|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მესამოცე
1.
60 2. ...უკეთურებათა ყოველთა ადგილთა. 3. დასაბამითგან
სიტყუაჲ იგი მამისაჲ კაცთმოყუარჱ იყო, გარდამოჴდა კაცთათჳს და იქცეოდა მათ თანა და გამოარჩევდა ბოროტთა
მართალთაგან და მართალთა მათ იჩინებდა ერად საზეპუროდ. 4. რომელთამე თანა
მოიკლვოდა და რომელთამე თანა უცხოებასა იყო და რომელთამე თანა ივლტოდა, რომელთამე თანა განიხერხებოდა
და რომელთამე თანა ნავსა შიდა იყო, 5. რომელთამე თანა მსხემობასა იყო და რომელთამე
თანა გამოიცადებოდა და რომელთამე თანა განისყიდებოდა, რომელთამე თანა სიყმილსა იყო და წყურილსა. 6. და ესრჱთ დასაბამითგან სიტყუაჲ იგი ყოველთა მართალთა თანა ივნებოდა და თანა იყოს
მარადის! 7. აბელის თანა მოიკლვოდა, ნოვჱს თანა რღუნასა წყალთასა იყო, აბრაჰამის თანა
მწირობასა იყო, ისაჰაკის თანა გამოიცადებოდა, იაკობის თანა უცხოებასა იყო, იოსეფის თანა განიყიდებოდა, 8. ხოლო მოსჱსა თანა სივლტოლასა იყო და ისუ ნავჱს თანა ბრძოლასა იყო, დავითის თანა
სივლტოლასა იყო, ესაიას თანა განიხერხებოდა და თჳსითა მით ჴორცითა ამათ თანა იქცეოდა. 9.
ჴორცნი შეისხნა ქალწულისაგან კაცთათჳს, რომელ არს სიტყუაჲ თქუენ თანა და ღმერთი არს სიტყუაჲ და
სიტყუაჲ არს კაცი და კაცი არს ღმრთისა თანა. 10. რამეთუ მოხედა ღმერთმან თჳსსა მას
ქმნულსა, რომელ შექმნა ხატად და მსგავსად თჳსა, მოავლინა თჳსი იგი ძჱ ზეცით ქუეყანად უჴორცოჲ და ჴორცნი
შეისხნა ქალწულისაგან, იშვა კაცად და აღადგინა წარწყუმედული იგი კაცი და შეკრიბნა განბნეულნი ასონი. 11. და რაჲსა მოკუდების ქრისტე? 12. ნუუკუე სიკუდილისა საშჯელი
თანა-ედვა? 13. ანუ რაჲსა შეისხნა ჴორცნი? 14. ანუ არა შემოსით
იშუა დიდებითა, ანუ რაჲსათჳს კაც იქმნა იგი? ანუ არა ღმერთი იყოა? 15. ანუ რაჲსა
გარდამოჴდა ქუეყანად? 16. ანუ არა მეუფჱ იყოა ცათა შინა? 17.
რაჲსა ჭირ იყო ღმრთისა მოსლვაჲ ქუეყანად და ჴორცთა შესხმაჲ ქალწულისაგან და წარგრაგნაჲ სახუევლითა და
ბაგასა შინა წოლაჲ და სძესა წოვნაჲ წიაღთა შინა დედისათა 18. და ნათლისღებაჲ იორდანესა
იოვანჱსგან და გინებაჲ ძელსა ზედა ჯუარისასა და დაფლვაჲ ქუეყანასა შიდა და აღდგომაჲ მკუდრეთით მესამესა
დღესა და ეკლესიათა აღშჱნებაჲ? 19. რაჲ ჭირ იყო კაცთათჳს? არამედ რაჲთა აცხოვნნეს
წარწყმედულნი ესე კაცნი? 20. აწ მიეც შენ საჴსრად სული სულისა წილ და სისხლი
სისხლისა წილ, კაცი კაცისა წილ და სიკუდილი სიკუდილისა წილ... 21. ესენი ქრისტემან
იჴსნნა სიკუდილითა თჳსითა. 22. იხილეთ, ჵ კაცნო, ისრაჱლისაო! მოკლეს შემწჱ იგი
ყოველთაჲ, მიაგეს ბოროტი კეთილისა წილ და ჭირი სიხარულისა წილ და სიკუდილი ცხორებისა წილ.
23. რომელი აღადგინებდა მკუდართა მათთა და განჰკურნებდა მკელობელთა და განსწმედდა განბოკლებულთა
და ნათელსა მოსცემდა ბრმათა მათთა, იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელისაჲთა. 24. ჵ
საიდუმლოჲ ახალი და გამოუთქუმელი! დამოჰკიდეს ძელსა, რომელმან დაამყარა ქუეყანაჲ და შეჰმშუალეს ჯუარსა და
განუმზადეს საფლავი, რომელმან განუზომნა ცანი, და შეკრეს, 25. რომელი განჰჴსნის
ცოდვათა და ასუეს ძმარი, რომელი ასუამს სიმართლესა, და აჭამეს ნავღელი, რომელი აცხოვნებს და აჭამეს მათ
ცხორებასა და განუხურიტნეს ჴელნი და ფერჴნი, რომელი განჰკურნებდა მათთა ჴელთა და ფერჴთა.
26. ჵ საიდუმლოჲ ახალი და გამოუთქუმელი, რამეთუ დაისაჯა მსაჯული იგი, და შეიკრა, რომელი
განჰჴსნის კრულთა. 27. შეემშჭუალა ჯუარსა დამბადებელი სოფლისაჲ, და განიზომა,
რომელსა განუზომიან ცანი და ქუეყანაჲ, რომელი განაცხოველებს დაბადებულთა, და დაეფლა, რომელი აღადგინებს
მკუდართა. 28. მაშინ განიკჳრვეს ძალთა ზეცისათა და ანგელოზნი განჰკრთეს და დასთა მათ
ზეცისათა შეეშინა და შეირყინეს მთანი და ბორცუნი შეიძრნეს, ზღუაჲ დატკბნა და უფსკრულნი შეძრწუნდეს 29. და შეეშინა ყოველსა დაბადებულსა ღმრთისასა: ვარსკულავთა მოაკლეს სინათლჱ მათი, მზჱ
დაბნელდა და ანგელოზნი განკრთომილნი გამოვიდეს ტაძრით და სერაბინნი იგი ოჴრითა მათითა ჴმა-სცემდეს. 30. და კრეტსაბმელი იგი განსთქდა და ბნელმან აღავსო ყოველი ქუეყანაჲ. 31.
ოდეს დაიწუხნა მაცხოვარმან ჯუარსა ზედა თუალნი, ნათელი გამობრწყინდა ჯოჯოხეთს შინა, რამეთუ
შთავიდა უფალი ჯოჯოხეთისა შემუსრვად არა ჴორცითა, არამედ სულითა. 32. რამეთუ
შთავიდა უფალი და ყოველი დაიპყრა – სულითა ჯოჯოხეთი, ხოლო ჴორცითა ქუეყანაჲ. 33.
ოდეს დამოჰკიდეს ძელსა ზედა ჴორცითა უფალი, მაშინ აღეხუნეს სამარენი და ჯოჯოხეთი დაირღუა და
გამოუტევნა სულნი მრავალნი, და აღდგეს მკუდარნი და ვერ იტჳრთა დაბადებულმან, რამეთუ ჰხედვიდეს თჳსსა მას
უფალსა ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა. 34. განჰკრთა ყოველი დაბადებული და იტყოდეს:
რაჲ არს ესე ახალი დაბადებული? 35. მსაჯული დაიშჯების და დუმს, უხილავი იგი ჯუარსა
ზედა იხილვების და არა ჰრცხუენის, შეუპყრობელი იგი შეპყრობილ არს და არა გული უწყრებინ,
36. უვნებელსა მას ევნების და არა ეძიებს შურსა, უკუდავი იგი მოკუდების და ცხოველ არს
უკუნისამდე, ზეცისა იგი მეუფჱ დაიფლვის და მოითმენს. 37. რაჲ არს ახალი ესე
საიდუმლოჲ, რამეთუ დაუკჳრდა ყოველსა დაბადებულსა და შეძრწუნებულ არს? 38. არამედ
აღდგა უფალი მკუდრეთით, მაშინღა ცნა დაბადებულმან, რამეთუ კაცთათჳს მსაჯული იგი დაისაჯა და უხილავი იგი
იხილვა და უვნებელი იგი ივნო, უკუდავი იგი მოკუდა და ზეცისაჲ იგი ქუეყანასა დაეფლა. 39.
და უფალი იგი იშვა კაცად და დაისაჯა, რაჲთა შეიწყალოს კაცი, შეიკრა, რაჲთა განჰჴსნეს, იგუემა, რაჲთა
განეტეოს. 40. ივნო შენთჳს ჯუარითა, რაჲთა შენ ვნებათაგან განგათავისუფლოს. 41. მოკუდა ჯუარითა, რაჲთა შენ ცხოველ გყოს. 42. ჯუარისა მიერ
დაეფლა, რაჲთა შენ აღგადგინოს. 43. რამეთუ ივნო უფალმან მსგავსად კაცთა.
44. მსგავსებითა მით მსგავსი იგი ვნებაჲ დაჰჴსნა და მიიწია უწესო სიკუდილსა. 45.
იხილა გემოჲ სიკუდილისაჲ და შეიწყალნა, რომელი სარჩელსა სიკუდილისასა ქუეშე არიან, დაეფლა და აღადგინნა
მკუდარნი, ვითარცა მძინარენი, განაცხოველნა დაფლულნი იგი და გამოიყვანნა ნათლად. 46.
ხოლო სიკუდილი დათრგუნა და მოკლა, რომლისათჳსცა გარდამოჴდა უფალი ზეცით ქუეყანად, რაჲთა მოაკუდინოს
სიკუდილი და მოკლას, ვითარცა კაცისმკლველი კარანი. 47. რაჲ არს ახალი საიდუმლოჲ?
48. ანუ რაჲსათჳს ზეცით ქუეყანად გარდამოჰჴედ? ანუ კაცთათჳს? 49.
რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განფენილ არს კეთილი ხატი შენი, არამედ სიტყჳთა ხოლომცა უბრძანე და ყოველნიმცა
ჴორცნი წარმოდგეს შენ წინაშე. 50. ხოლო შენ მოხუედ ქუეყანად და მოიძიენ წარწყმედულნი
სულნი იგი, შექმნულნი შენნი, და უკუმოიგე ადამი, ვითარცა სამეუფოჲ ნამარხევი. 51. და
ყოველი და ნათესავი კაცთაჲ ქრისტჱსგან ცხონდა. 52. ერთი იგი დაისაჯა და ბევრნი
იჴსნნეს. 53. ერთი დაეფლა და ბევრნი აღდგეს. 54. უფალი მოკუდა
ყოველთათჳს და აღდგა ყოველთა თანა და შეიმოსა კაცებაჲ, აღჴდა მაღალთა ცად და შეწირა მამისა ძღუენი, არა
თუ ოქროჲ, არცა ვეცხლი, არცა ქვანი პატიოსანნი, არამედ კაცი, რომელ ქმნა, ხატად თჳსა და მსგავსად
შექმნა. 55. ხოლო ესე მამამან აღამაღლა და მარჯუენით საყდართა თჳსთა დასუა, მაღალთა
და აღმატებულთა, და ყო იგი მსაჯულ ერისა და წინამძღუარ ანგელოზთა და მთავარ ქერობინთა, ხუროთმოძღუარ
იერუსალჱმისა და ძჱ ქალწულისა და მეუფჱ უკუნისამდე. 56. ამას ყოველსა, რომელსა
ვხედავთ კაცად მის თანა, მთიებისა უხუცჱს არს, მზისა აღმოსავალისა უბრწყინვალჱს არს, ელვისა უბრწყინვალჱს,
ცათა უმაღლეს, შემოქმედი დაბადებულთაჲ. 57. ესე არს შუვამდგომელი ღმრთისა და
კაცთაჲ. 58. ესე არს აღმადგინებელი მკუდართაჲ და მაცხოვარი წარწყმედულთაჲ და
წინამძღუარი შეცთომილთაჲ, ნუგეშინისმცემელი ჭირვეულთაჲ და მაცხოვარი დაბადებულთაჲ და მწყემსი ცხოვართაჲ და
განმსუენებელი მაშურალთაჲ და ცხორებაჲ ერისაჲ 59. და სიქადული მოციქულთაჲ და გჳრგჳნი
მოწამეთაჲ და მოღუაწჱ მარტჳლთაჲ, წინამძღუარი ქერობინთაჲ და უფალი ანგელოზთაჲ და მეუფჱ ისრაჱლისაჲ და
აღმადგინებელი დაცემულთაჲ და აღმაშჱნებელი იერუსალჱმისაჲ. 60. ესე არს, რომელმან ცანი
გარდაართხნა და ქუეყანაჲ დაამყარა და შეაყენა უფსკრულნი და შექმნა ყოველი და შეამკო სოფელი.
61. რამეთუ ესე არს სიტყუაჲ მამისაჲ და სული ძალისა მისისაჲ და აღმასრულებელი მშჳდობისაჲ,
მოსრული ზეცით, მომცემელი სულისა წმიდისაჲ წინაწარმეტყუელთა, ჴორცნი შეისხნა ქალწულისაგან, წარიგრაგნა
სახუეველითა, დაიდვა ბაგასა, განწმიდნა კაცნი. 62. ესე ყოველი ყო კაცთათჳს
რჩულიერებისა, რამეთუ კაცნი შჯულისა ურჩ არიან და ოდესმე ურწმუნო არიან ჯუარისა ცხოველისა.
63. და რომელი მას ზედა ჯუარს-ეცუა, სიტყუაჲ იგი ვითარცა იგინებოდა და ოდესმე უპატიოდ
ჰბასრობდეს, მოკუდების, ვითარცა ბოროტის მოქმედი, დაიფლვის, ვითარცა მკუდარი, ეგლოვენ, ვითარცა
მკუდარსა, არამედ აღდგა მკუდრეთით, ვითარცა ღმერთ არს. 64. და რამეთუ ღმერთი იყო
და ღმერთ არს მცირჱ ჴორცთა შინა და დიდ სულითა და უპატიო ქუეყანასა ზედა და დიდებულ ცათა შინა,
გინებულ კაცთაგან და დიდებულ მამისაგან. 65. ესე არს კაცი, რომელი მოივლინა მამისაგან
სოფლად, რამეთუ ღმერთი არს და კაც ქუეყანასა ზედა და ღმერთ ცათა შიდა და ყოველსა დაბადებულსა ზედა
ღმერთ არს. 66. ესე არს, რომელმან მიგაახლა მამასა ამას თაყუანისცემად და ამისი
გრწმენინ უკუნისამდე. 67. გიყუარდინ! 68. აწ ესე არს ჭეშმარიტი
ქრისტე და ამისი არს დიდებაჲ უკუნისამდე. 69. არამედ ვხედავთ ხატსა მას ურჩებისასა,
რომელნი განმრავლჱბულ არიან ქუეყანასა ზედა. 70. ქალაქად-ქალაქად კაცთა თანა და
სოფლად-სოფლად განმრავლდეს უშულოებანი ჴელთა მათთანი, რომელნი სხუად გარდააქცევენ სიტყუათა და
უფროჲსთა სხუად სახელ-სდებენ ჭეშმარიტებასა, რომელნი იკადრებენ და იტყჳან უშჯულონი კაცნი,
71. რაჲთა ჭეშმარიტებაჲ ტყუვილით არწმუნონ და ერთობაჲ იგი ეკლესიათაჲ – წვალებით და ურჩებით და
მძლავრებით და სიწმიდჱ – სიძვით და სიმართლჱ – უშჯულოებით, ქალწულებაჲ – მოძალებით და ესრჱთ
ქრისტჱს მიმართ ურჩ არიან 72. და მამასა აგინებენ და კაცთა უწესობასა იტყჳან და ამისა
შემდგომად არ...
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|