1. 24-25. და თქუა ღმერიმან: გამოიღედ ქუეყანამ სამშვინველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერხთა და ქუეწარმავალთა და მხეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი და იქმნა ეგრეთ. და შექმნა ღმერთმან მხეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
წმ. მამათა სწავლება მეექვსე დღეს ხმელეთის ცხოველთა შექმნის შესახებ ძირითადად იმას იმეორებს, რაც უკვე ნათქვამი იყო სხვა ცოცხალ არსებებზე. მაგალითად, ღირსი მამა ეფრემი წერს:
„..მიწამან ღვთაებრივი ბრძანებით დაუყოვნებლივ გააჩინა ქვეწარმავალნი, ველის მხეცები, მტაცებელნი ნადირნი და საქონელი, რამდენიც საჭირო იყო იმის სამსახურად, ვინც იმავე დღეს დაარღვია თავისი უფლის მცნება“. (შესაქმის წიგნის განმარტება, თავი 1, გვ. 225-226).
წმ. ბასილი გვასწავლის:
"... პირუტყვთა სამშვინველი მიწაში კი არ იყო და იქიდან კი არ გამოჩნდა, არამედ ბრძანებასთან ერთად წარმოიშვა“. (ჰომილია, IX, თხზულებანი, გვ. 309).
შექმნის ამ აქტით ადამიანის შესაქმნელად უკვე ყველაფერი მზად არის. ის ამ ყველაფრის ბატონი უნდა გახდეს, მაგრამ ეს დიდებული ქმნილება (სამყარო) მხოლოდ მისი პრაქტიკული დანიშნულებისათვის არ იყო გათვალისწინებული. მასში არის რაღაც იდუმალი; ვინაიდან ის ყოვლადსახიერი ღმერთის კეთილი ქმნილებაა, მას ძალუძს ღმერთისკენ მიმართოს და აღამაღლოს ჩვენი გონება.
წმ. იოანე ოქროპირი წერს:
„ღმერთმა ყოველივე არა მხოლოდ ჩვენი მოხმარებისთვის შექმნა, არამედ იმისთვისიაც, რათა ჩვენ, მის ქმნილებათა დიადი სიმდიდრის ხილვისას, გავოცებულიყავით შემოქმედის ძალით და შეგვძლებოდა იმის გაანალიზება, რომ ეს ყოველივე სიბრძნითა და გამოუთქმელი სიკეთით არის შექმნილი ადამიანისთვის (საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ, VII, გვ. 55).
წმ. ბასილი, გაოცებული ღვთის ქმნილების მშვენიერებით, ამბობს:
... ვადიდოთ უდიდესი ხელოვანი, ვინც სამყარო სიბრძნითა და ოსტატობით შექმნა; ხილულთა სილამაზიდან გულისხმავყოთ ის, ვინც სილამაზით ყველას აღემატება და ამ შეგრძნებადი და გარეშემოწერილი სხეულების სიდიადით დაუსრულებელი, ყოველგვარ სიდიადესა და თავისი ძალის მრავალფეროვნებით ყოველგვარ გონებაზე აღმატებული მოვიაზროთ. თუმცა დაბადებულთა ბუნება არ ვიცით, მაგრამ ისიც კი, რაც ჩვენი შეგრძნებით განიცდება, იმდენად გასაოცარია, რომ თვით ყველაზე ბრძენი გონებაც კი უძლურია სამყაროს თუნდაც უმცირესი ნაწილი ისე განმარტოს, როგორც საჭიროა და ღირსეული ქება შესწიროს დამბადებელს, რომლისა არს ყოველი დიდება, პატივი და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ (ჰომილია, I.11, თხზულებანი, გვ. 217).
რთგორც ღირსი იოანე დამასკელი გვასწავლის, ღმერთმა იმიტომ შექმნა. სამყარო, რომ
„არ დაკმაყოფილდა მხოლოდ საკუთარი თავის ჭვრეტით, არამედ სიკეთისა სიჭარბის გამო ისურვა, რთმ შექმნილიყო რაღაცა, რაც მომავაღში მის კეთილქმნილებას გამოიყენებდა და მის სიკეთესთან იქნებოდა ნაზიარები“ (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოგვემა, წიგნი 2, თ. 2 სპბ, 1894, გვ. 45).
როგორც ჩანს, წმიდა წერილში არსად ისე მკაფიოდ არ არის ნაჩვენები ღვთის ქმნილებაში გამოხატული მისი სიდიადისადმი მოწიწებითი შიში და, მასთან შედარებით, ადამიანის არარაობა, როგორც იმ ნაწყვეტში, სადაც ღმერთი ქარიშხლიდან მიმართავს იობს:
სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისხმისყოფაი. ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ან ვინ მიიღო საზომი მის ზედა? ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭვალულ არიან? ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა? ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი. და-უკუე-ვჰხაშ ზღუაი ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშუებოდა, დედის მუცლით გამო-რა-ვიდოდა. დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი. დავსცენ მას ზედა საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და ბჭენი და ვარქუ: აქამომდე მოხვიდე და არა გარდაჰხდე, არამედ შენ ზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან იცნა თვისი იგი წესი მიწევნად ფრთეთა ქუეყანასათა, და განბნევად უღელნი მისგან? ანუ შენ მოიღე მიწაი ქუეყანით და თივაი შეჰქმენ „ცხოვლად და პირმუეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა? (იობ. 38, 4-14).
ადამიანის შექმნის ამბავი შესაქმის წიგნში ორ ადგილას არის, პირველ და მეორე თავში, მათ ჩვენ მომდევნო თავში განვიხილავთ.
2, 1-3. და სრულ იქმნნეს ცაი და ქუეყანაი და ყოველი სამკაული მათი და განასრულნა ღმერთმან დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნა და აკურთხა ღმერთმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.
შესაქმის დღეების შემდეგ „შაბათს“ ღვთაებრივი მოსვენების შესახებ წმ. იოანე ოქროპირი წერს:
„... საღვთო წერილი აქ გვიჩვენებს, რომ ღმერთმა მოისვენა თვისი საქმეების შემდეგ, ხოლო სახარებპში ქრისტე ამბობს: მამაი ჩემში მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ (იოანე 5, 17); ამ გამთნათქვამთა ურთიერთშეჯერებით რაიმე შეუსაბამობა ხომ არ გვეჩვენება მათში? ღვთაებრივი წერილის სიტყვებში არ არის არავითარი შეუსაბამობა. როდესაც წმიდა წერილი აქ ამბობს: და დასცხრა (ღმერთი) დღესა მეშვიდესა ყოველგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნა (შესაქმე 2,2), ამით გვასწავლის, რომ მეშვიდე დღეს მან ქმნადობა და არყოფნიდან მყოფობაში მოყვანა შეწყვიტა; ხოლო როდესაც ქრისტე ამბობს: მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ, ამით გვიჩვენებს მისი განგებულების უწყვეტობას, კეთებას უწოდებს არსებულის შენარჩუნებას, მისთვის მყოფობის გაგრძელებას და მუდამჟამს მართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ იარსებებდა სამყარო, თუკი უზენაესი ხელი არ მართავს და არ განაგებს ყოველივე ხილულს და კაცობრიობას? ” (საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ, X, 7, გვ. 82).
როდესაც ყოველდღე ხედავ სასწაულებს, რომელთაც ისე მოვეჩვიეთ, რომ მას "ბუნებას" ვუწოდებთ - მაგალითად, ზრდასრული მცენარის, ცხოველის ან თუნდაც ადამიანის სხეულის სრულ განვითარებას, შეუძლებელია, არ დავინახოთ ღმერთის შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელება. მაგრამ ეს სრულებითაც არ არის ის, რაც ექვს დღემი მოხდა, როდესაც ყოველივე პირველად გახდა მყოფი. შესაქმის პირველი თავი უნიკალურ და განუმეორებელ ქმნას აღწერს.
რაკი ღმერთის ამჟამინდელ "საქმეებს" მივეჩვიეთ, საეჭვოა, რომ ჩავწვდეთ მის სხვა სახის "საქმეებს", რომელთაც იგი იმ ექვსი დღის განმავლობაში იქმოდა. მაშინ სამყარო, თუმცა კი სრულყოფილი და სავსებით ჩამოყალიბებული გახლდათ, ჯერ კიდევ მაინც "ახალი" იყო. წმ. გრიგოლ ღვთისმტყველი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ როდესაც ღმერთმა ადამის შექმნა ინება მტვერისაგან მიწისა, მაშინ
„სიტყვამ აიღო ახლად შექმნილი მიწის ნაწილი და უკვდავი ხელებით შექმნა ჩემი ხატება" (სიტყვა 7, სულის შესახებ).
ღირსი ეფრემ ასური გვასწავლის:
„როგორც ხეები, ბალახი, ცხოველები, ფრინველები, ადამიანიც ერთდრთულად ხანდაზმულიც იყო და ახალგაზრდაც (ხანდაზმული - ელემენტების შემადგენლობით. ახალგაზრდა - შექმნის დროის მიხედვით), ასევე - მთვარეც - ახალგაზრდა იმიტომ, რომ სულ ახლახანს იყო შექმნილი, ხანდაზმული იმიტომ, რომ სავსე იყო, როგორც მეთხუთმეტე დღეს“ (შესაქმის წიგნის განმარტება, თ. 1, გვ. 224).
ღირსი ეფრემი (შესაქმის წიგნის განმარტება, თ. 1, გვ. 214) და სხვა მამები ხაზგასმით აღნიშნავენ ამ სიახლეს, დარწმუნებულნი იმაში, რომ სამყარო გახაფხულზე შეიქმნა. წმ. ამბროსი ამას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ იუდეველთა ახალი წელი გაზაფხულზე იწყება: „მან შექმნა ცა და მიწა იმ დროს, როდესაც უნდა დაიწყოს დასაბამი სამყაროსი. მამინ იყო კეთილსურნელება გაზაფხულისა; ის ყველაზე მეტად უხდება ყოველივეს. მაშასადამე, წელიწადსაც ასევე აქვს ნიშანი იმ მსოფლიოსი, რომელიც ეს-ესაა იბადება... იმის საჩვენებლად, რომ სამყარო გაზაფხულზე შეიქმნა, წმ. წერილი ამბობს:
თუე ესე თქუენი დასაბამი თუეთა, პირველი იყავნ ესე თქვენდა თუეთა შორის წელიწადისათა (გამოსვლა 12,2). საჭირო იყო, რომ წელიწადის დასაწყისი წარმოშობის დასაწყისი ყოფილიყო: (Six days, 1;13, გგ: 13).
ახლა, შევეხეთ რა ექვსი დღის წმიდა მამათა ფრიად რეალისტურ გაგებას, მოდით, მივმართოთ უფრო რთულ საკითხს - ღმერთის ქმნილებათა გვირგვინის, ადამიანის შექმნას.
წინა - სარჩევი - შემდეგი