამიტ ადამიანებად ჩათვლიან ან უფრთხიან ჩამორჩნენ ინტელექტუალურ მიმდინარეობებს თუ დღევანდელობის მოდას.
მაგრამ ევოლუციურ შეხედულებათა სისტემა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მხოლოდ „სამეცნიერო ფაქტი“ ან თუნდაც „ჰიპოთეზა“. იგი ფაქტობრივად დოგმატს წარმოადგენს რწმენას, რომელიც აზროვნების მრავალ სფეროს შეიცავს და არა მხოლოდ სამეცნიერო ცოდნას; ასე რომ, სავსებით ლოგიკურია დასაბუთებული საუბარი ამის შესახებ როგორც, სულ ცოტა, თანმიმდევრული დოგმატის შესახებ.
ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არის რეალობისადმი სავსებით განსაზღვრული მიდგომა, თავისი გარკვეული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო წანამძღვრებით და დასკვნებით. განსაკუთრებით ღვთისმეტყველებაში შემოაქვს ევოლუციას მართლმადიდებელი ქრისტიანობის მთელი რიგი ძირითადი დოგმატების გაცნობიერებული ალტერნატივა.
წინა - სარჩევი - შემდეგი
|
|