მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება მეთერთმეტე

 

1.     13. თქუმული მისივე აღდგომისათჳს უფლისა
    2.     იხარებდინ დღეს ეკლესიაჲ და ნაშობნი თჳსნი!
    3.     გალობდინ სძალი ესე და საყუარელნი თჳსნი, რამეთუ გამოვიდა სიძე იგი ჯოჯოხეთით, შემოსილი დიდებითა, და მოიქცა მკუდრეთით, შემოსილი ძლიერებითა, დაჰყარა ტყუე იგი და დაუდგა მას ფერჴი თჳსი ცოდვასა ზედა და დაუტკებნიეს სიკუდილი ფერჴითა თჳსითა.
    4.     მათ ორთავე მომკლნეს ჩუენ და მათცა სძლონ მოსლვითა თჳსითა.
    5.     მათ დამამდაბლნეს ჩუენ, მათვე სძლონ ძალითა თჳსითა.
    6.     დაბრყჳლდა საწერტელი იგი ცოდვისაჲ და განმართლდეს ცმაცოლებანი იგი უშჯულოვებისანი და მის ზედა არა უფლებდეს სიკუდილისა ადგილსა, რაჲთამცა ავნო მას.
    7.     მერმე აღდგა და დაამჴუა იგი, რამეთუ ცოდვაჲ მის ზედა არა უფლებდა.
    8.     რაჲ თანა-ედვა სიკუდილისაჲ?
    9.     და რამეთუ ჩუენ თანამდებ სიკუდილისა ვიყვენით მუნ და ჩუენ წილ, რამეთუ მჴსნელად ჩუენდა მოვიდა და მაცხოვრად ჩუენდა გამოჩნდა.
    10.     და წინაწარმეტყუელთა მახარეს ჩუენ და თქუეს, ვითარმედ: აჰა, ღმერთი, მაცხოვარი ჩუენი და მომავალი ჴსნად ჩუენდა.
    11.     გამოწერნეს მართალთაცა ზრახვანი მისნი ყოველთა შინა და რომელთადა არა თუ ყოველნი ზედა მიიწინეს, განბოროტნა ერი იგი შურითა მათითა ზედა სახეთა მისთა და ვერ შეუძლეს დაფარვად მისა ძალი მისი და უნდა დამცირებად ჭეშმარიტებაჲ მისი და ვერ შეუძლეს.
    12.     იზრახეს ზრახჳაჲ ზაკუვითი, და განაქიქნა იგინი ჭეშმარიტებამან მან გამობრწყინებითა თჳსითა.
    13.     და მისცეს ქრთამი იუდას და მისცა იგი სიკუდიდ.
    14.     და ვითარცა აღდგა იგი, იყიდნეს მათ ერისკაცნი იგი, რაჲთა უვარ-ყონ აღდგომაჲ იგი მისი ცოდვათა მათთა თანადი.
    15.     აღიდგინეს ბრძოლად სიმართლისა მიმართ და ჰგონებდა სიცრუვე იგი წინადადგომად ჭეშმარიტებასა, ჰგონებდეს მპარავნი უგუნურებითა მათითა, არა ნუ განათლდეს და ჰგონებდეს მკლველნი, არა განცხოველდეს.
    16.     სიკუდილითა მით მისითა ჰგონებდეს, ვითარმედ დავიმორჩილეთ იგი, და არა დაემორჩილა.
    17.     ჰგონებდეს, ვითარმედ ჯოჯოხეთს შინა დააყენონ, და არა დაეყენა.
    18.     იტყოდეს ცრუნი იგი, ვითარმედ: „გარდამოვედინ ჯუარისა მისგან, რაჲთა გურწმენეს იგი“.
    19.     და აღდგა ჯოჯოხეთისგან და არა ჰრწმენა ერსა მას მტყუვარსა.
    20.     აღადგინნა მკუდარნი და არა ჰრწმენა მისი.
    21.     და აღდგა თჳთ და არა შეიწყნარეს იგი.
    22.     შურითა მთრვალ იყვნეს და არა გულისჴმა-ყვეს.
    23.     ცოდვითა აღსუარულ იყვნეს და არა შეიწყნარეს იგი.
    24.     მამაჲ მისი ჴბოდ გარდაცვალეს უდაბნოსა ზედა, იგი ბარაბაჲს წილ – საფლავსა შინა.
    25.     და ვითარცა ყოველი უყვეს ბოროტთა მათ ღმერთსა, დგანან და ჰგიანღა სოფელსა შინა და ელიან ნაშობითურთ მათით, და უშჯულოვებაჲ მათი შვილთა მათთა მიმართ, ანუ მისთჳს, რაჲთა მოიქცენ და არა თუ მოიქცენ, საშჩელი განსცენ.
    26.     აჰა, უბადრუკ ქმნულ არიან შორის წარმართთა და არა გულისჴმა-უყოფიეს.
    27.     ხედვენ დიდებულებასა ეკლესიათასა და არა ფრიად განიკაფებიან.
    28.     ხოლო სძალსა ამას უხაროდენ საყუარელისა მის მიმართ თჳსისა, და ბერწმან ამან, რომელმან შვა, მხიარულ იყავნ ნაშობთა მიმართ თჳსთა.
    29.     გალობდინ დღესასწაულთა მისთა და უხაროდეს შუენიერებითა თჳსთა.
    30.     შეიყუარენ ქველისმოქმედ იგინი, რომელმან შეიყუარნა იგი და მოიძულენ ბოროტნი იგი, რომელმან მოიძულა.
    31.     ესე ევლტოდიან ჴელისაგან მკლველისაჲსა და მიეახლენ მაცხოვარსა მას მისსა.
    32.     მოიძულენ ბოროტი, რომელი სძულს მას და შეიყუარენ კეთილი, რომელი უყუარს მას.
    33.     მისდევდინ კუალსა მისსა, ვითარცა ქალწული ერთი აღმკული ოქროქსოვილითა.
    34.     ისმინენ და იხილენ და მიყავნ ყური მისი, რაჲთა გულმან უთქუას მეუფესა სიკეთესა მისსა, რომელ-იგი არს უფალი ამისი და თაყუანის-ეცინ მას, რამეთუ იგი არს მაცხოვარი ამისი.
    35.     და ჰმადლობდინ მას და მისდევდინ მას, რამეთუ შეუდგა კუალსა მისსა, რამეთუ უნდა აღყვანებაჲ ამისი, აღიმაღლენ მის თანა, ზრუნევდინ, რაჲთა სათნო იყოს ქმრისა თჳსისა და აღიმკვენ შუენიერებითა, რომელი უყუარს ღმერთსა მისსა.
    36.     და ნუ ისიძავნ გულითა თჳსითა, რამეთუ ჰხედავს ზრახვათა მისთა და ნუ შეიგინებნ გონებათა თჳსთა ფარულად, რამეთუ შინაგანი უკეთეს უყუარს შემწყნარებელსა მას მისსა.
    37.     და ყოველი დიდებაჲ ასულისა მეუფისაჲ შინაგან იყავნ და გარესკნელი იგი, ვითარცა შესაძინელნი, იპოვნენ.
    38.     ყოველი თავით სათნო ეყავნ ღმერთი, რომელ-იგი ყოველთა ჰხედავს და ყოვლისაგან, რომლისა ჴუებულ არს, ითხოვენ და ყოველი კეთილი მოსცეს მას.
    39.     ყოველი, რაჲ მისი არს, ამისი არს.
    40.     შეიყუაროს იგი და ყოველი, რაჲცა აქუს, მოსცეს მას, ეგოს თუ სიყუარულსა ამისსა.
    41.     თავი თჳსი მისცა ამის წილ, და რაჲ-მე იყოს, რომელი დააყენოს ამისთჳს?
    42.     და რამეთუ ივნო ამის წილ, და სხუაჲ რაჲ-მე უყოს ამას?
    43.     რამეთუ შეიყუარა ესე და მიიყვანა მისად და რამეთუ განადიდა წყალობითა თჳსითა, საშურებელ ყო იგი დაბადებულთა.
    44.     და გულმან ჰრქუა ტომსა მას სულიერთასა ასულთა მიმართ მიწისათა.
    45.     და ვინ-მე იყოს შემძლებელ სიტყუად ყოვლისავეთჳს, რომელი უყო მას?
    46.     ანუ ვინ-მე იყოს, რომელი მიიწიოს ყოველსა მას ზედა საქმესა?
    47.     რომელი იყო ამისთჳს ქუეყანასა ზედა, აღამაღლა იგი და ცათა შინა ადიდოს ესე გამოჩინებულითა საქმითა, აღავსოს ესე.
    48.     და დაფარული ესე განუმზადნა.
    49.     წინაშე მოსცა მას სოფელი ეს მსგავსად სათხოველისა, და სოფელი იგი განმზადებული.
    50.     მსგავსად სამოსელისა წარუძღუა მას წინა, ვიდრემდის მოვიდეს ამისსა, და ელოდის ამის თანა, ვიდრემდის განერეს შეწევნითა ამისითა.
    51.     შესაძლებელ არს, ესე მლევანთა და ძლიერთა ჴელმწიფე არს ესევითარისა და ოდეს-იგი მოვიდა, ზევე იყო მამისა თანა და წარსლვისა შემდგომად აქა იყო საყუარელთა თჳსთა თანა.
    52.     ყოვლისა უფრუს არს მოყუარე იგი ეკლესიათაჲ.
    53.     და ყოვლისა უდიდეს არს, რამეთუ უფალ არს ყოვლისა.
    54.     უფალმან თჳსმან შეიყუარნა ამიერითგან საცხოვარნი თჳსნი და შემოქმედი თჳსი შეიყუარა ძალმან.
    55.     და ესრეცა წერილ იყო ერთობაჲ ურთიერთას, რაჲთამცა შეიყუარა დაბადებულმან დამბადებელი თჳსი, რომელმან შეიყუარნა იგინი.
    56.     და თაყუანის-ეცინ სუფელმან დამბადებელსა თჳსსა, რომელმან იჴსნა ესე.
    57.     და კურთხეულსა ამას დღესასწაულსა ჰმადლობდე მას დიდებულსა შინა ეკლესიასა, რამეთუ მისა წეს არს ყოველთავე თაყუანისცემაჲ.
    58.     უფალსა მას ყოვლისასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი