კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება.
4 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ. მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (ხსენება 23 ოქტომბერს), მარკოზ მახარებელი (ხსენება 25 აპრილს), ლუკა მახარებელი (ხსენება 18 ოქტომბერს), კლეოპა, ძმა იოსებ დამწინდველისა და სვიმეონი, ძმა მისი (ხსენება 2 აპრილს), ბარნაბა (ხსენება 11 ივნისს), იოსია, ანუ იოსები, ბარსაბად, ანუ იუსტად წოდებული (ხსენება 30 ოქტომბერს), თადეოზი (ხსენება 21 აგვისტოს), ანანია (ხსენება 1 ოქტომბერს), მთავარდიაკონი სტეფანე (ხსენება 27 დეკემბერს), ფილიპე 7 დიაკონთაგან (ხსენება 11 ოქტომბერს), პროხორე 7 დიაკონთაგან (ხსენება 28 დეკემბერს), ტიმონი 7 დიაკონთაგან (ხსენება 28 ივლისს და (ხსენება 30 დეკემბერს), პარმენი 7 დიაკონთაგან (ხსენება 28 ივნისს), ტიმოთე (ხსენება 22 იანვარს), ტიტე (ხსენება 25 აგვისტოს), ფილიმონი (ხსენება 22 ნოემბერს და (ხსენება 19 თებერვალს), ონისიმე (ხსენება 15 თებერვალს), ეპაფრა და არქიპო (ხსენება 22 ნოემბერს და (ხსენება 19 თებერვალს), სილა, სილუანი, კრისკენტი, ანუ ქრისკი (ხსენება 30 ივლისს), კრისპი და ეპენტი (ხსენება 30 ივლისი), ანდრონიკე (ხსენება 17 მაისს და (ხსენება 30 ივნისს), სტაქოსი, ამპლი, ურვანოსი, ნარკოსი, აპელიუსი (ხსენება 31 ოქტომბერს), არისტობულე (ხსენება 31 ოქტომბერს და (ხსენება 16 მარტს), იროდიონი, ანუ როდიონი (ხსენება 8 აპრილს და (ხსენება 10 ნოემბერს), აგავი, რუფი, ასინკრიტე, ფლელიანტე (ხსენება 8 აპრილს), ერმი (ხსენება 5 ნოემბერს და (ხსენება 31 მაისს), პატროვი (ხსენება 5 ნოემბერს), ერმი (ხსენება 8 აპრილს), ლინი, გაიოზი, ფილოლოგი (ხსენება 5 ნოემბერს), ლუკა (ხსენება 10 სექტემბერს), იასონი (ხსენება 28 აპრილს), სოსიპატრე (ხსენება 28 აპრილს და (ხსენება 10 ნოემბერს), იოიმპი, ანუ ოლიმპანი (ხსენება 10 ნოემბერს), ტერტიუსი (ხსენება 30 ოქტომბერს, და (ხსენება 10 ნოემბერს), ერასტი, კუარტი (ხსენება 10 ნოემბერს), ევოდი (ხსენება 7 სექტემბერს და (ხსენება 8 დეკემბერს), ონისიფორე (ხსენება 7 სექტემბერს და (ხსენება 8 დეკემბერს), კლიმენტი (ხსენება 25 ნოემბერს), სოსთენი (ხსენება 8 დეკემბერს), აპოლო (ხსენება 10 სექტემბერს და (ხსენება 8 დეკემბერს), ტვიქიკე, ეპაფროდიტე (ხსენება 8 დეკემბერს), კარპოსი (ხსენება 26 მაისს), კოდრატე (ხსენება 21 სექტემბერს), მარკოზი, იგივე იოანე, ზინა (ხსენება 27 სექტემბერს), არისტარქოსი (ხსენება 15 აპრილს და (ხსენება 27 სექტემრერს), პუდი, ტროფიმე (ხსენება 15 აპრილს), მარკოზი, ბარნაბას ძმისწული არტემი (ხსენება 30 ოქტომბერს), აკვილა (ხსენება 14 ივლისს), ფორტუნატიანი და აქაიკი (ხსენება 4 იანვარს).
70 მოციქულს მიათვლიან აგრეთვე კეფას, რომელსაც უფალი გამოეცხადა აღდგომის შემდეგ (1 კორ. 15, 5-6) და სვიმეონს, ნიგერად წოდებულს (საქმე 13,1), რადგან მათაც დიდად გაითქვეს სახელი თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.