მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი 111. ექვსი დღე (შესაქმე, 1, 1-25; 2, 1-3)
დღე მეხუთე (შესაქმე 1. 20-23)


 

1, 20-23. და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშვინველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვანელი ქუეყანასა ზედა სამყააროსაებრ ცასა და იქმნა ეგრეთ და შექმნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთა, რომელნი გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ და აკურთხა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძინდით და განმრავლდით და აღავსენით წყალნი ზღვისანი და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.

შესაქმის მეხუთე დღის კომენტარებში წმ. იოანე ოქროპირი ხაზგასმით აღნიშნავს იმ თანმიმდევრობის სიზუსტეს და მკაცრ წესრიგს, რომლითაც აღიწერება შესაქმე.

„ნეტარი მოსე სულით ღმრთისა შთაგონებული, გულმოდგინებით გვასწავლის, რათა ჩვენ შევძლოთ თითოეული საგნის შექმნის ხერხისა და წესრიგის ნათლად გაგება. ღმერთს რომ არ ეზრუნა ჩვენი ხსნისათვის და არ ეხელმძღვანელა წინასწარმეტყველისთვის, მაშინ საკმარისი იქნებოდა თქმულიყო, რომ ღმერთმა შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა, ცხოველები; დღეების რიგისა და იმის მითითების გარეშე, თუ რა შეიქმნა ადრე და რა - გვიან. (მოსე) ნათლად განასხვავებს შესაქმის თანმიმდევრობასა და დღეების რაოდენობას; ყოველივეს გვასწავლის უღრმესი შემწყნარებლობით; ამ ჭეშმარიტების შეცნობის შემდეგ უკვე აღარ მივენდობით იმათ ცრუსწავლებას, ვინც ყოვლის შესახებ საკუთარი გონების მჭვრეტელობით - საუბრობენ; და შევძლებდით ჩვენი შემქმნელის ენით გამოუთქმელი ძალის მიწვდენას“ (საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ, VII, 4, გვ.53).

ამრიგად, იგი მეხუთე დღის შესახებ წერს:

„როგორც ქუეყნის შექმნისას (მან) მხოლოდ თქვა: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი... და აღმოცენდა ყვავილთა, ბალახთა და თესლთა უამრავი სახეობა; და ეს ყოველივე მოხდა ერთი სიტყვით; ასევე აქაც, თქვა: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშვინველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა... და უეცრად წარმოჩინდა ქვეწარმავალთა და ფრინველთა ისეთი ნაირსახეობა, რომ სიტყვით ამის აღწერა შეუძლებელია (იქვე, გვ. 52).

წმ. ბასილი წერს (ჰომილია VI, თხზულებანი გვ. 284):

„ყველა წყალი ისწრაფოდა შემოქმედის ბრძანების შესრულებისთვის; მოქმედი და მოძრავი სიცოცხლე ქმნილებათა,რომელთა სახეობაც კი უთვალავია ღმერთის დიდმა და გამოუთქმელმა ძალამ უეცრად წარმოშვა, რადგანაც ღმერთის ბრძანებით წყალს სიცოცხლის შობის ძალა მიეცა.

ხოლო წმ. ამბროსი წერს:

„ამ ბრძანებით წყლებმა სასწრაფოდ გამოიყვანეს საკუთარი ნაშიერნი. მდინარეებმა შობადობა დაიწყეს. ტბებმა სიცოცხლის თავისი წილი შემოიტანეს. თვით ზღვამაც დაიწყო ყოველგვარ ქვეწარმავალთა მოშენება... არ ძალგვიძს ყველა იმ სახეობის სახელთა დასახელება (სიმრავლის გამო), რომლებმაც ღვთის ბრძანებით თვალისდახამხამებაში იწყეს ცხოვრება. ერთსა და იმავე წამში იწყო მყოფობა საგნობრივმა ფორმამ და სიცოცხლის პრინციპმა... ვეშაპმაც და ბაყაყმაც ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე შემოქმედი ძალით იწყეს მყოფობა“ (Six days, V: 1,2, გვ. 160-162).

აქაც, როგორც ნებისმიერი ცოცხალის შექმნის დროს, ღმერთი ყოველი სახეობის პირველ არსებას ქმნის:

„ახლა უბრძანა (ღმერთმან) წარმოშობა, როგორც რაღაც ბუნების თესლებს, ყოველი ჯიშის დასაბამს, ხოლო მათ გამრავლებას მემკვიდრეობის უწყვეტელობა წარმართავს, რაჟამს ისინი ზრდასა და გამრავლებას მოითხოვენ“ (წმ.ბასილი, ჰომილია VII: 2, თხზულებანი, გვ. 285).

ამრიგად, მოდით, განვიხილოთ შემდეგი ნათქვამის მნიშვნელობა - ნათესაობრისაებრ მათისა, რომელიც იმ სამი დღის განმავლობაში (როდესაც სიცოცხლე შეიქმნა) ყოველდღე მეორდება. შეუძლებელია, რაიმე ეჭვის არსებობა იმის თაობაზე, რომ წმ. მამები ნათლად და ერთსულოვნად მიიჩნევდნენ ღმერთმა ამ სამი დღის განმავლობაში დღეს ჩვენთვის ცნობილ არსებათა ყველა სახეობა შექმნა. ისინი ხშირად იმეორებენ: ღმერთი ქმნის უშუალოდ და მყისიერად, თვალისდახამხამებაში; სწორედ მის სიტყვას და მხოლოდ მას მოჰყავს ქმნილებანი მყოფობაში; სიცოცხლის წარმოქმნა არ გახლავთ წყლების ან დედამიწის ბუნებრივი თვისება. ამ უკანასკნელი პუნქტის შესახებ წმ. ბასილი, როცა იგი მეხუთე დღის შესახებ საუბრობს, წერს:

„როცა (ღმერთმა) თქვა გამოიღედ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის უნდა გამოიღოს, რაც მასში არის, არამედ იმას, რომ ძალა გამოღებისა მას ბრძანების მიმცემმა მიანიჭა. ამდენად, როცა დედამიწამ მოისმინა: აღმოამორჩედ მწუანვილი თივისაი და ხე ნაყოფიერი, მასში დაფარული ბალახი კი არ აღმოაცენა, ან სადღაც სიღრმეში ჩამალული ფინიკი, მუხა თუ კვიპაროსი კი არ ამოიზარდა ზედაპირზე, არამედ ღმრთის სიტყვით შეიქმნა დაბადებულთა ბუნება. აღმოამორჩედ ქვეყანამან, ანუ აღმოაცენოს არა ის, რაც აქვს, არამედ შეიძინოს ის, რაც არა აქვს მოქმედების ძალა, რომელიც ღმრთისაგან ებოძა“ (ჰომილია VIII, თხზულებანი გვ. 293-294).

წმ. მამათა სწავლება „სახეობათა“ შესახებ სრულიად არაორაზროვანია. მხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის საჭირო ამ „სახეობათა“ საზღვრების მკაფიოდ მოხაზვა. თანამედროვე ტაქსონომიური „სახეობები“ (ტაქსონომია – მეცნიერება კლასიფიკაციის შესახებ.) ზოგჯერ თვითნებურია და ყოველთვის არ შეესაბამება შესაქმის წიგნის „სახეობებს“ (გვარებს), მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მამები ერთ „გვარში“ (სახეობაში) მოდგმის გამრავლების უნარის მქონე არსებებს აერთიანებდნენ“ (ამას ჩვენ ქვემოთ ვნახავთ).

„სახეობის“ განსაზღვრა თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებრიობის სერიოზული განსჯის საგანი გახლდათ. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში სახეობა ზოგადად ასე განისაზღვრებოდა: მცენარეთა ან ცხოველთა ჯგუფი, რომელთაც შეჯვარებისა და სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობის ყოლის უნარი აქვთ. 1942 წელს ბიოლოგმა ერნსტ მაიერმა გაცილებით უფრო ფართო საზღვრების მქონე განსაზღვრება წამოაყენა: სახეობა – ესაა ჯგუფი, რომელიც „რეპროდუქციულად იზოლირებულია“ ასეთივე სხვა ჯგუფებისაგან (ე.ი. ჩვეულებრივ არ შეეჯვარება სხვა ჯგუფს, თუმცა, შესაძლოა, აქვს ამის უნარი). ამ ახალ განსაზღვრებას დღეს მრავალი ბიოლოგი აღიარებს. რადგანაც იგი მეტად არამკაცრია, ამიტომ მისი მეშვეობით გაცილებით იოლია იმის დემონსტრირება, რომ ერთ „სახეობას“ (სინამდვილეში – გამრავლებად პოპულაციას) აქვს სხვა სახეობაში „ევოლუციონირების“ უნარი. ასე, მაგალითად, თეთრი და მურა დათვები თანამედროვე ტაქსონომიით კლასიფიცირდება, როგორც ცალკეული სახეობები, თუმცა მათ შეუძლიათ, ერთმანეთთან შეჯვარება და სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობის გაჩენა. „გვარისა და მსგავსების“ შესახებ წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, როგორც შესაქმეშია ნათქვამი, დათვების ეს ორი „სახეობა“ მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე თავდაპირველი „სახეობის“ ორი სხვადასხვა ნაირსახეობაა. თანამედროვე მეცნიერებაში სახეობის განსაზღვრების ცვლილების შესახებ იხ. Ричард Илтон, «Разрушение мифов дарвинизма», გვ.143-153.

წმ. ბასილი გვასწავლის, რომ წმიდა წერილის „სახეობები“ თავის ბუნებას ჟამთა დასასრულამდე უცვლელად ინარჩუნებენ (ცხადია, მათ გარდა, რომლებიც, შესაძლოა, გადაშენდნენ) (ჰომილია, VI, 2. თხზულებანი, გვ. 254):

„...და მართლაც, ყოველ მცენარეს ან თესლი აქვს, ან სათესლე ძალა. სწორედ ამას ნიშნავს ნათესაობისაებრ, რადგან ლერწმის ყლორტი ხეთისხილს ვერ გამოიღებს; ლერწმისაგან ლერწამი გამთვა და დათესილი თესლიდან მისი მსგავსი აღმოცენდება. რაც კი დედამიწამ თავდაპირველი შობისას აღმოაცენა, დღემდე შემონახულია, რადგან სახეობას მემკვიდრეობის გადაცემით ინახავს“.

და შემდეგ:

"... არსებულთა ბუნება ერთი ბრძანებით, ქმნილებათა შობითა და ხრწნილებით მოდის და მოდგმის გაგრძელებას მსგავსებით იცავს, ვიდრე დასასრულამდე არ მიაღწევს; ცხენის ნაცვლად ცხენს ქმნის, არწივის ნავლად – არწივს და ყოველ ცხოველს არსებობას მემკვიდრეთა მთნაცვლეობის წყალობით უნარჩუნებს, ვიდრე სოფლის დასასრულამდე. ჟამის საკუთარ თვისებებს; ისინი დროს ისე მიჰყვებიან, თითქოს მათი ბუნება ახლახან შეიქმნა“ (ჰომილიები, IX,2. თზხულებანი გვ. 308-309).

ამგვარადვე გვასწავლის წმ. ამბროსი:

„ნაძვის გირჩში ბუნება, როგორც ჩანს, გამოხატავს თავის საკუთარ სახეს; იგი ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულ თვისებას, რომელიც მიიღო ომ ღვთაებრივი და ზეციური ბრძანებიდან, და შთამთომავლთბას თანმიმდევრულად და წესრიგით იმეორებს, ვიდრე ჟამთა დასასრული არ დადგება. (Six days, III:16, გვ. 119-120).

წმ. ამბროსი შემდეგ უფრო გადაჭრით ამბობს:

„ღვთის სიტყვას ყველა ქმნილება სამყაროს შემადგენლობაში შეჰყავს. მაშასადამე, როგორც ღმერთმა განსაზღვრა, ცოცხალ არსებათა ყველა სახეობა მიწისაგან სწრაფად შეიქმნა. დადგენილი კანონის თანახმად, ისინი ყველანი საკუთარი გარეგნული სახისა და ბუნების შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში მისდევენ ერთმანეთს. ლომი შობს ლომს, ვეფხვი - ვეფხვს, ხარი - ხარს, გედი - გედს, ხოლო არწივი - არწივს. ერთხელ ნაბრძანები მთელს სამყაროში ჩვეულებრივი გახდა ყველა დროისთვის. მას შემდეგ მიწას არ შეუწყვეტია თავისი მსახურება. ცოცხალ არსებათა საწყისი სახეობა კვლავ განმეორდება მთმავალში ამ სახეობის მომდევნო თაობის მიერ“ (Six days, VI.3, გვ. 232).

მეცხოველეთა და მემცენარეთა მცდელთბები – სხვადასხვა სახეობების ინდივიდების შეჯვარებით შეექმნათ ახალი სახეობები, ყოველთვის ისეთ შედეგს იძლევა (თუკი შეჯვარება წარმატებულია), რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს წმიდა მამათა სწავლების პრინციპს სახეობათა უცვლელობის შესახებ: ყველა ასეთი „ჰიბრიდი” ყოველგვარი გამონაკლისის გარემე, უნაყოფოა და არ გააჩნია კვლავწარმოების უნარი. წმიდა ამბროსი ასეთ მაგალითებს იმისთვის იყენებს, რათა ადამიანებს აარიდოს ისეთი „არაბუნებრივი კავშირები", რომლებიც ღმერთის მიერ შესაქმის ექვს დღეში დადგენილ კანონებს ეწინააღმდეგება:

„როგორი წმინდა და გაუხუნარი თაობები მოსდევენ ერთმანეთს ურთიერთშერევის გარემე; ასე რომ, ქონდარა შობს ქონდარას (thumalus), ზღვის მგელი - ზღვის მგელს (Зубатка, Sea-wolf), ზღვის მორიელიც (Sea scorpion) ასევე შეურყვნელად ინარჩუნებს თავის საქორწინო სარეცელს... თევზი არ მეუერთდება სხვა უცხო სახეობას. მათ არა აქვთ არაბუნებრივი ნიშნობა, როგორსაც წინასწარგანზრახვით თავს ახვევენ სხვადასხვა სახეობების ცხოველებს, მაგალითად ვირსა და ცხენს, რაც არაბუნებრივი კავშირის მაგალითია. რა თქმა უნდა, ეს სწორედ ის შემთხვევებია, როდესაც ბუნება იტანაჯება არა იმდენად ცხოველებისთვის მიყენებული ზიანის, რამდენადაც, უფრო მათი წაბილწვის გამო. ამაზე პასუხს აგებს ადამიანი, როგორც უნაყოფო ჰიბრიდის შექმნის ხელშემწყობი. იგი არაწმინდასისხლიან ცხოველს უფრთ ღირებულად მიიჩნევს, ვიდრე წმინდასისხლიანს. თქვენ ერთმანეთში ურევთ სხვადასხვა სახეობებსა და სხვადასხვა თესლს” (Six days, V: 9, გვ. 166).

თითთეული „გვარის“ („სახეობის ) „თესლის განსაზღვრულობისა და მთლიანობის დებულება წმიდა წერილისა და წმ. მამათა ნაშრომებისათვის იმდენად დამახასიათებელია, რომ სახარებაში იგი სიკეთისა და ბოროტების, სათნოებისა და ცოდვის განსაზღვრულობის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს იგავის საფუძველიც კი არის. წმ. ამბროსი იყენებს მას (მათე 13, 24-30), როგორც თითთეული „გვარის („სახეობის) თესლის მთლიანობის მაგალითს:

„არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ღვთის მცნება, რომელსაც ბუნება მიეჩვია, შეიძლება ფუჭი გამოდგეს მომავალში გამრავლების შეწყვეტის გამო, რამეთუ ამჟამად ჯიშის მთლიანობა კვლავინდებურად შენარჩუნებულია თესლებში. ჩვენ ვიცით, რომ ჭიოტას და სხვა უცხო თესლებს, რომლებიც ხშირად მიმოიფანტება მიწის ნაყოფთა შორის, სახარებაში „ღვარძლი“ ეწოდება. თუმცა ის განსაკუთრებულ სახეობას მიეკუთვნება და არ წარმოადგენს ხორბლისეულ მცენარეთა თესლის მუტაციის პროცესით მიღებულ დეგენერაციის შედეგს. უფალმა გვამცნო ჩვენ ეს, როდესაც თქვა:

ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაი კავსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თვისსა და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მივიდა მტერი მისი და დასთესა ღვარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა (მათე 13, 24-25).

აქედან ჩვენ ვასკვნით, რომ ღვარძლი და ხორბალი უეჭველად განცალკევებულად არის წარმოდგენილი, როგორც დასახელებით, ისე სახეობის მიხედვით. მსახურებმაც ჰკითხეს სახლის უფალს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაი აღმოსცენდა ღუარძლი? (მათე 13, 27). მან უპასუხა: მტერმნ კაცმან ყო იგი (მათე 13, 28). ერთია ეშმაკის თესლი, მეორე – ქრისტესი, რთმელიც დათესილია სამართლიანთბის მიხედვით. მაშასადამე, ძემ კაცისამ დასთესა ერთი, ხოლო ეშმაკმა – მეორე. ამ მიზეზით მათი ბუნება განცალკევებულია, რამეთუ მთესველებია განცალკევებული. ქრისტე თესავს უფლის სასუფეველს, ხოლო ეშმაკი - ცოდვას. მაშ, როგორ შეიძლება, რომ სასუფეველი და ცოდვა ერთი და იმავე გვარის იყოს? უფალი ბრძანებს: მსგავს არს სასუფეველი ცათაი მარცუალისა მდოგვისასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თვისსს მტილსა (მათე 13, 31)(Six days, III.10, გვ. 99-100).

როგორც სახეობათა გამიჯვნა ეხება სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნას, ზუსტად ასევე სახეობათა შერევა ეხება ზნეობრივ რელიატივიზმს. რა თქმა უნდა, კარგად არის ცნობილი, თუ როგორ იყენებენ საყოველთათ ევოლუციის კოსმოლოგიურ თეორიას ისინი, ვისაც სწამს სიკეთისა და ბოროტების, სათნთებისა და მანკიერების ფარდობითობა, რათა დაიცვან საკუთარი რწმენა, თითქოსდა „მეცნიერული“ და „ფაქტებზე დამყარებული“. თუკი ადამიანი „ოდესღაც" უმდაბლესი ცხოველი იყო და რაღაც სხვა რამეში „ევოლუციონირდება", მაშინ როგორ შეიძლება, ვაიძულოთ ეს ცვალებადი არსება, დაემორჩილოს მცნებებს, რომლებიც მისი „განვითარების“ მხოლოდ ცალკეული საფეხურისთვის არის მოცემული?“ *

* ევოლუციონისტი ალდოუს ჰაქსლი წერს მემუარებში, თუ როგორ „გაათავისუფლა ივი საყოველთაო ევოლუციის თეორიამ „ძველი მორალის“ ბორკილებისაგან: „მე მსურდა, რომ სამყაროს აზრი არ ჰქონოდა; აქედან გამომდინარე, მე დავუშვი, რომ ეს ასეც არის და სრულებით უშრომლად შევძელი მეპოვა დამაკმაყოფილებელი არგუმენტები ასეთი ვარაუდის სასარგებლოდ.. პირადად ჩემთვის, ისევე, როგორც, უეჭველად, ჩემს თანამედროვეთა უმრავლესობისათვის, უაზრობის ფილოსოფია არსებითად გათავისუფლების იარაღი გახდა. სანატრელი გათავისუფლება ერთდროულად გახლდათ გათავისუფლება გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემებისაგან და გათავისუფლება ზნეობრიობის გარკვეული სისტემიდან. ჩვენ არ გვიყვარდა ზნეობრიობა, იმიტომ, რომ იგი ხელს უშლიდა ჩვენ სექსუალურ თავისუფლებას“ (ალდოუს ჰაქსლი, „გულახდილი ათეისტის აღსარება" (ინგლ) eport, June, 1966, გვ.19).

მარქსისტული ათეიზმი თავიდანვე ევოლუციის თეორიას მიება და დღემდე ქადაგებს მას, როგორც თავისი რელიატივისტური ფილოსოფიის ერთ-ერთ კარდინალურ დოქტრინას.

დებულება „სახეობათა“ ბუნებისა და განსაზღვრულობის მუდმივობის შესახებ წმიდა მამათა მთელ შემოქმედებას გასდევს. მაგალითად, ასეთი წარმოდგენა გამოიყენება ადამიანის სხეულის აღდგომის მოდელად. წმ. ამბროსი ტრაქტატში აღდგომის შესახებ წერს:

„ბუნება ყოველივეში, რასაც იგი წარმოქმნის, საკუთარ თავს შეესაბამება... ერთი სახეობის თესლი ვერ შეიცვლება სხვა სახეობის მცენარედ; ვერც ისეთ ნაყოფს გამოიღებს, რომელიც საკუთარი თესლისაგან განსხვავდება და ვერც ადამიანები წარმოიქმნებოდნენ გველებისგან და ვერც ხორცი - კბილებისგან; ჭეშმარიტად, უფრო მეტად უნდა გვწამდეს, რომ ყოველივე, რაც არ უნდა დაითესოს, კვლავ აღდგება თავისი საკუთარი ბუნებით; რომ მარცვლები არ განსხვავდება საკუთარი თესლისგან; რომ არც რბილი წარმოიქმნება ხეშეშისაგან და არც ხეშეში რბილისგან; არც შმხამი გადაიქმნება სისხლად. არამედ ხორცი ხორცისაგან აღდგება, ძვალი - ძვლისაგან, სისხლი – სისხლისაგან, წვენი სხეულისა - წვენისაგან. მაშ, შეგიძლიათ თქვენ, წარმართებო, ვინც ცვლილებას ამტკიცებთ, უარყოთ ბუნების აღდგომა?“ (on Belief in the Restruction. II. 63,70, გვ. 184-185).

მსგავს შეხედულებებს გადმოსცემს წმიდა გრიგოლ ნოსელი:

„როგორც წმიდა წერილიდან ვსწავლობთ, სამყაროს შექმნის დასაბამიდან პირველად გამოიღო ქუეყანამ მწუანვილი (შესაქმე 1, 12), შემდეგ ყლორტისგან წარმოიქმნა თესლი, რომლისგანაც (მიწაზე დავარდნის შემდეგ) აღმოცენდა თავდაპირველად აღმოცენებულის იგივე სახეობა. ღვთაებრივი მოციქულის თქმით, ასე ხორციელდება აღდგომის დროსაც. განა ჩვენც იმას არ ვსწავლობთ, რომ კაცობრიობა გარდაიქმნება დიდშვენიერებად, და რომ სასოება სხვა არაფერია, თუ არა იგივე, რაც იყო დასაბამად“ (სულისა და აღდგომის შესახებ, გვ. 322-323).

საყოველთაო ევოლუციის თანამედროვე თეორიასთან უცნაური პარალელი შეიძლება დავინახოთ უძველეს წარმართულ სწავლებაში სულების გადასახლების შესახებ. წმიდა მამათა რეაქცია ასეთ წარმოდგენებზე, რომლებსაც ისინი ყველგან და ყოველთვის გმობდნენ, იმას აჩვენებს, თუ როგორ ზრუნავდნენ ისინი იმ დოგმატის შენარჩუნებაზე, რომელიც, ქმნადობის მოწესრიგებულობასა და შექმნილ არსებათა სახეობის განსაზღვრულობას ეხებოდა წმიდა გრიგოლ ნოსელი წერს:

„სულების სხვადასხვა არსებებში გადამსახლებლები, ჩემი აზრით, არსებათა თვისებებს ერთმანეთში ურევენ და ყველა საგანს ერთმანეთში ხლართავენ - უტყვს, მეტყველს, მგრძნობიარეს, გრძნობის არმქონეს, (რაც შესაძლებელია) თუკი ეს საგნები იქნებოდნენ ერთმანეთში უძრაობამდე ჩახლართულნი და განუყოფელნი ყოველგვარი ბუნებრივი შეერთების გარქშე. რამეთუ მტკიცება იმისა, რომ ერთი და იგივე სული ჯერ მეტყველ და გონიერ სხეულმია, შემდეგ კვლავ მიძვრება სოროში ქვეწარმავლებთან, ან ფრინველთა გუნდს უერთდება, ან საკუთარი ზურგით გადააქვს ტვირთი, ან ხორცისმჭამელი ხდება, ან წყალში ცხოვრობს, ან გადადის უგრძნობ მდგომარეობაში, ხდება ფესვგადგმული და მერქნისებრი, ტოტებგაშლილი, სადაც წარმოიქმნება ფერი ან წიწვები, რაიმე საკვები, ან შხამი – სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყოველივე ერთ და იმავედ მივიჩნიოთ და არსებებშიც ვაღიაროთ ერთი და იგივე ბუნება, რომელიც შერეულია რომელიღაც ერთიან და განუყოფელ მთლიანობაში თვით საკუთარ თავთან; ვინაიდან არავითარი თვისება არ განასხვავებს ერთს მეორესგან“ (სულისა და აღდგომის შესახებ, გვ. 283 284).

იმის წარმოდგენა, რომ „ყველა არსებაში ერთი ბუნებაა", რა თქმა უნდა, საყოველთაო ევოლუციის თეორიის გულია. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს ერაზმ დარვინმა (ჩარლზის ბაბუამ) მეცნერელი თეორეტიზირება ამ მხარეს მიმართა. ასეთი წარმოდგენა უაღრესად ეუცხოვება წმ. წერილისა და წმ. მამების სულისკვთებას.



წინა - სარჩევი - შემდეგი