|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება სამოცდამესამე
1. 63. ბ. საკითხავი, თქუმული კჳრილჱ
ეპისკოპოსისაჲ იერუსალჱმელისაჲ, ზაქარიაჲს დადუმებისათჳს 2. საყუარელნო, საღმრთონი
წიგნნი აღმოიკითხენ და ჰპოვო, ვითარმედ დიდ მთავარ არს წყალი და ოთხთა მათ საჩინოთა წესთა
უმჯობჱს. 3. ანგელოზთა საყოფელ ცანი არიან, არამედ წყალთაგანვე არიან ცანი. 4. ქუეყანაჲ არს საყოფელ კაცთა. 5. ეგრევე წყალთა ზედა არს და
უწინარჱს ყოველთა მათ შობათა შესაქმისა ექუსთა დღეთასა სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.
6. დასაბამი სოფლისაჲ არს წყალი და დასაბამი სახარებისაჲ არს იორდანჱ. განთვ… უფ.. იჱ...
ზღჳთა… 7. და განთავისუფლებაჲ სოფლისაჲ ცოდვათა განბანითა მით წლისაგან სიტყჳთა. 8. სადაცა ვის მიმართ იყოს აღთქუმაჲ, მუნცა წყალი. 9. შემდგომად
წყლითრღუნისა დაიდვა შჯული ნოვჱს მიმართ და ისრაჱლისა მიმართ მუნცა – შჯული მთასა ზედა სინასა. 10. არამედ შემდგომად სხურებისა მის წყლისა მატყლითა მეწამულითა და ვისუპითა ელია
ამაღლდა. 11. არამედ არავე თჳნიერ წყლისა პირველად წიაღ-ჴდა იორდანესა და მაშინღა
მჴედრ აღვიდა ზეცად. 12. ეგრევე მღდელთმოძღუარი იგი იბანის და მაშინღა...
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|