პირველშეწირულის ლიტურგია მოციქულთა დროიდანაა შემოღებული და კარგად იყო ცნობილი ქრისტიანულ აღმოსავლეთში (მაგალითად: ალექსანდრიისა თუ კონსტანტინეპოლის ეკლესიებში). ზოგიერთ მკვლევართა მოსაზრებით, აღნი შნული მსახურება იაკობ მოციქულმა და მარკოზ მახარებელმა შეადგინეს, ხოლო მის რედაქტირებას კი წმ. ბასილი დიდს მიაწერენ. რაც შეეხება ქრისტიანულ დასავლეთს, პირველშეწირულის ლიტურგიის გადმოღებას აღმოსავლეთის ეკლესიიდან, რომის პაპის წმ. გრიგოლ დიალოღონის (540 - 604 ხსენება ძვ. სტ. 12. 03) სახელს უკავშირებენ.
წმ. გრიგოლ დიალოღონის კალამს ეკუთვნის საუბრები, ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულებზე, რის გამოც მას "დიალოღონი" ( (Двоеслов) უწოდეს.
პირველშეწირულის ლიტურგიის ძირითადი განმასხვავებელი წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ბასილი დიდის ლიტურგიებისაგან (რომლებიც სრულ ლიტურგიებად იწოდებიან) არის ის, რომ მასზე არ აღესრულება:
- პროსკომიდია (კვეთა);
- ევქარისტიული კანონი (ანაფორა) - წმიდა ძღვენის კურთხევა და მისი ზოგიერთი წინმსწრები ლოცვა, მაგ: მრწამსი და სხვა;
- მიცვალებულთა კვერექსი, ამბიონზე ბარძიმში მოხსენიება და სხვა..
პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება დიდი მარხვის ოთხშაბათ-პარასკევს, V შვიდეულის ხუთშაბათს (ამ დღეს ცისკარზე იკითხება ანდრია კრეტელის კანონი) , ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და 24/II, 9/III და ტაძრის წმიდის დღესასწაულზე (თუ ეს დღესასწაულები არ დაემთხვევა შაბათ-კვირას).
ამასთან, იგი სრულდება დღის მეორე ნახევარში მწუხრთან ერთად.
პირველშეწირულის ლიტურგიაზე მორწმუნეებს ზიარებისათვის მიეცემათ წმიდა ნაწილები პირველშეწირული წმიდა ძღვენიდან, რომლის კურთხევაც უკვე აღესრულა