|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეცამეტე
1. 15. თქუმული მისივე აღდგომისათჳს უფლისა 2. დღეს აღესრულნეს, საყუარელნო, რომელ-იგი წინავე მრავალთა ნათესავთა თქუა დავით სიტყჳთა თჳსითა, ვითარმედ: „მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარსა – სიხარულით“. 3. რამეთუ მწუხარებაჲ, რომელ შთაეცუა მოწაფეთა მათ ჟამსა ჯუარცუმისა მისისასა, იგი განიძარცუეს და სიხარული შეიმოსეს ჟამსა აღდგომისა მისისასა. 4. და მხიარულებაჲ იგი, რომელ შთაეცუა მწუხრი ჯუარისმცუმელთა მათ მათ მისთა, აღიმსთუეს და განიძარცუეს და შეიმოსეს მის წილ სირცხული პირისა მათისაჲ. 5. ცისკარსა მას აღდგომისა მისისასა ვითარცა-იგი სირცხჳლეულ იყვნეს ძჳრისმეტყუელნი იგი დანიელისნი, რაჟამს გამოვიდა იგი მღჳმისა მისგან და ლომნი იგი არა ეუფლნეს მას, და მთავარიცა იგი ბაბილონელთაჲ სირცხჳლეულ იყო, 6. რაჟამს სამნი იგი ყრმანი საჴუმილისა მისგან განურყუნელად გამოვიდეს, უფროჲსად მათსა ჯუარისმცუმელნი იგი სავსე იყვნეს სირცხულითა და კდემითა, რაჟამს გამოვიდა უფალი ჩუენი საფლავით და განცხოველდეს მართალნი... 7. ნიშითა მისითა უწყოდაცა, რამეთუ არა ჰრწმენა ურწმუნოთა მათ აღდგომაჲ იგი მისი, აღადგინა მართალნი სხუათა საფლავთაგან, 8. რაჲთა იყვნენ იგინი ქადაგ აღდგომისა მისისა, საკურველი დიდი არს ესე, ვითარმე არა ჰრწმენა ესე, რაჟამს ჰხედვიდეს თუალნი მათნი განხუმასა სამარეთასა და ესმოდა ყორთა მათთა ქადაგებაჲ მკუდართაჲ. 9. ხოლო არავე რაჲ დიდი არს ესე, რამეთუ არა ისმინეს მათ ღაღადებაჲ მკუდართაჲ, რამელნი ქადაგებდეს მისთჳს: მათ, რომელთა ღმერთი და ძისა ღმრთისაჲ არა ჰრწმენა, ვითარმცა მართალთაჲ ისმინეს, რომელნი-იგი საფლავით გამოვიდეს? 10. და ჯუარისმცუმელნი იგი მწუხარე იყვნეს, რაჟამს მკუდარნი უთხრუბდეს დიდებასა მისსა, ხოლო მოწაფეთა მისთა უხაროდა. 11. მკუდარნიღა იგი ღაღადებდეს უფლისა მათისათჳს და ანგელოზნი – საფლავსა მისსა. 12. რამეთუ ანგელოზნი, რომელნი არა ეახლნეს ჟამსა ჯუარცუმისა მისისასა, იპოვნეს შემოსილნი დიდებითა საფლავსა ზედა და უთხრობდეს აღდგომასა მისსა მოწაფეთა მისთა. 13. უკუეთუმცა ჟამსა ვნებისა ჯუარცუმისა მისისასა გამოჩინებულ იყვნეს ანგელოზნი, შე-მცა-ძრწუნებულ იყვნეს ჯუარისმცუმელნი იგი მისნი. 14. და რაჲთა-მემცა აღესრულა მოსლვაჲ იგი მისი, რაჲთამცა ცხონდეს სიკუდილითა მისითა თაყუანისმცემელნი მისნი. 15. არამედ ჟამსა მას ვნებისა მისისასა განეშორნეს ანგელოზნი ბრძანებითა მისითა, რაჲთა აღესრულოს მის ზედა ნებაჲ იგი უკეთურთაჲ. 16. ხოლო ჟამსა მას აღდგომისა მისისასა გარდამოიყვანნა ანგელოზნი ზეცით, რაჲთა ახარონ აღდგომაჲ მისი მოწაფეთა. 17. რამეთუ ვითარცა შთავიდა იგი წიაღთა მარიამისთა, აღიმსთუეს ანგელოზთა და ახარეს მწყემსთა შობისა მისისათჳს, რომელი-იგი იყო ქალწულისაგან. 18. ეგრეთცა, რაჟამს გამოვიდა იგი ჯოჯოხეთისაგან, აღიმსთუეს ანგელოზთა და ახარეს მოწაფეთა მისთა აღდგომისა მისისათჳს, რომელ-იგი სამარისაგან იყო. 19. იხარებდინ ამიერითგან ეკლესიაჲ ამას დღესა შინა, და არქუთ იერუსალჱმსა, ვითარმედ: ნუ გიხარინ მტერსა მაგას ჩემსა, რამეთუ დავეცი და მერმე აღვემართო. 20. და რამეთუ დავჯედ ბნელსა და უფალმან განმანათლოს. 21. მერმეცა არქუნ წინაწარმეტყუელმან ეკლესიასა: „აღდეგ და განათ... 22. რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს“, რამეთუ გამოუბრწყინდა დიდებაჲ იგი მისი ეკლესიასა მისსა ზედა, რომელ-იგი არს ყოველსა ქუეყანასა. 23. ესერა თაყუანის-სცემენ დიდებასა მისსა მეფენი სოფლისანი და მსაჯულნი ქუეყანისანი, ვითარცა ჰრქუა მას წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: „განეხუნენ ბჭენი სამარადისონი დღე და ღამე და ნუ დაიჴშვიედ, და შევიდენ შენდა ერნი თესლთანი და შარავანდედნი მათნი“. 24. ხოლო ყავნ მოწყალემან, რამეთუ ვითარცა გევნებოდა თქუენ ჟამსა მას ჯუარცუმისა მისისასა, იხარებდით და იშუებდით დღესა აღდგომისა მისისასა და ეზიარენით წმიდათა მისთა თანა სასწაულსა მისსა და ჩუენდა გამოვთქუათ დიდებაჲ სიმდიდრისა მისისაჲ უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|