|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება სამოცდამეორე
1. 62. თთუესა სეკდენბერსა კე. ზაქარიაჲს
დადუმებაჲ, საკითხავი, თქუმული ათიპატროს ბოსტრელ ეპისკოპოსისაჲ 2. ნაშობი დედათაჲ
არავინ არს უფროჲს იოვანჱსსა, რამეთუ სიტყუამან მაცხოვრისამან გუაუწყა ესე ჩუენ. 3.
ვითარ-მე აწ სიტყჳთა გჳრგჳნოსან ვქმნე, რომელსა ესევითარი ქებაჲ ესმა უფლისა თჳსისაგან? 4.
ანუ ვითარ ვაქებდე, რომელმან შობადმდე იცოდა დაფარული იგი საიდუმლოჲ? 5. ამან
ვიდრე შობადმდე ქრისტჱსა მადლისა იგი ნიჭი გამოცხადებად იწყო. 6. ამან მადლისაჲ იგი
გამოაჩინა საუნჯჱ და რომელი-იგი არა იცოდა ცათა შინა სიმრავლემან ანგელოზთამან, ვითარცა გესმა, აწ იოვანე
მუცლით გამო დედასა აუწყებდა. 7. საყდარი დაუტევნა უფალმან და იოვანე საშოჲთ ღმრთისა
მოსლვაჲ გუაუწყა. 8. უფლებანი დაუტევნა ქრისტემან და იოვანე... 9.
შინა საიდუმლოჲ გამოაცხადა. 10. და ვითარცა მოვიდა მთავარანგელოზი და მოაქუნდა
სახარებაჲ შინაგან აღმოცენებულისაჲ, ხოლო იოვანე ხლდომით გუაუწყებდა, რამეთუ... 11.
აწ გესმა, ყოვლისა სოფლისა მჴსნელი თჳსისა, მეგობრისადა, აუწყებდა მუცელსა შიდა მიდგომილსა.
12. და იყო სახილველ შემოქმედისა მოკითხვაჲ თჳსისა მიმართ მეუფისა, მჴედრისაჲ კარავსა ყოფაჲ და
უფლისაჲ მონისა სართულსა გარდასლვაჲ, რომელმან საშოჲთ საშოსა შინა იხილა იოვანე ხედვით, ხლდებოდა და
ბუნებისა საზღვარსა მწრაფლ თანაწარსლვაჲ იწყო. 13. თქუა: არა ვიცი ბუნებისა საზღვარი,
რამეთუ ვხედავ ბუნებისა საზღვრის დამ˜ბდებელსა უფალსა. 14. არა მოველი შობისა ჟამსა,
რამეთუ ჟამთა შემოქმედი მუცელსა შიდა ქალწულისასა დადგრომილ არს ცხრა თთუე. 15.
ჩემი მუცელსა შიდა არა თავს იდვა, რამეთუ საუკუნოჲ იგი ჩემ წინაშე არს. 16. ვინ
დედაჲ უფლისაჲ მომავალი გამოგჳცხადა? 17. და ვინ გუეოხდა ჩუენ და წიაღთაგან მამისათა
აღგჳდგინა უდედოჲ იგი? 18. ანუ ვინ არს ქალწული ესე, რომელი უფროჲს ყოველთა ძალთა
პატიოსნად გამოჩნდა ღმრთისა? 19. ვინ არს, რომლისა დაუტევნელი ახალსა წიაღსა
დაიტია? 20. ვინ არს, რომელსა მიუწდომელი ესე მოაქუს მუცლითა? 21.
ვინ შუვამდგომელ იქმნა კაცთა მსგავსთა თივისათა ცეცხლისა დამკჳდრებად ღმრთეებისა? 22.
ვინ აუწყოს პირველსა მას ადამს დედაკაცისაგან აღვსებული საიდუმლოჲ? 23. ვინ
თქუას, რამეთუ დარჩილსა შინაგან აქუს მსაჯული იგი? 24. და რომელსა-იგი მწუხარებით
შობაჲ ესმა შვილთა თჳსთაჲ, მასვე მოაქუს სიხარული, და გუექმნა იგი მწუხარებისა წილ სიხარულ?
25. ეჰა პატიოსნებაჲ! ეჰა მიუწდომელი მოსლვაჲ! სამოთხით გამოჴადა ღმერთმან პირველქმნული იგი და
მასვე საშოსა ნაშობისა მისისასა დაემკჳდრა. 26. რომელმან ტყავი შეკერა სამოთხესა შიდა,
საშოსა შინა დაეფარა. 27. და ვისგან-იგი პირველსა მამასა შეჰრისხნა, გამოჴადა, ამითვე
მოწყალჱ ექმნა და მოვიდა. 28. და ვისგან ქუეყანაჲ და ღმრთისა გზანი გამოჩნდეს,
პირველისა რისხვისაგან მაქარვებელად, უჴრწნელითა მკლავითა შემუსრნა ცოდვისა ეკალნი. 29.
ესე იოვანჱს ხლდომანი, უფროჲსთა სიტყუანი, რამეთუ სიტყუა იყვნეს არღა შობილისა მის ყრმისა ხლდომანი,
ვინ დასაბამითგან წარმართმან ქალაქსა სულელთასა ასწავა, რომლისაჲ ვიდრე წარგრაგნადმდე წინამსრბულმან
გუაუწყა, 30. რამეთუ ესრჱთ არს მომავალისა საიდუმლოჲსა შეკრებაჲ, რომლისა ქადაგებაჲ
მინებს, ვიპოვო მე უფსკრულთა დანთქმული და ჰაერთა ზედა მავლად შერაცხილ ვიქმნე ზეცისა ძალსა
გამომეტყუელი. 31. ამისთჳს გევედრები, ნათლისმცემელო, ლოცვაჲ მომადლჱ და
უცთომელად დამიცევ. 32. ჴმა ხარ და ჴმაჲ სამსახურებელად მე მომმადლჱ.
33. მრწამ, არა თუ ურწმუნოდ მოვედ. 34. სიტყუათა შევსწირავ შენდა
საკუმეველად და სასოებით ვიწყო მე სიმჴნესა შენსა მითხრობად, დავბრკოლდები მე სიხარულით ძლევად ჩემდა
ჩემისა წინამძღურისა ძლევაჲ დაკჳრვებით. 35. და იყო მათ დღეთა შინა ჰეროდჱ მეფისათა,
ნუუკუე ვინ-მე ერთობითა ამათ სახელითაჲთა სახარებისაგან შესცთეს უწყებასა, 36. რამეთუ
სხუაჲ იყო ჰეროდე, რომელმან მოკლა წინამორბედი, და სხუაჲ არს ჰეროდე, რომელმან მოთიბნა ყრმანი –
ჯეჯილნი იგი ღმრთისმსახურებისანი ძიებასა მას იფქლისა თავწარსხმულისასა. 37. ესევითართა
მათ დღეთა იყო ვინმე მღდელი, სახელი ერქუა ზაქარია და ცოლსა მისსა – ელისაბეთ. 38.
იყვნეს ორნივე მართალ, რამეთუ ეზიარებოდეს სოფლისა ზეარებასა – დედაკაცი მამაკაცსა, განგებულად ვიდოდეს
და სჯულისაჲ ეტჳრთა უღელი, სიმართლჱსა მოიპოვებდეს და შვილი არა ესუა. 39.
დაყენებული იყო საშოჲ და სიგრძითა ჟამთაჲთა წარწყმედულ იყო წესი, რამეთუ იყო ელისაბეთ ბერწ. 40. და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა, უშვილო იყვნეს ბუნებით და ჟამნი ყრმათა
შობისანი განწესებულნი წარეწყმიდნეს უთესლოებითა. 41. არა თუ სასოებაჲ, არამედ
შვილიერებაჲ წარეწყმიდა, ხოლო მეორედ ჟამი სახითა მოიპოვა. 42. მოაკლდა შვილიერებაჲ,
არამედ არა მოაკლდა ლოცვაჲ. 43. და იყო მღდელობასა მას ზაქარიაჲსსა ბრწყინვალე კრებაჲ
ვნებისაჲ, შეიმოსა სამოსელი და დაიდგა გჳრგჳნი და მოიღო სასაკუმევლჱ და წმიდასა მას შეისწრაფდა
დაუბრკოლებელად. 44. წინაჲსწარ უსწრობდა ჟერაჲ იგი ეჟუანთაჲ. 45.
ხოლო სიმრავლჱ იგი ერისაჲ აქებდა მღდელსა მას, რამეთუ ვითარცა ანგელოზი მოხუცებული იგი იყო,
წარავლინეს იგი ღმრთისა. 46. და ვითარცა მიიწია იგი შინაგან კრეთსაბმელსა მას, „ეჩუენა
მას ანგელოზი უფლისაჲ მარჯუენით საკურთხეველისა მის საკუმეველთაჲსა“. 47. შეძრწუნდა
ზაქარია და წარსლვად ვერ უძლო ანგელოზისა მის ხილვითა და გარე-უკუ-მოვიდა. 48. და
ვითარ მრავალ ჟამ დგა დაკჳრვებულად. 49. ამას იტყოდა თავით თჳსით: რაჲ-მეა, ანუ
ვითარ-მე, რომელსა-ესე ვხედავ? არა უწყი. 50. სხუაჲ მღდელობს და მახლობელად
საკურთხეველსა საკუმეველთაჲსა დგას. 51. მე ვითარ დავასხა ცეცხლსა საკუმეველი? 52. რამეთუ ერთისაჲ ხოლო ბრძანა მღდელობაჲ შჯულმან. 53. რამეთუ
ანგელოზი არს და არა კაცი, რომელსა-ესე ვხედავ, და აჰა, ესე ტაძარი არს და არა მაყუალი, რამეთუ არა
გჳსწავიეს ანგელოზისა თანა მსახურებაჲ. 54. ვითარ-მე ვიქმნე, ანუ რასა-მე ვიქმოდი და
ვინ თანამზრახვალად მოვიყვანო? 55. არამედ მიუტეო წმიდაჲ იგი წმიდასა მას, წმიდაჲ იგი
მოვიკითხო, მივეახლო, სასაკუმევლჱ მივსცე: მი-მე-მიყვანოსა ზეარად, ანუ და-მე-მსაჯოს კადნიერად? 56. ანუ განმკითხველადმდე მოსრულ არს სიწმიდისა მსახურთა? 57.
საშინლად და ბრწყინვალედ სახარებაჲ მოუღებიეს და მოსრულ არს, ანუ სიყმილითა-მე და ბრ...ლითა
გჳთქუამს? 58. მსახური არს ზეცისაჲ, რომელი-ესე ჩას, არა თუ ღმერთი, დგომაჲ
აუწყებს. 59. ესაია მჯდომარჱ იხილა უფალი. 60. ეზჱკიელ საყდართა
ზედა განიცადა უჴორცოდ. 61. დანიელ ეგრევე სახედ „ძუელი დღეთაჲ“ იხილა
მჯდომარჱ. 62. ესე დგას, მსახურებასა გამოაჩინებს, რამეთუ უპატიოსნჱსი მჴარი დაუპყრიეს
საკურთხეველისაჲ. 63. ვაჲ! 64. ნუუკუე ცოდვითა ჩემითა ერისა
ბრალი მოიწიოს ჩემ ზედა? 65. ნუუკუე ჩემსა ამას პატივსა დიდსა უფროჲსი პატიჟი
მოიწიოს? 66. ამას ზაქარია განიზრახვიდა ძწოლით. 67. და არა
უგულებელს-ყო მთავარანგელოზმან გაბრიელ მღდელისა იგი შიში. 68. ამისთჳსცა მეყსეულად
ჴმა-უყო მას, ვითარცა მარჯუენე ჴელი მიუპყრა მას განსამტკიცებელად, ღაღატ-ყო: „ზაქარია, ნუ გეშინინ!“ 69. პირველად მისი იგი შიში დააცხრეო... 70. სარწმუნოებისა არა
შემწყნარებელი და მაშინღა სახარებაჲ იგი აუწყა, რაჲთა შეუძრწუნებელად სულითა უწყებაჲ იგი შეიწყნაროს. 71. და ჰრქუა: ზაქარია, ნუ გეშინინ სახარებისათჳს. 72. „გულსმოდგინედ
ვედრებაჲ შენი შეესმა უფალსა და ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძჱ და უწოდი მას იოვანე“. 73.
რამეთუ მოსრულ ვარ შენდა ზეცით, არა ხოლო თუ ყრმაჲ მომაქუს, არამედ რომელი-იგი შობად არს, სახელი
ზეცისა წიგნთა წოდებულ არს. 74. მესმა და მოვედ, რამეთუ ქალაქსა ღმრთისასა აღწერილ
არს, რომელი-იგი მუცელმან არა აღმოაცენა, რამეთუ მრავალთა შობასა მისსა უხაროდის, რამეთუ შენი არს
შვილი, ხოლო ნიჭი – მრავალთაჲ. 75. შენი არს ჯეჯილი, ხოლო ნაყოფი – ზიარ. 76. შენ – მამაჲ, ხოლო რომელი-იგი შობად არს ყოველთა მბრწყინვა... 77.
ზაქარიას, მხიარულცა იქმნა და გამომეძიებელცა. 78. გულისსიტყუაჲ იგი მეჭუელისაჲ
გაბრიელს, ვითარცა ესმა და ცნა, რამეთუ მიუგ… მუნ ედ… ხოლო ნა… თავს-იდვა..იგი… არამედ შეურაცხ-ყო
მა… 79. იგი საკუმეველის მკუმეველი და სარწმუნოებისა არა შემწყნარებელი და პირი მისის
აუწყებდა განრისხებასა და ჰრქუა: ესრჱთ გამომკითხავა მე ზაქარია? 80. რამეთუ რომელი
გითხარ, მას ითხოვა? 81. სიტყჳსა გამოძიებაჲ გნებავს? 82. ღმრთის
მსახურებისაგან სახარებაჲ მიიღჱ და წინდსა მიმჴდი? 83. არა ჰმადლობ ღმერთსა? არამედ
ორგულებ. 84. მიიღებ ნიჭსა და იტყჳ: „ვითარ-მე ვცნა ესეო“, ვითარ ვცნა?
85. – „მე ვარ გაბრიელ“, წინდად მისთჳს სახელი ჩემი მიიღე, და თუ მცირე არს ესე შენდა, ისმინე
პატივი: „მე ვარ, რომელი ვდგა წინაშე უფლისა , და მეტყჳა: ვითარ-მე ვცნაო? 86. შენ
– „მოხუცებული და ცოლი შენი – გარდასრულ დღეთა მისთა და ჟამთა. 87. ხოლო
შემოქმედი იგი ყოველთაჲ უფროჲს არს შენსა. 88. არა დასცხრეა ღმრთისა უშიშებად და
ჟამთა დატევებად? 89. და იტყჳ: ვითარცა ვცნა მე? 90. ესე ვითარ
სცნა? 91. ვითარ ისწავე აბრაჰამისგან ისაკის შობაჲ: არაა, ვითარ-იგი ჰრწმენა მას და ჟამნი
შეურაცხ-ყვნა, და ჰრწმენა მას სიბერეცა ერჩდა? 92. უკუეთუ ბერწი იგი შენი შეუძლებელს
გიჩს შენ, ვითარ ქალწულისა საიდუმლოჲ გაუწყო შენ? 93. რამეთუ ურწმუნოებაჲ გაქუს შენ
ხატად მრავლად და წინდსა მიმჴდი მე. 94. ვითარ შენ ზეცისა სიტყუაჲ გარწმუნო, ჵ
ზაქარია, რომელი-იგი მრავლით ნათესავით წინა ესაია სახარებაჲ წინაწარმეტყუელა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს
და შვეს ძჱ!“. 95. და მას ჰრწმენა და უფროჲსღა ქადაგა, ხოლო შენ უმცირესსა ურწმუნო
იქმენ და სიტყუასა გამომკითხავ მე, ზეცით რომელმან მომავლინა მე შენდა, რამეთუ შენ გული გითქუამს
სასწაულისა მიღებად. 96. რამეთუ ამას ითხოვ? არა გიღირს. 97. აწ
მიღე უწყებაჲ ყრმისა შობისათჳს წინდად და იყავ მდუმარჱ, ვიდრემდის სიტყუამან დაამტკიცოს საქმე.
98. აწ შობისა წილ სამარედ მწრაფლ ჴმითურთ მივედ უშვილოვებითურთ, შეკრვით განისწავლჱ ჴმითა და
მიუდეგ ჴმითა, რამეთუ აწ მას ხოლო მიუტევო მე შეცოდებანი მამისანი, რამეთუ უფლისა საყუარელი არს:
ვითარცა უნდეს მეგობარსა, ეგრეცა სთხოვოს. 99. და ესე სიტყუაჲ შინა ვითარ
აღესრულებოდა, ჟამი გარედავიდოდა და სიმრავლესა მას ერისასა უკჳრდა გარჱ და გონებაჲ განიზრახვიდა და
თითოეული მათი სხუად ჰგონებდეს, ვიდრემდის ზაქარია გამოჩნდა და მოასწავებდა დუმილით, რაჲ-იგი ევნო
სიტყუასა. 100. ხოლო მსახურებაჲ იგი … აღასრულა და წარვიდა სახლად თჳსა. 101. სიხარული იგი აქუნდა გულსა მისსა, პირსა ესხნეს აღჳრნი. 102.
ესე იყო წინამსრბოლისა მიდგომისა დასაბამი. 103. უკუეთუ შობისა ქადაგებაჲ გინდეს, წეს
არს ყოველთაჲ მოჴსენებაჲ მოძმეთაჲ და შეკრებაჲ დღესასწაულსა. 104. მეექუსესა თუესა
მიდგომითგან ელისაბედისსა ნაზარჱთა მივიდა გაბრიელ ქალწულისა და აქუნდა ხარებაჲ, რომელი სახლსა შინა იხილა
და მოიკითხა. 105. პირველად საუფლოდ კაცსა მას განიზრახვიდა და ესრჱთ ჰრქუა:
„გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა!“ 106. გიხაროდენ შენ, რომელი პირველად
შობ ყრმასა, თავისუფალსა წყევისაგან! 107. გიხაროდენ მიდგომილსა სიხარულად ყოველთა
ნათესავთა! 108. გიხაროდენ სოფლისა ყოვლისათჳს ცხორებისა მშობელსა!
109. გიხაროდენ უჴრწნელსა, არამედ არა უშვილოსა! 110. გიხაროდენ
უქორწინებელსა, არამედ არავე უშვილოსა, გიხაროდენ უთესლოსა, არამედ არა უნაყოფოსა! 111.
გიხაროდენ სალმობისა მომლოდებელსა, რომელსა სალმობაჲ არა გაქუს! 112.
გიხაროდენ, რომელსა შენისა მამისა, ადამისი, შემოქმედი მოგაქუს! 113. გიხაროდენ,
რომელსა უშრომელად გიტჳრთავს დამბადებელისა საფუძველსა! 114. გიხაროდენ, რომელი
უშრომელად შუვამდგუმელ ხარ მოკუდავთაჲ და ღმრთეებისაჲ! 115. გიხაროდენ, რომელმან
ჰშევ ღმერთი შიშუელი და კაცი არა ლიტონი! 116. „გიხაროდენ სიხარულევანო, უფალი შენ
თანა!“ 117. ხოლო მას ვითარცა ესმა სიხარული, არა განმიმარტა, არამედ დაუკჳრდა ჴმაჲ
მას და თქუა: „ვინაჲ არს ესე მოკითხვაჲ?“ 118. ანუ ვინაჲ არს ესე, რომელი თავით
თჳსით, უწოდებელად სართულსა ჩუენსა შემოვიდა? 119. არა ჩუეულ არს, არცა ნათესავ,
არცა ადამის ნაშობ. 120. დაკჳრვებულ ვარ მე ხატსა, უცხო არს მოკითხვაჲ.
121. არა აქა არს იოსებ, არა უთხრა ესე მარტოსა, ვითარცა თქუან, პირველშექმნულსა მას ჰზრახვიდა
პირველი იგი ბოროტი. 122. ხოლო მან ჰრქუა მას: „მარიამ, ნუ გეშინინ, რამეთუ ჰპოვე
მადლი“, რომელი-იგი წარწყმიდა პირველმან მან შექმნულმან, მან მარტომან ცთომაჲ შეიწყნარა, შენ მარტოჲსა
ცთომისა დაჴსნაჲ მოგიღებიე, რამეთუ „ჰშვე შენ ძჱ და ამას უწოდი სახელი იესუ“. 123.
ხოლო მას ვითარცა შობაჲ ესმა და ძჱ, თქუა: „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა
ვიცი?“ 124. არა თუ აცილობდა, არამედ ბრძანებასა ისწავებდა – ვითარ იყოს ესე: მე
ხოლო ბუნებაჲ განვაახლოა? 125. ჩემ მიერ განჰჴსნდეს შვილთა შობისა მიზეზნი? 126. მითხარ მე, უცხოსახელო, რამეთუ უცხოდ ვჰხედავ შენსა ხარებასა. 127.
ჰრქუა მას გაბრიელ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“.
128. მიიღე, ქალწულო, თქუმული და ნუ ეძიებ დუმილსა. 129. შობასა ვეწამო,
სახესა ზაქარიაჲსსა განვეყენო. 130. ანგელოზი არა თუ მოძღურად მოსრულ ვარ, ქადაგად
მოვივლინე უფლისა მოსლვასა, არა თუ თარგმნად, ვითარ იყო ესე? 131. ვითარცა იცის
მან თავადმან, რომელიცა მოვალს, რამეთუ მოსრულ არს, ვიცი, წინაჲსწარვე აუწყებს შენ თანა დადგრომასა
შინაგანი იგი დამტკიბული, ხოლო სახისა სიტყუად ვერ შემძლებელ ვარ, 132. რამეთუ არა
ვტყუვი მე სიტყუასა ამას, ელისაბედ მოწამე არს ჩემდა ბერწობითა და სიბერითა, რომელი შენ თანა მიდგომილ
არს წინამორბედისათჳს. 133. უკუეთუ ბერწობაჲ და სიბერჱ მიდგომილად ვთქუა, არა მცირე
არს წინდი ბერწისაჲ და მოხუცებულისაჲ, ქალწულისა შობისათჳს შუა არარაჲ არს. 134.
ხოლო ესე ქალწულსა ვითარ ესმა, იწრაფა და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და ელისაბეთ პოვა მიდგომილი და
მოიკითხა. 135. ხოლო ყრმაჲ იგი შინაგან… და მოუგებდა, რამეთუ შენგან საშოსა
დადგრომილ იყოს. 136. ესმა დედისაგან სმენად, რამეთუ ბუნებისა საზღვარი იოჰანჱსთჳს
არა განჴსნილ იყო. 137. ამისთჳს ვერ შეუძლო სიტყუად, ხლდომით ეტყოდა, რამეთუ
დედასა მას მისსა კრთომისა მისგან აუწყებდა. 138. ხოლო მაცხოვრისა დედასა თჳსისა
დედისა ენითა მიუგებდა. 139. ვერ დაითმინა, ელისაბედ შვილისა თჳსისა კრთომაჲ,
სულითა წმიდითა აღივსო და ჰრქუა ქალწულსა: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი
მუცლისა შენისაჲ!“ 140. ხოლო შენ კურთხეულ ხარ, რომელსა გიტჳრთავს
განმათავისუფლებელი წყევისაჲ! 141. შენ კურთხეულ, რომელსა მოგაქუს სიბრძნისა ნიჭი!
142. შენ, კურთხეულ, რომელი მიდგომილ ხარ მისთჳს, რომელ სამოთხესა იქცეოდა!
143. შენ კურთხეულ, რომელი ტაძრად ღმრთისა გამოშჩნდი! 144.
შენ კურთხეულ, რომლისაჲ იპოვა მუცელი სამღდელო წმიდად! 145. კურთხეულ ხარ შენ
დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! 146. კურთხეულ არს ნაყოფი,
რომელი ჭამოს ადამ და სძლოს მტერსა. 147. კურთხეულ არს ნაყოფი – ყოვლისა სოფლისა
საზრდელი და სამოსელი. 148. „და ვინაჲ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა მოვიდა დედაჲ
უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?“ 149. ესე მე, ქალწულო, შინაგან მცენარემან მასწავა: შენსა
მოკითხვასა უფროჲს ბუნებისა ჰკრთებოდა, – ესე ელისაბეთისნი ღმრთით სიტყუანი. 150.
ხოლო ზაქარია სახლსა შინა, ვითარცა პირველ ვთქუ, დადგრომილ იყო და ურწმუნოებისათჳს აღჳრ-ესხნეს,
რამეთუ სწორად მიდგომისა უტყუ იყო იგი, დაშჯისა ყრმისა შობისათჳს მიიღო, 151. და
ვითარ გამოჴდა უდაბნოჲსაგან საშოჲსა უდაბნოს მყოფი იგი, მაშინ ფიცარი მოითხოვა მამამან და მეცნიერად
დაწერა, რომელ-იგი ესმა ურწმუნოდ და ყრმასა მას სახელი მისცა და მან ჴმაჲ მისგან მოიღო.
152. ესრჱთ არს შენი, წინამსრბოლო და ნათლისმცემელო, ვიდრე შობადმდე საიდუმლოჲ, რამეთუ
ესრჱთ ღმერთმან ვიდრე მიდგომადმდე მოგმადლა შენ პატივი, გაბრიელ, რომელმან უფლისა შობაჲ და შენი
მიდგომაჲ ახარა, 153. რამეთუ ტაძარსა მას შინა, ვითარცა საქორწინესა შინა, ახარა
მიდგომაჲ შენი – ნიჭი დიდი. 154. ერისა კრებასა ღმრთისმოყუარეთასა შენი აუწყა
მთავარანგელოზმან, სულითა წმიდითა შემოსილ იქმენ. 155. მადლი წინაწარმეტყუელებისაჲ
საშოჲთვე მოიღე, ხლდომით იტყოდე მუცლით გამო, რომელ-იგი სიბერესა მოსჱს აუწყა ღმერთმან.
156. ამისთჳს შენ უფროჲს წინაწარმეტყუელთა ეკლესიათა სიბრძნემან მოგიწოდა შენ.
157. ვინ წინაწარმეტყუელთაგანმან დედასა თჳსსა საიდუმლოჲ აუწყა? 158. ვინ
მართალთაგანი იშვა და ძღუნად ჴმაჲ შეწირა მამისა? 159. ხოლო აქა შენ მშობელი შენი
უტყუებისაგან განჰკურნე. 160. წინაწარმეტყუელად ღირს იქმენ, რამეთუ ჟამისა
უწინა... 161. უტყჳ სულითა წმიდითა აღივსე, გალობაჲ ჩუენ გუასწავე.
162. მცირედ შევცვალო და ჟამსა თჳსსა ვგალობდე, რამეთუ ამას იტყოდა: „კურთხეულ არს უფალი,
ღმერთი ისრაჱლისაჲ!“ 163. ხოლო მე ვიტყჳ: კურთხეულ არს უფალი, ღმერთი
ქრისტეანეთაჲ! 164. რამეთუ მისსა ჰშუენის დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|