მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება მეთორმეტე

 

 1.     14. თქუმული მისივე ადგომისათჳს უფლისა ჩუენისა
    2.     ამას დღესასწაულსა შინა, საყუარელნო, იხარებენ ცანი და მწუხარე არს ჯოჯოხეთი და უკეთურნი ჰურიანი.
    3.     იხარებენ ამას შინა ცანი, რამეთუ ამაღლდა მათ ზედა შემოქმედი მათი.
    4.     მხიარულ არს ეკლესიაჲცა, რამეთუ განცხოველდა მაცხოვრებაჲ იგი მისი.
    5.     მწოხარე არიან ამას შინა ურჩულონი ჰურიანი, რამეთუ აღდგა, რომელმან არცხუნა მათ.
    6.     ვითარცა ჰრცხჳენოდა დედაკაცსა მას მეგჳპტელსა განლიგებულსა, რაჟამს ხედვიდა იოსებ დიდებულსა ეტლთა ზედა,
    7.     ეგრეცა ურჩულონი ჰორიანი სირცხჳლეულ არიან დღეს, რაჟამს ამას დღესა დაადგინნეს მცველნი სასყიდლითა საფლავსა მისსა ზედა და ესერა აუღებიეს მეუფესა შარავანდითურთ მათით.
    8.     შევლენ ტაძარსა მისსა და თუ არა ჰრწმენეს იგი, რომელ წერილ არს, იხილეთ ესე, რომელ საქმით იქმნების.
    9.     ვინ-მე უკუე არწმუნა ყოველსა ქუეყანასა, რაჲთამცა ჰრწმენა ჯუარი მისი?
    10.     ანუ ვინ დაუმორჩილა მას ყოველი დაბადებული, რაჲთამცა აღიმკო ამას დღესასწაულსა ვითარცა სძალი ეზოსა შინა, რაჲთა გარეშეიმოსოს სპეტაკი საქმე კეთილი?
    11.     ჰხედვიდედ თუალნი თქუენნი ამას დღესასწაულსა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და იხილეთ მზის აღმოსავალით ვიდრემდე დასავალადმდე მისსა, რამეთუ ყოველსავე ადგილსა დაუგებენ საკურთხეველსა და შესწირვენ მსხუერპლსა წმიდისა სახელისა მისისათჳს.
    12.     უკუეთუ თქუან მტერთა მათ, ვითარმედ: არა სთნავს, შემოქმედსა მსახურებაჲ ესე, იგინი ტყუიან.
    13.     მაშინ რომელმან არა შეუნდოს მცირედ ოდენ ერსა, რომელნი-იგი ცთომილ იყვნეს, ვითარ-მე-მცა შეუნდო ყოველთა დაბადებულთა, სიცრუვესა თუმცა ზედა დგეს?
    14.     რამეთუ არა ჴდომით ხოლო აღუდგა ეკლესიათა მამაჲ, რომელთა ჰრწმენა მხოლოდშობილი იგი მისი, არამედ უფროჲსღა სიმდიდრითა განამდიდრა ჴელმწიფებაჲ იგი მისი.
    15.     დამდაბლებით დაამდაბლა რქაჲ მტერთა მისთაჲ.
    16.     უკუეთუ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: არა აღდგა ქრისტე საფლავით, ვითარცა თქუა, უკუეთუ ეგე ეგრეთ არს, არცა იგინი განიბნინეს, ვითარცა-ესე ვხედავთ.
    17.     აწ ფრიად სარწმუნუა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: „აღდეგინ ღმერთი და განიბნიენ ყოველნი მტერნი მისნი“.
    18.     იხილე დღეს, ვითარ განბნეულ არს ერი იგი და შეკრებულ არიან წარმართნი, ვითარცა თქუა მოციქულთა თჳსთა, რაჟამს განცხოველდა,
    19.     ვითარმედ: „განვედით და ქადაგებდით სახარებასა ჩემსა ყოველთა წარმართთა შორის, დაიმოწაფენით იგინი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
    20.     ვითარცა იხილეთ, რამეთუ განმრავლდეს შვილნი ქურივისანი უფროჲს შვილთა ქმრის ცოლისათა, რამეთუ ესერა შეიძინეს სძალნი ახალნი სამწყსოთა ქრისტესთა და მოიღეს ძეთა და ასულთა ჩუენთა ნათლისცემაჲ და წინადაცუეთაჲ გულთაჲ,
    21.     წინადაცუეთისა მის წინ არს ბეჭედი ჴორცთა, მსგავსად მის სიტყჳსა, რომელ-იგი თქუმულ არს წინანდელთა ჟამთა, ვითარმედ: „აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრენ ყოველნი წარმართნი“.
    22.     ვაკურთხევდით ამიერითგან დიდებულსა მას, რომელმან განამრავლა მაცხოვარებაჲ თჳსი დღეთა ჩუენთა და ზიარ-მყვნა ჩუენ.
    23.     ზრახ...
    24.     ვყოთ დღესასწაული ესე სიხარულით და ვითხოვდეთ მოწყალისა მისგან გულსმოდგინედ, რაჲთა ყოს აღშენებაჲ დღეთა ჩუენთაჲ და განაგრძვნეს დღენი მეფეთა ჩუენთა მრავალთანი,
    25.     დაიცვნეს შარავანდნი მათნი თავსა ზედა მათსა, და უძღოდენ მთავართა სიმრავლით და ახარენ მდიდართა და გლახაკთა.
    26.     განამტკიცენინ აზნაურნი და მონანი და აკურთხენინ მამანი და დედანი და განმხიარულდინ ქალწულნი და წმიდანი ქმრის ცოლნი და იყავნ ჯუარი იგი მისი,
    27.     ვითარცა ზღუდე გარემოს სუფელსა ჩუენსა და დაიცვენინ სოფელი ჩუენი და ყოველნი მკუდარნი მისნი და მოავლინენ წყალობაჲ მისი ყოველსა ამას ზედა ერსა ჩუენსა.
    28.     და ერთბამად ამოვთქუათ დიდებაჲ სამებისა წმიდისაჲ უკუნისამდე.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი