მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება სამოცდამეერთე

 

1.     61
    2.     არიან შურობანი და ჴდომანი, ძჳრისმეტყუელებანი.
    3.     წინაწარმეტყუელნი იდევნებიან, მართალნი მახჳლითა მოკუდებიან, მოწამენი იტანჯებიან, მარტჳლნი იგუემებიან.
    4.     აწ, საყუარელნო, კუალად მაშინ ჰრქუა ღმერთმან: ჵ ევა, კმა ყოს შენდა ქმარი შენი, რომელი მიგეც.
    5.     ნუუკუე გუელი მიგეცა?
    6.     ამისთჳს მიზეზობდეს, რაჲთამცა განერნეს სატანჯველისაგან.
    7.     და გუელსა მას ჰრქუა ღმერთმან: „მკრდითა და მუცლითა შენითა ხჳდოდი შენ“.
    8.     მკერდი დაწყევა, რამეთუ მას ზედა გული და გულისწყრომაჲ მუნ შეიქმნების, „მუცლით ხჳდოდი“, რამეთუ საჭმლისათჳს აცთუნა – მიწისა ჭამაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
    9.     რამეთუ ადამი ქუეყანისა მიწისაგანი იყო.
    10.     მიიღე სამთავე განჩინებაჲ, რამეთუ სამთავე გარდასლვაჲ ყვეს.
    11.     რამეთუ ძელისაგან გარდასლვაჲ მცნებათა იქმნა, ამისთჳსცა ძელსა შემშჭუალა წყევაჲ იგი, ვითარცაღა-იგი ძელისაგან გარდასლვაჲ, ეგრეცა ძელისაგან ცხორებაჲ.
    12.     ჯუარისაგან სიკუდილი დაითრქუნა და ჯუარისაგან ცხორებაჲ განათლდა.
    13.     ჯუარისაგან ბჭენი ჯოჯოხეთისანი დარღუეს და ჯუარისაგან ბჭენი სამოთხისანი განეხუნეს.
    14.     ჯუარი წმიდათა ექმნა და მარტჳლთა გზა.
    15.     ჯუარი მოციქულთა ჯაჭუ ექმნა და წინაწარმეტყუელთა ფარ სარწმუნოების.
    16.     ჯუარი დაცემულთა ჴელისმპყრობელ, ჯუარი შერყეულთა განმამტკიცებელი და მორწმუნეთა ზღუდჱ უძლეველი.
    17.     ჯუარი უძლურთა ძლიერებაჲ და მდაბალთა ამაღლებაჲ.
    18.     ჯუარი წინამძღუარი ავაზაკისა მის მორწმუნისაჲ, ჯუარი დამარღუეველი ჯოჯოხეთისაჲ.
    19.     ამის ყოვლისათჳს დიდებასა შევსწირვიდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი