|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეათე
1. 12. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა 2. რომლითა-მე პირითა შემძლებელ იყვნეთ ჩუენ მადლისა მიცემად მეუფისა მის ჩუენისა, ანუ რომლითა-მე ენითა ვადიდებდეთ საკჳრველებათა მათ მაცხოვრისა ჩუენისათა? 3. ამას დღესა კჳრიაკესა განცხოველდა მხოლოდშობილი იგი და განცხოველდეს მის თანა თაყუანისმცემელნი მისნი, რამეთუ აღდგა და აღმადგინა ჩუენ, და ნუგეშინის-სცა შეძრწუნებასა მას ჩუენსა აღდგომითა მისითა. 4. რამეთუ ახარა წინაწარმეტყუელმან ეკლესიასა და თქუა, ვითარმედ: „აღდეგ, განათლდი, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს“. 5. ესერა ჰხედვენ თუალნი თქუენნი ეკლესიასა შინა, რამეთუ ესმა ყორთა თქუენთა წინაწარმეტყუელთაგან და განსძარცუა მწუხარებაჲ ეკლესიისაჲ აღდგომითა თჳსითა და შეიმოსეს ჯუარისმცუმელთა მათ მისთა სამოსელი გლოვისაჲ. 6. ჰრქუა შემწყნარებელმან მან მისმან სიონსა მთასა მისა, ვითარმედ: „ნუ გიხარინ მტერსა მაგას ჩემსა ჩემ ზედა, რამეთუ მიბრკუმა და მერმე აღვემართო და ვჯდე ბნელსა და უფალმან განმანათლოს მე“. 7. შეასხამს დავითი ეკლესიათა და ნუგეშინის-სცემს მათ, ვითარმედ: „მწუხრი დადგენ ტირილით და ცისკარსა იყოს სიხარული“. 8. შეძრწუნებულ იყვნეს მოწაფენი წინაშე ჯუარისა მისა და განლაღებულ იყვნეს ჯუარისმცუმელნი იგი წინაშე ძელსა მას მისსა. 9. განცხოველდა იგი მას დღესა შინა და ნუგეშინის-სცა შეძრწუნებულთა მათ. 10. და განაბნინეს ჯუარისმცუმელნი იგი სასტიკებითა სულისა მისისაჲთა: „აღდეგინ ღმერთი და განიბნენ ყოველნი მტერნი მისნი, ივლტოდეთ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან“. 11. და მერმე თქუა, ვითარმედ: „აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრენ ყოველნი წარმართნი ჯუარითა თჳსითა. 12. მისთჳს ჰრქუა მოციქულთა თჳსთა სანატრელთა: „განვედით ყოველსა ქუეყანასა და დაიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, ნათელ-სცემდით მათ მსახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. 13. მეორე სიხარული არს ამიერითგან დღეს, რამეთუ განცხოველდეს ამას შინა მკუდარნი და ცხოველნი, განჰჴსნეს საკრეველნი მკუდართანი სამარეთა შინა და ცოდვანი ნათელღებულთანი წყლითა. 14. დღეს არცხუნეს ეშმაკსა და სიკუდილსა ერთად, რამეთუ განცხოველდეს მართალნი და ელხინა ნათელღებულთა, რამეთუ მოსცა ჴელმწიფებაჲ მღდელთა თჳსთა, რაჲთამცა აცხოვნნა მკუდარნი მსგავსად მისა, ვითარცა შეაწუხა მან ჯოჯოხეთი მკუდრებითა მით, რომელნი გამოვიდოდეს მიერ. 15. ეგრე ახარებდ მღდელთათჳს ეკლესიასა თჳსსა ახლითა კარვითა, რომელნი შევლენ ბანაკსა მისსა. 16. და ვითარცა განიხარეს ცხოველთა და მკუდართა, რაჟამს იხილეს ურთიერთას აღდგომითა მისითა, ეგრეთვე იხარებენ პოვნიერნი წყმედულთათჳს, რომელნი იპოვნეს, რამეთუ ესერა იხილვენ ურთიერთას ნთსა(!). 17. ამას დღესასწაულსა ჰგონებდეს ჯუარისმცუმელნი იგი, ვითარმედ მოვკალთ სიძე იგი. 18. და ესერა ამას შინა განმრავლდებიან ნაშობნი... 19. რამეთუ „ვითარცა მზე აღდგა კარავი თჳსი და თავადი, ვითარცა სიძე, რაჲ გამოვალნ ეზუჲთ“... 20. მზისთუალისასა განფინა ბრწყინვალებაჲ სახარებისა მისისა ყოველთა ცისკიდეთა და ვითარცა მზისთუალმან ბრწყინვალებითა დამბადებელისა თჳსისაჲთა ერბამად შთააცჳს სამკაულისა თჳსისაჲ დაბადებულთა თჳსთა და დაფარის ქუეყანაჲ სამკაულითა ნათლისა თჳსისაჲთა, 21. ეგრეცა ნათელი ქადაგებისა ქრისტესი ყოველთა ცისკიდეთა მიეფინა და განეფინა ჴელმწიფებაჲ მისი, რამეთუ მზისთუალმან ბრწყინვალებაჲ თჳსი დღისი ხოლო აჩუენის და ღამე დაიფარნიან ჰაერინი მისნი, 22. ხოლო ნათელი იგი ღმრთეებისა სახარებისა მაცხოვრისა ჩუენისაჲ დღეცა და ღამეცა ესერა გამობრწყინდების შორის სოფელსა. 23. დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი. 24. და ესერა შეიქმნებიან გჳრგჳნნი სადედებელად ძლევისა მისისაჲ მისა, რომლისა გჳრგჳნ ეკლისაჲ დაადგა ვენაჴმან მან, რომელი-იგი დასათრგუნველ იქმნა, პირისაგან ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲსა – განმტკიცებაჲ. 25. და მერმე თქუეს: აკურხევდით უფალსა ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და ყოველი თესლები ჰმონებდით მას. 26. „მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მაღალ არს სახელი მის მხოლოჲსაჲ და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა“. 27. ჭეშმარიტად აღუარებენ და აქებენ მას ანგელოზნი ნათლისანი, რამეთუ ამაღლდა წყალობითა მისითა მათთჳს, რომელთა შთაეცნეს ჴორცნი და ადიდებს ქუეყანაჲ ჴორციელითა, რამეთუ გარდამოჴდა წყალობითა თჳსითა მათთჳს, რომელნი შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს. 28. ამისთჳს ორნივე მკჳდრნი შეიერთნიან ურთიერთას, რამეთუ ამას დღესა აღდგომისა მისისა გამოჩნდეს ანგელოზნი საფლავსა მისსა ზედა, რაჲთამცა ახარეს მოწაფეთა ცხოვრებაჲ მისი. 29. და გამოჩნდეს მართალნი, რომელნი განცხოველდეს და შევიდეს ქალაქებსა ზესკნელსა ქადაგებად ჯუარისმცველთა მათ აღდგომაჲ იგი მისი. 30. დღეს ადიდებენ მას მეფენი შარავანდედითა თჳსითა. 31. რამეთუ ჰრწმენა მათ, რამეთუ მეუფებაჲ მისი მეუფება არს უკუნისამდე და უფლებაჲ მისი – თესლითი-თესლამდე. 32. დღეს თაყუანის-სცემენ მსაჯულნი იგი მსაჯულსა მას ყოველთასა, რომელ-იგი დაისაჯა და საშჯელითა თჳსითა განაძლიერა ადამი თანანადებითა. 33. დღეს ჰმადლობენ მას ლეგეონნი ბრძენთანი, რომელნი ოდესმე ვითარცა მტერნი სცვიდეს საფლავსა მისსა. 34. დღეს ესერა ვითარცა მორწმუნენი გარე-მოადგან საკურთხეველსა მისსა და თაყუანის-სცემენ ტაძარსა შინა მისსა. 35. დღეს ესერა გასთესვენ მდიდარნი განყოფითა მით გლახაკთაჲთა, რომელნი არიან ყანანი მათნი, რაჲთა იყოს ზიარებაჲ მათი იოსების თანა სანატრელისა, რომელმან შეჰგრაგნა და დაჰფლნა ჴორცნი მაცხოვრისა ყოველთაჲსანი. 36. დღეს გამოიზარდებიან გლახაკნი სახელითა მისითა, რომელმან მისცა ნეტარებაჲ გლახაკთა სულითა სახარებასა მას თჳსსა. 37. დღეს განყრმდებიან მოხუცებულნი შორის წყალთა დაძუელებულისა მისთჳს დღეთაჲსა, რამეთუ იგი ვითარცა ყმაჲ გამოჩნდა. 38. დღეს განძღიან ყრმანი ნათლისღებასა ამის დაუსაბამოჲსასა, რომელ-იგი მიიმღერდა წიაღთა შინა მარიამისთა. 39. დღეს იუღლვიან ჭაბოკნი იგი უღელსა მას მეცნიერებისასა მისთჳს, რომელმან-იგი ოცდაათისა წლისამან ნათელ-იღო. 40. დღეს ჰმადლობენ მას დედანი იგი, რომელ-იგი გამობრწყინდა ევაჲსგან და განკურნა სალმობანი მათნი. 41. ამას დღესასწაულსა იხარებენ ქალწულნი მისთჳს, რომელ-იგი იშვა ქალწულისაგან და აღამაღლა ქალწულებაჲ. 42. ამას აღვსებასა მხიარულებისასა განმხიარულდების სიწმიდე, რამეთუ იკჳრკურებოდა მკლავითა თჳსითა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო წმიდასა შინა. 43. დღეს სახარულევან არს ბეწობაჲ იგი, რომელ მოსცა მას ქადაგი ღაღადებისაჲ, რომელი ღაღადებდა უდაბნოსა ზედა. 44. დღეს ადიდებს ცოლიერებაჲ მას, რომელმან გამოირჩინა ნაშობნი მათნი, რაჲთა იყვნენ ყრმანი მათნი ყმა სასუფეველისა ცათაჲსა. 45. ამას დღესასწაულსა ადიდებენ მონაჲ და უფალი თჳსი. 46. და უდიდეს ღათუ არნ უფალი იგი პატივითა თჳსითა, არამედ სწორ არიან იგინი სასოებითა. 47. ამას დღესასწაულსა იხარებდინ მჴევალი დედოფლისა, თჳსისა თანა. 48. უფუფუნესად ღათუ არნ დედოფალი იგი სპეტაკითა სამოსელითა თჳსითა, არამედ ერთ არიან იგი სახარებითა მით აღთქუმისაჲთა. 49. დღეს სახარულევან იყვნედ წინაწარმეტყუელნი სამარეთა შინა მათთა, რამეთუ იქნა აღდგომაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ვითარცა წჳმაჲ თესლთაჲ სიტყუათა მათთაჲ. 50. ამას დღესასწაულსა იხარებდენ მოციქულნი საცხუვარითურთ თჳსით და შეეძინნეს მათ ცხუვარნი დღეს და კრავნი და ტარიგნი სამწყსოსა მათსა. 51. ამას დღესასწაულსა მხიარულ იყვნედ მოწაფენი გჳრგჳნითურთ მათით, რამეთუ მეუფე იგი, რომელთათჳს მოკუდა, ესერა განცხოველდეს ძლევითა. 52. დღეს ჰმადლობენ მარტჳლნი ყოვლით კერძოვე, რამეთუ ეზიარნეს მათ ყოველნი ცისკიდენი გალობითა მათითა. 53. ამას დღესასწაულსა იხარებდინ ეკლესიაჲ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, რამეთუ აღმადგინებელი იგი მისი აღდგა და აღადგინა იგი ძლევითა თჳსითა. 54. ამას დღესასწაულსა მწუხარე იყავნ სიონი პირად-პირადითა წუხილითა, რამეთუ აღოჴრდა ამიერითგან და უკუნისამდე, ვითარცა თქუა დანიელ წინაწარმეტყუელმან. 55. დღეს შეამკვეს სამკაულთა სძალი იგი მეუფისაჲ ფარულადცა და ცხადადცა. 56. ამას დღესასწაულსა მწუხარე იყავნ იერუსალჱმი ხოლო მარტოჲ, რამეთუ მოაკლდეს დღესასწაულნი და უქმელებანი მისნი და მეფენი და მღდელნი და მსხუერპლი მისნი. 57. დღეს წჳმა სასოებაჲ წჳმისა წილ ქუეყანასა ზედა. 58. და ესერა ყოველთა ცისკიდეთა მიუღებიეს თესლი კურთხევისაჲ, საწმისი იგი, რომელ არს ზრახვაჲ სიონისაჲ. 59. ესერა განჴმა მარტოჲ და აღისოვლა სისხლითა. 60. დღეს იხარებედ ცანი და ქუეყანაჲ მისა მიმართ, რომელმან-იგი გარდამოავლინა ძალი მისი ჩუენდა მომართ და აღიხუნა ჴორცნი ჩუენნი მის თანა და ყოველთა ერთობით აღმოვთქუათ კურთხევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|