მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი I. მეცნიერება და წმიდა მამები
მეცნიერება და ქრისტიანული ფილოსოფია


 

რუსი ფილოსოფოსი ივანე ვასილის ძე კირეევსკი (1806-1856),*

* მამა სერაფიმე კირეევსკის შესახებ საუბრობს თავის ლექციების კურსში: „დასავლეთში აღზრდილი და გერმანიაში ყველაზე უფრო პროგრესულ ფილოსოფოსებთან – ჰეგელსა და შელინგთან – ნასწავლი, იგი თავიდან ბოლომდე დასავლეთის სულით გახლდათ გამსჭვალული, ხოლო შემდეგ მთლიანად მართლმადიდებლობაში მოექცა. ამიტომ იგი ხედავდა ამ ორ მიმართულებას შორის არსებულ განსხვავებას. მას სურდა ცოდნოდა ამ დაშორების მიზეზი, როგორ პასუხს იძლეოდა სული, რომელი გზით უნდა წასულიყო.. იმიტომ კი არ დაუბრუნდა მართლმადიდებლობას, რომ მსოფლიოს დაპირისპირებოდა მისი არსის გაგების გარეშე, უფრო სავარაუდოა, რომ მან მართლმადიდებლობაში იპოვა დასავლეთის მსოფლიოს ისტორიის გაგების გზა და გაიგო ის ყოველივე, რაც იქ ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჰეგელი და შელინგი, კირეევსკის ყოფილი მასწავლებლები, რომელთაც იგი პირადად იცნობდა, პირველნი იყვნენ დასავლეთის მოწინავე ფილოსოფოსთა შორის, რომლებმაც ახალი მიმართულება – „სულიერი ევოლუციის“ ფილოსოფია შემოიღეს. ეს გაცილებით უფრო ადრე მოხდა, ვიდრე დარვინი წამოაყენებდა თავის თეორიას ბიოლოგიაში. ფილოსოფიური შრომების წერასთან ერთად კირეევსკი მამა მაკარი ოპტინელს ეხმარებოდა ძირითადი საღვთისმეტყველო შრომების რედაქტირებასა და გამოქვეყნებაში, რომლებიც მთელს რუსეთში ვრცელდებოდა. იხ. მამა ლეონიდე (კაველინი) Старец Макарий Оптинский, გვ. 287-307).

გამოცდილი ბერის მაკარი ოპტინელის მოწაფე, წერდა:

„მეცნიერებანი თავისი არსებითი ნაწილით, ე.ი. როგორც ცოდნა, თანაბრად ეკუთვნის როგორც წარმართულ, ისე ქრისტიანულ სამყაროს და ერთმანეთისგან მხოლოდ ფილოსოფიური მიმართულებით განსხვავდება. კათოლიციზმს არ შეეძლო მიეცა მათთვის ქრისტიანობის ასეთი ფილოსოფიური მიმართულება, რაკი თვითონაც არ გააჩნდა იგი წმინდა სახით. ამრიგად, ვხედავთ, რომ მეცნიერებანი, როგორც წარმართების მემკვიდრეობა, ძლიერ აყვავდა ევროპაში, მაგრამ მივიდნენ ათეიზმამდე, როგორც მათი ცალმხრივი განვითარების გარდაუვალი შედეგი მხოლოდ ქრისტიანულ ფილოსოფიას ძალუძს მისცეს მეცნიერებას ჭეშმარიტი საფუძველი“.

რუსეთში. (დასავლეთისგან განსხვავებით)

„ყველა ბრძენ წმიდა მამას, მათ შორის დიდ მოაზროვნეებს, თარგმნიდნენ და კითხულობდნენ, გადაწერდნენ და სწავლობდნენ მონასტერთა სიმყუდროვეში, ჯერ კიდევ არარსებულ უნივერსიტეტთა ამ წმინდა ჩანასახებში. ისააკ ასური ფილოსოფოს მწერალთა შორის ყველაზე დიდი მოაზროვნე, დღემდე რჩება XII და XIII საუკუნეების აღწერებში. და ეს მონასტრები ხალხთან ცოცხალ, უწყვეტ კავშირშია“.

ეს შეადგენს ჭეშმარიტი განათლების საფუძველს. ახლა მეცნიერება დიდი ხანია აცდენილია (ჭეშმარიტ) გზას, მისი ცოდნა დამახინჯებულია, იმიტომ, რომ ქრისტიანული საფუძველის გარეშეა; მეცნიერება იმედოვნებდა, რომ საფუძვლებს საკუთარ თავში იპოვიდა, მაგრამ საკუთარ გაუცნობიერებელ ვარაუდებზე დაბრკოლდა და უაზროდ მიიღო „საკუთარი დროის სულის“ ცრურწმენა. დღევანდელი მეცნიერება „მეცნიერული უმეცრების“ მდგომარეობაში იმყოფება, უამრავი წვრილმანის გროვა დიდი სისულელის კონტექსტში. თანამედროვე მეცნიერება არსებობს ფილოსოფიური ბარბაროსობის ფონზე, ცოდნის დაისის პირობებში. მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანობას ძალუძს მასში ჭეშმარიტი ფილოსოფიის აღორძინება.



წინა - სარჩევი - შემდეგი