|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეთოთხმეტე
1. 16. თქუმული მოძღუართაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა 2. აწ აღდგა… ყოველსა სოფელსა მოჰმადლა აღდგომასა მას მისსა და აჰა ესერა, ჩუენნი ვინმე დასისაგანნი, რომელნი სცვიდეს საფლავსა მას, მოვიდეს ქალაქად. 3. ჰრქუეს ჰურიათა მათ: აღდგა იესუ მკუდრეთით. 4. ჰრქუეს ჰურიათა მათ: და რად არა შეიპყარით იგი? 5. ჰრქუეს ერისაგანთა მათ: და თქუენღა შეიპყართ, რაჲ შეიძინეთ? გარნა ზღვევაჲ სულთა თქუენთაჲ! 6. ხოლო მან წინაჲთვე თქუა: „თანა-მაც მე სიკუდილი და მესამესა დღესა აღდგომაჲ“. 7. და რაჲ-იგი თქუა, ეგრეცა აღასრულა და დიდითა დიდებითა აღდგა მკუდრეთით, ჰრქუეს ჰურიათა მათ: თქუენ საფასე წარმოიღეთ მოწაფეთაგან მისთა და მიეცით გუამი მისი. 8. ჰრქუეს ერისაგანთა მათ: თქუენ ესე ურწმუნოებაჲ გაქუს, ურჩულონო, თქუენ არა გრწმენა, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღდგეს. 9. და ვითარ არს თქუენდა, საწყალობელნო, რამეთუ აწცა არა გრწმენა მისი, და ჰყავთ, რომელიცა გინდა ყოველივე სიბოროტე, რამეთუ მან თჳთ თავს-იდვა ყოველი. 10. ხოლო ოდეს მოვიდეს მერმესა მას, ვითარცა-ესე თქუა, უტყუველად აღასრულა, ვითარცა-იგი თქუა: მესამესა დღესა აღვდგეო, და არცა იგი ტყუოს უტყუველმან. 11. და ვაჲ თქუენდა იყოს დღესა მას მოსლვისა მისისასა, ხოლო ჩუენ ვერმცა შეუძლეთ შეპყრობად მისსა, რამეთუ შიშისა მისისაგან შევიქმნენით ვითარცა მკუდარნი დიდებისა მისისაგან. 12. რამეთუ აღდგომასა მისსა ქუეყანაჲ შეიძრა და ადგილი იგი მისგან შეძრწუნდა. 13. რამეთუ დასნი ანგელოზთანი გარე-მოადგეს საფლავსა მას და წარდგა ერთი ანგელოზთაგანი და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისაჲსა და აჰა ესერა, თავადი გამოვიდა საფლავით, ბრწყინვალე უფროჲს ნათლისა შჳდ წილ უმეტეს მზისა. 14. და გუესმა მისგან, რამეთუ ჰრქუა დედათა მათ: „არქუთ მოწაფეთა ჩემთა: აღდგა მკუდრეთით და წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. 15. მუნ მიხილოთ მე“, აწ ეგერა, ჭეშმარიტად გალილჱას არს. 16. უკუეთუ შემძლებელ ხართ, შეიპყართ თქუენ, წარვედით, აჰა ეგერა გითხართ თქუენ, ჭეშმარიტად. 17. ხოლო ჰურიათა მათღა ესმა, შეიქმნნეს ვითარცა მკუდარნი. 18. იზრახჱს ზრახვაჲ ბოროტი და მოიღჱს ვეცხლი დიდძალი და მისცეს ერისაგანთა მათ. 19. ევედრებოდეს და ჰრქუეს: „ესრჱ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა, დაღათუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ მას და დავადუმოთ იგი“. 20. ჵ უშჯულონო, მსაჯულსა მას სადა-მე თქუენ არწმუნოთ, ხოლო სოფელსა ვინ დაარწმუნოს? 21. ვაჲ თქუენდა, საწყალობელნო, რამეთუ თავისა თქუენისაჲ იზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი, რამეთუ შვილ იყვენით და ძაღლ იქმნენით. 22. ვაჲ თქუენდა, ქედფიცხელნო და წინდაუცუეთელნო გულითა, რამეთუ ერ უფლისა იყვენით და მგელ იქმნენით, და კბილნი თქუენნი აღილჱსენით კრავსა მას ზედა ღმრთისასა და დიდებისა მისისაგან უცხო იქმნენით. 23. ვაჲ თქუენდა, რამეთუ მარადის მჴდომ ექმნენით უფალსა და ბოროტად გელის ჯოჯოხეთი და ცეცხლი იგი უშრეტი. 24. რამეთუ ჯოჯოხეთი შემდგომად წარტყუენვისა მის შეკრძალულთა მათ მისთა ელის და აწ თქუენ გიმზირის ნაცვალად მათსა და იტყჳს: ნუ იყოფინ განსუენებაჲ ებრაელთაჲ, რამეთუ უფლისა ზედა კადნიერ იქმნნეს და წარიტყუენნჱს. 25. უკუეთუმცა მათ ბოროტი ზრახვაჲ არა მოეღო უფლისათჳს, მემცა ესოდენი არა მევნო. 26. უკუეთუმცა მათ არა მოეკლა იგი, არამცა მოსრულ იყო აქა და მემცა ყოვლად სასოწარკუეთილად არა ვიყავ. 27. და თუ ვითა შევიჴელთნე იგინი, მე ვასწავო მათ, რაჲთა არღარა იკადრონ ზრახვაჲ ბოროტი უფლისა თჳსისათჳს. 28. რამეთუ მათ მიერ მოველი აღვსებად წიაღთა ჩემთა, რაჲთა შთავჰჴადნე იგინი ქუესკნელთა საუნჯეთა, სადაცა მოძღუარი მათი ეშმაკი მივრდომილი ძეს ცეცხლსა მას უშრეტსა და მატლსა უკუდავსა, რაჲთა ისწავონ ღმრთისათჳს არა თქუმად ბოროტი. 29. უკუეთუ მოვინდენ აქა, მე განვსწავლნჱ იგინი არა გმობად ღმრთისა და მორჩილებად ეშმაკისა. 30. ვაჲ თქუენდა, საწყალობელნო, რამეთუ ნათელი იგი დაუტევეთ და ბნელსა წადიერ იქმნენით. 31. ვაჲ თქუენდა, რამეთუ სთქუთ ტკბილი იგი მწარედ და მწარჱ ტკბილად. 32. ვაჲ თქუენდა, ჰურიათა, რაჟამს ჰხედვიდეთ ძელსა მას, რომელსა ზედა ჯუარს-აცუთ უფალი და მას ყოველი სოფელი თავყანის-სცემდე. 33. და ოდეს ჰხედვიდეთ მომავალსა ღრუბელთა ზედა და ანგელოზთაგან დიდებულსა უფროჲს მზისა ბრწყინვალჱსა. 34. ვაჲ თქუენდა, ჰურიათა, რამეთუ ჰზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი და მოაკუდინეთ უკუდავი იგი. 35. და უკუდავი იგი ცხოველ არს, ხოლო თქუენ მოჰკუედით. 36. იგი ცად ამაღლდა, ხოლო თქუენ ქუესკნელთა ჯოჯოხეთისასა შთაჰჴედით. 37. იგი მარჯუენით მამისა ზის, ხოლო თქუენ მარცხენით ეშმაკისა სხედთ ცეცხლსა მას შინა. 38. ხოლო აწ განვიშორნეთ ბოროტი იგი ზრახვანი. 39. ჰურიანი გეჰჱნიასა შინა დამკჳდრებულნი ჰსხენან, ხოლო ჩუენ აღდგომასა უფლისასა მოვისწრაფოთ. 40. დასასრულ ვყოთ სიტყჳსაჲ ამის – არამედ აღდგა უფალი მკუდრეთით და მიემთხჳნეს ორნი იგი დედანი უფალსა ჩუენსა და არა ჰრწმენა, ვითარმედ იგი არს. 41. და ჰრქუა მას: „უფალო, შენ აღაღე, მითხარ მე… და სდევ… რაჲთა წარმ...“ მაშინ… 42. ჰრქუა მას: „რად ჰსტირ? ვის ეძიებ?“ 43. არამედ წარვედ და არქუ მოწაფეთა ჩემთა და პეტრეს. 44. არავის სხუასა სახელით ჰრქუა, გარნა მას ხოლო. 45. ისმინეთ, რაჲსათჳს მას ხოლო სახელით უწოდა? 46. რამეთუ სხუათა მათ არა თქუეს, არამედ მან აღუთქუა და თქუა: დაღათუ შემემთხჳოს შენ თანა სიკუდილი, არასადა უვარ-გყო შენ. 47. სხუათა მათ არა თქუეს ესე, არცა უარ-ყვეს. 48. ხოლო პეტრჱ აღუთქა და ვერ აღუსრულა. 49. დაღათუ განვიდა გარჱ და ტიროდა მწარედ, არამედ ეშინოდა ფრიად პირისა მისისაგან, ჰგუნებდა, ვითარმედ არა მომიტევნეს მე ცოდვანი ჩემნი. 50. ამისთჳს თქუა: მოწაფეთა ჩემთა და პეტრეს და სხუათა მათ ერთად ჰრქუა, ხოლო მას მიზეზისა მისთჳს ჰრქუა, რაჲთა უშიშად მოვიდეს სხუათა მათ თანა. 51. და ჰრქუა: წარვედ, რაჲთურთით ნუ შეძრწუნდები, რამეთუ არა უნაკლულეს გყო დიდებისა… არა გყო შემდგომად სხჳსა… შენ მარჯუე… ჩემისა არა მივსცნე… 52. სასუფეველისანი, არამედ ვითარცა-იგი იყავ, ეგრჱცა ჰგია. 53. რომლისაჲ გინდეს ცოდვილისაჲ განჴსნაჲ, იყავნ იგი ჴსნილ ცათა შინა. 54. „და რომელნი შეჰკრნე ქუეყანასა ზედა, კრულ იყვნედ ცათა შინა“. 55. ნუ გეშინინ, პეტრჱ, რამეთუ არაჲთ უნაკლულევან გყო შენ მადლთაგან ჩემთა, ნუ იყოფინ! 56. არამედ რაჲცა აღგითქუა, აღგისრულო. 57. ზედა კლდისაებრსა მაგას სარწმუნოებასა შენსა „აღვაშენო ეკლჱსიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას“. 58. და შენ დაჰმწყსნე ცხოვარნი და შენ აძოვნჱ ზეცით, რაჲთა სინანული სოფელსა მივჰმადლო. 59. მეზუერეთა და მეძავთა ეგოდენი ცოდვაჲ მიუტევჱ და შენ ეგე შეცოდებაჲ არა მიგიტეოა? 60. რამეთუ მიყუარან მე მონანულნი, გეჴსენედ შენ, რამეთუ ვცრემლოოდე წარწყმედასა მას იუდაჲსსა და არა მინდა წარწყმედაჲ იგი მისი. 61. უკუეთუმცა რაჟამს დააგდო ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა, თუმცა შეენანა, არამცა შიშთვილ-ება, არამცა განმეგდო იგი სრულიად, არამედ შეუნანებელმან ისწრაფა სიკუდილი, ამისთჳსცა უკუნისამდე ისაჯების. 62. ხოლო შენ შეინანჱ. 63. ნუ გეშინინ, რამეთუ ვიხილენ ცრემლნი შენნი და მოგიტევენ ცოდვანი შენნი. 64. რამეთუ დავითმან ორი ბოროტი ქმნა: ისიძვა და ჰურია ქედელი მოკლა. 65. და მიუტევენ მას და მუნვე წესსა წინაწარმეტყუელებისასა აღვასრულე იგი. 66. და შენ, რომელმან დაუტევე სახლი, ცოლი და ნათესავნი, არა-მე მიგიტეო შენ შეცოდებაჲ ეგე შენი? 67. ნუ გეშინინ პეტრჱ, რამეთუ მე ვარ, რომელმან ვთქუ: „მოვედით ჩემდა მაშურალნი ეგე, და რომელთა გიტჳრთავს ტჳრთი მძიმჱ, და განგისუენო თქუენ“. 68. მე ვარ, რომელმან ვთქუ: „დიდი სიხარული არნ ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს“. 69. ნეტარ თუმცა იუდასცა, ვითარცა-იგი მე მიმცა, ჩემდავე მოქცეულ იყო, არამცა გრიკსა მას ველურსა ხჱსა მიერ შიშთვილ-ება და საბელნი იგი მოსაშთობელნი არამცა განემზადნეს თავისა თჳსისა წარწყმედად, 70. არამცა მოსრულ იყო იგი და შე-მცა-ენანა და მე-მცა ცოდვანი იგი მისნი ჯუარსა მას შემემშჭუალნეს. 71. რამეთუ მე არარაჲ მიზეზ ვექმენ მისსა მას წარწყმედასა, არამედ მისი იგი უძღები ბუნებაჲ. 72. უკუეთუმცა შემდგომად მიცემისა ჩემისა შევრდომილ იყო წინაშე ჩემსა, მემცა არა შემეწყნარა, მემცა ვიყავ მიზეზ მისსა, რამეთუ არამცა განვაძე იგი გარე და არცა ვაოტჱ და არცა ვსწყევე. 73. ვიცოდე, ვითარმედ იგი არს მიმცემელი ჩემი, არა შევჰსწამე პირსა, არცა ვარქუ, ვითარმედ შენ მიმცემ მე, უშჯულო, განმეშორჱ ჩემგან. 74. არამედ ყოველთა შორის ვარქუ, ვითარმედ: ერთი ვინმე თქუენგანი მიმცემს მე. 75. ესეღა ვარქუ, მასცა დავჰბანენ ფერჴნი და პურიცა იგი მივეც და არა შევსწამე პირსა მისსა, რაჲთამცა არა შეეშინა და ივლტოდა არაჲთ, ვიდრე მიზჱზ ვექმენ მე მას. 76. და რაჟამს-იგი შეჰრისხენით მას განძებად გარჱ, ვარქუ: აცადეთ მაგას დღეს. 77. ამისთჳს ვთქუ, რაჲთამცა მოიქცა გული მისი, არამედ მასვე უკეთურებასა ეგო, ამისთჳს დგას და ელის საშჯელსა საუკუნესა. 78. ხოლო შენ შეინანჱ, ნუ გეშინინ მოსლვად ყოველთა თანა, რამეთუ მეგობარი ვარ ყოველთა მონანულთაჲ და მისთჳსცა დაუტევენ ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი ცხოვარნი უდაბნოსა და ერთისაჲ მის წარწყმედულისა ძიებად ვისწრაფე. 79. და ესოდენ ნაკლულოვან გყო შენ მადლთა მათ ჩემთა, პეტრჱ. 80. არამედ აჩრდილმანცა შენმან განკურნეს სნეულნი და ვარშამაგმან და სლვამან შენმან განსხნეს ეშმაკნი და მიახლჱბასა ჴელისა შენისასა დედის მუცლითგან მკელობელნი აღემართნედ და ხლდებოდიან. 81. რამეთუ თქუა: „არქუთ მოწაფეთა და პეტრჱს, რამეთუ აჰა ესერა, წინა-გიძღჳს თქუენ გალილჱად. 82. მუნ მიხილოთ მე“, და „აღდგეს და წარვიდეს სიხარულით გალილეად. 83. მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ, იხილჱს იგი და თავყანის-სცეს მას“ და აღესრულა ყოველი იგი წინაწარმეტყუელებაჲ, რომელი-იგი მისთჳს თქუა. 84. ამას ყოველსა დაუთმო უვნებელმან ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ უკუდავებასა დაგუამტკიცნეს. 85. ცოდვილთა სინანული მოჰმადლა და სოფელსა მშჳდობაჲ მოანიჭა და საჭურველი მტერისაჲ მოჰმადლა წინაშე სოფელსა – ჯუარი თჳსი. 86. ვისმე არა უკურდეს ზრახვაჲ ჯუარისაჲ, ვითარ იგი უძლეველ არს? 87. უკუეთუ მიხჳდე ბრძოლად და იხილო მტერი იგი და მახჳლი მისი ლესული წინაშე შენსა, და შენ არარაჲ გაქუნდეს, 88. არამედ ნიში იგი ჯუარისაჲ გაქუნდეს შუბლსა შენსა, წინა მიეგებვოდე მას და ეტყოდე: „ესენი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით, რამეთუ წინაჲთვე თქუა დავით ნიშისაჲ მის ჯუარისაჲ. 89. რამეთუ თქუა: „მივსცე მოშიშთა შენთა სასწაული, რაჲთა განერნენ პირსა მშჳლდისასა“. 90. რომელი ნიში მისცა? 91. არამედ ჯუარი იგი და ძალი ძელისაჲ მის, ვითარ... 92. რკინათაჲ და... 93. რაჟამს იხილის ნიში იგი ჯუარისაჲ, ზღუდენი დაეცნიან და მტერნი მოუძლურდებიან, ვითარცა თი... 94. ეშმაკნი ივლტოდიან და ყოველივე დაემორჩილებიან ძალსა. 95. და ძალისა მისისათჳს, რომელი-იგი მას ზედა ჯუარს ცუ… და არა ხოლო თუ აწ… რომლითა სძლეს მტე… სახჱცა იგი, რომელი ...ნისა… და განძლიერდებოდა. 96. ხოლო ესე ნუ გიკჳრნ, რამეთუ ღმრთისაჲ ოდენ ძლიერებაჲ აქუს ჯუარსა ამას, რამეთუ დასაბამსა სიტყუაჲ იგი ესოდენსა მოჰყოფდა. 97. ისმინე ძალი ხისაჲ მის, რამეთუ კუერთხი იგი მოსჱსი სახჱ იყო ჯუარისაჲ მის, ვითარცა იტყჳს პავლჱ. 98. „რამეთუ სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს. 99. ხოლო კლდე იგი იყო… ქრისტე“. 100. და კუერთხი ჯუარი ესე არს, სახჱ იგი ჯუარისაჲ და იხილა ...ვდენი იგი ქმნა, ანუ რავდენი უყო მტერთა მათ სიბოროტისათაჲ. 101. ხოლო მორწმუნეთა მათ კეთილნი მრ… ეჩუენა, რამეთუ…
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|