|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება მეორე
1. 4. მესამე[სა] კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა საკითხავი, თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ ლუკაჲს თავისა „ასთა მათ ცხოვართათჳს“, იგავი თქუმული იოვანე ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ 2. მარხვაჲ მიაწიეთ… ქადაგებითა კურნებასა, შემოკერბით მოხუცებულნი ყოველნი სახლსა შინა ღმრთისასა... თჳსისა და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ შემოკერბით. 3. და მოვედით, თავყანის-ვსცეთ და შეურდეთ, ვტიროდით წინაშე უფლისა, შემოქმედისა ჩუენისა, რამეთუ მოვიდა ძჱ ღმრთისაჲ და იშვა იგი წმიდისაგან ქალწულისა მარიამისგან ცხოვრებისათჳს ჩუენისა. 4. ღაღადებს და იტყჳს: „რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“. 5. არა თუ წყლისა სუმასა იტყჳს, არამედ იტყჳს: რომელნი ურწმუნო ხართ, მოვედით ჩემდა და გრწმენინ ჩემი. 6. გამოაცხადებს სიტყუასა ამას შემდგომი ამისი, რასა იგი იტყჳს: „და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“. 7. ესე სულისათჳს წმიდისა თქუა, რომელი-იგი მოფენად იყო. 8. ხოლო აწ არავინ არს ჩუენგანი, საყუარელნო, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და „უყუარან მას ხილვად დღენი კეთილისანი“. 9. და იტყჳს მისთჳს, ვითარმედ: „დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა. 10. მოიქეც ბოროტისაგან, ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას“. 11. რაჲ-მე უკუე არს, საყუარელნო, მოიქეც ბოროტისაგან, ქმენ კეთილი? 12. ამას ესევითარსა გუასწავებს მოციქულიცა და იტყჳს: „ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილთა მით ბოროტსა“. 13. „ნუცაღა თავით თჳსით ბოროტსა ეძიებ, საყუარელნო, არამედ ადგილ-ეც რისხვასა, რომლისათჳსცა იტყჳს: „ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო, იტყჳს უფალი“, რამეთუ სადაცა არნ ჴდომაჲ და შური, მუნ არნ ყოველივე ამბოხებაჲ. 14. არამედ „შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას და სწყუროდის თუ, ასუ მას. 15. ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა“. 16. ამისთჳსცა არა ჯერ-არს ჩუენდა ბოროტი ბოროტისა წილ მიგებად, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ უფალმან და იტყჳს: „მშჳდუბასა ჩემსა მიგცემ თქუენ“, და უკუეთუ ჰყოფდეთ მშჳდობასა, „ღმერთი მშჳდუბისაჲ იყავნ თქუენ შორის“. 17. იტყჳს თჳთ იგი თავადი უფალი: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ და მშჳობაჲ გაქუნდეს ჩემ თანა. 18. ამას და ესევითარსა ასწავებდა კეთილი იგი მოძღუარი. 19. ჰხედვიდეს სასწაულებსა და ნიშებსაცა თომეკსა იქმოდა, დიდ-დიდსა. განუკჳრდებოდა ყოველთა. 20. მივიდოდეს მისსა და ჰრწმენა მისი მეზუერეთა და ცოდვილთა... 21. მათგანნი დრტჳნვიდეს და იტყოდეს: „რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და შენნი მოწაფენი არა იმარხვენ?“ 22. ხოლო მან ჰრქუა მათ: „ვერ ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდის სიძჱ იგი მათ თანა იყოს, მარხვად. 23. არამედ მოვალს ჟამი, ოდეს სიძჱ იგი აღმაღლდეს, მაშინ იმარხვიდენ“. 24. და კუალად ოდესმე იყვნეს მახლობელად იესუჲსა ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი და ისმენდეს მისგან. 25. ეჰა საყუარელნო, ვინმემცა არა მივიდა მისსა, ვინმემცა არა მიეგებვოდა მას, ანუ ვინმემცა არა ისმენდა ბრძანებათა მისთა, ვითარ-იგი უთხრობდა ერსა მას, ასწავებდა მათ და ეტყოდა, ვითარმედ: „მეზუერენი და ცოდვილნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ცათასა“?... 26. ფარისეველთა …ვად და იტყოდეს: „რაჲსათჳს ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს“? 27. გულისხმა-ყო იესუ, რასა იგინი დრტჳნვიდეს და რასა იგინი განიზრახვიდეს და გამოეძიებდეს. 28. მაშინ იწყო იგავით მათა სიტყუად და ჰრქუა მათ: „იყოს-მე ვინა თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ასი ცხოვარი?“... 29. რაჲსათჳს-მე ჰკითხავს და ეტყჳს მათ: „იყოს ვინ-მე თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ასი ცხოვარი?“ 30. კაცი იგი თჳთ თავადი უფალი არს, რომელსა უდგს ასი ცხოვარი. 31. ხოლო რომელ-იგი თქუა: „იყოს-მე ვინა თქუენგანი კაცი“... 32. რამეთუ თჳთ იგი, თავადი უფალი, ღმერთი და კაცი და ძჱ კაცისაჲ მათ თანავე ჯდა მას ჟამსა შინა. 33. ამისთჳსცა ჰრქუა მათ: „იყოს-მე ვინა თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ასი ცხოვარი...“ ხოლო ასნი ესე ცხოვარნი ასნი მთავარანგელოზნი იყვნეს ცათა შინა, ვითარცა-იგი წმიდათა მოძღუართაგან გჳსწავიეს, და ასი დასი მათ თანა. 34. ხოლო ერთი იგი მეასე გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად დასითურთ თჳსით ურჩულოვებითა და არაწმიდებითა მისითა და იქმნა იგი ეშმაკ. 35. ხოლო სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან, ვითარცა იხილა მეასჱ იგი ადგილი, დაკლებული ცათა შინა, სათნო-იყო და ინება და შექმნა ნათესავი კაცთაჲ, რაჲთამცა აღავსო დაკლებული იგი ადგილი ცათა შინა ნათესავითა კაცთაჲთა. 36. ესე არს მეასჱ იგი ცხოვარი. 37. ამისთჳსცა იტჳს: „იყოს-მე ვინა თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს ერთი მათგანი, არამედ დაუტევნეს ოთმეოცდაცხრამეტნი უდაბნოსა და წარვიდეს ძიებად წარწყმედულისა მის, ვიდრემდის პოვოს იგი“... 38. და ვითარცა იხილი ეშმაკმან... დაუმკჳდრა ადგილი იგი მისი ნათესავსა კაცთასა, შური აღიღო ნათესავსა ზედა კაცთასა ეშმაკმან და აცთუნა იგი და წარწყმიდა, შეიპყრა და წარიტაცა და შეაყენა იგი ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და დამალა. 39. ესე არს, რომელი წარეწყმიდა მეასჱ იგი ცხოვარი – ნათესავი კაცთაჲ. 40. აწ არა-მე მოვიდეს უფალი იგი ცხოვარისაჲ მისი? 41. ვიცი და მრწამს ჭეშმარიტად, რამეთუ ესრეთ მოვიდეს ძიებად წარწყმედულისა. 42. მაშინ ნათესავი კაცთაჲ, შეცთომილი და შეყენებული ბჭეთა ჯოჯოხეთისა, ღაღადებდა უფლისა მიმართ და იტყოდა: „უფალო, აცხოვნე სული ჩემი, რაჲთა გაქებდე შენ. 43. ხოლო თუ სამართალნი შენნი შემეწინენ მე, რამეთუ, მე, აჰა ესერა, შეცთ...“ გარდამოჴდა ზეცით ქუეყანად, დაუტევნა ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი ანგელოზნი ცათა შინა. 44. არა თუ დაუტევნა, არამედ განუშორებელ იყო იგი მამისა და სულისა წმიდისაგან და ანგელოზთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და იდიდებოდა ცათა შინა. 45. და გარდამოჴდა ძიებად წარწყმედულისა მის და დაიმდაბლა თავი თჳსი. 46. დაფარულად და უგრძნობელად „გარდამოჴდა, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა“ შეიცვალა ხატი იგი ღმრთეებისა თჳსისაჲ, რაჲთა ვერ იცნას მგელმან მან მწყ... 47. აღიღო ჴელთა თჳსთა ქაჩაბურად ჯუარი იგი თჳსი, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, ღაღად-ყო და თქუა ჯუარსა მას ზედა: „მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“. 48. მას ჟამსა დაილეწნეს კლიტენი და შეიმუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი. 49. შევიდა უფალი ჯუარითა ჯოჯოხეთა და+და პოვა ადამი შეპყრობილი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა. 50. ესე არს ერთი იგი ცხოვარი, რომელი წარწყმედულ იყო. 51. გამოუღო იგი პირისაგან მჴეცისა, იგი და მის თანა... 52. „ცხოვარი, რომელი წარწყმედულ იყო“. 53. „ჰჱ, გეტყჳ თქუენ, საყუარელნო, რამეთუ ესრეთ სიხარული იყოს ცათა შინა აწცა და მერმეცა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელთა არცა შესცოდეს და არცა უჴმს სინანული“. 54. ხოლო აწ, საყუარელნო, ჰხედავთა მრავალსა მოწყალებასა ღმრთისასა და კაცთმოყუარებასა მისსა და დიდსა მისსა სიტკბოებასა და აურაცხელსა მას მისსა სიმდაბლესა, ვითარ-იგი თავი თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთა ზედა და მოიძია წარწყმედული იგი? 55. და კუალად ვიტყჳ: „უკუეთუ ვინმე იყოს დედაკაცი, რომელსა ედვას ათი სატირი და წარწყმდეს ერთი მათგანი, არა-მე აღანთოს სანთელი და სახლი მისი მოჰმართოს და ეძიებდეს გულსმოდგინედ?“... 56. „აწ ვინ-მე არს დედაკაცი ესე, რომელსა ედვა ათი სატირი“? 57. ხატად დედაკაცისა გამოიხატვის ეკლესიაჲ, ვითარცა წმიდანი მოციქულნი და მოძღუარნი იტყჳან წმიდისა სიონისთჳს, რამეთუ: ესე არს დედაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ. 58. და მერმე ყოველი წმიდაჲ ეკლესიაჲ დედაჲ არს ყოველთა მორწმუნეთაჲ ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, სარწმუნოებითა მით შეუძრველითა, მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ვითარცა-იგი სადამე იტყჳს: „ზეცისაჲ იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენი“. 59. და კუალად იტყჳს: „იხარებდ ბერწი ეგე, რომელ არა გელმოდა და არა შობდ... 60. აღიმაღლჱ და ღაღად-ყავ... და კუალად იტყჳს: რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ. 61. ესე არს წარმართთა ეკლესიაჲ... მოუძლურდა“. 62. ესე არს შესაკრებელი ჰურიათაჲ. 63. ხოლო ბერწმან მან, რომელმან შვნა შჳდნი შვილნი და მერმჱ ათნი და უმრალჱს მისსა ათასეულნი და ბევრეულნი და უკუანაჲსკნელ, რომლისაჲ არა არს რიცხჳ. 64. ამისთჳსცა გამოისახვის წმიდაჲ ეკლესიაჲ დედაკაცად, რამეთუ მშობელი არს მორწმუნეთა მისთაჲ. 65. ხოლო სატირი იგი არიან შვილნი ეკლესიისანი, და წარუწყმდეს წმიდასა ეკლესიასა ერთი მორწმუნეთაგანი და შესცთეს იგი უგზოსა... 66. მიმოიხედავნ და ისტუანავნ მჴურვალედ, ვიდრე პოვნადმდჱ მისა. 67. და რაჟამს პოვის იგი, მოუწოდის მეგობართა თჳსთა, რომელ არიან წმიდანი მორწმუნენი ქრისტესნი და ჰრქუა მათ: „ჩემ თანა გიხაროდენ და იხარებდით დღეს ყოვლადვე, რამეთუ ვპოვე სატირი იგი“, რომელ არს შვილი ჩემი და ძმაჲ თქუენი, რომელი წარწყმედულ იყო შეცოდებითა. 68. – ერთი არს და იგივე, ვითარცა-იგი პირველ ვთქუთ. 69. გეტყჳ თქუენ, საყუარელნო, ეგრეთ სიხარული იყოს წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს. 70. ჰხედავთა, საყუარელნო, ვითარ სიხარული იქმნების ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს? 71. ხოლო აწ მოვედით, მორწმუნენო და ვილოცვიდეთ სიწმიდით და შევინანნეთ ცრემლითა შეცოდებანი ჩუენნი და ვევედრებოდით მრავალმოწყალესა მას და სახიერსა ღმერთსა, 72. რაჲთა მშჳდობით და სიწმიდით აღვასრულნეთ წმიდანი ესე დღენი ორმეოცნი და სიხარულით მივეახლნეთ აღდგომასა მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 73. და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძჱსა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და მადლი და პატივი და თავყანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|