მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება პირველი

 

    1. 3. ბ. კჳრიაკესა, დღესა ყველითა აღებასა, სახარებაჲ მათესი, თარგმანებაჲ სახარებისაჲ: „ეკრძალენით ქველის საქმესა“, თქუმული წმიდისა იოვანე ბოლნელისაჲ
    2.     ...„უკუეთუ მიუტევნეთ კაცთა, მოგჳტევნეს ჩუენცა შეცოდებანი ჩუენნი ღმერთმან“.
    3.     აწ რაჲ ყენებაჲ არს ჩუენდა, საყუარელნო, არა მიტევებად შეცოდებათა ძმათა ჩუენთაჲ?!
    4.     უკუეთუ კუალად არა მიუტევნეთ შეცოდებანი მათნი ძმათა მათ ჩუენთაჲ, ისმინე მეორეცა იგი თქუმული პირისაგან უფლისა, რასა-იგი იტყჳს: „არცაღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“!...
    5.     ეთ შეცოდებანი ძმათა ჩუენთანი და უფალმან ჩუენცა მოგჳტევნეს შეცოდებანი ჩუენნი.
    6.     და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფვით, ვითარცა-იგი ორგულნი და ფარისეველნი, მწუხარჱ, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი მრავალფერითა წამლითა და აჩუენიან მწუხარებაჲ პირისა მათისაჲ კაცთა.
    7.     მართლიად გეტყჳ თქუენ: იგი არს სასყიდელი მათი!
    8.     „ხოლო შენ, რაჟამს იმარხვიდჱ, იცხჱ თავსა შენსა და განიბანე პირი შენი, განიშოვრჱ მწუხარებაჲ, განიფრთხვჱ და შეიმოსჱ სიხარული და უჩუენე სიწმიდჱ გონებასა შენისაჲ მამასა შენსა,
    9.     რომელ არს ცათა შინა და ხედავს დაფარულთა გულისა შენისათა, და მან მოგაგოს შენ ცხადად ყოველივე“.
    10.     „და ქუეყანასა ზედა რაჲსა იუნჯებთ...
    11.     სადა-იგი მღილმან და მჭამელმან განრყუნის და მპარავთაცა განიპარიან იგი“.
    12.     და უკუეთუ იყვნენ საფასენი თქუენნი ცათა შინა, მუნცა იყვნედ გულნი თქუენნი.
    13.     „სანთელი გუამისაჲ არს თუალი;
    14.     ნუმცა არს თუალი შენი ბოროტ, ნუ იხედავ ამაოდ, არამედ მოაქციენ თუალნი შენნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ და ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს.
    15.     უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს“.
    16.     რაჲ შესაძინელ არს შენდა ბრწყინვალებაჲ იგი მზისაჲ, ანუ მთოვარისაჲ, გინათუ ვარსკულავთაჲ?
    17.     „არამედ ეგრეთ ნათობდინ ნათელი იგი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა, რომელ არს ცათა შინა“.
    18.     „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“.
    19.     ნანდჳლვე ჭეშმარიტად ვერვინ ჰმონოს ორთა უფალთა, „ნუუკუე ერთი იგი შეიყუაროს და ერთი იგი მოიძულოს, ანუ ერთისაჲ მის ისმინოს და ერთი იგი შეურაცხ-ყოს.
    20.     ვერვის ჴელ-ეწიფების მონებად - ღმრთისა და მამონაჲსა“.
    21.     ამისთჳსცა გუასწავებდა და გუეტყოდა: „ნუ ჰზრუნავთ თავთა თქუენთათჳს, ნუცა ეძიებთ ჴორციელებრსა რასმე სახჱსა, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ ჴორცთა თქუენთათჳს რაჲ შევიმოსოთ“.
    22.     იტყჳს ამისთჳს წმიდაჲ მოციქული: უკუეთუ ვჭამოთ, არარაჲ გუემატოს... მას ძოწეულსა ფერად-ფერადსა.
    23.     „რაჲსათჳს არა მიჰხედენით მფრინველთა მათ ცისათა?
    24.     რამეთუ არა სთესვენ და არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯესა მათსა, და მამაჲ იგი ზეცათაჲ ზრდის მათ“.
    25.     ხოლო უმჯობეს ვარ მათსა, საყუარელნო, რომელთათჳსცა-იგი დასთხია უბიწოჲ სისხლი თჳსი ჯუარსა ზედა.
    26.     ოდესღა ესევითარი მზრუნველი გჳვის ჩუენ ცათა შინა, თქუენ რაჲსა ჰზრუნავთ, რამეთუ მან თავადმან თქუა: „ვინ-მე უკუე იყოს თქუენგანი კაცი, რომელი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ ოდენ“?
    27.     არამედ „მიუტეოთ უფალსა გულისსიტყუაჲ ჩუენი და მან გამოგუზარდნეს ჩუენ“ და „სამოსლისა თქუენისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ?
    28.     მიჰხედენით შროშანთა... ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოვლადვე ბრძენმან მანცა სოლომონ არა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“.
    29.     ვითარცა იგივე წმიდაჲ მოციქული ეწამების და იტყჳს: „არარაჲ შემოვიღეთ სუფელსა ამას შინა.
    30.     ჩანს, რამეთუ არცა გან-რაჲ-ღებად გჳც“.
    31.     „უწყითა, უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არნ და ხვალჱ თორნესა შთააგზნიან“?
    32.     რამეთუ ყოველი დიდებაჲ ამის სოფლისაჲ ღმერთმან ესრეთ შეამკვის, ვითარცა-იგი უწამებიეს სადა ვისმე, და იტყჳს თუ: „კაცისანი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი და ვითარცა ყუავილი ველისაჲ ეგრე ყუავიან“, ჰბეროს მას ქარმან და არცაღა აჩნდეს ყოვლადვე ადგილი მისი.
    33.     ოდესღა ესე ესრეთ არს, საყუარელნო, „რაჲსა ჰზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? ... ეძიებენ“.
    34.     ხოლო ჩუენდა არა ჯერ-არს ძიებად, რასა-იგი ეძიებენ.
    35.     არცა ჯერ-არს ჩუენდა ზრუნვად და არცაღა ჯერ-არს ჩუენდა თხოვად, რასა იგინი ითხოვენ;
    36.     არამედ ვითარცა იტყჳს: „უწყის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ ყოველი“.
    37.     ვიდრე თხოვადმდე თქუენდა, რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა.
    38.     „ხოლო თქუენ ღაღადებდით და ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და წყალობასა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“.
    39.     რაჲმემცა იყო უფროჲსი ამისსა შესაძინელი... ვნებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მო-ვე-ახლებულ არს.
    40.     ხოლო ჩუენ, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ლოცვითა, მარხვითა და ვედრებითა და ყოველნი მივიწინეთ დღესა მას უფლისასა და ყოველნი ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

სარჩევი შემდეგი თავი