|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეთხუთმეტე
1. 17. აღვსებისა ორშაბათსა, ზატიკსა საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა კჳრილჱ იერუსალჱმელ მთავარეპისკოპოსისაჲ მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა და სულთათჳს 2. ძირი ყოვლისა საქმისა კეთილისაჲ აღდგომისა სასოებაჲ არს, რამეთუ მოლოდებამან სასყიდლის მომცემელისამან ძარღოვან ქმნის სული საქმედ კეთილისა. 3. რამეთუ განმზადებულ არს ყოველი მუშაკი დათმენად შრომათა აღდგომითა უფლისაჲთა, უკუეთუ მიჰხედის შრომათა სასყიდლის კუალადგებასა, ხოლო რომელნი უსასყიდლოდ შურებიედ, წინაწარვე დასცის სული ჴორცთა თანა. 4. ერისკაცი, რომელი საღუაწსა სასყიდლისასა მოელის, ბრძოლასა განმზადებულ არს. 5. ხოლო არავინ განუკითხველსა მეფესა ერისკაცად განწესებული, ვითარმცა არა მოსცა სამართალი შრომათაჲ და იგიმცა განემზადა მისთჳს... 6. ხოლო რომელსა არა ჰრწამნ აღდგომაჲ, ექმნის განჩემებულ წარსაწყმედელსა. 7. რომელსა ჰრწამნ, ვითარმედ ეგნენ ჴორცნი მისნი აღდგომად, ეკრძალებინ სამოსელსა მას თჳსსა და არა შეიგინოს იგი სიძვითა. 8. ხოლო რომელსა არა ჰრწამს აღდგომაჲ, მისცის თავი თჳსი სიძვასა, და ვითარცა უცხოჲ იჴმიის ჴორცი იგი თჳსი. 9. დიდ უკუე არს აწ წმიდისა და კათოლიკე ეკლესიისა მცნებაჲ და სწავლაჲ სარწმუნოებისაჲ აღდგომისათჳს მკუდართაჲსა, დიდ და საჴმარ და მრავალთა მიერ საცილობელ. 10. ხოლო მის ჭეშმარიტებისაგან სარწმუნოებისა გუაცილობენ ჩუენ წარმართნი, და არა ჰრწამს სამარიტელთა და გუბასრობენ მწვალებელნი. 11. მრავალსახჱ არს სიტყჳსგებაჲ, არამედ ერთსახჱ არს ჭეშმარიტებაჲ. 12. და გუეტყჳან ჩუენ წარმართნი და სამარიტელნი ერთად: ესრჱთ დაეცა იგი, რომელი-იგი აღესრულა, და დალპა და მატლად გარდაიქცა ყოვლადვე, და მატლიცა იგი მო-ვე-წყდა. 13. და დამპალი ესევითარი, რომელი წარწყმედამან დაიპყრა ჴორცი, ვითარ-მე აღდგეს? 14. ნავსა შინა თევზთა შეჭამნეს და იგიცა შე-ვე-იჭამნეს უდიდესთაგან თევზთა. 15. მჴეცთა მიცემულნი და დათუთა და ლომთა, იგიცა ძუალნი დააწულილნეს და განილინეს. 16. ყანჩთა და ყორანთადა გარეწარგდებულთა მკუდართა ჴორცნი შეჭამნეს და ყოველსა სოფელსა განფრინდეს. 17. აწ ვინ შეკრიბნეს ჴორცნი იგი? 18. ანუ ვინ უწყის მფრინველი იგი, რომელმან შეჭამა? 19. რომელიმე ჰინდოეთს მოკუდა, რომელიმე სპარსეთს და გუთეთს, და რომელნიმე ცეცხლითა დაიწუნეს და მათი იგი ნაცარი – იგიცა გან-ვე-იბნია წჳმისა და ქარისაგან. 20. აწ ვითაჲ შეკრბეს ჴორცი იგი? 21. შენ, კაცისაჲ, მცირეკისაჲ და უძლურისაჲ, შორს არს გუთეთი, და ჰინდოეთი და სპანიაჲ იგი სპარსეთ არს. 22. ხოლო ღმერთსა, რომელსა უპყრიეს ყოველი ქუეყანაჲ ბრჭლითა, მახლობელ არს მისა ყოველი. 23. აწ ნუსადა შენისაებრ უძლურებისა შეასმენ ძალსა ღმრთისასა, არამედ ძალსა მისსა ერჩდი უფროჲს. 24. და აწ მზჱ მცირჱ არს ქმნილი ღმრთისაჲ. 25. ერთითა მით მოხედვითა მზისთუალისაჲთა ყოველი სოფელი განტფის, და აერსა, რომელი შექმნა ღმერთმან, მოუცავს ყოვლითურთ, რაჲ არს სოფელსა? 26. მომართუ მე თითოსახჱ თესლი ნაყოფთაჲ პირად-პირადი (რამეთუ უძლური ხარ შენ სარწმუნოებასა, უძლური გითხრა შენ სახჱცა) და იგიცა თესლი გიპყრიეს თითოსახეთა ნაყოფთაჲ მჭელსა შინა. 27. დიდ რაჲ-მე არსა შენ კაცისაჲ, ანუ ძნელ მჭელსა შენსა გამოცნობად თითოეულისა თესლისა ნაყოფთაჲ, თჳსებრ ბუნებისა შეკრებაჲ და კუალად-გებაჲ ერთად თესლად? 28. და შენ სამე შენსა მჭელსა ესე ძალ-გიც, ხოლო ღმერთსა, რომელსა უპყრიეს მჭელითა თჳსითა ყოველი ქუეყანაჲ გამოცნობად და შეკრებად და კუალად-გებად, ვერ-მე ძალ-უცა? 29. გულისხმა-ყვენით თქუმულნი ესე, უკუეთუ არა არს უღმრთოებაჲ და უვარის-ყოფაჲ. 30. მერჩდით მე მასცა სიმართლისა სიტყუასა და მოვედ თავისა თჳსისა. 31. თითოსახენი გისხენ შენ მონანი: რომელნიმე კეთილ არიან და რომელნიმე ბოროტ. 32. პატივ-სამე-ჰსცე კეთილთა მათ, დასაჯნე ბოროტნი იგი. 33. და უკუეთუ მსაჯული ხარ, აქებ სახიერთა მათ და სტანჯავ ურჩთა მათ. 34. და აწ შენ კაცისა მიერ მოკუდავისა ესე სამართლად ღმრთისა თანა ყოველთასა, რომელსა მსახური არავინ უვის, მეუფესა სიმართლისასა, არა მეყოსა სატანჯველი და კუალად-გებაჲ? 35. არამედ უღმრთოებაჲ არს აურის-ყოფაჲ. 36. განიზრახე თქუმული ესე: მრავალნი კაცისა მკლველნი თჳსსა საწოლსა ზედა აღესრულნეს. 37. სადა არს ღმრთისა იგი სამართალი? 38. ვინ უწყის, კაცის მკლველი იგი ერგასისა კაცისა კლვისა თანამდებ არს და მას თავი ერთგზის მოეკუეთა. 39. სადა უკუე ორმეოცდაცხრამეტისაჲ მისცეს ტანჯვაჲ, უკუეთუმცა არა იყო ტანჯვაჲ და კუალად-გებაჲ შემდგომად სოფლისა ამის აღსრულებისა? 40. და უკუეთუ ესრჱთ არს, მაშა, შენ ღმერთსა ცრუდ გამოაჩინებ? 41. არამედ ნუ გიკჳრნ დროჲს-ყოფისა მისთჳს სარჩელისა. 42. ყოველი მოღუაწჱ შემდგომად ღუაწლისა გარდასლვისა გჳრგჳნოსან იქმნების, გინა ჰრცხუენების. 43. და არასადა ღუაწლისმცემელი იგი გჳრგჳნსა მოსცემს, ვიდრე ღუაწლსა შინა არიედ მოღუაწენი იგი, არამედ მოელიედ ყოველთა მოღუაწეთა ღუაწლისა აღსრულებასა, რაჲთა უკუანაჲსკნელ განიკითხოს და ეგრჱთ მოსცეს ძლევისა გჳრგჳნოსნებაჲ. 44. და ეგრეცა ღმერთმანვე, ღუაწლი არს-ღა ამას სოფელსა, შე-ღა-ეწიის წმიდათა რაოდენმე, ხოლო უკუანაჲსკნელ მოსცეს სასყიდელი სრულიად. 45. და უკუეთუ მკუდართა აღდგომაჲ არა არს, ვითარ-იგი შენ იტყჳ, რაჲსათჳს სამარის მძარცუველთა მათ დარჩი? 46. უკუეთუ წარწყმდეს ჴორცნი და სასოებაჲ არა არს აღდგომისაჲ, რაჲსათჳს ტანჯვასა შევარდების საფლავის მტყუენველი იგი? 47. ჰხედავ, აწ უკუე უვარ-ვყო ბაგითა უვარის-ყოფაჲ, ჰგიეს შენ თანა აღდგომისა იჭჳ განუხეთქელად. 48. და კუალად ხჱ მოკუეთილი აღმოსცენდის და კაცი თუ მოეკუეთოს, არა-მე აღმოსცენდესა? 49. დათესული იგი და მომკუეთელი დაადგრის კალოსა, ვენაჴთა ნასხლევი და ხეთაგან სხუათა მოკუეთილი ყოვლად დაასხას, დანერგული განცოცხლდეს და ნაყოფი გამოიღოს, და კაცი, რომლისათჳს ესენი არიან დაბადებულ, დაეცა ქუეყანად, არა-მე-აღდგესა? 50. ვითარცა შეტყუებით შრომაჲ, რომელი უდიდეს არს, ხატი კაცისაჲ, რომელი არა იყო პირველითგან შესაქმედ, ანუ დაცემული იგი შესაქმედ, რომელმან-იგი არაარსისაგან შეგუქმნნა ჩუენ ღმერთმან არაყოფილნი ესე, და დაცემულნი ვერ-მე აღმადგინნესა? 51. არამედ არღა გრწმენეს წერილთაჲ აღდგომისათჳს, რამეთუ წარმართ ხარ სხჳსა ბუნებისაჲ, რომელნი არიან ყოფილნი საქმენი, იხილენ, რომელნი დღენდელადმდე. 52. რომელნი ჩანან, გულისჴმა-ყავ. 53. დაეთესვის იფქლი, გინა სხუაჲ რომელიმე თესლი, და რეცა მოკუდის და დალპის მღიერთაგან, უჴმარ არნ იგი საჭმლად. 54. არამედ რომელი-იგი დამპალ არნ, აღდგის მწუანვილი და მცირეჱ დავარდის და აღდგის უმჯობესი. 55. ხოლო იფქლი ჩუენთჳს შეიქმნა, რამეთუ ჩუენდა სამსახურებელად შექმნა იფქლი დათესული იგი, არა თავისა თჳსისათჳს. 56. და აწ ჩუენთჳს შექმნული იგი და მომკუდარი განცხოვლდების. 57. და ჩუენ, რომელთათჳს ესე შეიქმნა მო… გეთა. 58. ზამთარი არს აწ ჟამი ესე, ვითარცა ჰხედავ. 59. და დადგა ნასხლევი, ვითარცა მოკუდა რომელი. 60. აწ სადა არს ფურცელი ლეღჳსაჲ? 61. სადა არიან ტევანნი ვენაჴისანი? 62. არამედ ზამთრის ესენი მკუდარ არიედ, და ზაფხული განედლდიან და ოდეს ჟამი იგი მოიწიის, ვითარცა მკუდრეთით განცხოველდიან, და კუალად მოსცის ცხორებაჲ, 63. რამეთუ იცოდა ღმერთმან შენი ეგე ურწმუნოებაჲ და ხილულთა ამათგან აღდგომაჲ იქმნა წელიწადითი წელიწადად, რაჲთა ხედვიდე უსულოთა მათ და მეტყუელთაჲ გრწმენეს. 64. და მერმე კუალად მწერნი და ფუტკარნი... 65. შინა შემდგომად ჟამისა ერთისა აღდგიან, აწ რომელი პირუტყუთა შეურაცხთა ...მს გარდა მრ… ბუნებისა ჩუენ, რომელთათჳს ესე… მნ...ა… მოგუმადლოსა? 66. არამედ ეძიებენ წარმართნი მკუდრეთით აღდგომისა უფროჲს, რომელმან განცხადებულად და თქუენ აღღა… დგებიან ესენი, არამედ არა… 67. ...სდ და ეძიებენ ცხადად საცხოვარსა, და დამპალსა და აღდგომილსა. 68. იცოდა ღმერთმან კაცთა ურწმუნოებაჲ და მფრინველი ამისთჳს შექმნა, რომელსა ჰრქჳან ფუვინიკა. 69. ესე სახელი ჰრქჳან მას, ვითარცა დასწერს კლემენტოს, რამეთუ მარტოდ შობილ არს და სოფელსა ეგჳპტელთასა მეხუთასესა წელთაჲსა აჩუენის აღდგომაჲ, არა უდაბნოთა ადგილთა, 70. რაჲთა უცნობელ იყოს საიდუმლოჲ, არამედ საჩინოსა ადგილსა მოკუდის და მეხუთასესა წელსა კუალად მკუდრეთით აღდგის. 71. ეგრჱ სახედ ნათესავი კაცთაჲ: ვითარ უძლურისა ძალისაგან შეიქმნების ენაჲ, გულად მზრახად და ჴელად მოქმედად, ფეჴად მორბედად და მრავალფერად ას... 72. სახედ. 73. და უძლური იგი იქმნის მოწაფჱ და მაშენებელ, და მრავალფერისა ხუროებისა მოქმედ და მოსაგრჱ და მთავარ და რჩულისმდებელ მეფე. 74. რომელნი შეურაცხთაგან საქმეთა ჩუენ ესრჱთ შეგუქმნნა ღმერთმან, დაცემულთა მათ მკუდართა აღდგინებად ვერ-მე ძალ-უცა? 75. რომელმან შეურაცხი იგი ესრჱთ ჴორცად გარდააქცია, დარღუეული იგი ვერ-მე აღადგინოსა? 76. და რომელმან-იგი არაარსი ქმნა, არსი იგი და დაცემული ვერ-მე აღადგინოსა? 77. მოიღე აწ მკუდართა აღდგომისათჳს განცხადებული განჩინებაჲ ცათა შინა მნათობთაჲ თჳთი-თთუედ წამებული: რამეთუ მთოვარისა გუამი ყოვლადვე მოაკლდის და არცა ჩან სადა თავად იგი, და მერმე კუალად გან-ვე-ივსის, და ვითარცა პირველ იყო, ეგრევე კუალად მოეგის. 78. ხოლო სხჳსათჳს საქმისა გამოჩინებისა მოწევნასა თითოეულისა წელიწადისასა მოაკლდის მთოვარჱ სისხლად გამოჩინებითა და კუალად მო-ვე-იღის გუამი – ნათლის ხატი. 79. რამეთუ ღმერთმან ესრეთ შექმნა იგი, რაჲთა შენცა, კაცი ეგე, რომელი სისხლთაგან შეყოფილ ხარ, მკუდართა აღდგომისა ნუ ურწმუნო იქმნები, არამედ ვითარცა-იგი მთოვარესა ცათა შინა ხედავ, ეგრევე სახედ თავისა შენისაჲ გრწმენინ. 80. ესე სიტყუანი გაქუნდინ წარმართთა მიმართ: ხოლო რომელნი წერილისასა არა თავს-იდებენ უწერელთაგან, ხოლო გულისსიტყუათა გამოჩინებითა ამათ არცა ესაია, არცა სახარებანი, არცა პავლჱ. 81. აწ ამიერითგან მოვედ სამარიტელთა, რომელნი შჯულსა ხოლო თავს-იდებენ და წინაწარმეტყუელთა არა შეიწყნარებენ. 82. რომელთა უქმად სამსგავსებელ არს მათ მიერ აწინდელი ესე საკითხავი ეზეკიელისი, რამეთუ წინაწარმეტყუელთა, ვითარცა თქუა, არა შეიწყნარებენ, აწ ვინაჲთ ვარწმუნოთ სამარიტელთა? 83. მოვედით ამიერითგან წერილთა რჩულისათა. 84. ეტყჳს ღმერთი მოსეს: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი“, ცხოველთაჲ სამე და აღდგომილთაჲ. 85. უკუეთუ აბრაჰამ აღესრულა, და ისაკ და იაკობ, ღმერთი არს-მეა არაყოფილთაჲ? 86. თქუეს-მე სადა მეუფემან, ვითარმედ მეუფჱ ვარ, რომელსა არა აქუნ ერი? 87. აჩუენეს ვინ-მეა სიმდიდრჱ, რომელი არა აქუნ? 88. ჯერ ვიდრე-მე არსა თქუმად, ვითარმედ დგანან აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, რაჲთა არსთა მათ ღმრთად იყოს ღმერთი? 89. არა თქუა: „ვიყავო მათი“, არამედ „ვარ“. 90. და რამეთუ სარჩელიცა არს, იტყჳს აბრაჰამ: „რომელი-ეგე შჯი ყოველსა ქუეყანასა, არა ჰყოა შჯული“? 91. კუალად სიტყუასავე გჳგებენ ამისთჳსცა უცნობელნი სამარიტელნი, იტყჳან: სულთაჲ შეჰგავს ყოფაჲ აბრაჰამისთაჲ, ისაკისთაჲ და იაკობისთაჲ, ხოლო ჴორცთა აღდგომაჲ ვერ შესაძლებელ არსო. 92. აწ კუერთხი მოსჱსი მართლისაჲ გუელად შესაქმედ შესაძლებელ არს, და ჴორცნი მართალნი ცხოვრებად და აღდგომად ვერ შესაძლებელ არიანა? 93. და თჳნიერ ბუნებისაჲ იგი იქმნა, და რომელთაჲ თჳთ ბუნებაჲ არნ, არა-მე კუალად მოეგოსა? 94. კუერთხი იგი აჰრონისი, მოკუეთილი და მომკუდარი, თჳნიერ წყლისა სულისა აღდგა და აღმოსცენდა. 95. დ...სა იყო, რომელი-იგი ველსა გარე ცენებულ ოდესმე იყო, ჴელსა ქუეშე მდგომარემან მრავლით წყლითგან რწყულთაჲსა უფროჲს ღამესა ერთსა მოსცა ნაყოფითურთ კუერთხი იგი აჰრონისი, ვითარცა მკუდრეთით აღდგა, და თავადი აჰრონ არა-მე აღდგა? 96. და რაჲთა მღდელთმოძღურებაჲ მათი ღმერთმან აღჰმართოს, ძალითა მით სასურველი იქმნა და მას თჳთ აჰრონს არა-მე მოჰმადლოსა აღდგომაჲ? 97. დედაკაცი თჳნიერ ბუნებისა მარილად გარდაიქცა და ჴორცი მარილ იქმნა, და აწ ჴორცი ჴორცადვე ვერ-მე მოეგოსა? 98. ძეგლ მარილის იქმნა ცოლი ლოთისი და ცოლი აბრაჰამისი არა-მე აღდგესა? 99. რომლითა სახითა გარდაიქცა ჴელი მოსჱსი და ერთსა შინა ჟამსა იქმნა ვითარცა თოვლი, და მერმე კუალადვე მოეგო ღმრთისა ბრძანებითა. 100. და მაშინ ბრძანებაჲ იგი ძლიერ იყო, აწ არღა ძლიერ არსა? 101. ვინაჲ უკუე დასაბამსა შექმნა კაცი, რომელთა კაცთა უუცნობილესნო სამარიტელნო? 102. მოვედით პირველსა მას წიგნსა, რომელსაცა თქუენ შეიწყნარებთ: და დაჰბადა ღმერთმან კაცი, მიწაჲ ქუეყანით, მიწაჲ ჴორცად გარდაიქცევის და ჴორცი ჴორცად ვერ-მე მოეგოსა? 103. გკითხო თქუენცა, ვინაჲ წარმოჴდეს კაცი, და ქუეყანაჲ, და ზღუაჲ? 104. ანუ ვინაჲ მზჱ, და მთოვარჱ, და ვარსკულავნი? 105. ვითარ კუალად წყალთაგან მფრინველნი და მცურვალნი? 106. ვითარ უკუე ქუეყანით საცხოვარნი ყოველნი? 107. ესოდენნი ბევრეულნი არაარსისაგან არსებად მოიყვანნეს და ჩუენ კაცნი, რომელთა ხატი მისი გუაქუს, ვერ-მე აღგუადგინნესა? 108. ჭეშმარიტად საქმენი ესე ურწმუნოებითა სავსე არიან და მრავალი კდემაჲ აქუს ურწმუნოთა, რაჟამს აბრაჰამ ეტყჳს ღმერთსა: რომელი ჰშჯი ყოველსა ქუეყანასა, და არა ჰრწამს, რომელნი ისწავებენ შჯულსა. 109. რამეთუ წერილ არს „ქუეყანისაგან კაცი“ და არა ჰრწამს, რომელნი აღმოიკითხვენ ამას, მათ ურწმუნოთა ესე, ხოლო წინაწარმეტყუელთაგან ჩუენ მორწმუნეთა, 110. რამეთუ წინაწარმეტყუელთასა ვიეთნიმე იკითხვენ, და არა ჰრწამს წერილისაჲ მის და დაგჳდგიან ჩუენ იგი, ვითარმედ: „არა აღდგენ უღმრთონი სარჩელსა“. 111. და კუალად: „უკუეთუ შთავიდეს კაცი ჯოჯოხეთს, არღარა აღმოჴდეს.“ და კუალად: „არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო“. 112. რამეთუ კეთილად დაწერილთა ბოროტად აღმოიკითხვენ. 113. ჰკითხე, რაჲთა თანაწარსლვითა წინამიგებად მათა. 114. და უკუეთუ თქუას, ვითარმედ… რამეთუ… 115. უფალო, ამას აუწყებს, რამეთუ სინანულისა და მოტევებისა დროჲ ამას ხოლო ცხორებასა აქუს, თქუა, ვითარმედ: რომელნი იშუებდენ – აქებენვე. 116. არა არს მიერითგან შემდგომად სიკუდილისა, რომელნი ცოდვასა შინა აღესრულნეს, ვითარცა კეთილისმყოფთა ქებაჲ, არამედ გოდებაჲ. 117. ქებაჲ მადლისმიმცემელთაჲ არს, ხოლო გოდებაჲ არს ტანჯულთაჲ. 118. მართალნი იგი მაშინ აქებდენ, ხოლო რომელნი აღესრულნეს ცოდვასა შინა, მიერითგან ჟამი აღსარებისაჲ არღარა აქუს. 119. ხოლო ამისთჳს, ვითარმედ: „შთა-თუ-ჴდეს კაცი ჯოჯოხეთა. 120. არღარა აღმოჴდეს“, არამედ იკითხე შემდგომი ამისი, რამეთუ წერილ არს: „არღარა აღმოჴდეს და არცა მიიქცეს მერმედ სახიდ თჳსა“. 121. ოდეს სოფელი ყოველი წარჴდეს და ყოველივე ერთბამად განიჴრწნეს სახლები, ვითარ-მე უკუე თჳსა სახლად მი-ვინ-მე-ვიდეს? 122. მიერითგან ახალი იყოს ქუეყანაჲ? 123. ჯერ არს მათა სმენად, ვითარ-იგი იტყჳს იობ: „ფრიად არს... 124. სასოებაჲ, და უკუეთუ... 125. ენდეს და მორჩი მისი არა მოაკლდეს. 126. და-ღათუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს ძირი მისი კლდესა ზედა. 127. ძელი მისი სულისაგან წყლისა ყუაოდის, და ყოს მან ნაყოფი, ვითარცა ახალნერგმან, ხოლო კაცი მოკუდა და წარჴდა, დაეცა კაც და არღარა არს?“ 128. არა ხოლო იძულნებით და შერისხვით ესრეთ ჯერ-არს? 129. ესრეთ ამოვიკითხე, რომელი-იგი თქუეს, ვითარმედ: არღარა არსა? 130. აწ ხჱ დაეცეს და აღ-სამე-დგის, და თჳთ იგი კაცი, რომლისათჳს იგი ხჱ შეიქმნა, არა-მე აღდგესა? 131. და რაჲთა არა გეგოს, ვითარმედ ძალითა გარწმუნებ, აღმოიკითხე შემდგომი ამისი. 132. რამეთუ მერმე იტყჳს, რეცა თჳთ ჰკითხავს: „დაეცა კაცი, არღარა აღდგესა?“ 133. და მერმე იტყჳს: „უკუეთუ, მოკუდა კაცი, ცხონდა“. 134. და მეყსეულად იტყჳს: „ხოლო დავითმინო მე ვიდრემდის კუალად ვიყო მე“. 135. და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა... 136. ქუეყანით აღდგინებად ტყავი ჩემი, რომელმან აღავსო ესე“. 137. ხოლო ესაია წინაწარმეტყუელი იტყჳს: „აღდგენ მკუდარნი, განიღვიძონ, რომელნი არიან საფლავებსა“. 138. და განცხადებულად ეზეკიელ წინაწარმეტყუელი იტყჳს: „აჰა ესერა, მე აღვაღო საფლავებსა თქუენსა და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავებით თქუენით“. 139. და მერმე კუალად დანიელ იტყჳს: „მრავალნი მძინარენი ქუეყანისაგან მიწით აღდგენ, რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ, რომელნიმე სირცხჳლად საუკუნოდ“. 140. და მრავალნი წიგნნი წამებენ მკუდართა აღდგომისათჳს. 141. რამეთუ არიან სხუაცა მრავალსიტყუა ამისთჳს, რეცა თუ მოსაჴსენებელად. 142. ხოლო აწ თანაწარსრბით ვთქუათ ლაზარესი ოთხისა დღისა მკუდრეთით აღდგომაჲ. 143. თანა-წარვჴდე ჟამისა ამისთჳს სიმცირისა და ძისა მისთჳს ქურივისა, აღდგომილისა მკუდრეთით, მოვიჴსენებთ. 144. ხოლო წარმოვიღოთ აწ ასულისა მისთჳს შესაკრებელთმთავრისა. 145. მოვიჴსენო აწ და ვთქუათ განხეთქაჲ კლდისაჲ, და საფლავთაჲ აღებაჲ და მრავალთა გუამთა წმიდათა აღდგომაჲ. 146. და ყოვლისა წინა მოიჴსენე, რამეთუ ქრისტე მკუდრეთით აღდგომილ არს. 147. თანა-წარვლო ელიასი იგი და ძისა მის ქურივისაჲ, რომელი-იგი მკუდრეთით აღადგინა მან, და ელისჱ ორგზის აღადგინა მკუდარი ცხორებასა და შემდგომად აღსრულებისა მისისა, ვითარცა ცხოველმან ქმნა აღდგომაჲ სულითა თჳსითა. 148. რაჲთა არა სულსა ხოლო პატივ-სცეს მართალთასა, არამედ სარწმუნო ექმნეს, ვითარმედ არს ჴორცთაცა შინა მართალთასა ძალი., რომელი-იგი დავარდა საფლავსა ზედა ელისჱსსა მკუდარი, მკუდარისა გუამისა წინაწარმეტყუელისასა შეეხო და განცოცხლდა. 149. და ჴორცთა მათ წინაწარმეტყუელისათა აღასრულეს საქმჱ სულისა ცხოველისაჲ. 150. და აღსრულებულმან და მდებარემან ცხორებაჲ მოსცა აღსრულებულსა მას. 151. და მო-რაჲ-ჰსცა ცხორებაჲ მკუდარსა მას, იგი ეგრევე ეგო მკუდართა თანა. 152. რაჲსათჳს-მე? 153. არამედ აღ-თუმცა-დგა ელისე სულსა ხოლო მისსა ესმა ესე საქმჱ იგი, არამედ რაჲთა გამოჩნდეს სული იგი ღმრთისაჲ. 154. არა თანა-იყო, არს ძალიცა რაჲმე ჴორცთა შინა წმიდათა ამისთჳს, რამეთუ ესოდენთა წელთა დამკჳდრებულ იყო მას შინა მართალი იგი სული, რომელსა-იგი მსახურ ყოფილ იყო. 155. და ნუმცა ურწმუნო ვართ, ვითარმცა არა ყოფილ იყო ესე. 156. უკუეთუ სუდარები და ოლარები, რომელ გარეშე იყო ჴორცთა მათ წინაწარმეტყუელისათა, აღადგინონ მკუდარი. 157. და იყომცა მრავალი სიტყუაჲ ამას ზედა დღითი-დღედ მითხრობასა ამას საქმესა საკჳრველსა. 158. ჟამისა ამისთჳს პირველ წარსრული თქუენისა დადგრომილებისა მარხვისა და ღამისთევისაჲ იგი წარსლვითა ითქუას მცირედ განთესული, რაჲთა თქუენ კეთილისა მისებრ ქუეყანისა შეიწყნაროთ თესლი და ნაყოფი გამოიღოთ ფართოდ. 159. მოვიჴსენოთ, რამეთუ მოციქულთა მკუდარნი აღადგინნეს: პეტრე იოპეს – ტაბითა, პავლე ტროადს – ევტჳქოს, და სხუათა მოციქულთა ყოველთა, დაღათუ არა წერილ არს, ყოველი თითოეულად საკჳრველებათა მათთა საქმჱ. 160. მოიჴსენეთ კორინთელთა მიმართ პირველსა თავსა წერილი ყოველი, რომელი მიწერა მათთჳს პავლე, რომელნი იტყჳან: „ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? 161. ანუ რომლითა ჴორცითა მოვიდენ?“ 162. „და უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ, არცა ქრისტე აღდგომილ არს“. 163. და რამეთუ უგუნურით ჰხადის ურწმუნოთა და ყოვლისავე მისთჳს, მას შინა მოძღურებისა მკუდართა აღდგომისათჳს. 164. თესალონიკელთა მიწერა: „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარ-ცა სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“ და ამის შემდგომი ყოველი, უფროჲს ხოლო ესე, ვითარმედ: „მკუდარნი იგი ქრისტჱსმიერნი აღდგენ პირველად“. 165. უმეტესად შეისწავეთ, არა ხოლო თითისა ჩუენებით პავლჱ იტყჳს ამას, ვითარმედ: „ჯერ-არს ჴრწნილისა მის შემოსად უჴრწნელებაჲ და მოკუდავისა მის შემოსად უკუდავებაჲ“. 166. რამეთუ ჴორცი ესე ჩუენი აღდგეს და არა ხოლო ესევითარი ეგოს უძლური აღდგომად, ესე აღდგეს. 167. არამედ შეიმოსოს უჴრწნელებაჲ, სხუასახჱ იქმნეს, ვითარცა რკინაჲ ცეცხლსა შინა იქმნეს ცეცხლ. 168. უფროჲსღა, ვითარცა-იგი იცის აღმადგინებელმან უფალმან. 169. აღდგენ ჴორცნი ესე, არამედ არა იყვნედ ესრევე, არამედ საუკუნო იყვნედ. 170. არღარა საზრდელი ესევითარი უჴმდეს საცხორებელად, არცა კიბენი აღსავალად. 171. იყოს საკჳრველ რაჲმე სიტყუად, ვითარ-იგი ღირსვე რას შემძლებელ ვართ თქუმად. 172. იტყჳს, რამეთუ: მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზჱ, და „მთოვარჱ და ბრწყინვალებაჲ სამყაროჲსაჲ“. 173. წინაწარ იცოდა ურწმუნოებაჲ კაცთაჲ ღმერთმან, მატლთა მცირეთა ზაფხულისა მოსცა ნათლის სახჱ, გამობრწყინვებაჲ, ნათობაჲ ჴორცთაგან, რაჲთა საჩინოთა ესევითართა სარწმუნო იქმნეს მოსალოდებელი იგი. 174. რომელმან ზოგი იგი მოსცა, ძალ-უც ყოველიცა მოცემად, და რომელმან-იგი მატლსა მას ბრწყინვალებაჲ მოჰმადლა, რაოდენ უფროჲს განანათლოს მართალი კაცი. 175. აღვდგეთ სამე აწ და საუკუნენი ჴორცნი გუემოსნენ ყოველთა, არამედ არა ყოველთანი მსგავს იყვნენ. 176. უკუეთუ ვინმე იყვნენ მართალი, მოიხუნენ ჴორცნი იგი ზეცისათანი, რაჲთა შემძლებელ იყოს ანგელოზთა თანა სლვად, 177. ვითარ-იგი ღირს უკუეთუ ვინმე იყოს ცოდვილ, მოიხუნეს ჴორცნი საუკუნენი, ტანჯვასა მოთმინენი ცოდვილთათჳს, რაჲთა საუკუნოდ ცეცხლითა დაიწუებოდის და არასადა განილიოს და სამართლად ორ კერძოთავე მათ განწესებულთა მოსცეს ღმერთმან ესე. 178. რამეთუ არარაჲ გარეშე ჴორცთა გჳქმნიეს ჩუენ. 179. ვჰგმობთ ჴორცითა, ვილოცავთ ჴორცითა, ვისიძავთ ჴორცითა, სიწმიდესა ვიქმთ ჴორცითა, მოვიტაცებთ ჴორცითა და მოწყალებასა ვიქმთ ჴორცითა. 180. და ეგრეთვე სხუასა ყოველსა, რამეთუ ყოველსა ვჰმსახურე ჴორცითა, და მერმესა მას თანა მოიღოს საქმეთაჲ მათ. 181. ვერიდნეთ უკუე აწ, ძმანო, ჴორცთა ამათ და ნუმცა, ვითარცა უცხოთა, ვიჴმევთ მათ, ნუცა მწვალებელთა მათებრ ვიტყჳთ, ვითარმედ უცხო არს ჴორცთა ესე სამოსელი, არამედ ვითარცა თჳსსა, ვეკრძალნეთ. 182. რამეთუ ჯერ-არს ჩუენდა სიტყუაჲ მიცემად უფალსა ყოველთათჳს ჴორცთა მიერ ქმნულთა. 183. ნუ იტყჳ, ვითარმედ არავინ მხედავს, ნუცა ჰგონებ, ვითარმედ მოწამე არა არს საქმეთაჲ, არამედ კაცი, ვინ უწყის, არა არს მოწამჱ, 184. ხოლო დაუვიწყებელი იგი მოწამჱ ჰგიეს ცათა შინა და ჰხედავს საქმეთა, და ძჳრნი იგი ცოდვანი ჰგიან ჴორცთა შინა, ვითარცა წყლულებანი, რომელნი ჴორცთა შინა არიედ. 185. დაღათუ განიკურნის ბრძჳლი იგი, ჰგიესვე ეგრევე, ცოდვამან წყლის სული და ჴორცნი. 186. და სახენი იგი ჰგიედ ბრძჳლისანი ყოვლითურთ, გარნა ნათლისღებითა ხოლო განიძარცუვიან, რომელნი ღირს იქმნიან მას მოღებად. 187. პირველნი იგი სულისა და ჴორცთა წყლულებანი განკურნის ღმერთმან ნათლისცემითა, მიერითგან მერმესა მას ჩუენ ვეკრძალნეთ ყოველნი ზოგად, რაჲთა წმიდად ჴორცთა ესე სამოსელი დავიმარხოთ, 188. ნუ მცირითა სიძვითა და გულისთქუმითა, გინა სხჳთა რომლითავე ცოდვითა წარვიწყმიდოთ ზეცისა იგი ცხორებაჲ, არამედ რაჲთა დავიმკჳდროთ სასუფეველი საუკუნჱ, რომელსა ჩუენ ყოველნი მადლითა მისითა ღირს მყვენინ უფალმან. 189. და ესე ჩუენ მიერ ითქუნეს საწამებელად მკუდართა აღდგომისათჳს, ხოლო სარწმუნოებისაჲ იგი მითხრობაჲ თქუენდა მიმართ კუალად, რომელნი ითქუნეს ჩუენ მიერ ყოვლითა მოწრაფებითა გამორჩევისაჲთა, ჩუენ მიგითხართ და მოგეჴსენოს. 190. ხოლო აღთქუმული იგი სარწმუნოებისაჲ შემდგომითი-შემდგომად გაქუს, რომელი-იგი ითქუა, ვითარმედ ერთ ნათლისღებაჲ სინანულის მოსატევებელად ცოდვათა, და ერთისა მიმართ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა, ჴორცითა აღდგომისა და ცხორებად საუკუნოდ. 191. ხოლო ნათლისღებისათჳს და სინანულისა პირველთა მათ სწავლათა გჳთქუამნ ჩუენ და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა რომელი ვთქუათ, და ადგომისათჳს ჴორცთაჲსა თქუმულ არს და კუალად ითქუნენ ნეშტნი იგი. 192. მერმეცა კუალად ამისთჳს, ვითარმედ ერთისა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა, რომლისათჳს მრავალი ვთქუ, შესაძლებელ არს, ვითარმედ მცირედ ვთქუათ. 193. კათოლიკჱ ჰრქჳან მისთჳს, რამეთუ ყოვლისა სოფლისაჲ არს, კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა, და სწავლისათჳს სოფლივისა და უკლებელად ყოველივე მეცნიერებისათჳს კაცთაჲსა, 194. ვითარ-იგი ღირს მოსლვად ბრძანებანი განჩინებად ხილულთა და არახილულთა საქმეთა ზეცისათა და ქუეყანისათა და ყოველნი ნათესავნი კაცთანი კეთილსა მსახურებასა დამორჩილებად: 195. მთავართა, და რომელნი მთავართა ქუეშე არიან, აზნაურთა და დარეთა – სოფლისა კურნებისათჳს და სიცოცხლისა და ყოვლისავე ცოდვათა სახისა, სულისაგანისა და ჴორცთაჲსა, 196. რომელნი იქმნებიან, და მოპოვნებაჲ მას შინა ყოველივე სახჱ სახელდებული სათნოებისაჲ საქმეთაგან და სიტყუათა და ყოვლითა სულიერითა თითოფერითა მადლითა. 197. ეკლესია ჰრქჳან სახელშემსგავსებულად ყოველთათჳს შესაკრებელსა, და მოსახადელისა და ერთად მოსლვისა, ვითარცა-იგი ლევიტელთასა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველსა კრებულსა მოუწოდე კართა ზედა კარვისა საწამებელისათა“, და სასწაულება არს, რამეთუ მოუწოდე. 198. წიგნთა შინა თქუმულ არს აწ, ოდეს-იგი აჰრონს უფალი მღდელთმოძღურად დაადგინებს. 199. და მეორესა შჯულსა იტყჳს მოსე, ვითარმედ: „მრქუა მე უფალმან, მომიწოდე მე ერსა და ისმინენ სიტყუანი ჩემნი“. 200. და მერმე კუალად მოსაწოდებელისა ამის სახელსა მოიჴსენებს, რომელ არს ეკლესიაჲ, ფიცართა მათთჳს ქვისათა, ვითარ იტყჳს, 201. ვითარმედ: „ზედა წერილ იყვნეს ყოველნი იგი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ მთასა ამას ზედა, შორის ცეცხლსა, დღესა მას წოდებისასა“, ვითარ-იგი იტყოდა განცხადებულად დღესა მას, რომელსა იწოდენით ღმრთისა მიერ. 202. და მეფსალმუნჱ იტყჳს: „აღგიარო, შენ ეკლესიასა შინა დიდსა, ესე იგი არს საწოდებელსა შინა დიდსა და ერსა შორის ძლიერსა“. 203. პირველადვე გალობდა ფსალმუნი, ვითარმედ: მოსაწოდებელთა შორის, ესე არს: „ეკლესიათა შორის აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა“, ვინაჲთგან საქმისა მისთჳს მაცხოვარის მიმართ ჩუენისა ძჳრისზრახვისაგან განითხინეს ჰურიანი მადლისაგან. 204. მეორედ აღაშენა მაცხოვარმან წარმართთაგან ჩუენ ქრისტეანეთა ეკლესიაჲ, რომლისათჳს ჰრქუა პეტრეს, ვითარმედ: „ამას კლდესა ზედა აღეშენოს ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. 205. ორთავე ამათთჳს წინაწარმეტყუელებდა დავით. 206. პირველისა მისთჳს განგდებულისა იტყჳს: „მოვიძულე მე ეკლესიაჲ განგდებულთაჲ“. 207. ხოლო მეორისა მისთჳს აღშენებულისა მუნვე იტყჳს მეფსალმუნჱ იგი: „უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ“. 208. და შემდგომად იტყჳს: „ხოლო მე ეკლესიასა შინა გაკურთხევდე შენ, უფალო“. 209. ოდეს-იგი ჰურიასტანს ერთი განვარდა შესაკრებელი ჰურიათაჲ, მიერითგან ყოველსა სოფელსა განმრავლდებიან ეკლესიანი ქრისტჱსნი, რომელთათჳს ფსალმუნთა შინა იტყჳს: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა“. 210. რომელ ამისსა მსგავსად წინაწარმეტყუელი ეტყჳს: „რომლითა არა არს ნებაჲ ჩემი თქუენ შორის – იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი“. 211. და შემდგომად ამისსა იტყჳს, ვითარმედ: „აღმოსავალითგან მზისაჲთ და მიდასავალადმდე სახელი ჩემი დიდებით არს წარმართთა შორის“. 212. ამისთჳსვე წმიდისა კათოლიკე ეკლესიისათჳს მისწერს ტიმოთესსა პავლე, ვითარმედ: „რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ღირს სახლსა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისაჲ“. 213. და რამეთუ ეკლესიისა სახელი მრავალსახელთათჳს ითქუმის საქმეთა, ვითარცა-იგი ერისა მისთჳს საკითხავსა მას ეფესელთასა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „და ვითარცა ესე თქუა, განუტევა“, ეკლესიისაჲ იგი მტკიცედ ვიდრემე სათქუმელ არს. 214. და ჭეშმარიტად ეკლესიაჲ, ხოლო უკეთურთა შესაკრებელი იგი მწვალებელთაჲ, მარკიანელთასა ვიტყჳ და მანიქეველთასა. 215. ამისთჳს უკუე შენ აწ კრძალულად მიგცა სარწმუნოებამან, ვითარმედ ერთისა მიმართ სარწმუნოებისა და ერთისა მიმართ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისაჲსა, რაჲთა მათისა მისგან ბილწისა შეკრებისა ივლტოდი ხოლო. 216. და დაადგრე წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ამას მარადის, რომელსაცა შინა კუალად იშევ. 217. უკუეთუ ოდესმე შეხჳდე ქალაქსა რომელსამე, ნუ რომელსავე, არამედ გამოიკითხე, ვითარმედ, სადა არს საუფლოჲ? 218. რამეთუ სხუათაცა უღმრთოთა მწვალებელთასა ქუაბებსა ეკლესიავე ჰრქუან მათ. 219. ნუცაღა იკითხავ ლიტონად, ვითარმედ, სადა არს ეკლესიაჲ? 220. არამედ თქუ, სადა არს კათოლიკე ეკლესიაჲ? 221. რამეთუ ესე განჩინებულად ჰრქუან წმიდასა მას და დიდებულსა ჩუენ ყოველთასა, რომელ-ესე სძალი არს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ. 222. რამეთუ წერილ არს: „ვითარცა-იგი ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავის თჳსი მისთჳს მისცა“ და ვითარცა-იგი შემდგომითი-შემდგომად იტყჳს. 223. ხოლო ხატი აქუნდა მსგავსებაჲ ზეცისაჲ იერუსალემისაჲ, რომელსა-იგი... 224. მოგეცა თქუენ ზიარებად სულისა წმიდისა, საკურთხეველსა ზედა ახლისა რჩულისასა წმიდათა საიდუმლოთათჳს, რომელთა დასაბამი მიეღო, რაოდენი საღმრთოთა წიგნთა მოსცეს, და რაჲ-იგი არს ამათი ძალი, ვითარ არს მოსლვაჲ ამათდა და ოდეს და ვითარ-იგი ჴამს პყრობად. 225. და უკუანაჲსკნელ ყოვლისა, ვითარ-იგი თქუენ მომავალთა ჟამთა საქმეთა კეთილთა და სიტყუათა ღირსად მადლისა მის ყოფად, რაჲთა შეუძლოთ თქუენ ყოველთა მოღებად ცხოვრებაჲ საუკუნოჲ. 226. და ესე თუ ღმერთსა უნდეს – ითქუნედ. 227. ხოლო „ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიხაროდენ უფლისა მიერ მარადის“. 228. მერმე გეტყჳ: „გიხაროდენ“, „რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი! 229. და თქუენისა მაგის ცხორებისა. 230. მოელიან ზეცით ანგელოზთა ერნი, და ჴმაჲ იგი ამასვე ღაღადებს უდაბნოსა:... 231. და შემდგომად ამისა იტყჳს: „მეყსეულად ისმინეთ ჩემი, და ჭამეთ კეთილი, და იშუებდენ კეთილსა შინა სულნი თქუენნი“. 232. და მცირედ შემდგომად კეთილისა მის საკითხავისა ისმინეთ, ვითარ-იგი იტყჳს: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი“, რომლისა იერუსალემისათჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ამისა შემდგომად გეწოდოს შენ ქალაქი სარწმუნოჲ, სიონი“. 233. სიონით გამოსრულისა მისთჳს რჩულისა, სიტყჳსა უფლისა იერუსალემით, რომელი-იგი ამიერ ყოველსა სოფელსა განიფინა, რომლისა მიმართ თქუენთჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს: „აღიხილენ გარემოჲს შენსა თუალნი შენნი, და იხილენ შემოკრებულნი შვილნი შენნი“. 234. ხოლო იგი მიუგებს და იტყჳს: „ვინ არიან ესე, რომელნი ვითარცა ღრუბელნი ფრინვენ, და ვითარცა ტრედნი მართ... 235. ჩემდამო“? 236. ღრუბელ სულიერებისა მისთჳს, და ტრედი უუ… ესე-იგი არს უმანკოებისა მისთჳს. 237. და კუალად იტყჳს: ვის ესმა ესევითარი და ვინ იხილა ესე, უკუეთუ მიუდგა ქუეყანაჲ დღესა ერთსა, და უკუეთუ შვა ნათესავი ერთბამად, რამეთუ მიუდგა და შვნა სიონმან ყრმანი თჳსნი სიხარულითა გამოუთქუმელითა. 238. ყოველნივე აღვივსენით მეტყუელისა მისთჳს, ვითარმედ: „აჰა ესერა მეყო იერუსალემი სიხარულ ყოვლისა ქუეყანისა და ერისა ჩემისა მშჳდობა“, იხარებდით ცანი და მხიარულ არს ქუეყანაჲ. 239. და შემდგომად ამისა იტყჳს, რამეთუ: „შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი და დამდაბლდა ერისა თჳსისათჳს და ნუგეშინის-სცა“. 240. ესე იყოს უფლისა კაცთმოყუარებითა, რომელსა-იგი თქუენდა მომართ იტყჳს, რამეთუ: „აჰა ესერა აღვჴოცენ, ვითარცა ღრუბელნი, უშჯულოებანი შენნი, და ვითარცა ნისლნი –ცოდვანი შენნი“. 241. რამეთუ თქუენდა სახლსა მას მორწმუნეთასა ღირს იქმნენით, რომლისათჳს წერილ არს: „რომელნი მმონებდენ მე, ეწოდოს სახელი ახალი, რამეთუ იკურთხეოდის ქუეყანასა ზედა“. 242. და თქუთ სიხარულით: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან გუაკურთხნა ჩუენ ყოვლითა მით კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტჱს მიერ“, 243. რომლითა გუაქუს გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა, მოტევებაჲ ცოდვათაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, რომელი გარდაჰმატა ჩუენ ზედა და შემდგომად ამისა. 244. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: ღმერთი, რამეთუ დიდ არს წყალობითა მრავლითა და სიყუარულითა მისითა, რომლითა შემიყუარნა ჩუენ და ვიყვენით ჩუენ მკუდარ ცოდვითა ჩუენითა, რომელმან გუაცხოვნა ჩუენ ქრისტჱს თანა. 245. მერმე კუალად ეგრევე ყოვლითა კეთილითა უფალსა აქებდით და იტყოდით, ვითარმედ: ოდეს-იგი სიტკბოებაჲ და კაცთმოყუარებაჲ გამოგჳჩნდა ჩუენ მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ, არა საქმეთაგან სიმართლისათა, 246. რომელ ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნა ჩუენ ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა, 247. რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტჱს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაჲთა განვმართლდეთ მადლითა მისითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებითა ცხორებისა საუკუნოჲსაჲთა. 248. ხოლო თავადმან „ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსმან, ღმერთმან დიდებისამან, მოგეცინ თქუენ სული სიბრძნისა და მეცნიერებისაჲ და გამოცხადებისაჲ ცნობითა მისითა და განანათლენინ თუალნი გონებისა თქუენისანი“ 249. და დაგიცვენინ თქუენ მარადის საქმითა და სიტყჳთა და ცნობითა კეთილითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|