მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

3. იმის შესახებ, რომ ძღვენი ღმერთს შეეთავაზება როგორც ადამიანური სიცოცხლის საწყისი

 

რა სახისაა ძღვენი?

ძველები მიართმევდნენ ნაყოფის, ფარის, ნახირის ან სხვა არსებების საწყისებს (II რჯ. 18:4), ხოლო ჩვენ, რომელიც ჩვენს სხეულში სიცოცხლეს ინარჩუნებს, ღმერთს ვუძღვნით ამ ძღვენს, როგორც ჩვენი ცხოვრების საწყისს, რადგან ის ადამიანურ საზრდელს წარმოადგენს. უფრო მეტიც, საზრდელით სიცოცხლე არა მარტო ნარჩუნდება, არამედ საზრდელი სიცოცხლის ნიშანია. ჩვენ მასთან ერთად ვჭამეთ და ვსვით აღდგომის შემდეგ (საქ. მოც. 10:41), - ამბობდნენ ქრისტეზე მოციქულები, რითაც სურდათ ეჩვენებინათ, რომ იგი ცოცხალი ნახეს. ასევე უფალმა, როდესაც ერთი მკვდარი აღადგინა, უბრძანა მისთვის საზრდელის მიცემა, რათა ამით ყველა დაერწმუნებინა, რომ იგი ცოცხალია (ლუკ. 8:55). ვინც საკვების მიღებას იწყებს, მასზე უმცირესი შეუსაბამობის გარეშე შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი სიცოცხლეს იწყებს.

მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც ძველები ღმერთს მიართმევდნენ, ასევე შესაძლებელია ადამიანის საზრდელად გამოდგეს? ეს იყო ნაყოფი, რომელიც მიწათმოქმედებს მოჰყავდათ და საჭმელად ვარგისი ცხოველები. მაშინ რაღა? ყველაფერი ეს ადამიანური სიცოცხლის საწყისს ემსახურებოდა?

არა. აღნიშნულ საგანთაგან არც ერთი არ არის საკუთრივ ადამიანის საზრდელი; ისინი სხვა ცხოველთა საზრდოც არის: ზოგი - ფრინველთა და მძოვართათვის, სხვანი - მტაცებელთათვის. ადამიანის საზრდელს მხოლოდ ადამიანის ნიშანდობლივ საკუთრებას ვუწოდებთ. თანაც საკვებად პურისა და საზრდელად ღვინის დამზადების საჭიროება მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი.

ამიტომაც მიერთმევა წმიდა ძღვენი ამ სახით.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი