|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეცხრე
1. 11. ბ. საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა კჳრილჱ მთავარეპისკოპოსისაჲ იერუსალჱმელისაჲ, მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა 2. „იხარებდ, იერუსალჱმ, და შემოკერბით ყოველნი მოყუარენი“ იესუჲსნი, რამეთუ აღდგომილ არს მკუდრეთით. 3. „გიხაროდენ ყოველთა, რომელნი-ეგე პირველ იგლოვდით“, რომელთა ჰურიათა იგი კადრებაჲ და უშჯულოებაჲ გესმოდა. 4. რამეთუ იგინა მათგან, კუალად აღდგა აქა და ვითარცა-იგი ჯუარცუმისა მისთჳს იყო, ეგრეცა აღდგომისა ხარებაჲ ახარებდინ კრებულსა ამას: გარდაიქეცინ გლოვაჲ იგი სიხარულად და მწუხარებაჲ – მხიარულებად. 5. და აღივსენინ პირი ჩუენი სიხარულითა და მხიარულებითა მისთჳს, რომელმან-იგი თქუა შემდგომად აღდგომისა: „გიხაროდენ“, რამეთუ ვიცი ქრისტესმოყუარეთაჲ მათ პირველ დღეთა ამათ მწუხარებაჲ, 6. რამეთუ სიტყუაჲ იგი შესხმისაჲ სიკუდილისათჳს იყო და საფლავისა, ხოლო აღდგომაჲ არღა ხარებულ იყო და მოელოდა გონებაჲ მათი სმენად სასურველსა მას. 7. ხოლო აწ აღდგომილ არს მკუდრეთით მკუდარი იგი და „მკუდართა თანა თავისუფალი“ და მკუდართა განმათავისუფლებელი, რომელმან-იგი შეურაცხებით, მოთმინებით გჳრგჳნი ეკლისაჲ თავს-იდვა, ესე აღდგა და სიკუდილისა ძლევისა შარავანდნი შეიბნა. 8. და ვითარცა-იგი ჯუარისა მისისათჳს წამებასა მას შორის მოვიღებდით, ეგრეცა აწ ისმინე აღდგომისათჳს და წამებანი იგი სარწმუნო-ვყვნეთ. 9. რამეთუ ამან საკითხავმან მოციქულთამან თქუა, რამეთუ: „აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს“. 10. და რამეთუ აწ მოციქულმან მან მოწამებისამან გზასა მოგუასწავა, უმჯობეს არს ჩუენდა გულისხმის-ყოფაჲ ჩუენისა ცხოვრებისა სასოებისათჳს და პირველად, 11. რაჲთა ვისწავოთ, უკუეთუ საღმრთონი წიგნნი გჳთხრობენ ჩუენ ჟამსა მას აღდგომისა მისისა: ზაფხულის ანუ ხილის მოკლებასა იყო ანუ ზამთრის, ანუ ზამთრისა შემდგომად? 12. ანუ რომლით ადგილით მაცხოვარი აღდგა? 13. ანუ რომლისა სახელი აღდგომისაჲ განკჳრვებულთა მათ მიერ წინაწარმეტყუელთა სახელდებულ არს? 14. დედანი იგი, რომელნი ეძიებდეს და არა პოვეს და უხაროდა, რაჲთა, რაჟამს სახარებანი აღმოიკითხვებოდიან, არა ნაცილ და ზღაპარ საგონებელ იყვნედ წმიდათა სახარებათა თხრობანი. 15. რამეთუ დაეფლა მაცხოვარი, გასმიეს განცხადებულად პირველსა მას თქუმულსა, რამეთუ ესაია იტყჳს: „და იყოს მშჳდობით საფლავი მისი“, რამეთუ მშჳდობა-ყო ცასა და ქუეყანასა და ცოდვილნი წარუდგინნა და დააგნა ღმერთსა. 16. პირისაგან სიცრუვისა აღებულ არს სამართალი. 17. „და იყოს მშჳდობით საფლავი მისი“, და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ. 18. და მერმე წინაწარმეტყუელებს იაკობ და იტყჳს წიგნსა შინა: „მიწოლით დაიძინა, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინ-მე განაღჳძოს იგი?“ 19. და რიცხუთასა შინა ეგრევე მსგავსად იტყჳს: „მიყრდნობით განისუენა, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან“... 20. და ფსალმუნი იტყჳს, ვითარცა-იგი გასმიეს მრავალგზის: „და მიწად სიკუდილისა დამჴადეს მე“. 21. და ადგილიცა იგი გჳსწავიეს, რომელ-იგი თქჳს: „მიხჳდეთ მყარსა მას კლდესა, რომლისაგან გამოეკუეთენით“. 22. შემდგომად შუავა წარმოგჳდგეს ჩუენ წამებანი, იტყჳს მეათერთმეტესა ფსალმუნსა: „ჭირისათჳს გლახაკთაჲსა და სულთქუმისათჳს დავრდომილთაჲსა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი“. 23. არამედ ესეცა სიტყუაჲ ვიეთამე მიმართ ვერ სარწმუნო არს, რამეთუ, ვინ უწყის, აღ-ვინმე-დგეს რისხვისათჳსცა, რაჲთა მიიღოს ძლევაჲ შურისგებისაჲ მტერთა თჳსთაგან. 24. მოვედ მერმე მეათხუმეტესა ფსალმუნსა, რომელი იტყჳს ცხადად: „მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ“. 25. და მისა შემდგომად იტყჳს: „არა შევკრიბო კრებული მათი მოსისხლეთაგან და არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა“ ამისთჳს, რამეთუ მე დამიტევეს და მეუფედ თავისა მათისა ირჩიეს კეისარი. 26. და შემდგომად იტყჳს: „წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა“ 27. და კუალად თქუა: „ღამჱდმდჱ უმეტეს განმწავლეს თირკუმელთა ჩემთა“ და მერმე უგანცხადებულესადრე: „რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა ჩემსა ხილვად განსაჴრწნელი“. 28. არა ვსცე სიკუდილი, რამეთუ მოსიკუდიდ იყო, არამედ განსაჴრწნელი არა იხილო, ხოლო სიკუდილსა შინა არა დაშთჱ და მაუწყენ გზანი ცხოვრებისანი. 29. აჰა ესერა, განცხადებულად სიკუდილისა შემდგომად ცხოვრებაჲ იქადაგების: „უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთი სული ჩემი“. 30. მუნ იტყჳს: არა დაუტეო; წინაწარმეტყუელებს და აქა იტყჳს, რომელი-იგი ყოფილ არს, ვითარცა ყოფადსა, რამეთუ თქჳს: „აღმომიყვანე და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა“. 31. აწ რომელსა-მე ჟამსა ყოფად არს საქმჱ ესე? 32. – „მწუხრი განისუენოს ტირილმან და ცისკრისა იყოს სიხარული“. 33. მწუხრი იყო მოწაფეთა გლოვაჲ და განთიად – აღდგომისაჲ იგი სიხარული. 34. და უკუეთუ გნებავს ადგილისაცა მის უწყებაჲ, იტყჳს ქებასა ქებათასა: „მტილად ნიგოზთასა შევედ“, რამეთუ „მტილი იყო, სადა-იგი ჯუარს-აცუეს“. 35. დაღათუ აწ უმეტეს სამეუფოჲთა ნიჭითა აღშენებულ, არამედ პირველად მტილი იყო და სახე ამისი ჰგიეს და ნეშტი ჩას. 36. „მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული“. 37. ჰურიათაგან დაჴსვასა მას იტყჳს, ვითარმედ: „მოვიჴსენეთ, მაცთურმან მან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგეო“. 38. „აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი“. 39. და ეტყჳს: „დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასითურთ“, რომელთა მიმართ იტყჳს. 40. და განსუენებად იკითხავ: ხოლო ვინ არს „წყაროჲ დაბეჭდული“, ანუ ვინ ითარგმანების წყაროდ ჯურღმულისა... 41. არს, რამეთუ: „შენგან არს წყაროჲ ცხოვრებისაჲ“. 42. არამედ ისმინე, რასა-იგი იტყჳს სოფრონია მოწაფეთა პირისაგან ქრისტესისა: „განემზადე, აღიმსთუე, რამეთუ განირყუნა ყოველი საყურძენი მათი“ – ჩას, რამეთუ ჰურიათაჲ, რომელთა თანა არა დაშთა ტევანი ერთიცა ცხოვრებისაჲ, არამედ არცაღა რქაჲ, რამეთუ მოიკაფოს ვენაჴი მათი. 43. აწ ისმინე, ვითარ-იგი ეტყჳს მოწაფეთა: განემზადე, აღიმსთუვე, მსთუად მოელოდე აღდგომასა განემზადე აღიმსთუე. 44. და მერმე იტყჳს: „განირყუენ ყოველი საყურძენი მათი“ და შემდგომად მსგავსად მისავე წერილისა ქუემორე იტყჳს. 45. და მითვე იტყჳს: „დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად“. 46. ჰხედავა, რამეთუ ადგილიცა იგი აღდგომისაჲ წინაწარ იხილა წინაწარმეტყუელმან, რომელსა საწამებელად ჰრქჳან. 47. რომლისამე სიტყჳსა არა მსგავსად სხუათა ეკლესიათა სახელი წოდებულ ...ლად წინაწარმეტყუელისა მისგან, რომელ-იგი თქუა: დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად, ესე იგი არს მარტჳრიონი ეკლესიაჲ. 48. და ვინ არს ესე, ანუ რაჲ არს ესე სასწაული აღდგომისაჲ მკუდრეთით? 49. არამედ განცხადებულად მუნვე შემდგომად საწინაწარმეტყუელოჲ წიგნი იტყჳს: ვითარცა „მაშინ მივაქცინე ერთა მიმართ ენანი“. 50. რამეთუ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარავლინებდა მოციქულთა სული წმიდაჲ. 51. „მოეცა მადლი ენათაჲ, რაჲთა ჰმონებდენ უფალსა უღელსა ქუეშე ერთსა“. 52. და სხუაჲცა შეტყუებაჲ მასვე წინაწარმეტყუელსა წერილ არს: „მონებად უფლისა უღელსა ქუეშე ერთსა წიაღ მდინარეთა გამომართუან მე ძღუენი“. 53. იცი სამე წერილი იგი საქმესა მოციქულთასა, რომელ „მოვიდა ჰინდოჲ ერთი საჭურისი წიაღ მდინარეთა მათგან...“ 54. აღდგომისა სასწაულსა გჳთხრობენ წიგნნი, ამიერითგან მორწმუნე იქმენ აღდგომისათჳს და ნუვინ შეგძრავნ შენ აღსარებისაგან ქრისტესისა, რომელი-იგი მკუდრეთით აღდგომილ არს. 55. მიიღე სხუაჲცა წამებაჲ, ვითარ-იგი ფსალმუნსა შინა სულითა წმიდითა ქრისტე იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ თავადი, რომელ-იგი იტყოდა, უკუანაჲსკნელ თჳთ იგი მოვიდა. 56. „უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა“. 57. და მცირედრე შემდგომად იტყჳს: „ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი, მკუდართა თანა თავისუფალ“. 58. არა ესრე თქუა, ვითარმედ: ვიყავ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი. 59. და რამეთუ არა ჯუარს-ეცუა უნებლიად, არამედ ნეფსით, არცა უძლურებით, არამედ ნეფსით იყო სიკუდილი. 60. „შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა“, და რომელი არს სასწაული ამისი? 61. „განმაშურენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი“, რამეთუ ივლტოდეს მოწაფენი, „მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი?“ 62. და ამისა შემდგომად იტყჳს: „მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ და ცისკრისა ლოცვანი ჩემნი მოგეწივნეს შენ“. 63. აწ ჰხედავა, ვითარ-იგი წინაწარმეტყუელნი აუწყებენ ჟამსა მას დღისა ვნებისა და აღდგომისასა და ვინაჲ-იგი აღდგა მაცხოვარი? 64. იტყვს ქებასა ქებათასა: „აღდეგ და მოვედ, მოყუასო ჩემო“. 65. ამისა „შემდგომად იტყჳს: საფარველისაგან კლდისა“ – „საფარველი კლდისაჲ“ თქუა, რომელ-იგი პირველ ცხორებისა მის საფლავისა იყო საფარველ მისვე კლდისაგან, ვითარცა-იგი არს ჩუეულებად ყოფად აქა წინაშე საფლავთა გამოთლილთა. 66. ხოლო აწ არა ჩას… და წინასაფარველი იგი საფლავისაჲ მის აწინდელისა ამის შემკულებისა, რამეთუ პირველ სამეუფოჲსა მის პატივისცემისა და განშუენებისა ამის საფლავისა საფარველი იყო წინაშე კლდესა მას. 67. არამედ სადა-მე იყო კლდე იგი, რომელსა აქუნდა წინაშე საფარველი? 68. შუა-მე ქალაქსა იყო, ანუ ზღუდედ გარე და ზღუდით კერძო? 69. და ვითარ პირველსა მას… შენებულსა წინაშე ზღუდესა, აწ იტყჳს ქებასა შინა ქებათასა: „საფარველსა კლდისასა მახლობელად ზღუდის ზღუდესა“. 70. ანუ რომელსა ჟამსა აღდგეს ქრისტე მაცხოვარი, ზაფხულისა-მე ჟამსა, ანუ სხუასა ჟამსა? 71. მასვე ქებათასა ზემო კერძო წერილ არს და მეყსეულად იტყჳს: ვითარმედ: „ზამთარი წაჴდა, წარვიდა თჳსთაგან, ყუავილი გამოჩნდა, ჟამი სხლვად ვენაჴთა მოიწია“. 72. აწ რაჲსა ყუავილითა სავსე არს ქუეყანაჲ და სხლვენ ვენაჴთა? 73. აწ იხილჱ, ვითარ-იგი განცხადებულად ზამთრისაცა თქუეს წინაწარმეტყუელთა: მირაკნისა ამის თთუესა მოწევნითგან ზაფხული არნ. 74. მერმე, რამეთუ ამას თთუესა ჰჱბრაელებ ნისან სახელ-ედების, რომელ-იგი დღესასწაული ვნებისა მის აღვსებისა სახჱ იყო, ხოლო აწ ჭეშმარიტი არს. 75. ესევე ჟამი არს სოფლის შესაქმისაჲ, რამეთუ მაშინ თქუა ღმერთმან: „გამოიღენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ თესლად-თესლადისაჲ მის“, ვითარცა-ესე, ჰხედავა, რამეთუ ჟამისა ამის თესლი გამოჯეჯლოვის. 76. და ვითარცა-იგი მაშინ შექმნა ღმერთმან მზჱ და მთოვარჱ და დღჱ, განზოგადებულად მიჰმადლა მათ სრბაჲ, ეგრეცა უწინარეს მცირედრე დღეთა ამათ დღჱ განზოგადებისაჲ იყო ჟამი. 77. მაშინ ჰრქუა უფალმან: „ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა“. 78. და და ხატებაჲ იგი მოიღო, ხოლო მსგავსებაჲ ურჩებითა მით დააბნელა. 79. და რომელსა ჟამსა იგი წარწყმიდა, მასვე ჟამსა აღმართებაჲ იქმნა. 80. ოდეს-იგი შეიქმნა კაცი, ურჩ იქმნა და გამოვარდა სამოთხით. 81. მასვე ჟამსა ჰრწმენა ავაზაკსა, მორჩილ ექმნა და შევიდა სამოთხედ. 82. მაშინ შექმნა ცხორებაჲ, ოდესცა ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ზედა და სხვაჲ მოიწია. 83. რამეთუ მტილი იყო ადგილი იგი საფლავისაჲ და ვენაჴი იგი, რომელ დაენერგა, ამისთჳს რამეთუ თქუა: „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი“. 84. ესე ქუეყანასა ზედა დაენერგა, რაჲთა აღიფხურეს წყევაჲ იგი, რომელ ადამისთჳს იყო, ეკლითა და კუროისთავითა დაშჯილი იყო ქუეყანაჲ. 85. აღმოსცენდა ქუეყანით ვენაჴი, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: არამედ „ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა“. 86. და აწ რასა-მე იტყოდის, რომელი-იგი დაფლვად იყო მტილსა მას შინა? 87. „მოვისთულჱ მოლი ჩემი ნელსაცხებლითურთ ჩემით“, და მერმე თქჳს: „მური და ალოჲ ყოველთა თანა სულნელთა“. 88. ხოლო ესე დაფარვისათჳს იტყჳს შებმულად, ვითარცა-იგი სახარებასა იტყჳს: „მოვიდეს საფლავსა მას და მოიღეს, რომელ-იგი დაემზადა საცხებელი.“ და „ნიკოდემოს მოიღო მური და ალოჲ“. 89. და მერმე წერილ არს: „ვჭამე პური ჩემი თაფლსა ჩემსა თანა“. 90. მწარე იგი პირველ ვნებისა ჭამა და ტკბილი იგი – შემდგომად აღდგომისა. 91. და აღრაჲ-დგა, შევიდა კართა ჴშულთა, არამედ მოწაფეთა არა ჰრწმენა. 92. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარსა რასმე ხედვენ. 93. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „ჴელი შემახეთ და მიხილეთ“, „დაასხენ თითნი სახეთა მათ სამშჭუალთასა, ვითარცა-იგი ეძიებდა თომა“, ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ. 94. სიხარულისა მისგან დაკჳრვებულ იყვნეს, ჰრქუა მათ: „გაქუს რაჲ აქა საჭმელი? 95. ხოლო მათ მიუპყრეს თაფლისაგან გოლისა“. 96. აწ იხილე, ვითარ-იგი აღესრულა წერილი, ვითარმედ „ვჭამე პური თაფლსა ჩემსა თანა“. 97. არამედ შესლვადმდჱ კართა ჴშულთა ეძიებდეს მჴნენი იგი დედანი სიძესა მას. 98. და მოვიდეს ნეტარნი იგი საფლავსა, სადა ეძიებდეს ეძიებდეს აღდგომილსა მკუდრეთით. 99. და ცრემლნი მათნი წუთოდეს თუალთა მათთაგან. 100. ჯერ-იყო უფროჲსღა სიხარული და მხიარულებაჲ აღდგომისა მისთჳს მკუდრეთით. 101. მოვიდა მარიამ ძიებად, ვითარცა იტყჳს სახარებაჲ, და არა პოვა. 102. მისსა შემდგომად ესმა ანგელოზისაგან, ვითარმედ: „აღდგა“. და მერმე იხილა უფალი. 103. წერილ არს ესეცა, რამეთუ იტყჳს ქებასა ქებათასა: „საწულით ჩემით გამოვეძიებდ, რომელ-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან“. 104. რომელსა ჟამსა იტყჳს: საწულით ჩემით ღამჱ გამოვეძიებდ, რომელ-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან. 105. და იტყჳს: „მოვიდა მარიამ ვიდრე რიჟრაჟუღა იყო“. 106. „საწოლით ვეძიებდ, ღამჱ ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი“. 107. და სახარებასა იტყჳს მარიამ: „აღიღეს უფალი ჩემი და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. 108. ხოლო ანგელოზნი მუნ იყვნეს, რომელნი მარადის კუალს ადგინებენ უმეცართა, და ეტყოდეს იგინი: „რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?“ 109. არა იგი ხოლო აღდგა, არამედ მკუდარნიცა აღმოიყვანნა და აღმოვიდა. ხოლო მარიამს ვერ ეცნობა. 110. იტყჳს, ვითარცა პირისა მარიამისა, ქებაჲ ქებათაჲ ანგელოზთა მათ მიმართ: „ნუუკუე სადა-მე იხილეთ, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?“ 111. და ვითარცა მცირედრე წარვიდა მათგან, ესე იგი არს ანგელოზთაგან ორთა, ვიდრემდე ვპოვე, რომელ-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან, „შევიპყარ იგი და არა გაუტეო იგი“. 112. რამეთუ შემდგომად ხილვისა მის ანგელოზთაჲსა ანგელოზთა იესუ მოვიდა. 113. იტყჳს სახარებაჲ: „აჰა, იესუ შეემთხჳა და ჰრქუა მათ: გიხაროდენ! 114. ხოლო იგინი მირბიოდეს და შეურდეს ფერჴთა მისთა“. 115. „შევიპყარ იგი და არა გაუტეო იგი“. 116. დაღათუ უძლურ იყვნეს დედანი იგი ჴორცითა, არამედ მჴნე იყვნეს გუნებითა. 117. წყალმან ძლიერმან ვერ დაშრიტის სიყუარული და არცა მდინარეთა წარრღუნიან იგი. 118. მკუდარსა ეძიებდეს და სასოებაჲ იგი აღდგომისაჲ ვერვე დაშრტა. 119. და მერმე ანგელოზი იგი ეტყჳს მათ: ნუ გეშინინ თქუენ! 120. არა თუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერისაგანთა მათგან ნუ გეშინინ, არამედ მათ თქუენგან ეშინოდენ, რაჲთა გამოცდილებითა მით ისწავონ, წამონ და თქუან: „ჭეშმარიტად ესე ძჱ ღმრთისაჲ იყო!“. 121. ხოლო თქუენდა არა ჯერ-არს შიში, „რამეთუ სრულმან სიყუარულმან გარე-წარჰჴადის შიში“. 122. „წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ აღდგა“ და შემდგომითი-შემდგომად, ვითარცა-იგი წერილ არს. 123. ხოლო დედანი წარვიდეს სიხარულით და შიშით. 124. აწ ვიხილოთ ესეცა, თუ წერილ არს? 125. იტყჳს ფსალმუნი, რომელი ქრისტჱს ვნებათა მათ მიუთხრობს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და იხარებდით მისა ძრწულით“. 126. იხარებდით აღდგომისათჳს უფლისა მკუდრეთით: ხოლო ძრწოლაჲ იგი ძლევისა მისთჳს, რომელ-იგი ელვის სახედ გამოჩნდა. 127. დაჰბეჭდეს საფლავსა მას მღდელმოძღუართა მათ და ფარისეველთა პილატეთურთ, ხოლო დედათა მათ იხილეს, რომელ-იგი აღდგა, და ესე იცოდა ესაია მღდელთმოძღუართაჲ მათ უბადრუკებაჲ და დედათა მათ სიტკიცე სარწმუნოებისაჲ 128. და იტყოდა: „დედანი ეგე, რომელნი ხილვით მოხუალთ, მოვედით, რამეთუ არა ერი არს ეგე, რომელსა აქუნ გულისჴმისყოფაჲ“. 129. მღდელთმოძღუარნი უგულისხმო იქმნნეს და დედანი თჳთმხილველ იქმნნეს. 130. რაჟამს მოვიდეს ერისაგანნი იგი მათა ქალაქსა შინა და უთხრეს მათ ესე ყოველი, რაჲცა იქმნა, ჰრქუეს მღდელთმოძღუართა მათ: „ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი მოვდეს ღამე და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა“. 131. კეთილად ვიდრემე იტყჳს ესაია, ვითარცა პირისაგან მათისა, არამედ: „მარქუ ჩუენ და მითხარ ჩუენ სხუაჲ ცთუნებაჲ“. 132. ხოლო აღდგა, რომელ-იგი აღდგომად იყო. 133. და მათ მისცეს ვეცხლი იგი და არწმუნეს ერისაგანთა მათ, ხოლო აწინდელთა მეფეთა ვერ არწმუნონ. 134. მაშინ ერისაგანთა მათ შინა განსცეს ჭეშმარიტებაჲ ვეცხლისათჳს, ხოლო აწინდელთა მეფეთა ღმრთისმსახურებითა ვეცხლმოძერწულად და ოქროკოდილად აღაშენნეს ეკლესიანი ქრისტეს აღდგომისათჳს და ოქროჲსა და ვეცხლისა ჭორჭლითა განაშუენეს. 135. „დაღათუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველგყვნეთ“. 136. მათ სამე არწმუნოთ, ხოლო სოფელსა ვერ არწმუნოთ. 137. რაჲსათჳს, რაჟამს პეტრე გამოვიდა საპყრობილით, საშჯელსა მიეცნეს მცველნი იგი იესუჲსნი? 138. არა მიეცნეს საშჩელსა, არამედ იგინი არა ისაჯნეს ჰეროდეს მიერ, ხოლო სიტყჳსგებაჲ ვერ პოვეს უმეცრებით, ხოლო ამათ ჭეშმარიტად, რომელი იხილეს, თქუეს და ესე დამალეს მის ვეცხლისათჳს და მღვდელთმოძღუართა მათგან განერნეს საშჩელსა. 139. არამედ ჰურიათა ნათესავსა შორის მაშინ სიტყუანი იგი ურწმუნო იქმნეს, ხოლო ყოველსა სოფელსა ჰრწმენა. 140. და რომელთა დამალეს ჭეშმარიტებაჲ, იგინი დაეფარნეს. 141. და რომელთა გამოაცხადეს, გამოჩნდეს ძალითა მაცხოვრისაჲთა. 142. რამეთუ არა ხოლო იგი აღდგა, არამედ მის თანა მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, ვითარცა წინაწარმეტყუელი ოსჱ იტყჳს: „განმაცხოველნეს ჩუენ ორისა დღისა შემდგომად, მესამე დღესა აღვდგეთ და ვცხონდეთ წინაშე მისსა“. 143. ხოლო არავე არწმუნებენ წიგნი ურჩთა ჰურიათა, რამეთუ დაივიწყნეს ყოველნი წერილნი და აცილობენ აღდგომასა მაცხოვრისასა, 144. კეთილ არს მათა ესრეთ სიტყჳსა მიგებაჲ: რომლისათჳს ბრალისა ელიაჲსსა და ელისესსა მკჳდრისა აღდგინებასა იტყჳთ და მაცხოვრისა ჩუენისასა აცილობენ აღდგომასა? 145. რამეთუ აწ არავინ არს მაშინდელთა მათგანი მოწამე ცოცხალ, რომელსა-ეგე იტყჳთ, თქუენცა უკუე წარმოადგინენით მოწამენი მაშინდელთა მათთჳს საქმეთა. 146. უკუეთუ იგი წერილ არს, ესეცა წერილვე არს. 147. რაჲსათჳს რომელსა-მე შეიწყნარებთ და რომელთა-მე განაგდებთ? 148. ებრაელთა დაწერილი იგი და მოციქულნიცა ყოველნი ებრაელნი იყვნეს. 149. აწ რაჲსათჳს ებრაელთაჲ მათ არა გრწამს? 150. მათე, რომელმან დაწერა სახარებაჲ, ებრაელებრითა ენითა დაწერა იგი. 151. და პავლე ქადაგი „ებრაელი იყო ებრაელთაგან“. 152. და მერმე კუალად აქა იჱრუსალემს ათხუთმეტნი ეპისკოპოსნი შემდგომითი-შემდგომად ებრაელნი დადგეს. 153. აწ რომლისა ბრალისათჳს თქუენსა მას შეიწყნარებთ და ჩუენსა მას განაგდებთ? 154. და ესე თქუენგანთა მიერ ებრაელთა დაწერილ არს. 155. არამედ თქუეს ვინმე, ვითარმედ: ესე შესაძლებელ არს რწმუნებად მკუდართა? 156. რამეთუ აღადგინა ელისჱ მკუდარი ორგზის – ცოცხალმან და მკუდარმან, და გურწამს ჩუენ, რამეთუ ელისეს მკუდარსა ზედა მკუდარი სხუაჲ მიაგდეს, და შეეხო მას და აღდგა, ქრისტე მკუდრეთით ვერ-მე-მცა აღდგაა? 157. არამედ „მუნ ელისე მკუდარი შეეხო და აღდგა, და იგი აღმადგინებელი ეგრე მკუდარი ეგო“? 158. ხოლო აქა იესუ მკუდრეთით აღდგა და სხუანი მრავალნი მკუდარნი, რომელნი არა შეეხნეს მას, აღადგინნა, რამეთუ მრავალნი გუამნი შესუენებულთანი „აღდგეს საფლავთაგან შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა – ჩას, რამეთუ იერუსალჱმდ – და ეჩუენნეს მრავალთა“. 159. აღადგინა ელისჱ მკუდარი, არამედ სოფელი ვერ დაიპყრა. 160. აღადგინა ელიაცა მკუდარი, არამედ არა სახელითა ელიაჲსითა ეშმაკნი იდევნებიან. 161. არა თუ ძჳრსა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთათჳს, არამედ უფალსა მათსა... 162. ძაგებთ და ჩუენსა მას განვაკეთებთ, რამეთუ იგიცა ჩუენივე არს, არამედ მათითა მით ჩუენსა მას სარწმუნო-ვჰყოფთ. 163. მერმჱ კუალად იტყჳან, ვითარმედ: ახლად მომკუდარი იგი მაშინ ცხოველისა მისგან აღდგა. 164. აწ მიჩუენეთ ჩუენ, ვითარმედ შესაძლებელ არს მკუდრისაჲ მის მესამესა დღესა აღდგომაჲ? 165. ხოლო ვეძიებთ ესევითართათჳს, წამებასა. 166. და მეწამების ჩუენ ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ სახარებასა შინა და იტყჳს: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღჱ და სამ ღამჱ, ეგრჱ იყო ძჱ კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღჱ და სამ ღამჱ“. 167. გამორაჲ-ვიწულილოთ თქუენ იონაჲსთჳს მითხრობად, ფრიად მსგავს არს საქმეთა მათთაგან: იესუ მოივლინა მამისაგან სინანულისა ქადაგებად და იონაცა მიივლინა ქადაგებად სინანულისა ნინევედ. 168. არამედ იონა ივლტოდა და არა უწყოდა, რაჲ ყოფად იყო, ხოლო იესუ ნეფსით მოვიდა და მოსცა სინანული იგი ცხორებისაჲ. 169. „იონას ეძინა ნავსა მას შინა და ხურინვიდა“, და ზღუაჲ იგი განრისხებოდა. 170. და იესუსცა ეძინა ნავსა შინა და ზღუაჲ იგი იძრვოდა, რაჲთა საცნაურ იყოს მისსა შემდგომად ძალი მისი მძინარისაჲ. 171. მას ეტყოდეს: „რაჲსა ხჳრინავ? აღდეგ და ევედრებოდე ღმერთსა შენსა, გინა ხოლო განმარინნეს ჩუენ“. 172. ხოლო აქა ეტყჳან იესჲს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ! 173. მას ჰრქუეს: ხადოდე უფალსა ღმერთსა შენსა. 174. ხოლო აქა იტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ! 175. არამედ იონა იტყჳს: „აღმიღეთ და შთამაგდეთ მე ზღუასა ამას და დასცხრეს ზღუაჲ ესე თქუენ ზედა“, ხოლო თავადმან თჳთ „შეჰრისხნა ქართა მათ ზღუასა და იქმნა დაყუდება დიდ“. 176. იგი შევიდა მუცელსა ვეშაპისასა, ხოლო ესე ნეფსით შევიდა საცნაურსა ვეშაპსა – სიკუდილისა მუცელსა. 177. ნეფსით შევიდა, რაჲთა წარმოსთხინეს სიკუდილმან, რომელნი შთაენთქნეს, ვითარცა წერილ არს: „ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა და სიკუდილისათა ვიჴსნით“. 178. და აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ და ვიხილოთ, რომელი არს უძნელეს: კაცისა დაფლოლისაჲ ქუეყანით აღდგომაჲ, ანუ კაცისაჲ მუცელსა ვეშაპისასა და ეგოდენსა მას მჴურვალებასა მჴეცისასა შესლვაჲ და არა დალპოლვაჲ? 179. ვინ-მე არა იცის კაცთაგანმან, რამეთუ ესოდენ არს მჴურვალებაჲ მუცლისა, ვითარმედ ძუალნიცა შთანთქმულნი და-ვე-დნეს? 180. ვითარ უკუე იონა სამ დღე იყო მუცელსა ვეშაპისასა და არა დალპა? 181. ანუ ვითარ რომელი-იგი ბუნებისა მის ყოველთაგანისაჲ იყო, რომელნი თჳნიერ ამისა ერისა ვერ შემძლებელ ვართ ცხოვრებად, და იგი თჳნიერ აერისა ამის სულუკუუღებელად ცხონდა? 182. არამედ სიტყუას-მიგებენ ჰურიანი და იტყჳან, ვითარმედ: თანა-შთაჰყვა იონას ძალი ღმრთისაჲ. 183. და აწ მონასა თჳსსა შთააყვანებს ძალსა და მოსცემს ცხორებასა უფალი, და იგი თჳთ თავადი თავსა თჳსა ვერ-მე შემძლებელ არსა მასვე მოცემად? 184. უკუეთუ იგი სარწმუნო არს, ესეცა სარწმუნო არს და თუ ესე არა სარწმუნო არს, იგიცა არავე სარწმუნო არს. 185. ხოლო ჩემდა ორივე ესე სარწმუნო არს: მრწამს, რამეთუ იონაცა დაიცვა, რამეთუ „ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისაგან“. 186. და ესეცა მრწამს, რამეთუ ქრისტჱ მკუდრეთით აღდგა. 187. რამეთუ მრავალი წამებაჲ მაქუს ამისთჳს საღმრთოთაგან წიგნთა ვიდრე დღენდელად დღემდე საქმეთა მათთაგან მის მკუდრეთით აღდგომისათა, რომელი-იგი მარტოჲ შთაჴდა ჯოჯოხეთა და მრავალთა თანა აღმოვიდა. 188. „რამეთუ შთავიდა სიკუდიდ და მრავალნი წმიდათა შესუენებულთანი თანა-აღადგინა“. 189. განჰკრთა სიკუდილი, რაჟამს იხილა ახალი ვინმე და უცხოჲ შთამავალი ჯოჯოხეთა, და საკრველთა მით თჳსითა ვერ დააყენე. 190. რაჲსათჳს, ჵ მეკარენო ჯოჯოხეთისანო, ესე იხილეთ, შესძრწუნდით? 191. ვინ არს ეგე, რომელმან შეგიპყრნა თქუენ უჩუეველმან შიშ ? 192. შეძრწუნდა სიკუდილი და სივლტოლასა შიში იგი ამხილებდა. 193. მორბიოდეს მისა წმიდანი წინაწარმეტყუელნი და მოსე ჰშჯულისმდებელი, აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, დავით და სამოელ, ესაჲა და იოვანე ნათლისმცემელი, რომელი იტყოდა და წამებდა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდეთ“? 194. იჴსენებოდეს ყოველნი მართალნი, რომელნი შთაენთქმნეს სიკუდილსა, რამეთუ შეჰგვანდა ქადაგებულსა მას მეუფესა ჴსნაჲ კეთილთა მათ ქადაგთაჲ. 195. და მაშინ თითოეულად წმიდანი იგი იტყოდეს: „სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? 196. სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო?“ 197. რამეთუ მიჴსნნა ჩუენ ძლევისმყოფელმან. 198. ამასვე სახესა მჴსნელისა ჩუენისასა აღასრულებდა იონა წინაწარმეტყუელი მუცელსა შინა ვეშაპისასა: „ღაღად-ვყავ უფლისა მიმართ ჭირსა ჩემსა“. 199. და ამისა შემდგომად იტყჳს: და მუცლისაგან ჯოჯოხეთისა გესმა ჴმაჲ ჩემი – და იყო იგი მუცელსა ვეშაპისასა. 200. დაღათუ მუცელსა ვეშაპისასა იყო, ჯოჯოხეთსავე შინა იტყჳს თავსა თჳსსა, რამეთუ სახე იყო ქრისტესი, რომელსა-იგი ეგულებუდა შთასლვად ჯოჯოხეთა. 201. და მცირედრე შემდგომად იტყუს და უბრწყინვალესად წინაჲსწარმეტყუელებს: „შთაჴდა თავი ჩემი ნაპრალსა მთათასა“. 202. და აწ მუცელსა რაჲ-მე ვეშაპისასა ხარ? 203. რომელნი მთანი არიან გარემოჲს შენსა? 204. და იტყჳს: რამეთუ სახე მაქუს მე, რომელ-იგი გამოკუეთილსა მას კლდისაგან საფლავსა დადებულ არს. 205. ზღუასა შინა იყო იონა და იტყჳს: „შთავჴედი მე ქუეყანად“, რამეთუ სახე აქუნდა ქრისტჱსი, რომელ-იგი შთაჴდა გულსა ქუეყანისასა. 206. და წინაწარმეტყუელნი ხედვიდა ჰურიათასა მას, რომელთა დააჯერეს ერისაგანთა მათ ტყუვილი და ეტყოდეს: „ესრეთ თქუთ, ვითარმედ წარიპარეს იგი“. 207. მცველთა მათ, ამაოთა და ცრუთა, წყალობაჲ მათი დაუტევეს, რამეთუ მოვიდა მწყალობელი იგი მათი, ჯუარს-ეცუა და აღდგა და მისცნა სისხლნი თჳსნი პატიოსანი ჰურიათათჳს და წარმართთა. 208. და იგინი იტყოდეს: „ესრეთ თქუთ: წარიპარეს იგი“. 209. მცველნი იგი იტყოდეს ამაოსა და ცრუსა. 210. ხოლო აღდგომისათჳს ესაჲა ესრე იტყჳს: „რომელმან აღმოიყვანა ქუეყანით მწყემსი იგი ცხუვართაჲ“. 211. და ამას თანა შესძინა, ვითარმედ მწყემსი დიდი, რაჲთა არა წინაჲსწარ ყოფილთა მათ მწყემსთა საგონებელ იყოს. 212. და აწ რამეთუ გუქონან წინაწარმეტყუელნი, სარწმუნოებაჲ ჩუენ შორის იყავნ და დაეცნედ, რომელნი-იგი დაეცემიან უმეცრებით, რამეთუ ჰნებავს. 213. ხოლო შენ ზედა სდგა, კლდესა მას სარწმუნოვებისასა, აღდგომისათჳს. 214. ნუკუე მწვალებელმან ვინ-მე გაცთუნოს გმობად აღდგომისა? 215. რამეთუ დღენდელად დღემდე მანიქეოსნი იტყჳან, ვითარმედ საოცრად და არა ჭეშმარიტად იყო აღდგომაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ. 216. არა ისმინეს პავლესი, ვითარ-იგი მისწერს: „რომელი იყო თესლისაგან დავითისა ჴორციელად“. 217. და ამისა შემდგომად იტყჳს: „აღდგომითა მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“. 218. და მერმე კუალად განცხადებულად ეტყჳს მათ: ნუ ეტყჳ გულსა შენსა, ვინ აღვიდა ცად. 219. და ამისა შემდგომად იტყჳს: ხოლო ანუ შთაჴდა უფსკრულად, ესე იგი არს ქრისტჱ, მკუდრეთით აღმოყვანებაჲ. 220. და ეგრევე მსგავსად განკრძალულად მისწერს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: მოიჴსენე იესუ ქრისტე აღდგომილი მკუდრეთით. 221. და მერმე კუალად იტყჳს: „უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი, და ვიპოვნით ცრუ მოწამე ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, რამეთუ აღადგინა ქრისტე, რომელ-იგი არა აღადგინა, უკუეთუ მკუდარნი აღდგენ“. 222. არამედ შემდგომად ამისა იტყჳს, ვითარმედ: „აწ ქრისტჱ აღდგომილ არს, პირველი იგი ნაყოფი შესუენებულთაჲ“, და „ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ“. 223. უკუეთუ ერთისა მოწამისაჲ არა გრწამსა, გქუნან ათერთმეტნი მოწამენი. 224. მერმე ეჩუენა ხუთათასის ძმათა ერთგზის, უკუეთუ ათორმეტთაჲ მათ არა გრწამს, ხუთათასთაჲ მათ გრწმენინ! 225. „მერმე ეჩუენა იაკობს, ძმასა მას თჳსსა“, ხოლო ეპისკოპოსსა პირველსა ამის ქალაქისასა. 226. ესოდენთა ეპისკოპოსთა პირველსახემან იხილა ქრისტე აღდგომილი და შენცა, მოწაფე იგი მისი, ნუ ურწმუნო იქმნები. 227. არამედ ვინ უწყის, სთქუა, ვითარმედ: თჳსობით ეწამების იაკობი? 228. არამედ მერმე „მეჩუენა პავლეს მტერსა“. 229. აწ ვითარ აცილობთ მტერისა მიერ წამებისა ქადაგებასა? 230. „რომელ-იგი პირველ მდევარ ვიყავ“, აწ ვახარებ აღდგომასა. 231. აწ მოწამე არიან აღდგომისათჳს მაცხოვრისა იგი ღამე და ყოველი იგი ნათელი მთუვარისაჲ. 232. რამეთუ მეათერთმეტე იყო მთუვარისაჲ მის რიცხჳ. 233. და ლოდი იგი წინაშე პირისპირ დაუდგეს ჰურიათა მათ, რამეთუ მან იხილა პერველად უფალი. 234. და ლოდი იგი, რომელ გარდაიგორვა საფლავისა მისგან, იგი წამებს. 235. დღენდელად დღემდე მდებარე. 236. და კუალად ანგელოზნი, რომელნი მუნ დგეს, წამეს აღდგომაჲ მხოლოდშობილისაჲ. 237. პეტრე და იოვანე, თომა და ყოველნი მოციქულნი რომელნიმე საფლავად მირბიოდეს.. 238. ...სანი შეკეცილნი ისხნეს მუნ შემდგომად აღდგომისა. 239. და რომელნი ჴელთა და ფერჴთა მისთა შეახებდეს და სახენი სამშჭუალთანი იხილნეს, და ყოველთავე ერთბამად ცხოვრებისა იგი სულისა შთაბერვაჲ მოიღეს, 240. მოტევებასა ცოვათასა ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა ღირს იქმნნეს დედანი იგი, რომელნი ფერჴთა შეუვრდეს და რომელთა ძრვისაჲ მის სიმდიდრე და ანგელოზისაჲ მის გარდამოსულისაჲ ზეცით ბრწყინვალებაჲ იხილეს. 241. და ტილონი იგი, რომელ შეემოსნეს, აღ-რაჲ-დგა, დაუტევნა, და ერისაგანნი იგი და ვეცხლი იგი, რომელ მისცეს მათ, ადგილი ესე ჩას და წმიდისა ამის ეკლესიისა ესე ტაძარი, რომელი ქრისტეს მოყუარებისა გულსმოდგინებისა ჴსენებად ნეტარმან კონსტანტინე მეფემან აღაშენა. 242. და წამებს აღდგომასა ქრისტჱსსა, რომელ-იგი „სახელითა მისითა მკუდრეთით აღდგა – ტაბითა“. 243. ვითარ არა სარწმუნო იყო ქრისტე მკუდრეთით აღდგომილიცა, დაღათუ სახელისცა მისი მიკუდართა აღადგინებს?! 244. მოწამე არს აღდგომასა ქრისტესსა ზღუაჲ იგი, მძიმე ვითარცა-იგი პირველად გასმიეს. 245. მოწამე არს თევზთაჲცა იგი ნადირობაჲ, და „ნაკუერცხალი იგი და მას ზედა თევზი მდებარე“. 246. მოწამე არს პეტრეცა, რომელმან-იგი პირველ უვარ-ყო ორგზის და მესამესა აღიარა და მეტყულთა მათ ცხუვართაჲ მწყემსად ბრძანებაჲ მოიღო. 247. რომელ-იგი ელეონით ღრუბლითა ამაღლდა და აჩუენებს დღენდელად დღედმდე ზეცად აღსლვისა ბჭეთა, ბეთლემს ზეცით გარდამოჴდა, ხოლო ელეონით მთით ამაღლდა მიერ ზეცით. 248. ღუაწლსა მას იწყო და ამიერ ღუაწლთა მათთჳს გჳრგჳნოსან იქმნა. 249. აწ უკუე მრავალნი გოქონან მოწამენი აღდგომისანი, გუაქოს ადგილიცა ესე, რომელსა შინა ვდგათ და აღმოსავალით კერძო ადგილი იგი აღმაღლებისაჲ. 250. გუქუნან მოწამედ, რომელთა-იგი მუნ წამეს მაშინ ანგელოზთა, და ღრუბელი იგი, რომელსა შევიდა. 251. მოწაფენი, რომელ გარდამოვიდეს მიერ და წესი იგი მოძღურებისაჲ მის სარწმუნოვებისაჲ ბრძანება-სცეს და სიტყუად აღმაღლებისა მისთჳს. 252. და მადლმან ღმრთისამან ჯერ-იჩინა, რაჲთა სრულიად გესმეს ჩუენგან მსგავსად ჩუენისა ამის უძლურობისა. 253. გუშინდელსა ამას დღესა, კჳრიაკესა, მოღუაწებითა ღმრთისა მადლითა კერებასა ამას საკითხავთაგან შემდგომითი-შემდგომად ზეცად აღმაღლებისათჳს მაცხოვრისა ჩუენისა, რომელ წერილ არიან, ითქუნეს საკითხავნი იგი ყოველთათჳს მორწმუნეთა სიმრავლისა და უმეტეს ხოლო შენთჳს. 254. საძიებელ არს უკუ, ხოლო ერჩდე თქუმულთა მათ. 255. ესე უწყი, რამეთუ წესი იგი სარწმუნოვებისაჲ გასწავებს შენ, რაჲთა გრწმენეს აღდგომილი მკუდრეთით მესამესა დღესა და რომელ-იგი ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა. 256. ვითარ ჰგონებ, ვითარმედ გეჴსენოს შენ თქუმული იგი? 257. ხოლო აწცა მო-ვე-გეჴსენოს შენ სიტყუაჲ იგი. 258. და გეჴსენენ შენ განცხადებულად თქუმულნი იგი ფსალმონთა შინა: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა“. 259. იჴსენე, ვითარ-იგი ერნი ცათანი ურთიერთას იტყოდეს: „აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და განეხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაჲ“. 260. და სხუასა ადგილსა იტყჳს: „აჰჴედ სიმაღლესა და წარმოსტყუენე ტყუე“. 261. მოიჴსენე წინაწარმეტუელისაჲ, რომელ თქუა: რომელი აღაშენებს ზეცად აღსლვასა თჳსსა, და სხუანი იგი სიტყუანი, რომელნი გუშინ ითქუნეს ჰურიათა სიტყჳსგებისათჳს, 262. რაჟამს ვერ შესაძლებელად სიტყუას გიგებდენ მაცხოვრისა ამაღლებასა, მოიჴსენე ამბაკუმისთჳს მიცვალებისა იგი თქუმული. 263. უკუეთუ ამბაკუმ ანგელოზისაგან აღიტაცა და მიჲცვალა, რაჲოდენ უფროჲს წინაწარმეტყუელთა და ანგელოზთა უფალი, რომელი მთით ელეონით ღრობლითა შემოვიდა, თჳსითა ძალითა გზა-ყო აღსლვად ზეცად, რამეთუ უძლიერეს არს მსგავსებაჲ იგი. 264. მოიჴსენე საკუველებათაჲ მათ, ხოლო უმეტესობაჲ იგი უჩემე უფალსა საკჳრველთმოქმედსა, რამეთუ იგინი აღიტაცნეს, ხოლო ამას უტჳრთავს ყოველი. 265. მოიჴსენე, ენუქი მიიცვალა, ხოლო იგი ამაღლდა. 266. მოიჴსენე გუშინდელი იგი ელიასთჳს საკითხავი, ხოლო ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღიტაცა, ხოლო ეტლნი ქრისტესნი „ბევრ წილ არიან და ათასეულნი წარუმართებიან მას“. 267. და ელია ამაღლდა და აღმოსავალით იორდანესა, ხოლო იესუ აღმოსავალით ჴევსა მას ნაძუთასა. 268. და რამეთუ ელია თქუა მრჩობლი იგი სული მიცემად მოწაფესა თჳსსა, ხოლო ქრისტემან ესოდენი მიჰმადლა მოწაფეთა სული, არა ხოლო თუ რაჲთა მათ აქუნდეს თავისა თჳსისა, არამედ დადებითა ჴელთა მათთაჲთა ზიარებასა მისცემდეს მორწმუნეთა მათ. 269. და რაჟამს ესრე ჰურიათა მათ ბრძოლა-სცე და მსგავსებითა ესევითარითა სძლო, მერმე მოვედ გარდამატებულსა მაცხოვრისა დიდებასა: რამეთუ იგინი მონანი იყვნეს, ხოლო ესე ძე არს ღმრთისაჲ. 270. და რაჟამს გარდამატებული იგი მოიჴსენო, გულისჴმა-ყავ, რამეთუ პავლე, მონაჲ ქრისტესი, აღიტაცა ვიდრე მესამედ ცამდე. 271. დაღათუ ელია პირველ ცადმდე შეიწია, ხოლო პავლე მესამედ ცამდე, რამეთუ უპატიოსნესსა მიიწია პატივსა. 272. ნუუკუე სირცხულ გიჩნდენ მოციქულნი იგი ჩუენნი: არა უმცირეს არიან მოსესსა, არა უნაკლულეს წინაწარმეტყუელთა, არამედ კეთილ კეთილთა თანა და კეთილთა უკეთეს. 273. ელია სამე ზეცად აღიტაცა, ხოლო პეტრეს კლიტენი ჰქონან ცათა სასუფეველისანი და ბრძანებაჲ აქუს, არამედ: „რომელი განჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილი იყოს იგი ცათა შინა“. 274. ელიაცა ხოლო აღიტაცა, ხოლო პავლე – ცადცა და სამოთხედცა. 275. შეჰგავს მოწაფეთა იესუჲსთა, რაჲთა ფრიად უმეტესი მოიღონ მადლი. 276. და „ესმა უთქუმელი სიტყუაჲ, რომელი-იგი არა ჯერ-არს კაცთა სიტყუად“ და კუალად გარდამოჴდა ზეცით. 277. პავლე არა თუ არა ღირს იყო ზეცისა მყოფებასა, არამედ რაჲთა იხილოს უმეტეს კაცთა და პატიოსნად გარდამოჴდეს და ქრისტე ქადაგოს და მისთჳს მოკუდეს და მოიღოს მარტჳრობისაცა გჳრგჳნი. 278. დაუტეოს სხუაჲ იგი აწ შესაქმისათჳს, რომელ ითქუნეს: ხოლო გონიერთა მათ მსმენელთა კმა-არს მოჴსენებაჲ იგი. 279. ხოლო გეჴსენედ თქუმულნიცა იგი მრავალგზის ჩემ მიერ მარჯუენით მამისა ჯდომისა მისთჳს ძისა, სარწმუნოებისა მისთჳს წესითა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: „ამაღლდა იგი ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა“. 280. ხოლო საყდრისასა მას სახესა არა ჩუენი არს გამოძიებაჲ, რამეთუ ვერ მისაწდომელ არს. 281. ნუცა თავს იდებთ მათსა, რომელნი-იგი იტყჳან ბოროტად, ვითარმედ: შემდგომად ჯუარცუმისა და აღდგომისა და აღმაღლებისა – მიერითგანღა იწყო მარჯუენით მამისა დაჯდომაჲ. 282. არა თუ მერმე წარმოჩინებით უპყრიან მას საყდარნი, არამედ ვინაჲთგანცა არს, ხოლო არს იგი მარადის, იშვა მამისაგან და მის თანა ზის იგი. 283. და საყდარნი ესე ჴორციელად მოსლვამდე მაცხოვრისა იხილა ესაჲა წინაწარმეტყუელმან და იტყჳს, ვითარმედ: „ვიხილე მე უფალი საყდართა ზედა მჯდომარე, მაღალთა და აღმატებულთა“ და შემდგომი ამისი. 284. მამაჲ არავინ იხილა, ხოლო რომელ-იგი წინაწარმეტყუელმან იხილა, მაშინ ძე იყო. 285. და მერმე ფსალმუნი იტყჳს: „განმზადებულ არს საყდარი შენი ღმერთო, საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ“. 286. და „რამეთუ მრავალ არიან წამებანი შენნი“, ხოლო რაჟამს მისთჳს ფრიადი წამებულ არს, კმა-არს ესე ჩუენდა. 287. აწ მცირედრე მოვიჴსენეთ მრავლისა ამისგან მარჯუენით მამისა ჯდომისათჳს ძისა, რამეთუ ასდამეცხრე ფსალმონი იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“. 288. დაამტკიცებს სიტყუასა ამას მაცხოვრისასა სახარებასა შინა, რამეთუ დავით არა თავით თჳსით ამას იტყოდა, 289. არამედ გულისხმის-ყოფითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდა: „ვითარ უკუე დავით უფლით უწესს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“. 290. და შემდგომად ამისა, საქმესა მოციქულთასა დღეთა მარტჳრიისათა აღდგა პეტრე ათერთმეტითურთ და ისრაჱლსა ეტყოდა მისვე ასდამეცხრისა ფსალმუნისა მოჴსენებასა. 291. მოვიჴსენოთ სხუაჲ წამებაჲ მცირედ მარჯუენით ჯდომისათჳს ძისა, რამეთუ მათეს თავსა სახარებასა წერილ არს, ვითარმედ: „გეტყჳ თქუენ: ამიერთგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებასა“. 292. და ვითარცა იგი იტყჳს, შემდგომად ამისავე მსგავსად მოციქული პავლე მისწერს და იტყჳს: „აღდგომითა მით მკჳდრეთით იესუ ქრისტესითა, რომელ-იგი ზის მარჯუენით ღმრთისა“, აღმაღლებული ზეცად. 293. ხოლო მოციქული პავლე ჰრომაელთასა მისწერს და იტყჳს: „ქრისტე, რომელი მოკუდა, უფროჲს აღდგა, რომელ-იგი არს მარჯუენით მამისა“. 294. ეფელთასა მისწერს და იტყჳს: „შეწევნითა მით სიმტკიცისა ძლიერებისა მისისაჲთა, რომელ-იგი ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა იგი მარჯუენით თავისა თჳსისა“. 295. ხოლო კულასელთა მიმართ ასწავებს: „უკუეთუ ქრისტეს თანა ასდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე“. 296. და ებრაელთა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: „ყო განწმედაჲ ცოდვათაჲ ჩუენთაჲ და დაჯდა იგი სიმდიდრესა მაღალთა შინა“. 297. და მერმე იტყჳს: „ოდეს სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“. 298. და მერმე იტყჳს: „თავადმან ერთგზის ცოდვათა ჩუენთათჳს შეწირა მსხუერპლი სამარადისოჲ და დაჯდა მარჯუენით მამისა. 299. მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“. 300. და მერმე იტყჳს: „ჰხედევდით სარწმუნოებისა წინამძღუარსა და აღმასრულებელსა იესუს, რომელმან-იგი წინაჲსწარ განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო, და მარჯუენით დაჯდა საყდართა ღმრთისათა“. 301. და სხუანიცა არიან წამებანი მარჯუენით ჯდომისათჳს მხოლოდშობილისათჳს, ხოლო ჩუენდა კმა არს ესოდენიცა აწ. 302. და კუალად მერმე იგივე მოჴსენებაჲ ვყოთ, ვითარმედ არა ხოლო შემდგომად მოსლვისა მარჯუენით ჯდომისაჲ აქუნდა პატივი, არამედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, 303. ხოლო უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი გარდამოჴდა და აჴდა მარჯუენით მამისა, სამარადისოდ უპყრიან საყდარნი და მამისა თანა ზის. 304. მან დაიცვენინ სულნი თქუენნი შეურყეველად და უქცეველად, სასოებაჲ თქუენი აღდგომილისა მის მისა მიმართ მკუდრეთით, დაგმარხენინ და აღგადგინენ თქუენ მკუდრებისა მაგისგან ცოდვათა თქუენთაჲსა, ზეცისათა ნიჭთა მისთა ღირს-გყვენინ თქუენ „აღტაცებად ღრუბლითა ჰაერთა ზედა“. 305. ჟამსა მას შეწყნარებისასა, მოსლვადმდე ჟამისა მის მეორედ დიდებით მოსლვისა მისისა, დაწერონ სახელი თქუენი ყოველთაჲ წიგნსა მას ცხოველთასა, დაწერენ და ნუღამცა აღჴოცს, 306. რამეთუ მრავალთაჲ აღჴოცოს შეცოდებულთაჲ, და მოგეცინ ყოველთა სარწმუნოვებაჲ აღდგომილისაჲ მის მიმართ და მოლოდებაჲ აღმაღლებულისაჲ და მერმე მომავალსა არა ქუეყანით. 307. ეკრძალე თავსა შენსა, კაცო, მათგან, რომელნი-იგი მომავალ არიან მაცთურნი, არამედ მას მოელოდეთ, რომელ-იგი ზეცათა მამისა თანა ზის და ჩუენ შორის არს, რომელი თითოეულისა წესა ხადავს და სიმტკიცესა სარწმუნოებისასა. 308. ნუუკუე ჴორცითა აწ არა აქა არს, მის გამო ჰგონებდე სულითაცა არა აქა ყოფასა? 309. არამედ შორის დგას აქა და ესმის მისთჳს თქუმული ესე და ხედავს შენ შორის ცნობილსა მას და განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, და აწ განმზადებულთა თქუენ ყოველთა წარდგინებად მამისა და თქუმად: „აჰა ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა ღმერთმან“. 310. რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|